I-III საუკუნის , ეკლესიის მამები

ip

შესავალი

მცირე ხნის წინ შემოგთავაზეთ თეზისები , რომის იმპერიაში ქრისტიანთა დევნების შესახებ . ამჯერადაც იმავე პერიოდის შესახებ ვისაუბრებთ , ოღონდ იმ განსხვავებით , რომ შემოგთავაზებთ მოკლე ინფორმაციებს , რომლებიც ეხება დასახელებულ პერიოდში მოღვაწე მამებს , მათი მოღვაწეობის პერიოდს , ნაშრომებს და სხვა მნიშვნელოვან ასპექტებს .

 წმიდა კლიმენტი რომაელი

რომის პაპი – ( 92-101 წწ. ) ;

პეტრე მოციქულის მოწაფე ;

აღესრულა მოწამეობრივად ტრაიანეს დევნის დროს ;

შრომები : კორინთელთა მიმართ  ეპისტოლე ; (ნამდვილად ეკუთვნის კლიმენტის)

კორინთელთა მიმართ   ΙΙ ეპისტოლე –   მოციქულთა 85 კანონი ; 2 ეპისტოლე ქალწულთა მიმართ  ; (ეკუთვნის თუ არა კლიმენტის კალამს დასახელებული შრომები ,  მკვლევართა აზრი 2-ად იყოფა) .

მოციქულთა განწესებანი  ; (VI მს.კრებამ , განაჩინა მისი ხმარებიდან ამოღება ) .

+ ფსევდოკლიმენტინური ლიტერატურის მთელი კორპუსი . 

წმიდა  პოლიკარპე სმირნელი

სმირნის ეპისკოპოსი ;

იოანე ღვთისმეტყველის მოწაფე ;

ცოცხლად დაწვეს 167 წ. , მარკუს ავრელიუსის  დევნის დროს .

შრომა : ეპისტოლე ფილიპელთა მიმართ ( დაწერილი 156 წ. 22 თებერვალს )

წმიდა  ეგნატე ღმერთშემოსილი

იოანე ღვთისმეტყველის მოწაფე ;

ანტიოქიის ეპისკოპოსი ;

კოლიზეუმში ლომების მიერ აღესრულა , იმპერატორ ტრაიანეს დევნის დროს ;

შრომები : ეპისტოლეები – ეფესოს , მაგნეზიის , ტრალის , ფილადელფიის , სმირნის , რომის საკრებულოებს .  + ეპისტოლე სმირნის ეპისკოპოს პოლიკარპეს .

P.S. – ჩვენამდე მოღწეულია  მის ეპისტოლეთა ვრცელი და მოკლე რედაქცია . მოკლე რედაქციაა ზემოთმოყვანილი 7 ეპისტოლე , ხოლო ვცელი კი ის , რომელიც თარგმნა ქართულად წმ.გიორგი მთაწმინდელმა .

წმიდა  დიონისე არეოპაგელი

ათენის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ;

პავლე მოციქულის მოწაფე ;

აღესრულა იმპერატორ დომიციანეს დევნისას  ;

შრომები : ‘’ საღვთო სახელთა შესახებ’’ ; ‘’ ციური იერარქიის შესახებ’’ ; ‘’საეკლესიო იერარქიის შესახებ ‘’ ; ‘’საიდუმლო ღვთისმეტყველების შესახებ’’

გარდა დასახლებულ შრომებისა , მას მიეწერება ასევე 10 ეპისტოლე .

P.S. ეპისტოლეთა ავტორის შესახებ აზრი ორად იყოფა , თუმცა საეკლესიო გადმოცემით მიჩნეულია რომ იგი ეკუთვნის პავლე მოციქულის მოწაფის-დიონისეს კალამს .

წმიდა  ირინეოს ლუგდუნელი 

ცხოვრების წლები : ( 130 – 202 წწ.)

ლიონის ეპისკოპოსი გახდა 178 წ.

თავი მოკვეთეს 202 წ. , სეპტიმუს სევერიუსის დევნის დროს .

