სამღვდელთმთავრო ლიტურგიის განმარტება

 10885514_823022764422616_2577780553482998860_n

ერილი  № V

თემა – სამღვდელთმთავრო ლიტურგიის განმარტება ( გრიგოლ მანსვეტოვის ნაშრომის  –   ,, მოკლე განმარტება ლიტურღიისა ’’-ს  მიხედვით )

                                                  თბილისი 

                                                  2014 წელი

 I – შესავალი

გრიგოლ მანსვეტოვის ნაშრომი –  ,,მოკლე განმარტება ლიტურღიისა’’, ინახება საჯარო ბიბლიოთეკაში და დაინტერესებულ მკითხველს შეუძლია  გაეცნოს . წიგნი თარგმნილია რუსული ენიდან 1952 წელს , სიონის ტაძრის მღვდელმსახურის – მამა გრიგოლცამციევის (იგივე ცამციშვილის მიერ).  მასში ეპისკოპოსის მსახურების განმარტება კი განთავსებულია – 91- 98 გვერდებზე .

 დამატება II

რომელთამე წესთათვის , სიტურღიისა ჟამსა სამღუდელო მსახურებისასა მღუდელთ-მთავრისამიერ აღსასრულებელთა .

***

შემდგომ ლოცუათა შესვლისათა , მღუდელთ-მთავარი  შთამოვალს  ვიდრე  დასავლეთთა  კართა ტაძრისათა  , ამის  მიერ ჰნიშნავს ღმრთისა სიტყვისა ჩუენდა მომართ შთამოსლვასა ; შეიმოსს სამღუდელოსა

 შესამოსელსა , აღნიშნავს განხორციელებასა ძისა ღმრთისასა ; მის წინაშე მსახურნი

დიაკონნი გამოჰხატუენ ანგელოსთა , ხოლო საიდუმლოდ განხილვითა  ქრისტეს განკაცების ნამსახურებათა .

წინათ დაწყებისას ლიტურღიისა კათაკმეველთასა მოვლენან მღუდელთ-მთავრისადმი  თანამწირველნი მღუდელნი  და დასდგებიან გარემოს მისსა წესისამებრ ,  ჰნიშუნენ ეგრეთუე  ანგელოსთა , რომელნიცა  ჰმსახურებენ  მას  მთასა  ზედაშემდგომ ნათლისღებისასა , და ძლევასა სატანასა ზედა (მათე.4.11),მოციქულთაცა ,

 რომელნი იყუნენ მისგან აღრჩეულნი , ვითარცა მოწამენი მისისა ცხოვრებისა და წამებისანი ; მღუდელთ-მთავარი , მყოფობს დასავლეთთა კარებთა თანა , ვიდრე მცირეს შესულამდე ჰგიეს

 მდუმარებასა შინა , და დაწყებასა ლიტურღიისასა არწმუნებს მღუდელსა , ამის მიერ

ჰნიშნავს ქადაგებასა იოანე წინა-მორბედისასა ,  მეტყუელისა   შეინანეთ !   რომლისა  მიერ წინასწარმეტყუელმან ამან განუმზადა გზა უფალსა ; ვიდრე მღუდელთ-მთავარი მუნ ჰგიეს , სამეუფოთა კარნი არიან განხმულნი , ამით აცხადებს კართა ზეცასათა , განხმულთა ჟამსა თვით  მოსულისა ქუეყანასა ზედა ძისა ღმრთისასა , ამისთვის თვით იგივე  გუამცნებს : ამიერ იხილენით ცანი განხმულნი , და ანგელოსნი ღმრთისანი აღმავალნი, და

 გარდა-მომავალნი ძესა ზედა კაცისასა . (იოანე . 1.51)

მცირე   შესვლა

მცირე შესულა აღესრულდების ღუთივ-განზრახვითა ამით წესითა : მღუდელნი , გამოვლენ რა მღუდელთ-მთავრისადმი საკურთხევლით , ჰნიშუნენ ზეცით შთამოსულასა ანგელოსთასა ჟამსა ქრისტეს ამაღლებისასა ; მღუდელთმთავარი , თანაწარძღუანებული და პყრობილი თანამწირველთა მიერ , დიდის დიდებით შევალს საკურთხეველსა შინა , ვითარცა თვით  ზეცათა შინა , ამის

მიერ ჰნიშნავს , რომელ იესო ქრისტემან დაასრულნა ქადაგებასა სახარებისასა და განვლო

ყოველი მდგომარეობა შეურაცხებისა , აღვიდა თვისისა მამისადმი ვითარცა ჰქრუა : ,, საქმე

 აღვასრულე , რომელი მომეც მე რათა ვჰყო ; ხოლო აწ შენდა მოვალ .‘’(იოანე 17.4-11) შემდგომ ხმობისა :  სიბრძნით აღემართენით ! მღუდელთ-მთავარი ,  ჯუარს დასწერს  დიკირითა და ტრიკირითა ,  აძლევს ერთა  კურთხევასა ;ვინაითგან ქრისტემანცა , ამაღლდა რა მამისა მიმართ ზეცათა შინა , განიპყრო

