მსოფლიო საეკლესიო კრებები

Council_of_Trent

I    კრება

გამართვის ადგილი-  ქ.ნიკეა.

გამართვის დრო- 325 წლის 19 ივნისიდან 25 აგვისტომდე.

იმპერატორი-კონსტანტინე I (280-337).

მოწვევის მიზეზი- ალექსანდრიელი (ლიბიელი) მღვდლის-არიოზის მწვალებლური მოძღვრება,რომ ქრისტე მამის თანასწორი არაა;არსით იგი ქმნილებაა,თუმცა უსრულესი და უმაღლესი .

ხელმძღვანელი- საპატიო თავმჯდომარე იყო იმპერატორი კონსტანტინე; ზოგადად კი კრებას ხელმძღვანელობდნენ ანტიოქიის პატრიარქი ევსტათი (323-331) და ევსები კესარიელი (263-340).

მონაწილეთა რაოდენობა-ჰილარიუს პიქტავიელის ცნობით მას ესწრებოდა 318 მონაწილე.

ცნობილი მონაწილეები-ათანასე ალექსანდრიელი; ოსიუს კორდუბიელი; ევსები ნიკომედიელი.

მიღებულ კანონთა რაოდენობა-20 კანონი.

შედეგები-დაიგმო არიანელობა და მისი არსი,არიოზი კი თავის მომხრეებთან ერთად გადაასახლეს; დადგინდა აღდგომის განსაზღვრის თარიღი.

წყაროები-კრების ეპისტოლე ალექსანდრიის ეკლესიისადმი,იმპერატორ კონსტანტინე I-ის 3 წერილი და კანონი ევსები კესარიელს, ათანასე ალექსანდრიელს,რუფინუს აკვილიელს; სოკრატე სქოლასტიკოსის,სოზომენეს და ნეტარი თეოდორიტეს ისტორიული შრომები.

სიმბოლო-გვწამს ერთი ღმერთი, მამა, ყოვლისმპყრობელი, შემოქმედი ცისა და მიწისა, ხილულთა ყოველთა და უხილავთა;

და ერთი უფალი იესუ ქრისტე, ძე ღვთისა მხოლოდშობილი, მამისგან შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა. ნათელი ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი ღვთისაგან ჭეშმარიტისა, შობილი და არა ქმნილი, თანაარსი მამისა, რომლის მიერ ყოველივე შეიქმნა.

რომელიც ჩვენთვის, კაცთათვის და ჩვენისა ცხონებისათვის გარდამოხდა ცათაგან, და ხორცი შეისხა სულიწმიდისა და მარიამ ქალწულისგან, და განკაცდა. და ჯვარს-ეცვა ჩვენთვის პონტოელი პილატეს დროს და ევნო და დაეფლა. და აღდგა მესამე დღეს, წერილთა თანახმად. და აღვიდა ცათა მიმართ, და მჯდომარეა მამის მარჯვნივ. და კვალად მომავალია დიდებით, განსჯად ცოცხალთა და მკუდართა, რომლის სუფევისა არ იქნება დასასრული.

და სულიწმიდა.

ხოლო რომლებიც ამბობენ, რომ “იყო, როდესაც არ იყო”, და რომ “შობამდე არ იყო”, და რომ არაარსთაგან შეიქმნა ანდა ამბობენ, რომ არსებობს იგი სხვა ჰიპოსტასისგან ან არსებისგან, ან კიდევ, რომ ცვალებადია ან გარდაქმნადი ძე ღვთისა, ამათ შეაჩვენებს კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია.

II  კრება

გამართვის ადგილი-კონსტანტინოპოლი.

გამართვის დრო-381 წელი.(მაისი-ივნისი).

იმპერატორი-თეოდოსი II(401-450).

მოწვევის მიზეზი-კრება ჩატარდა კონსტანტინოპოლელი ეპისკოპოსების-მაკედონიოსისა და მისი მიმდევრების-ნახევრად არიანელი პნევმატომახოსების წინააღმდეგ,რომლებიც ძე ღმერთს მამა ღმერთის მსგავსად მიიჩევდნენ,ხოლო სულიწმინდას კი-ღვთის პირველ ქმნილებად და იარაღად.კრებაზე აგრეთვე იდგა ანომეველთა აეციუსისა და ევნომიოსის მიმდევრების საკითხი,რომლებიც ასწავლიდნენ,რომ ძე მამის მსგავსი კი არაა,არამედ მისგან არსობრივად განსხვავდება.გარდა ამისა განიხილებოდა ფოტონიოსის მიმდევართა საკითხი,რომლებიც აპოლინარიოს ლაოდიკელისა და საბელიოზის სწავლებათა განმაახლებლები იყვნენ.მათი აზრით,ქრისტეს სხეული მოკლებული იყო გონიერ სულს,რომელსაც ღვთის სიტყვა ცვლიდა.

