ქრისტიანთა დევნები რომის იმპერიაში

devn

ეკლესიის ისტორიაში მრავალი ასპექტით არის გამორჩეული და უნიკალური , ქრისტიანობის მდგომარეობა ,  ნიკეის I  საეკლესიო კრებამდე. ეს პერიოდი ძირითადად მოიცავს რომის იმპერატორთა მხრიდან ქრისტიანთა წინააღმდეგ წარმოებულ დევნებს . თუ რა რაოდენობისაა ისინი , ამაზე ჯერ კიდევ კამათობენ მეცნიერები და სავარაუდოდ ვერც შეთანხმდებიან საერთო აზრზზე.

ჩვენ გამოვყავით ათი დევნა , რომლებიც გარკვეული ასპექტებით სხვებზე გამორჩეულები არიან  , დავალაგეთ ისინი ქრონოლოგიურად და მივუთითეთ ის მოკლე ინფორმაციები , რაც შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს , საკითხით დაინტერესებული პირისათვის .

კიდევ ერთხელ ვიმეორებთ , რომ ჩვენს მიერ შედგენილი თეზისები ხშირ შემთხვევაში პირობითია და თითოეულმათგანზე უმეტესად ვრცელი ტომებია შექმნილი .

I დევნა

ა – იმპერატორი – ნერონი (37-54-68 წწ.)

ბ – დევნის პერიოდი –  64-68 წწ.

გ – დევნის მიზეზი –   დევნის მიზეზი გახდა  64 წელს რომში  გაჩენილი ხანძარი , რომელიც იმპერატორმა ქრისტიანებს დააბრალათ . დევნა კიდევ უფრო გაასასტიკა , ქრისტიანთა მისამართით  გამოთქმულმა მოგონილმა ბრალდებებმა , რომლის მიხედვითაც მათ ჰქონდათ  – უკანონო და გამთენიის შეკრებები , ჯადოსნობის ხელოვნება ; ათეიზმი ; გარყვნილება ; კანიბალიზმი – (ჩვილების ჭამა და ნეკროფილია) .

დ – დიდი მოწამენი-  მოციქულთა თავნი – პეტრე და პავლე .

II დევნა

ა – იმპერატორი – დომიციანე  (51-81 – 96 წწ. )

ბ – დევნის პერიოდი –  94-96 წწ.

გ – დევნის მიზეზი –   ქრისტიანებს დააბრალეს უღმერთობა და ამბოხების მცდელობა , რადგან ისინი არ სწირავდნენ მსხვერპლს იმპერატორს . დომიციანე ძალიან განარისხა , საკუთარი ნათესავების გაქრისტიანებამ და დაიწყო საშინელი დევნა .

დ -გამორჩეული მოღვაწე- იოანე მოციქული (მახარებელი)

ე- დიდი მოწამენი- დიონისე არეოპაგელი ; პერგამონის ეპისკოპოსი ანტიპა ; დომიციანეს ბიძაშვილი – ფლავიუს კლემენტუსი ;

III დევნა

ა – იმპერატორი – ტრაიანე ( 53-96-117 )

ბ – დევნის მიზეზი –   ქრისტიანები არ სცემდნენ თაყვანს იმპერატორს და არ იფიცებდნენ მას.გარდა ამისა , ტრაიანეს გამოცემული კანონით იკრძალებოდა საიდუმლო შეკრებები , ქრისტიანები კი საკუთარ ღვთისმსახურებაზე მოუნათლავებს არ ასწრებდნენ , რაც საკმარისი მიზეზი იყო  დევნის დასაწყებად .

გ – დიდი მოწამენი-  წმ.კლიმენტი რომაელი ; წმ. ეგნატე ღმერთშემოსილი .

IV დევნა

ა – იმპერატორი – ადრიანე ( 76 – 117 – 138 )

ბ – დევნის მიზეზი –   -იმპერატორს სჯეროდა წარმართობის და მასზე დიდ გავლენას ახდენდნენ ქურუმები . ქურუმებს ქრისტიანობის გავრცელებამ მიმდევრები დააკარგვინა , რამაც სერიოზული გაღიზიანება გამოიწვია . მათ დაარწმუნეს იმპერატორი , რომ ქრისტიანთა განადგურება , ღმერთებისათვის მოსაწონი საქციელი იქნებოდა და დევნაც დაიწყო .

გ-დიდი მოწამენი- წმ.სოფიო და მისი სამი ასული ; წმ.ევსტატი პლაკიდა ;

V დევნა

ა-იმპერატორი- მარკუს ავრელიუსი ( 121-161-180 წწ.)

ბ-დევნის მიზეზი – იმპერატორი სტოელთა სწავლების მიმდევარი იყო და აღიარებდა რომ ღმერთი არ არსებობდა , ხოლო სათნოებანი და სულიერი სიმტკიცე კი პიროვნების ღირსებას მიეკუთვნება , ამის გამო იგი რა თქმა უნდა ზიზღით უყურებდა იმ სარწმუნოებას , რომელიც  ადამიანურ სისუსტეებს და ცოდვათა მიტევების აუცილებლობას ქადაგებდა .  მასზე დიდი გავლემა ჰქონდათ წარმართ ფილოსოფოსებს , რამა საბოლოოდ შედეგად მოიტანა ის , რომ დაიწყო სასტიკი დევნა .

გ-გამორჩეული მოღვაწე- წმ.იუსტინე აპოლოგეტი

VI დევნა

ა – იმპერატორი –  მაქსიმინე (მაქსიმე თრაკიელი ) (173-235-238 წწ.)