 ხელნი და აკურთხნა მოწაფეენი თვისნი.რომელსა ჟამსა მღუდელნი და დიაკონნი ,

თანამძღოლნი მისნი , აღნიშვუნენ მოციქულთა , რომელთაცა იხილეს ამაღლებული უფალი ; სევალს რა საკურთხეველსა შინა მღუდელთ-მთავარი  ღირს იქმნების  გალობითა :  ,,  ის პოლა ეტი დესპოტა’’ (მრავალჟამიერ , მეუფეო ! ) ვითარცა ანგელოსთა ქრისტესა

ამაღლებულსა უღაღადეს : ვინ არს ესე მეფე დიდებისა ?  უკმევს წმიდასა ტრაპეზსა ,

ვითარცა ტახტსა ქრისტესსა , დაუდგრომელად სამღუდელო მოქმედებულისასა , წმიდათა

 ხატთა განსაცხადებლად ღირს ჯეროვნად მათთა პატივის ცემისათვის , და ერთა

გასამხნევებლად გულითა ლოცვისადმი . და მნიშვნელად მადლისა სულისა წმიდისა ,

საიდუმლოდ სულისა დამატკბობელისა . შემდგომ წარკითხვისა ტროპართასა ,

მოიხსენებიან და შეიტკბობიან უწმინდესი სინოდი , ხელმწიფე და მისი უმაღლესი

 სახლეულობა , შემდგომ მღუდელთ-მთავარი ,  ეგრეთუე სიღკლიტი და  მხედრობა , და უკანასკნელ ყოველნი  ქრისტიანენნი ;ხოლო ამის მიერ აღინიშნების , რომელ ყოველნი იგი , ნებართვითა თვით

ქრისტესითა , ხარისხსა ამას ზედა , აღრჩეულ არიან და დადგენილ სასარგებლოდ ეკლესიისა და ერთა , ამასთანავე განმხნევდებიან სიმართლით აღსრულებად თვისთა მოვალეობათა:

რომლისათვისცა აღუთქუამს მათ თანასწორ მისაგებელსა , ვითარცა ყოველთა წმიდათა

აქუსთ აღთქმულ ქრისტეს მიერ და მიეცემისთ ,

***

ჩუენ ვიხილეთ , რომელ მღუდელთ-მთავარი , მტვირთუელი ქრისტეს სახისა , აქამომდე ეგო მდუმარებასა შინა ; შემდგომ

 შესულისა იწყებს იგი ხმისყოფასა და მოქმედებასა , რომელიცა საღმრთოსა ისტორიასა შინა გამოიხატების ჟამი იგი , ოდესცა წინამორბედმან ჰრქუა : მისა , ესე იგი ქრისტესა , ჯერ არს

 აღორძინებად , ხოლო ჩემდა მმოკლებად . ამისთვის მღუდელი უმაღლესსა მოქმედებასა დაუთმობს მღუდელთ-მთავარსა , რომელიცა ხმას ჰყოფს : რამეთუ წმიდა ხარ , ღმერთო , ჩუენო და სხუანი . ამისი

შემდგომი სამწმიდა გალობა იგალობების საკურთხეველსა შინა , ვითარცა ანგელოსთა მიერ , ხოლო სამგალობლოსა ზედა ვითარცა კაცთა მიერ , რათა ამის მიერ ცნობილ იყოს , რომელ

ერთსა ეკლესიასა შეადგენენ ანგელოსნი და კაცნი . ამასობაში მღუდელთ-მთავარი , ჯუარის სახედ დიკირითა გამოჰსახავს სახარებასა , ჰნიშნავს ღუთაებრივსა და

კაცობრივსა ბუნებასა იესოსა , სახარებითა ამით ჩუენდა  მომართ გამოცხადებულსა ;

 რომლისა შემდგომ დიკირითა და ჯუარითა აკურთხებს ერსა , აჩუენებს , რომელ ესე იესო ,

კაცობრივ მკუდარი , აღსდგა და ამაღლდა , ვითარცა ღმერთი . უკანასკნელ ოდესცა ,

დასრულებისა თანა სამწმიდაობისასა , იწყებენ გალობად : დიდება მამასა და ძესა და

წმიდასა სულსა , მიიღებს იგი ტრიკირსა და აღუალს მაღალსა დასაჯდომელსა , აკურთხებს

კუალად მათით , აღნიშნავს , რომელ ერთი ღმერთი არს არსებით , გარნა სამპიროებით ,

ვითარითა გამოცხადდა იორდანედ : რომელი დაამტკიცებს მაშინ კითხული წინაშე

მღუდელთ-მთავრისა ტროპარი : სამებისა გამოცხადება იყო იორდანესა .