ხელმძღვანელი-მელეტი ანტიოქიელი; გრიგოლ ღვთისმეტყველი; ნექტარიოსი (კონსტანტინოპოლის პატრიარქი).

მონაწილეთა რაოდენობა-150;

ცნობილი მონაწილეები-კირილე იერუსალიმელი;გრიგოლ ნოსელი; ამფილოქე იკონიელი;დიოდორე ტარსელი.

მიღებულ კანონთა რაოდენობა–კრების მამებმა შეიმუშავეს და გამოსცეს კანონიკური და საეკლესიო-დისციპლინარული შინაარსის ეპისტოლე,რომელიც VI საუკუნის დასაწყისში 4 კანონად გაიყო ,ხოლო 382 წლის კონსტანტინოპოლის კრებაზე მიღებული 2 სხვა კანონი,რომლებიც შემდეგში მე-5  და  მე-6 კანონებად დაემატნენ II მსოფლიო კრების კანონებს. ამას დამატებული მე-7 კანონი,რომელიც კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოს ნესტორისადმი ეფესოდან გაგზავნილი ეპისტოლის ნაწყვეტია (482 წ.), მე-7 კანონი ორადაა გაყოფილი და ასე გამოვიდა 8 კანონი.

შედეგები-კონსტანტინოპოლის კრებამ ყოველგვარი ერესი ანათემას გადასცა; 150-მა მამამ,როგორც თავის სიმბოლოს,სანქცია მისცა იმ ტექსტს,რომელიც მანამდე იყო შედგენილი.

წყაროები-სოკრატე სქოლასტიკოსის,სოზომენეს,ნეტარი თეოდორიტეს ისტორიული თხზულებები.

სიმბოლო-1. მრწამს ერთი ღმერთი, მამაჲ, ყოვლისა-მპყრობელი, შემოქმედი ცათა და ქუეყანისაჲ, ხილულთა ყოველთა და არა ხილულთაჲ;

  1. და ერთი უფალი იესუ ქრისტე, ძე ღმრთისა მხოლოდშობილი, მამისაგან შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა. ნათელი ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი ღმრთისაგან ჭეშმარიტისა, შობილი და არაქმნილი, თანაარსი მამისაჲ, რომლისაგან ყოველი შეიქმნა.
  2. რომელი ჩუენთვის, კაცთათჳს და ჩუენისა ცხოვრებისათჳს გარდამოჴდა ზეცით, და ჴორცნი შეისხნა სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა, და განკაცნა. –
  3. და ჯუარს-ეცვა ჩუენთჳს პონტოელისა პილატეს ზე და ივნო, და დაეფლა.
  4. და აღდგა მესამესა დღესა მსგავსად წერილისა.
  5. და ამაღლდა ზეცად, და მჯდომარე არს მარჯვენით მამისა.
  6. და კუალად მომავალ არს დიდებით, განსჯად ცხოველთა და მკუდართა, რომლისა სუფევისა არა არს დასასრულ.
  7. და სული წმიდაჲ, უფალი და ცხოველსმყოფელი, რომელი მამისაგან გამოვალს, მამისა თანა და ძისა თანა თაყუანის-იცემების და იდიდების, რომელი იტყოდა წინაჲსწარმეტყუელთა მიერ.
  8. ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია.
  9. აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა მოსატევებელად ცოდვათა.
  10. მოველი აღდგომასა მკუდრეთით.
  11. და ცხოვრებასა მერმისსა მის საუკუნესასა, ამინ.

III  კრება

გამართვის ადგილი-ეფესოს დიდ ეკლესიაში,რომელსაც წმიდა მარიამი ეწოდებოდა.

გამართვის დრო-431 ქ.(I სხდომა გაიმართა 22 ივნისს,ხოლო VII კი-31 აგვისტოს).