პოლიკარპე სმირნელის მოწაფე ;

შრომები : ‘’  მხილება და დამხობა ცრუ ცოდნისა’’ ; ( ჩვენამდე მოღწეულია) ;

‘’გაცხადება სამოციქულო სწავლებისა’’ ; (მოღწეულია ჩვენამდე) ;‘’

შემეცნების შესახებ’’ .  ( ამ შრომას , ევსები ახსენებს მხოლოდ და ჩვენთვის უცნობია სხვა მხრივ) .

ეპისტოლეები – ‘’რომაელი მღვდლის – ფლორინუსისადმი’’ ; ‘’რომის მკვიდრ – ბლასტუსისადმი ‘’ ; ‘’პაპ ვიქტორისადმი’’ ;  (ფრაგმენტების სახითაა ჩვენამდე მოღწეულია მისი ეპისტოლეები ) .

წმიდა იუსტინე მარტვილი , აპოლოგეტი და ფილოსოფოსი ; 

რომში , საღვთისმეტყველო სკოლის ხელმძღვანელი ;

მისი მოწაფე იყო – ტატიანე სირიელი ;

აღესრულა 165 წელს , მარკუს ავრელიუსის დევნისას .

შრომები : ‘’ სიტყვისგება იუდეველ ტრიფონისადმი’’ ; ‘’დიდი და მცირე აპოლოგია’’ ;

+ ‘’სიტყვა ელინთა მიმართ’’ ( დასახელებული შრომის შესახებ მკვლევართა აზრი ორად იყოფა , ნაწილი მიაკუთვნებს მას იუსტინეს კალამს , ნაწილი კი არა ) .

წმიდა  კლიმენტი ალექსანდრიელი ( დაახ. 140-214 წწ ) .

მასწავლებელი – პანტენოს ალექსანდრიელი ;

მღვდელი და ალექსანდრიის კატეხიზატორული სკოლის ხელმძღვანელი ;

აღესრულა – ბუნებრივი სიკვდილით ;

შრომები : “სტრომატები” ; “ჰიპოტიპოსები” ; “ელინების მიმართ სიტყვა მომაქცეველი” ; “პედაგოგი”;  “ვინ არის მდიდარი, რომელიც ცხონდება?” ; “პასექის შესახებ” ; “მარხვის შესახებ” და “ცილისწამების შესახებ” ; “შეგონება დათმენისათვის”, ანუ “ახლად მონათლულთა მიმართ” ; “საეკლესიო კანონი”, ანუ “იუდაურად მოაზროვნეთა წინააღმდეგ” ;

წმიდა  იპოლიტე რომაელი  (დაახ. 170-235 წწ. )

მასწავლებელი – ირინეოს ლიონელი ;

შრომები : ‘’ ფილოფოფუმენა’’ ანუ ‘’ ყველა ერესის მხილება’’ ; ‘’სინტაგმა ‘’ ანუ ‘’ ყველა ერესის წინააღმდეგ ‘’ ; ‘’ ანტიქრისტეს შესახებ’’ ; ‘’ დანიელის წინასწარმეტყველების განმარტება ‘’ ; ‘’ . ”ქებაქებათას” განმარტება’’ ; ‘’ . ისააკისა და იაკობის კურთხევათა განმარტება’’ ; ‘’ . მოსეს კურთხევათა განმარტება’’; ‘’ დავითისა და გოლიათის განმარტება’’;’’ ჰომილია ფსალმუნთა შესახებ’’;’’ ქრონიკონი’’;’’ . “საზომთათვის და საწყაულთა”;’’  აღდგომის ჟამთა დასაბუთება’’; ჰომილიები-. ‘’წმინდა აღდგომის შესახებ’’; ‘’ უფლისა და მაცხოვრის ქების შესახებ’’;’’ ჰომილია ვინმე ნოეტის მნიშვნელობის შესახებ’’;’’ ჰომილია იუდეველთა წინააღმდეგ, დასაბუთებითი’’;’’ სიტყვა წმინდა თეოფანიათა შესახებ’’;

