წმ.იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარი სოფელ ხცისში

თემა – ,, რა განძი გვქონია ” III ნაწილი ;
თემის ავტორი – ხაშურის წმ.დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკოლა-პანსიონის XI კლასის მოსწავლე – გურამ ლურსმანაშვილი

III ნაწილი
2011 წელი

ანოტაცია

ხაშურის რაიონი ტერიტორიულად არცთუ ისე დიდი ფართობის გახლავთ , თუმცა აქ მრავლადაა ისეთი ისტორიულ-კულტურული ძეგლები , რომლებიც თავიანთი წარსულით მნახველში დიდ ინტერესს იწვევენ .

ჩვენ ვაგრძელებთ თემათა ციკლს – ,,რა განძი გვქონია” , რომლის მთავარი მიზანი არცთუ ისე ცნობილი , მაგრამ მნიშვნელოვანი ისტორიის მქონდე კულტურული ძეგლების , საზოგადოების ფართო მასებისთვის გაცნობაა .
წინამდებარე თემა ამ ციკლის მესამე ნაწილს შეადგენს . იგი სოფელ ხცისზე და ამ დასახლებასთან ახლოს მდებარე , წმიდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარზე მოგითხრობთ . მართალია , რომ მოცემულ ტაძარზე არცისე მრავლად მოგვეპოვება ცნობები , მაგრამ ვიმედოვნებთ,რომ ეს მცირე მასალაც არ დატოვებს მკითხველს უკმაყოფილოდ.

შინაარსი

I-შესავალი

II-ძირითადი საკითხები

1-სოფელ ხცისის ისტორია

2-ტაძრის არქიტექტურა  (გეგმა,სტილი, არქიტექტონიკა,

ინტერიერი,ექსტერიერი)

ა)კანკელი,ბ)ტრაპეზი

3-წარწერები

4-ჩუქურთმები

5-საინტერესო ფაქტები(საძვალე,ქვევრები,სამარხი)

6-ინტერვიუ

III-დასკვნა

 I-შესავალი

ქართველებმა უნდა ვიამაყოთ ჩვენი ისტორიული წარსულით, რომელიც იმდენად მდიდარია და მრავალფეროვანი, რომ შეუძლებელია მარადიული საფიქრალი არ გაუჩინოს ქართველ კაცს.

…ხაშური პატარა რაიონია, თუმცა მას საკმაოდ საინტერესო წარსული აქვს. თურმე ხაშურის რაიონის ტერიტორიაზე ადამიანს ჯერ კიდევ ქვის ხანიდან უცხოვრია და მას დაუტოვია კიდეც თავისი სულიერი და მატერიალური მოღვაწეობის კვალი. ცნობილია, რომ ხაშურის ტერიტორიაზე ‘’გადიოდა აღმოსავლეთის ქვეყნებიდან დასავლეთ ევროპისკენ მნიშვნელოვანი სავაჭრო-სატრანზიტო გზა.ამგზის შესახებ ცნობებს გვაწვდის ბერძენო გეოგრაფი სტრაბონი ’’. ცხადია, ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა ხელს უწყობდა ხაშურს არ ჩამორჩენოდა საქართველოში მიმდინარე კულტურულ ტენდენციებს.
ხაშურის რაიონი მდიდარია მატერიალური კულტურის ძეგლებით. ისტორიკოსები მიუთითებენ, რომ აქ აღნუსხულია სხვადასხვა დროის და დანიშნულების 150-ზე მეტი ძეგლი. ჩვენი ყურადღება ამჯერად მიიქცია ხაშურის ქვემოჭალის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიამ, რომელსაც ჩვენთვის ძალიან საინტერესო “თავგადასავალი ჰქონია”.

  1. სოფელ ხცისის ისტორია

სოფელი ხცისი, მდებარეობს თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდ.მტკვრის მარკვენა სანაპიროზე.ხაშურიდან დაშორებულია 9 კმ-ით.

       ვახუშტი ბატონიშვილი გვერძინეთის აღწერის დროს სხვა ხევებთან ერთად ასახელებს ხცისის ხევს.