იმპერატორი-თეოდოსი II (401-450).

მოწვევის მიზეზი-კონსტანტინოპოლის პატრიარქ ნესტორის პრესვიტერმა ანასტასიმ განაცხადა,რომ მარიამს  უნდა ეწოდოს არა ღვთისმშობელი,არამედ კაცისმშობელი,ამ სიტყვებმა გამოიწვია მოსახლეობაში შფოთი. ქრისტოლოგიური საკითხების გარდა კრებაზე აგრეთვე განიხილებოდა მწვალებელ მესალიანელთა და ევროპის პროვინციის ეპისკოპოსთ პრობლემები.

ხელმძღვანელი-წმ.კირილე ალექსანდრიელი.

მონაწილეთა რაოდენობა-I სხდომაში მონაწილეობდა 160  ეპისკოპოსი.

ცნობილი მონაწილეები-წმ.კირილე ალექსანდრიელი;ფლაბიანე კონსტანტინოპოლელი; მემნონი (ეფესოს ეპისკოპოსი); რომის პაპის ლეგატები, ეპ.-არკადიუსი,პროექტიუსი და პრესვიტერი ფილიპე.

მიღებულ კანონთა რაოდენობა–8 კანონი.

შედეგები-კრებამ დაგმო ნესტორიანიზმი და განამტკიცა მართლმადიდებლური ქრისტოლოგია.

წყაროები-,,ვატიკანის კრებული’’-,,COLLECTIO VATICANA’’; ,,სეგიეს კრებული’’,, SEGUERIANA’’ ; ,,ათენის კრებული’’,,COLLECTIO ATHENIE’’; ,,ტურის კრებული’’,, COLLECTIO TURONENSIS’’;

IV  კრება

გამართვის ადგილი- ქალკედონის წმიდა ეფემიას სახელობის ბაზილიკა.

გამართვის დრო- 451 წელი. (I სხდომა გაიმართა 8 ოქტომბერს,ხოლომე-16 კი 31 ოქტომბერს).

მოწვევის მიზეზი-449 წელს ეფესოში გამართული ,,ავაზაკთა კრების’’  განსჯა;

ხელმძღვანელი-ანატოლი კონსტანტინოპოლელი (449-458)

იმპერატორი-ვალენტინიანე

მონაწილეთა რაოდენობა-630 ან 640 ეპისკოპოსი.

ცნობილი მონაწილეები-ანატოლი კონსტანტინოპოლელი;დომნიოს ანტიოქიელი;იუბენალ იერუსალიმელი;თალასი კესარიელი;ნეტარი თეოდორიტე;ევსევი დორილიელი;დიოსკორე ალექსანდრიელი.

მიღებულ კანონთა რაოდენობა– 30 კანონი.

შედეგები-კრებამ განკვეთა დიოსკორე,დაგმო მისი თავმჯდომარეობით გამართული ,,ავაზაკთა კრება’’ და ევტიქი; ჩამოაყალიბა ქრისტეს შესახებ სწავლება.

წყაროები-კრების საქმეების ბერძნული და ლათინურენოვანი რედაქციები;

სიმბოლო-,,ამრიგად ,მივყვებით რა წმინდა მამებს,ყველა ერთხმად ვასწავლით ვაღიაროთ ერთი და იგივე ძე,უფალი ჩვენი იესო ქრისტე,სრული ღმერთი და სრული ადამიანი,ჭეშმარიტი ღმერთი და ჭეშმარიტი ადამიანი,იგივე სხეულითა და გონიერი სულით,მამის ერთარსი თავისი ღვთიურობით და იგივე ,ჩვენი ერთარსი თავისი კაცებით,ყველაფერში ჩვენი მსგავსი,გარდა ცოდვისა,ღმრთეებით მამისაგან შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა,ხოლო უკანასკნელ ჟამს ჩვენთვის და ჩვენი ცხონებისათვის კაცობრივად შობილი ღვთისმშობელ ქალწულ მარიამისაგან,ვაღიარებთ ერთსა და იმავე ქრისტეს,ძეს,უფალს, მხოლოდშობილს, ცნობილს ორი ბუნებით, შეურევნელად, უცვალებელად, განუყოფელად, განუცალკევებლად, ისე ,რომ შეერთებით ოდნავადაც არ დარღვეულა ორი ბუნების განსხვავება,არამედ მით უფრო შენარჩუნებულია თითოეული ბუნების თვისება,რომლებიც შეერთებულია ერთ პირსა და ერთ ჰიპოსტასში,-რომელიც  არ განიყოფა და არ განიკვეთება ორ პირად, არამედ ვაღიარებთ ერთსა და იმავე ძესა და მხოლოდშობილ ღვთის სიტყვას,უფალ იესო ქრისტეს,როგორც (ასწავლიდნენ) ძველი წინასწარმეტყველები მის შესახებ და (როგორც) ეს ჩვენ გადმოგვცა მამათა სიმბოლომ.’’

