რელიგიური სინკრეტიზმი აჭარაში

საქართველოში , რელიგიური კუთხით , უამრავი პრობლემაა . წინამდებარე წერილში  კი შევეცდებით ვისაუბროთ იმ რელიგიური სინკრეტიზმის შესახებ , რომელიც აჭარაშია გავრცელებული და რომლის წარმატებით მოგვარების სურვილიც გაგვაჩნია .

პრობლემის გადასაჭრელ გზებზე  სანამ დავიწყებთ საუბარს , ჯერ თავად პრობლემაში გავერკვეთ . უპირველესად მიმოვიხილოთ ,  ტერმინის ეტიმოლოგია :,,  Gk. synkrētismos გაერთიანება შერწყმულად არსებობა, დაუნაწევრებლობა, რაც რაიმე მოვლენის განვითარების საწყის საფეხურებზე გვხვდება.’’[1]

ახლა კი  გეოგრაფიულ არეალზე ვისაუბროთ .  მოცემულ თემაში არ შევეხებით ზემოაჭარის საკითხს , გამომდინარე იქიდან, რომ  მის მრავალ სოფელში , მოსახლეობის უმეტესობა ისლამის მიმდევარია და შეძლებისდაგვარად ასრულებს ყველა იმ წეს-ჩვეულებას , რომლის შესრულებაც სავალდებულოა , მისი რჯულიდან გამომდინარე . ამ მიზეზის გამო , ხსენებულ ტერიტორიაზე , რელიგიური სინკრეტიზმის შესახებ საუბარი უადგილოა . ჩვენ  უფრო მეტად გავამახვილებთ ყურადღებას  ბათუმისა და ქობულეთის რაიონებზე . აქვე ვისარგებლებთ შემთხვევით და აღვნიშნავთ, რომ  არაერთ სასულიერო პირს ვიცნობთ ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში  და თამამად შეგვიძლია ვთქვათ , რომ გამორჩეულნი არიან ისინი საკუთარი განათლებით , ზნეობით , სიწმიდით თუ სხვა სახის სათნოებებით . თუმცა , ყველა მათგანი ქალაქში მსახურობს და არა სოფელში . ეს ფაქტია ერთ-ერთი   განმაპირობებელი იმისა ,რომ რაიონებში , კატეხიზატორული და ზოგადად მისიონერული მოღვაწეობა მიზერულია , რაც განაპირობებს სწორედ იმ პრობლემებს , რომელსაც განვიხილავთ . ( სამართლიანობა მოითხოვს აღვნიშნოთ ისიც , რომ არც საქართველოს სხვა კუთხეები ,,ყვავის’’ , მისიონერულ-კატხიზატორული საქმიანობა , მაგრამ , ისტორიული , გეოგრაფიული თუ სხვა სახის ფაქტორების გამო , აჭარის რაიონებში , უმფრო მძაფრად იჩენს თავს მისი ნაკლებობა ) .

არაა გამორიცხული,  რომ ამგვარი და უფრო მძაფრი პრობლემა , საქართველოს სხვა რეგიონებშიც იყოს , მაგრამ მე ამ ეტაპზე , მხოლოდ აჭარას განვიხილავ , იმ მარტივი მიზეზის გამო , რომ ნათესავური კავშირები მაქვს მასთან და სხვაზე მეტად მიყვარს ხსენებული კუთხე .

ზოგადი მიმოხილვის შემდეგ , უშუალოდ საკითხზე გადავალთ და ვიტყვით , რომ მთავარი პრობლემა რაც უკავშირდება მას , არის ის , რომ ბევრმა მოქალაქემ არ იცის , როგორც ქრისტიანული (ამ შემთხვევაში მართლმადიდებლობას ვგულისხმობთ) , ასევე ისლამის მოძღვრება , რის გამოც თავს მიიჩნევს როგორც ქრისტიანად , ასევე მუსულმანად . ან მეორე ვარიანტი – შეიძლება თავს მიიჩნევდეს ქრისტიანად , მაგრამ საკუთარი საქმიანობით გამოხატავდეს იმას , რომ ისლამის აღმღიარებელია იგი .

ახლა ჩამოვთვლით იმ კონკრეტულ საკითხებს , რომელსაც შეიძლება შეხვდეთ , არაერთ აჭარელთან ურთიერთობისას და რომელიც ადასტურებს, რომ იგი  არც მუსლიმია და არც ქრისტიანი .