ხცისი უძველესი სოფელია, რაზეც მეტყველებს შემთხვევით აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა.(რომელიც ამჟამად ხაშურის მხარედმცოდნეობის მუზეუმში ინახება):1-სმმ 4543/ა-243-კვერთხისთავი(ბრინჯაო);2-სმმ 4544/ა-244-მძივი;3-სმმ 11524/ა-1486-დოქი(თიხა);4-სმმ 32/ა-32-სატევარი(ბრინჯაო)

პროფესორი ალ.ღლონტს მიაჩნია, რომ ხცისის ძველი სახელწოდებაა წვიმოეთი. ამასვე იმეორებს მკვლევარი მ.მთვარელიძე, რომელსაც ამავე დროს მიაჩნია, რომ ,,ხცისი” წვიმოეთთან შედარებით ახალი სახელწოდებაა.

დღევანდელი ხცისი მოიცავს საკუთრივ ხცისს და წვიმოეთს, რომელიც ასევე ძველი სოფელია და დღეს მისი ერთ-ერთი უბანია.

სახელწოდება ხცისი მ.მთვარელიძის განმარტების მიხედვით მომდინარეობს ,,ცისიდან”(ცისიერი) ,,არს ჰაერსა შინა რაიც იქმნების ელვა-მეხი და რაიც შუქი და ნიშანი გამოჩნდების.(სულხან-საბა ორბელიანი) ნიშანი კი ხცისში სწორედ წვიმეთის მხრიდან შეინიშნებოდა.”

წვიმეთი მდებარეობს თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, სოფელ ხცისის სამხრეთით. აქ მდებარეობს XI ს-ის დასაწყისის მატერიალური კულტურის ღირსშესანიშნავი ძეგლი, რომელიც წვიმოეთის ნასოფლარის ახლოს მდებარეობს წვიმოეთისავე ტყეში. ეკლესიის ჩრდილოეთით ტყის ფერდობზე ვრცლად შეიმჩნევა ნამოსახლარები, რომელიც ფეოდალურ ხანას განეკუთვნება.

ისტორიული დოკუმენტებიდან    კარგად ჩანს, რომ ხცისი და წვიმოეთი სრულიად დამოუკიდებელი ობიექტებია.

ზემოთ აღნიშნული XI ს-ის დასაწყისის შესანიშნავი ძეგლის წვიმოეთში არსებობაც მეტყველებს, რომ იგი ხცისისგან დამოუკიდებელი უძველესი დასახლებული პუნქტია ხაშურის რაიონში.

ისტორიულ დოკუმენტებში სოფელი გვხვდება წვიმოეთის ფორმით, ასეთივე ფორმით დაუტანია ვახუშტი ბატონიშვილს რუკაზე. იგი ამავე სახელით აღუნიშნავს თავის ,,აღწერაში” იოანე ბატონიშვილს, რომელიც აქ მოსახლეობას არ აფიქსირებს.

სოფელი შედიოდა ისტორიულ საციციანოს შემადგენლობაში. XVIII ს-ის 40-იან წლებში ციციშვილებს შორის ამტყდარი შინააშლილობის დროს წვიმეთი დიდად დაზარალებულა. მერალიბეგ ციციშვილის არზიდან ჩანს, რომ სოფელმა  ამ პერიოდში სამჯერ განიცადა აოხრება, მასთან ერთად  ხცისმაც. არზაში ნათქვამია: ,,კიდევ მეორედ მოუხდა ხცისს კიკნაძეებითა და და ამაშუკელებით დავით, ტყვედ წაიყვანა ხალხი, ორი სოფლის საქონელი. სულ წაიღო-ღვინო, პური,

სახლის ავეჯეულობა, ახლები კი დაწვა. ამავე დოკუმენტში აღნიშნულია: ,,კიდევ წვიმოეთს აიკლეს და გაყიდეს ქვრივიშვილი სულ სამი, თავის საქონლით და სახლის ავეჯეულობით.  მოგვიანებით XX საუკუნეში, წვიმოეთი სოფელ ხცისის ერთ-ერთ უბნად გადაიქცა.

სოფელში მოედინება პატარა მდინარე ხციულა.როგორც კი ხეობას აუყვები, ოანე ნათლისმცემლის ტაძრის ძირში  მოხვდები. გადაივლი ხელმარჯვნივ აღმართს აუყვები პატარა გორაზე აღმოჩნდები და იქ უკვე ყურაქედისკენ მიმავალ გზას დაადგები. პატარა გორას ელიას გორას უწოდებენ.

ელიას გორა,აი საიდან უნდა დავიწყოთ უძველესი  სოფლის ტოპონიმებზე დაკვირვება.