კრება

გამართვის ადგილი-კონსტანტინოპოლის წმიდა სოფიას ტაძარი.

გამართვის დრო-553 წელი. (დაიწყო 5 მაისს და დასრულდა 2 ივნისს.სულ გაიმართა 8 სხდომა).

მოწვევის მიზეზი-,,სამი თავის’’ საკითხის განხილვა და ნესტორიანიზმის პრობლემის საბოლოოდ გადაწყვეტა.

ხელმძღვანელი-ევტიქი (კონსტანტინოპოლის პატრიარქი).

იმპერატორი-იუსტინიანე (527-565).

მონაწილეთა რაოდენობა-151-165 ეპისკოპოსი.

ცნობილი მონაწილეები-დომნე ანტიოქიელი,თეოდორე აკიდა,ევსტათი იერუსალიმელი.

მიღებულ კანონთა რაოდენობა–კრებას კანონები არ მიუღია.

შედეგები-გადაწყდა ,,სამი თავის’’ საკითხი; დაიგმო ორიგენე და ორიგენიზმი.

წყაროები-კრების აქტების ლათინურენოვანი ვერსია; იმპერატორის ედიქტები.

VI  კრება

გამართვის ადგილი-იმპერატორის კონსტანტინოპილის სასახლის,ტრულისად წოდებული დარბაზი.

გამართვის დრო-680-681 წლები.(I სხდომა გაიხსნა 680 წლის 7 ნოემბერს, ხოლო XVIII კი 681 წლის 16 სექტემბერს).

მოწვევის მიზეზი-VII ს-ში გავრცელებული მონოფიზიტური მწვალებლობა,რომლის მიმდევრებიც ამტკიცებდნენ,რომ ქრისტეში ერთი ნება და ერთი ღმრთაებრივი ქმედებაა,ხოლო კაცობრივ ნებასა და ქმედებას ისინი არ აღიარებდნენ.

ხელმძღვანელი-იმპერატორი კონსტანტინე IV თავად უძღვებოდა კრების 12 სხდომას.

იმპერატორი-კონსტანტინე IV (668-685).

მონაწილეთა რაოდენობა-153 ეპისკოპოსი.

ცნობილი მონაწილეები-ანტიოქიის პატრიარქი მაკარი;ნოტარიუსი-ანტიოქოსი;პაპის ლეგატები-თეოდორე და გიორგი (პრესვიტერები) და დიაკონი იოანე.

მიღებულ კანონთა რაოდენობა- (კრებას კანონები არ მიუღია).

შედეგები-კრებამ შეაჩვენა თეოდორე ფარანელი,სერგი,პავლე,პიროს და პეტრე კონსტანტინოპოლელები,კვიროს ალექსანდრიელი და მაკარი ანტიოქიელი. ანათემას გადასცა რომის პაპი ჰონორიუსი.კრებამ განამტკიცა ქრისტეში სრული ადამიანურობის შესახებ სწავლება.

წყაროები-კრების ოქმების ბერძნული და ლათინური ტექსტები;კრების ეპისტოლე რომის პაპ აღათონისადმი;პატრიარქ იოანე V-ის პაპ კონსტანტინესათვის მიწერილი წერილი.

განსაზღვრება-და ორ ბუნებით ნებელობას ანუ ნებას მასში და ორ ბუნებით მოქმედებას განუყოფლად, უცვალებლად, დაუნაწილებლად, თანაშეურევლად, წმინდა მამათა მოძღვრების კვალობაზე, იმგვარადვე ვქადაგებთ, და ეს ორი ბუნებითი ნება არათუ ურთიერთსაწინააღმდეგოა, – ნუ მოხდება ეს, – როგორც თქვეს უღვთო მწვალებლებმა, არამედ თანაშედგომილია მისი კაცობრივი ნება და არა საწინააღმდეგო ანდა მტრული, უფრო კი, მაშ, დამორჩილებული მის საღვთო და ყოვლისშემძლე ნებას, რადგან მართებდა ხორცის ნებას ამოძრავება, ამასთან დამორჩილება საღვთო ნებისადმი, თანახმად ყოვლადბრძენი ათანასესი.