”სამოცქიულო გადმოცემა”;

”პლატონის, ელინებისა და ყოვლიერების შესახებ” ;’’ არტემონის ერესის წინააღმდეგ’’;’’ აღდგომის შესახებ’’;’’ პროტრეპტიკონი სებერინასადმი’’;’’ . მარკიონის წინააღმდეგ’’;’’ იოანეს სახარებისა და აპოკალიფსის შესახებ’’;’’ გაიუსის წინააღმდეგ’’;’’ ”განგებულების შესახებ”;’’ ”გალობანი ყოველთა წერილთა მიმართ”;’’ თეოფანიის (ღვთისგამოჩინების) შესახებ (ბერძნ. ”პერითეოფანიას”)’’ ;

ორიგენე

მოღვაწეობის წლები : ( 184 – 254 წწ. )

202 წლიდან ალექსანდრიის კატეხიზატორული სკოლის ხელმძღვანელი ;

232 წელს პალესტინის კესარიაში დაარსა სასწავლებელი ;

მოწაფეები – წმ. გრიგოლ ნეოკესარიელი (საკვირველმოქმედი) და მისი ძმა ათენოდორი ;

შრომები : ერთი გადმოცემითმას 6000 – მდე ნაშრომი ჰქონდა , ხოლო ჩვენამდე მოღწეული ფრაგმენტები კი 20 ტომს შეადგენს .

‘’ აღდგომის შესახებ’’ ;’’ სტრომატები ‘’- (10 ტომი ) ; ‘’ შესაქმისათვის’’ (20 ტომი) ; ‘’საწყისების შესახებ’’ ; ‘’ ფსალმუნთათვის და გოდებათათვის’’ ( იერემიას) ; ‘’მათეს სახარების განმარტება’’ (25 ტომი) ; ‘’12 წინასწარმეტყველის განმარტება ‘’ ; ‘’ეპისტოლე იმპერატორ ფილიპეს მიმართ’’ ; ‘’ ეპისტოლე ფილიპეიმპერატორის მეუღლე-სევერას მიმართ’’ ; ‘’ ეპისტოლე რომის ეპისკოპოს  ფაბიანესადმი’’ ; ‘’ იოანეს სახარების განმარტება’’ ; ბიბლიის რვასვეტიანი განმარტება ;

ორიგენეს  ძირითადი ცდომილებები :

1-სწავლება აპოკატასტასისზე-მისი აზრით , მთელი შინაარსი ისტორიული დროისა უკვალოდ იფანტება და ისტორიის შემდეგ რჩება ის , რაც ისტორიამდე იყო .  ; 2- მის მიხედვით ჩვენი ხილული სამყარო  , სამყაროს პერიოდებიდან ერთ-ერთია ,რომელშიც ყველა ქმნილება დაცემულ სულებს წარმოადგენს  . 3-ადამიანის თავისუფალი ნება მხოლოდ ბოროტების მიზეზია , სიკეთისთვის კი საჭირო არაა თავისუფალი ნება . 4- განხორციელდა არა სიტყვა , არამედ ადამიანური სული , რომელიც სიტყვასთან განუყოფლად იყო შეერთებული .მაცხოვარი მისთვის გამომსხნელი იყო და არა გამომსყიდველი .  5- ანგელოზის დაცემა განპირობებული იყო მისი დაცემამდელი მდგომარეობის მოყირჭებით (მობეზრებით  ) ; 6- სუბორდინაცია ყოვლადწმინდა სამების დოგმატში , რაც გულისხმობდა იმას , რომ ძე კნინობითია მამასთან შედარებით ხოლო სულიწმინდა კი კნინობითია ძესთან შედარებით .

 წმიდა გრიგოლ საკვირველმოქმედი  (გარდაიცვალა – 266/270 წ.)