ბ – დევნის პერიოდი – 235 – 238 წწ.

გ – დევნის მიზეზი –   მაქსიმინეს გაიმპერატორობიდან რამდენიმე ხანში მოუწყვეს შეთქმულება . მან იეჭვა , რომ ამაში მონაწილეობდნენ ქრისტიანები , რასაც დაემატა საშინელი მიწისძვრაც და ეს ყველაფერი დაბრალდა ქრისტიანებს . სასტიკი დევნა იმპერატორის სიკვდილის შემდეგ დასრულდა .

დ – მოწამე- ორიგენეს მამა ალექსანდრე .

VII დევნა

ა – იმპერატორი – დეკიუსი (201-249-251 წწ.)

ბ – დევნის პერიოდი –  250-251 წწ.

გ – დევნის მიზეზი –   გამეფებიდან  მოკლე ხანში დეკიუსმა იმპერიის ოლქებში ბრძანება გაგზავნა , რომლითაც ყველა ქრისტიანი , ვინც სარწმუნოებას არ უარყოფდა , სიკვდილით უნდა დასჯილიყო . დეკიუსი ფიქრობდა , რომ ამ გზით ღმერთების წყალობას მოიპოვებდა და თავიდან აიცილებდა იმ უბედურებებს , რომლებიც იმპერიას ემუქრებოდა .

ამ ყოველივეს კი , ერთი ვერსიით  ხელი შეუწყეს მჩხიბავებმა , რომლებმაც ქრისტიანთა წინააღმდეგ წააქეზეს იმპერატორი .

დ – გამორჩეული მოღვაწეები- ალექსანდრიის ეპისკოპოსი  დიონისე ; ორიგენე ; კვიპრიანე კართაგენელი ; გრიგოლ ნეოკესარიელი .

VIII დევნა

ა – იმპერატორი –  ვალერიანე ( 200-253-259 წწ. )

ბ – დევნის პერიოდი – 257 – 259

გ – დევნის მიზეზი –   ეგვიპტელი მოგვების მოძღვარმა და საკრებულოს მთავარმა (ფინანსთა მინისტრმა) მაკრიანემ დაარწმუნა ვალერიანე , რომ დაეწყო დევნა , რადგან მისი და მისი მიმდევრების შელოცვებისა თუ სხვა რიტუალების სიცრუეს ადვილად ამხელდნენ ხოლმე ქრისტიანები .

დ –  გამოცემული ედიქტები :

I – 257 წ. იგი კრძალავდა ქრისტიანთა შეკრებებს .

II – 258 წ. მოითხოვდა სასულიერო პირთა დასჯას .

ე- დიდი მოწამენი – კვიპრიანე კართაგენელი , ეპისკოპოსი სტეფანე , ეპისკოპოსი სიქსტი , არქიდიაკონი ლავრენტი …

ვ – გამორჩეული მოღვაწე – ალექსანდრიის ეპისკოპოსი დიონისე .

IX დევნა

ა – იმპერატორი – ავრელიანე (214- 270-275 წწ. )

ბ – დევნის პერიოდი – 275 წ.

გ – დევნის დაწყება –   275 წელს იმპერატორმა ავრელიანემ ქრისტიანთა წინააღმდეგ ახალი ბრძანება გამოსცა , რასაც შედეგად მათი  დევნის დაწყება მოჰყვა , მაგრამ გავრცელება ვერ მოასწრო , რადგან ავრელიანე მოკლეს .

დ – დიდი მოწამენი-  წმ.პავლესა და მისი და იულიანა ; წმ. კონონსი ; ქრისანთესა და დარია .

X დევნა

ა – იმპერატორი – დიოკლეტიანე (244- 284-305 წწ. )

ბ – დევნის პერიოდი -303 – 305 წწ.

გ – დევნის მიზეზი –   დიოკლეტიანეს ,, რელიგიურმა ტოლერანტობამ’’ შედეგი ვერ გამოიღო , ამიტომ , იმპერიისვე სასიკეთოდ მან დაიწყო რელიგიური რეფორმა , რაც ნიშნავდა ,, ძველი რომაული რელიგიის’’ აღორძინებას და იმპერატორის კულტის წინ წამოწევას , რაშიც რა თქმა უნდა ვერ დაეხმარებოდნენ ქრისტიანები , რადგან დიოკლეტიანეს მიერ , იმპერატორისთვის განკუთვნილი სახელი – ,, DOMINUS ES DEUS’’ – ,,უფალი და ღმერთი’’ , ეწინააღმდეგებოდა ქრისტიანთა მოძღვრებას . გარდა ამისა , არსებობს ვარაუდი , რომ მნიშვნელოვნად  განაპირობა დევნა , თანაიმპერატორის – გალერიუსის ფაქტორმა , რომლის დედაც იყო ქურუმი და ვერ იტანდა ქრისტიანებს .

დ) გამოცემული ედიქტები :

I- ყველა სასულიერო პირის დაპატიმრების შესახებ ;

II – ვინც უარს იტყოდა მსხვერპლშეწირვაზე , მათი დასჯა .

ე – გამორჩეული მოღვაწეები- ანტონი დიდი , ლაკტანციუსი …

ვ – დიდი მოწამენი – გიორგი ძლევაშემოსილი , პეტრე ალექსანდრიელი , თეოდორე ტირონი , დიმიტრი თესალონიკელი , წმ. ბარბარე .

Advertisements

დატოვე კომენტარი

Filed under ეკლესიის ისტორია

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s