როგორც ბიბლიიდან  ვიცით ელია წინასწარმეტყველებდა, უფალი ქვეყანას გვალვით დასჯიდა,შემდეგ გამოქვაბულში იმალებოდა, სადაც ყორნები უზიდავდნენ საკვებს. ისიც ცნობილია, რომ როცა ელიამ თავისი მისია ამოწურა ცეცხლის ეტლით ამაღლდა ცად.

როგორც ჩანს ჩვენი წინაპრები ოდიდგანვე იცნობდნენ ბიბლიურ სიწმინდეებს და ცდილობდნენ აქ, საქართველოში ბიბლიური სიწმინდეების შემცველი ტოპონიმები დაემკვიდრებინათ. მაშ სხვაგვარად როგორ ავხსნით იმ გარემოებას, რომ მუხნარით დაფარულ ადგილს ყურაქედი ეწოდება სადაც სიწმინდის აღსანიშნავად წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაა აშენებული.

საფიქრელია ის, რომ  ამ ადგილის ადრინდელი სახელწოდება ყორანის ქედი, იმის  აღსანიშნავდ ეწოდა რომ ელიას სწორედ ყორნები ასაზრდოებდნენ და დროთა განმავლობაში ყორანის ქედი იქცა ,,ყურა ქედად”(ყორნის ქედი-ყორანქედი-ყურაქედი)

როგორც ბიბლიიდან ვიცით, საქადაგოდ გამოსული იოანე ნათლისმცემელი ხალხს მოაგონებდა ელიას. ამის გახსენებით ყურადღების გამახვილება გვინდა, რომ სრულიად ბუნებრივია ელიას სახელობის ადგილის ახლოს ყოფილიყო იოანე ნათლისმცემლის ტაძარი, რადგან ეს ორი ბიბლიური სახელწოდება ხალხის ცნობიერებაში ერთმანეთს უკავშირდებოდა.

და აი, მივადექით მთავარს -რას უნდა ნიშნავდეს წვიმოეთი. ნათლისმცემლის ფერდობების სამხრეთით  XX საუკუნის 60-იან წლებამდე აბანოები არსებობდა მერე კი დაშრა და გოგირდოვანმა წყალმა მეზობელ სოფელში ამოხეთქა მიწიდან. გოგირდს მეორენაირად ,,წუმწუმა” ეწოდება (სულხან საბა ორბელიანი ამბობს იმას, რომ წუმწუმა ზეცით ,,ცეცხლი არს, რომელი აწვიმა სოდომს გოგირდითა.) მომავალში კი ამ ადგილს წვიმოეთი დაერქვა. მოხუცები ამბობდნენ, რომ ღამღამობით  ყურაქედიდან ნათლისმცემლისკენ ყორნები დაფრინავდნენო. გოგირდოვანი ნათება, ელიას გორიდან ცეცხლოვანი ყორნების გადაფრენა, ეს ხომ ბიბლიური ინტერპრეტაციებია. ასე კარგად გამოხატული ტოპონიმებში.

2.ტაძრის არქიტექტურა

1

არქიტექტურული ძეგლი დგას სოფლის სამხრეთ აღმოსავლეთით. 1,5 კმ-ზე. სამშენ წარწერის მიხედვით ეკლესიის აშენება დაუწყია 1002 წელს გურანდუხტ დედოფალთან დაახლოებულ პირს, ძლიერ ფეოდალს ანანია მთავარეპისკოპოსს.

ეკლესია დარბაზულია(14,3X15,5.-მინაშენებიანად), ნაგებია კარგად მოსწორებული მოყვითალო და მონაცრისფრო ქვის კვადრებით, სამხრეთით და ჩრდილოეთით მინაშენებია-სამკვეთლო და კარიბჭე. ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს-სამხრეთით და დასავლეთით. ჩრდილო კედელში გაჭრილია სამკვეთლოში გასასვლელი კარი.სამხრეთ-აღმოსავლეთით და დასავლეთ კედლებში თითო სარკმელია, აფსიდს სარკმლის გვერდებზეა წყვილი, მაღალი ნახევარწრიული ნიში. დარბაზის გრძივი კედლების მაღალი დეკორატიული თაღები სამსაფეხურიანი პილასტრების პირველ საფეხურს ეყრდნობა. დანარჩენ ორ საფეხურზე კამარის საბჯენი თაღებია გადაყვანილი”

  შესასვლელი გადაწყვეტილია უბრალოდ და ძლიერად. მართკუთხა განიერი ღიობი გადაკეტილი დიდი მონოლითური ფილით.