ნეოკესარიის ეპისკოპოსი ,

232 წ. სწავლა დაიწყო ორიგენეს მიერ დაარსებულ კატეხიზატორულ სასწავლებელში ;

აღესრულა ღრმა სიბერეში , ბუნებრვი სიკვდილით ;

შრომები : ‘’ გამოსათხოვარი სიტყვა’’ (პანეგირიკიორიგენესადმი) ; ‘’ მრწამსი ანუ სიმბოლო , ანუ ჭეშმარიტი სარწმუნოების აღსარება’’ ; ‘’ ქადაგებანი ხარების შესახებ’’ ;

წმიდა  დიონისე ალექსანდრიელი ( აღესრულა 264 წ. )

231  წ-დან ალექსანდრიის სასწავლებლის მოძღვარი ;

247 წ. -დან ალექსანდრიის პატრიარქი ;

აღესრულა ბუნებრივი სიკვდილით – 264 წ.

შრომები : ეპისტოლეები – ‘’ფლავიუსს’’ ;’’ დომიციუსს ‘’ ; ‘’დიდიმეს’’ ; ‘’საბელიოზის წინააღმდეგ’’ ; ‘’ ბერენიკაში ეკლესიის ეპისკოპოსს’’ ; ‘’ამნონის მიმართ’’ ; ‘’ტელესფორის მიმართ’’ ; ‘’ევფრანონის მიმართ’’ ;

წიგნები – ‘’ ბუნების შესახებ’’ ; ‘’ განსაცდელთა შესახებ’’ ; ‘’ეკლესასტეს ‘’ დასაწყისის განმარტება .

წმიდა  კვიპრიანე კართაგენელი (დაიბადა-200/210 წ.)

248/249 წ. ხდება – კართაგენის ეპისკოპოსი ;

257 წ. 30 აგვისტოს იგი გადაასახლეს კურუბისში ;

258 წლის 14 სექტემბერს კვიპრიანეს თავი მოკვეთეს კართაგენის ახლოს , იმპერატორ ვალერიანეს დევნისას ;

იგი აფრიკის პირველი ეპისკოპოსია , რომელმაც იმარტვილა .

შრომები : ‘’ დონატუსისადმი’’ ; ‘’ ქალწულთა შესამოსელის შესახებ (De habitu virginum) ‘’ ; ‘’ დაცემულთა შესახებ’’ ; ‘’ ეკლესიის ერთიანობის შესახებ’’ ; ‘’ საუფლო ლოცვის შესახებ ‘’ ; ‘’ დემეტრიანუსისადმი’’ ; ‘’ მოკვდავობის შესახებ ‘’ ; ‘’ ქველმოქმედებათა და მოწყალებათა შესახებ ‘’ ; ‘’ კეთილმოთმინების შესახებ ‘’ ; ‘’ შურისა და ღვარძლის შესახებ’’ ; ‘’ ფორტუნატუსისადმი, მარტვილობისკენ წვევის შესახებ ‘’ ; ‘’ კვირინუსისადმი, მოწმობათა სამი წიგნი ‘’ ; ‘’ რომ კერპები ღმერთები არ არიან ‘’ ; ეპისტოლეები’’ (65 ნიმუში) ;

 

გამოყენებული          ლიტერატურა :

გული გონიერი“, №2, 2011 ; ედიშერ ჭელიძე

კოპლატაძე გვანცა  ; ქრისტიანული ეკლესიის ისტორია ; თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2009 ;

ევსები კესარიელი – საეკლესიო ისტორია  ; თბილისი 2007 წ.

(ძველი ბერძნულიდან თარგმნა და შენიშვნები დაურთო ზურაბ ჯაშმა )

ჭელიძე ედიშერ – I-VII საუკუნეების ლათინი საეკლესიო მწერლები, ნაწილი I

ჭელიძე ედიშერ- I-VII საუკუნეების ლათინი საეკლესიო მწერლები, ნაწილი I I

ინტერნეტ წყაროები : 

http://catholic.ge

http://library.church.ge

http://martlmadidebloba.ge/eklesiis_istoria.html

http://www.wikipedia.org

 

 

 

Advertisements

დატოვე კომენტარი

Filed under ეკლესიის ისტორია

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s