  • მისთვის შესაძლებელია , რომ ერთი და იგივე ღირებულება, ავტორიტეტი , დანიშნულება ჰქონდეს მუსლიმ ხოჯას და მართლმადიდებელ მღვდელს . მაგ : თუ ოჯახის წევრი გარდაეცვლება , იგი მოიყვანს ხოჯას , რომ განბანოს მიცვალებული , შემდეგ კი არაა გამორიცხული , რომ მართლმადიდებელ მღვდელს სთხოვოს  წესის აგება, საკუთარი ოჯახის წევრისათვის .
  • მისთვის შესაძლებელია, რომ ერთი და იგივე ღირებულება , დანიშნულება და მიზანი ჰქონდეს , როგორც ჯამეს , ისევე მართლმადიდებლურ ტაძარს . შევიდეს ორივეგან , შეასრულოს ის მოვალეოანი , რომელიც განკუთვნილია მასში შემსვლელთათვის და ერთი და იგივე რაღაც სთხოვოს , როგორც  მუჰამედს , ასევე ქრისტეს .
  • მისთვის შესაძლებელია , რომ ქრისტე იყოს ღმერთი , ხოლო მუჰამედი კი მასზე აღმატებული წინასწარმეტყველი . რაც მიუთითებს იმას , რომ იგი არც ქრისტიანია და არც ჭეშმარიტი მუსლიმი , რადგან თუკი მართლმადიდებელია , მუჰამედი არ უნდა იყოს მისთვის ქრისტეზე აღმატებული ან მასზე გატოლებული , ხოლო თუკი მუსლიმია და ქრისტეს აღიარებს ღმერთად , მაშინ იგი  ეწინააღმდეგება ყურანს:,, განა შენ უთხარი ხალხს აგვირჩიეთ მე და დედაჩემი ორ ღვთაებად თვინიერ ალ- ლაჰისაო ? – დედება შენდა ! არასოდეს ყოფილა მეთქვას ის, რისი უფლებაც არ გამაჩნია.’’ (სურა  V , აია 116. ალ-ლაჰისა და ქრისტეს საუბარი )
  • ნუ გაგიკვირდებათ თუ შეხვდებით ისეთ პიროვნებას , რომელიც იძახის – ,,ალაჰუ აქბარ’’ და იწერს პირჯვარს .
  • არაა გამორიცხული, რომ თქვენ შეხვდეთ პიროვნებებს , რომლისათვისაც ერთნაირად ღირებული და ფასეულია , როგორც ყურანი , ისევე ბიბლია . მეტიც , საერთოდ არ არჩევდეს ერთმანეთისგან ან შესაძლებელია , საერთოდ არ ჰქონდეს წაკითხული თავიდან ბოლომდე , არცერთი მათგანი .
  • მეტსაც გეტყვით , თქვენს შეიძლება შეხვდეთ აჭარელს , რომელიც ისევე მიულოცავს მეზობელს აღდგომის დღესასწაულს , როგორც ბაირამს. თანაბრად ზეიმობდეს ორივეს და უხაროდეს მისი დადგომა . შეგნებულად არ ვიტყვით არაფერს იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს მართლმადიდებლისთვის , აღდგომის დღესასწაულისთვის ბაირამის გატოლება      და რამხელა მკრეხელობაა ეს . სამაგიეროდ მოვიტანთ ციტირებას ყურანიდან , ქრისტეს ჯვარცმის შესახებ : ,, ჩვენ მოვკალითო ალ-მასიფ ‘ისა იბნ მარიამი[2] – მოციქული ალ-ლაჰისაო  . მაშინ როცა არ მოუკლავთ და არც ჯვარზე უცვიათ. ‘’ ( სურა IV ; აია 157-158 ) . ე.ი. ისლამი რადიკალურად ეწინააღმდეგება იმ ფაქტის აღნიშვნას , რომ ქრისტე ჯვარს ეცვა და მოკვდა ,ხოლო თუ არ ჯვარცმულა და მომკვდარა , როგორღა აღდგა ? ეს ყველაფერი ნიშნავს იმას , რომ ყველა ის მუსლიმი , რომელიც ამბობს რომ ქრისტე ჯვარზე მოკვდა , უხეშად არღვევს ყურანს .

ამ ჩამონათვალის გაგრძელება კიდევ დიდხანს  შეგვიძლია , თუმცა თავს შევიკავებთ მისგან  იმ მარტივი მიზეზის გამო , რომ მავანმა , ჩემი სიყვარული აჭარლებისადმი , არასწორად არ გაიგოს და სხვაგვარი ინტერპტეტაცია არ მისცეს . ძირითადი პათოსის გასაგებად კი, ვფიქრობთ ,  რომ სავსებით საკმარისია რაც  აღვნიშნეთ .

არ ვიცით , თუ რას მოიმოქმედებს აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად , ისლამის რომელიმე მიმდევარი . მე კი , როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანი , ვისურვებდი, რომ უფრო მეტი განათლებული და ღირსეული სასულიერო პირი წასულიყოს აჭარის სოფლებში სამოღვაწეოდ  , გახსნილიყოს იქ სამრევლო სკოლები , უფრო მეტად გაძლიერებულიყოს საქველმოქმედო თუ კატეხიზატორული მოღვაწეობა . ხოლო ვისაც ეს ყველაფერი ხელეწიფება , გადაედოს გვერდზე საკუთარი ამბიციები , მათთვის ბრძოლა და შეესრულებინოს ის მოწოდება , რომელიც მას დაუტოვა ქრისტემ : ,, წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელსსცემდით მათ , სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა  წმიდისათა . ‘’ (მთ.28.19-20)

გურამ ლურსმანაშვილი

[1]http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=3&t=37056

[2] -ქრისტეს ამგვარად მოიხსენიებს ყურანი .

Advertisements

დატოვე კომენტარი

Filed under ქრისტიანული თანამედროვე სიახლეები

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s