ოსტატი აქაც პოულობს საშუალებას ამოიღოს ეფექტი ორნამენტირებული ბრტყელი ზედაპირებიდან: ფარავს  s-ის მსგავსი ორნამენტებით და ცენტრში ათავსებს რელიეფურ ჯვარს.

ეკლესიის ჩრდილოეთის ფასადს დღეის მდგომარეობით არ შემოუნახავს დეკორატიული დამუშავების კვალი. ეკლესიის კედელი აღმართული ეკვდევის -ის ზემოთ დატოვილია გლუვად და მხოლოდ კარნიზი, დასავლეთის კედელთან ფრაგმენტულად შემორჩენილი, დამშვენებულია კვეთურობით. ჩამონგრეული და თავიდან განახლებული ეკვდევი-ის კედელს არ ემჩნევა რაიმე გაფორმების კვალი.

ეკლესიამ, როგორც აღწერილობა მოწმობს, განიცადა მნიშვნელოვანი ნგრევა მანამდე, ვიდრე მიტოვებული იქნა ბედისანაბარად, რაც შესაძლებელია გამოწვეული იყო ახალი კატასტროფით.

ზედა ზონაში მოცემულია ორნამენტი-ფოთლების გეომეტრიზირებული ფორმის სამკუთხედები მოკვეთილი ბოლოებით. ქვედა ზონაში  სამკუთხედად ამოჭრილი ორნამენტი გეომეტრიზებული სამკუთხა ფორმის ფოთლითაა შეერთებული, როგორც კარნიზის ზედა ზონაში; მახვილი ბოლოები ფოთლებისა წაკვეთილია.

,,ხცისის ტაძრის მშენებელი ეძებს სიმეტრიის დარღვევის სახადასხვა შესაძლებლობებს,- ამტკიცებს აღმოსავლეთ ფასადის რელიეფის ჯგუფში მთავარ კედლის ღერძზე, ის იქვე წყვეტს ამ ხერხის კლასიკურ სიმკაცრეს რელიეფის მარჯვნივ გადაადგილებით, მოთავსებული მის მიერ ფილასთან დაბლა მიმართულებით, მორთული ტრიუმფალური ჯვრის გამოსახულებით.”

რელიეფები განლაგებულია ორივე გვერდით თაღებში. მარჯვენა ჩრდილოეთ თაღში მშენებელი იძლევა არა ერთ, არამედ ორ დეკორატიულ აქცენტს-ჯვრის რელიეფს და მრავალსტრიქონიან სამშენებლო წარწერას ასოებით, რომელიც თავის დროზე შეღებილი იყო მკაფიო წითელი საღებავით.

შეგნებულად ასეთი სიფაქიზით განხორციელებული სიმეტრიის დარღვევამ, რომელიც პოვებს გამართლებას მთლიანი ფასადის ჰარმონიის გაწონასწორებაში, არ შეიძლება არ გაითვალისწინოს ეპოქის ჰარმონიის იმპულსი.

ჩვენ თავში ვახსენეთ, რომ ტაძარი სამეკლესიანი ბაზილიკაა. პირველი ნავში არის იოანე ნათლისმცემლის მშობლების-ზაქარიასა და ელისაბედის სახელობის ტაძარი, რომელიც არის მოქმედი და სისტემატიურად მიმდინარეობს საეკლესიო ღმრთისმსახურება.

ა)ტაძრის კანკელი

3

ბ)  ტაძრის  ტრაპეზი

2

რაც შეეხება მეორე ნავს, იგი კომპლექსის მთავარი ნაგებობაა და იოანე ნათლისმცემლის შობის სახელობისაა, ამჟამად მასში წირვა-ლოცვა დროებით არ აღევლინება.