 

სამოციქულოსა და სახარების წაკითხვა

მღუდელთ-მთავარი, აღუალს რა მაღალსა დასაჯდომელსა , მოიხდის ომოფორსა , ჰნიშნავს , რომელ

იესო ქრისტე , ვითარცა დიდებული მღუდელთ-მთავარი აღხდა რა ხელით უქმნელსა წმიდაა წმიდათასა  , მიჰგუარნა ცხოვარნი თვისნი ,

ესე იგი ყოველი კაცთა ნათესავი , და აღთქმად შვილობისა ამცნო მამასა თვისსა ; მჯდომარე მაღალსა  დასაჯდომელსა , გამოჰხატავს იგი თვით ქრისტესა , მჯდომარესა მარჯუენით

 ღმრთისა მამისასა ; ხოლო მსხდომარენი გარემოს სამღუდელო-მსახურნი-მოციქულთა , მსხდომარეთა ათორმეტთა ტომთა ისრაილისათა .

შემდგომ სახარებისა , მღუდელთ-მთავარი გარდამოხდების მაღლით დასაჯდომელით და გამოვალს საკურთხეველით , ჯუარს დასწერს ერსა , ჰნიშნავს ზეცით მაცხოვრისა ჩუენთვის განგებულებასა , ესე იგი რომელ იგი შემდგომ ამაღლებისაცა ჩუენთანა ჰგიეს განუშორებელ და უკუნისამდე ყოფადცა აღგვითქუა  .

საგალობელი –  ,, რომელი ქერუბიმთა ‘’ 

ჟამსა ხერუვიმთა გალობისა , მღუდელთ-მთავარნი  დაიბანს ხელსა  , კითხულობს ლოცუასა   , რათამცა  უფლმან  აკურთხოს    წყალი  განსაწმენდელად წინა-მდგომარეთა .  წესსა ამასა აქუს  შემდგომი წარმოება :  დროსა  უპირატესობისა ეკლესიისა ზიარებად  განმზადებულნი ,  ეკკლესიად მიმართ მოსვლისა , დაიბანდენ ხელთა საბანელსა  შინა , რომელსაცა ეკკლესია მოითხოვდა უფროს ამისთვის , რომელ მაშინ ხორცსა ქრისტესსა მიიღებდენ ხელთა შინა .

მღუდელთ-მთავარი  ჟამსა დიდისა  შესლვისასა თვით  არა მიიღებს წიდათა  ძღუენთა , არამედ არწმუნებს  მღუდელსა მათ გარდმოსატანად ამისთვის რომელ მაშინ თვით მას ჰმოსიეს სახე ქრისტესი .

ოდესცა  წმიდანი  ძღუენნი იქმნებიან დადგენილსა ტრაპეზსა ზედა , მღუდელთ-მთავარი  მოითხოვს  სამღუდელო მსახურთაგან რათა ილოცვიდენ მისთვის , აღვიარებს თავსა თვისსა კაცად

მსგავს-ვნებათა შინა  მყოფისა  , ძრწის მისსა  წინა მდებარისა მსახურებისაგან და აღასრულებს მოციქულთა

ბრძანებასა : აღუარებდით ურთი ერთარს ცოდუათა, და ულოცევდით ერთი ერთსა . (იაკობ 5.6) აჩუენებს რა მათ შესაბამსა კაცობრივსა სიმდაბლესა , შემდგომ , შემდგომ გამოვალს

საკურთხევლით და ჯუარს დასწერს ერსა , ილოცვის იგი ერთათვის და თავისა თვისისათვისცა მოითხოვს მათგან ლოცუათა ხოლო გუნდი , სახელითა ერისათა , ხმას ჰყოფს : ,, ის პოლა ეტი დესპოტა ! ’’ ჰსურთ ამით მისიწარმატება სამღუდელო მოქმედებასა შინა და

 გრძელჟამიერად გება წოდებასა მღუდელთ-მთავრობისასა.

მრწამსის   წაკითხვა

დროსა კითხვისა სიმვოლი სარწმუნოებისასა , მღუდელთ-მთავარი  სახედ  ყოვლისა  ეკკლესიისა მოიდრეკს  თავსა თვისსა ქუეშე დაფარნისა ტრაპეზსა ზედა , ამით დაამოწმებს დამორჩილებასა

გულისა და გონებისასა აღვიარებად სარწმუნოებისა  ჰნიშნავს ამასაცა , რომელი იგი

დაეფლვის ქრისტესთანა , და მასთანავე აღსდგების ჯერ არს ჩუენდა რათა მაშინ თვით ამასა ვჰგრძნობდეთ ყოველნი მორწმუნენიცა .

***

სხუანი წესნი მღუდელთ-მთავრისა სამღუდელო მსახურებისანი არიან იგინივე , რომელნიცა აღსრულდებიან

სამღუდელო მსახურებასა ზედა მღუდლისასა .

Advertisements

Leave a comment

Filed under ლიტურგიკა

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s