 

VII  კრება

გამართვის ადგილი-ნიკეა.(პირველი 7 სხდომა ჩატარდა ნიკეის  წმიდა სოფიას ტაძარში,ხოლო უკანასკნელი კი კონსტანტინოპოლის მაგნავრის სასახლეში).

გამართვის დრო-კრება გაიხსნა 787 წლის 24 სექტემბერს და დაიხურა 23 ოქტომბერს.სულ შედგა 8 სხდომა.

მოწვევის მიზეზი-იმპერიაში გავრცელებული მწვალებლობა-ხატმებრძოლეობა.

იმპერატორი-კონსტანტინე VI .(პორფიროგენტი)

ხელმძღვანელი-ტარასი კონსტანტინოპოლელი.

მონაწილეთა რაოდენობა-კრების განსაზღვრების ქვეშ 308 ხელმოწერაა დასმული.

ცნობილი მონაწილეები-კონსტანტინოპოლის პატრიარქი ტარასი,ტავრიანის ეპისკოპოსი თეოდორე,სარდის ეპისკოპოსი  ექვთიმე.

მიღებულ კანონთა რაოდენობა-22 კანონი.

შედეგები-კრებამ შეაჩვენა ხატმებრძოლები,მათ დამცველ სასულიერო პირებს ხარისხი აყარა,ერისკაცები კი დასაჯა.

წყაროები-კრების აქტების ბერძნული ხელნაწერები;კოსნტანტინე VI-სა და დედოფალ ირინეს საიმპერატორო ბრძანებულებები;კატანიელი დიაკონ ეპიფანეს შესხმკითი სიტყვა კრებისადმი;პატრიარქ ტარასის ეპისტოლეები პაპ ადრიანესა და იღუმენ იოანესადმი.

განსაზღვრება-,,განვსაზღვრავთ,რომ წმიდა და პატიოსანი ხატები მიღებულია თაყვანისცემისათვის ისევე,როგორც პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჯვარი,მიუხედავად იმისა,თუ რით იქნებიან ეს ხატები შესრულებულნი,საღებავით,მოზაიკით,თუ თუ სხვა ნივთიერებით,ასევე გამოსახულებანი ეკლესიის ნაკურთხ ჭურჭელსა და შესამოსელზე,კედლებსა და დაფებზე,შინ თუ გზის პირებზე,ხოლო ყველა ხატი,როგორც იესო ქრისტესი,ისე ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის,პატიოსანი ანგელოზების და ყველა წმიდა და ღირსი მამისა,რაც უფრო ხშირად იქცევა ჩვენი ჭვრეტის საგნად,მით უფრო მეტად აღვიძვრებით ამ ხატების შემყურენი მათი პირველსახის მოგონებით,უფრო დიდ სიყვარულს შევიძენთ მათ მიმართ და მეტი გულმოდგინებით ვემთხვევით,მუხლს მოვიყრით და თაყვანს ვცემთ მათ,მაგრამ არა იმგვარი მსახურების სახით,რომელიც ჩვენი რწმენით,მხოლოდ ღვთაებრივ ბუნებას შეეფერება.’’

 

გამოყენებული  ლიტერატურა

1-ბოლოტოვი ვ.-‘’ეკლესიის ისტორია მსოფლიო კრებების პერიოდში’’ თბილისი-2009 წელი .

2-ლებედევი პ.-‘’მსოფლიო საეკლესიო კრებების ისტორია’’ ; თბილისი 2012 წ.

3-ხაჩიძე არჩილ-‘’მსოფლიო საეკლესიო კრებები’’ ; თბილისი .

4-ქაჩლიშვილი გიორგი;’’მსოფლიო საეკლესიო კრებები’’;თბილისი-2006 წ.

5-http://library.church.ge/

 

 

Advertisements

დატოვე კომენტარი

Filed under ეკლესიის ისტორია

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s