4

მესამე ნავი მოქმედი არ გახლავთ, ის ატარებს იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის სახელს.  მიუხედავად ამისა, იგი მაინც საინტერესოა, რადგან აქ აღმოჩენილია საფლავი, თუმცა ამაზე შემდგომ.5

 3.წარწერები

                           აღმოსავლეთ ფასადზე ასომთავრული წარწერაა: ,,სახელითა ღმრთისაითა მე გლახაკმან ანანია ვიწყე შენებად წმიდასა ამას ეკლესიასა საყოფელსა წმიდასა ნათლისმცემლისასა სალოცველად ადიდენ ღმერთმან ძლიერისა ბაგრატ აფხაზთა და ქართველთა მეფისა და კურაპალატისა და ძისა მათისა გიორგი უფლისწულისასა და მეფისა ჩუენისა და სახსრად ცოდვილისა სულისა ჩემისათვის და მოსახსენებელად სულისა მშობელთა და მამათა ჩემთათვის ქოპონიკონი იყო სკბ”

6  7

მეორე წარწერა ტაძრის დასავლეთის ფასადზე შედგება სამი ნაწილისაგან, მაგრამ ერთი შეხედვით აღიქმება როგორც ერთი წარწერა, რომელიც მოიცავს ფანჯრის ქვედა ნაწილს მარცხნიდან, მარჯვნიდან და ძირიდან.მისი მარჯვენა ნაწილი ფრაგმენტირებულია ამობურცულად. 14 ხაზიანი ნაწილი,ამოკვეთილია ცალკეული სიგანის ფილებზე. იგი შემდეგნაირად იკითხება:,,წმიდაო ნათლისმცემელო შეიწყალე და ადიდე გურანდუხტ დედოფალი ორთავე შინა ცხოვრებათა. უფალო იესო ქრისტე შეიწყალე და ადიდე შენ მიერ დამყარებული ბაგრატ აფხაზთა და ქართველთა და ყოველი კურაპალატი მოეც ძლევაი მტერთა ზედა ხილულთა და უხილავთა  ”

რაც შეეხება მესამე წარწერას, იგი შემდეგნაირად იკითხება: ,,უფალო იესო ქრისტე ძეო ღმრთისა ცხოველისაო და წმიდაო ნათლისმცემელო შეიწყალე იოანე.”

ბოლო წარწერა კი სხვებთან შედარებით მცირე ზომისაა, ხაზი მოთავსებულია უშუალოდ ფანჯრის ქვეშ და იკითხება ასე: ,,ქრისტე შეიწყალე ანან მთავარეპისკოპოსი.”

მოცემული თავისებურებები დამახასიათებელია იმ დროისათვის რომელიც არ სცილდება XII საუკუნის საზღვრებს. ასოების ბოლოების სამკუთხედებით შელამაზების ხერხი ეპიგრაფიკაში შეზღუდულია დროის უფრო მცირე დიაპაზონით, როდესაც ის ღებულობს ფართო გავრცელებას.რიგი ძვირფასი წარწერებისა, რომელიც ბრწყინავს შრიფტის სილამაზითა და ასოების კალიგრაფიული ღირებულებით. მაგალითად(კაცხი,ნიკორწმინდა,სვეტიხცოველი)

4-ჩუქურთმები

,,სიმბოლო სიტყვასიტყვით კავშირს ნიშნავს. იგი მხოლოდ კოდირებულ ინფორმაციას კი არ შეიცავს, არამედ, რაც უფრო მნიშვნელოვანია, სიმბოლოთა სისტემების საშუალებით ადამიანი სულიერი სამყაროს ცხოვრებაში ერთვება, მონაწილეობს მასში თავისი სულის ღრმა რეფლექსისათვის მიუწვდომელი შრეებით.

ეკლესიური სიმბოლოები არც წარსულის გახსენებაა და არც მომავლის წარმოდგენა, ესაა სივრცობრივ-დროითსა და სულიერ-მატერიალურ კატეგორიებს შორის გადებული ხიდები”

ხცისის ტაძარი გარდა თავისი ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობისა, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი იდუმალებითაც აოცებს მახველს. მის კედლებზე გამოსახული ჩუქურთმები კი სხვა არაფერია თუ არა სიმბოლოების უკან დამალული იდუმალება.

გარე ფასადის მნახველს შეუძლებელია თავსატეხი არ გაუჩინოს კომპოზიციამ, სადაც ვეფხვი აღრჩობს ირემს,

რაც შეეხება შემდგომ ჩუქურთმას, მასზე გამოსახულია ორი არწივი, როგორც სიმბოლო სიბრძნისა და შორსმჭვრეტელობის,რომელთაც ხელში უჭირავთ ჯვარი, როგორც სიმბოლო სოფლის განთავისუფლების,მისი თაყვანისცემა არის კავშირი, ანუ მონაწილეობა ჯვრის საიდუმლოში,როგორც ,,მარადიულ  ბეჭდის”ამოტვიფრვა. (მოგვიანებით ეს ორნამენტი იქცა ხაშურის რაიონის  ღერბის მთავარ ელემენტად)

89

რაც შეეხება შემდგომ ჩუქურთმას,მასზე გამოსახულია ორი ფრინველთა მეფე- არწივი,რომელთაც ხელში უჭირავთ ლომები.საერთო ჯამში ეს კომპოზიცია გვაძლევს ორმაგი ძალაუფლების სიმბოლოს. (მოგვიანებით ეს ორნამენტი იქცა ხაშურის   გერბად)

III

10

20

ამ ჩუქურთმაზე გამოსახულია ბოლნური ჯვარი,როგორც სიმბოლო მარადიულობის,ხოლო მასში  პურის თავთავი გამომხატველია სიცოცხლისა და ყოფიერების.

  1.    საინტერესო ფაქტები

  ჩუქურთმები, არაა ერთადერთი, რის გამოც ტაძარი უნიკალურია. ტაძრის ისტორიაში მრავლად მოიძებნება ისეთი ფაქტი, რომელმაც შეიძლება მკითხველის ყურდღება მიიქციოს.

პირველ რიგში,რაც თვალში გვხვდება, ესაა ტაძრის სამხრეთი ნავი, სადაც მონასტრის საძვალე მდებარეობს. აქედანაც ნათლად სჩანს თუ რამდენი საუკუნეა, მონასტერში მყოფი ბერები დაუღალავად იღწვიან თავიანთი სულისა და მთელი ქვეყნისთვის.

12

თუმცა სამხრეთი ნავი მხოლოდ საძვალით არაა საინტერესო. მოგეხსენებათ  ათონის მთაზე იყო ასეთი ტრადიცია, რომ თუკი მონასტრის საძმოდან ერთი გარდაიცვლებოდა მას ასაფლავებდნენ, სამი წლის შემდეგ სამარეს ხსნიდნენ და ნაწილები გადაჰქონდათ.სწორედ ამ ფაქტზე მოგვითხრობს ჩვენს მიერ თავში ნახსენები სამხრეთი ნავის საფლავი.

სურათზე გამოსახული ქვევრი ,განთავსბულია ტაძრის იატაკში

13

6.ინტერვიუ

            მას შემდეგ რაც ძირითად სამუშაოებს მოვრჩით,გავესაუბრეთ მამა სერგი(ღონღაძეს)რომელიც ამ მონასტერში მოღვაწეობს.

გ.ლ. – დაგვლოცეთ მამაო.

მამა სერგი- ღმერთმა დაგლოცოთ და მშვიდობა მოგანიჭოთ.

გლ-მამაო! კომუნისტური მმართველობის პერიოდში მრავალი ეკლესია-        მონასტერი დაზიანდა, ამ ტაძარსაც ემჩნევა დაზიანების კვალი. თუ შეიძლება, გვითხარით ამის შესახებ.

მამა სერგი-კომუნისტური მმართველობის დროს მონასტერი მართლაც სერიოზულად დაზიანდა,რა თქმა უნდა, წირვა-ლოცვა აღარ აღევლინებოდა, თუმცა ღმერთის მადლით,წინა საუკუნის 70-იანი წლების ბოლოსა და 80-იანი წლების დასაწყისში, (ძეგლთა დაცვის სამართველოს მიერ) ჩატარებული იქნა სარესტავრაციო სამუშაოები და 2000 წელს კვლავ განახლდა სამონასტრო ცხოვრება,მაშინ აქ მოღვაწეობდა მეუფე ილარიონი, რომელიც ამჟამად მესტიისა და ზემო სვანეთის ეპისკოპოსია.

გ.ლ.-მამაო, ჩვენ ვნახეთ, რომ სამი ნავიდან დღესდღეობით მხოლოდ პირველი მათგანი მოქმედებს, ამაზე რას მოგვითხრობთ?

მამა სერგი -თქვენს მიერ აღნიშნნულ იოანე ნათლისმცემლის მშობლების ტაძარში ღმრთისმსახურება აღსდგა 2008 წელს. უფლის მადლით კი ვაპირებთ, რომ ამა წლის 7 ივლისს გავხსნათ კომპლექსის მთავარი ნაგებობა. აგრეთვე მიმდინარეობს სამუშაოები სამხრეთი ნავის გახსნის შესახებ,სარესტავრაციო სამუშაოებს აწარმოებს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო(ბატონი ნიკო  ლოზ ვაჩეიშვილის ხელმძღვანელობით) ამჟამად ტაძრის წინამძღვარია სქიმმღვდელ მონაზონი ეგნატე(გოგალაძე) .

გ.ლ. -გარდა რესტავრაციისა, თუ მიმდინარეობს კიდევ სხვა სამუშაოები?

მამა სერგი-მიმდინარეობს მუშაობა,რომ ეს მონასტერი შეტანილი იქნას საქართველოს კულტურულ ძეგლთა ნუსხაში და ვიმედოვნებთ, რომ უფლის მადლით     ეს  იდეაც მალე განხორციელდება.

გ.ლ-კარგი, მამაო დაგვლოცეთ და აღარ შეგაწუხებთ.

მამა სერგი-ღმერთმა დაგლოცოთ და წარმატებით დაგამთავრებინოთ ეს და ყველა სხვა კეთილი საქმე.

III დასკვნა

   ტაძრის აშენების დრო, ესაა ეპოქა ქართული კულტურის ბრწყინვალე აღორძინებისა. ქვეყნის პოლიტიკური გაერთიანებისა და თანდათანობით განთავისუფლებისა.შემოქმედებითმა ძალებმა ჯერ კიდევ XI საუკუნეში განაცხადეს პრეტენზია თავის ორიგინალურ ჩანაფიქრზე.

იმ დროის ფართო მშენებლობები, დღემდე არაა შეფასებული თავის სისრულით, ძიებები, რომლებიც ტარდება საქართველოს სხვადასხვა კუთხეში დღემდე გვჩუქნიან ამ საუკუნის ძეგლთა სიახლეს.

იმედია, მკითხველი ამ მცირე მასალის გაცნობის შემდეგ უკმაყოფილო არ დარჩება, არამედ კიდევ ერთხელ ჩაფიქრდება თუ რა განძი გვქონია.

  გამოყენებული ლიტერატურა

1-ქართული ხელოვნება,ტომი 4,საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა-თბილისი 1955.კოლეგიის ხელმძღვანელი ს-ბარნაველი

2- saqarTvelos istoriisa  da kulturis ZeglTa aRweriloba, tomi V, mTavari redaqtori s. kinwuraSvili.

3-T.lacabiZe,xaSuris raioni 2000w.

4-T.lacabiZe,xaSuris raionis istoria, toponimikebi. xelnaweri, inaxeba xaSuris mxareTmcodneobis  muzeumSi.

5-არქიმანდრიტი რაფაელი. საუბრები მართლმადიდებლობაზე. ტომი I.თბილისი 1994

შენიშვნა:ნაშრომში გამოყენებული ყველა ფოტო გადაღებულია ავტორის მიერ.

სქოლიოები :

1-თ.ლაცაბიძე ; ხაშურის რაიონი ; 200წ .

2 -თ.ლაცაბიძე-ხაშურის რაიონის ტოპონიმიკა გვ  125

3 -თ.ლაცაბიძე-ხაშურის რაიონის ტოპონიმიკა გვ.115

4-საქართველოს ისტორიისა და  კულტურის ძეგლთა აღწერილობა ტომი-V,გვ 460

5-ქართული ხელოვნება,ტომი 4.გვ 145-146

6-შეგახსენებთ  რომ  წინამდებარე თემა დაიწერა 2011 წელს ,  როდესაც კომპლექსის  ძირითადი  ტაძარი  არ იყო  მოქმედი . ამჟამად კი მასში რეგულარულად აღევლინება წირვა-ლოცვა .

7- ქვეთავზე მუშაობისას გამოვიყენეთ სახელმძღვანელოდ –  ქართული ხელოვნება,ტომი 4, საქართველოს  სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა-თბილისი 1955.კოლეგიის ხელმძღვანელი ს-ბარნაველი

8-2011 წელს მამა სერგი მოღვაწეობდა ხცისის წ.იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერში , ამჟამად კი ათონის მთაზე აგრძელებს მსახურებას .

Advertisements

დატოვე კომენტარი

Filed under ,,კვლევები'' ( ძირითადად - სკოლის პერიოდის )

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s