დეკანოზი თეოდორე გიგნაძე , თვითმარქვია სალოსი – ,,თომა ბეთანელი მიერ აღსრულებულ ,,ე.წ.კვეთებულზე”

მამა თეოდორეს მაინც დაუჯერეთ ვინმე ერისკაცისათუ არ გჯერათ . მაგრამ არც მამა თეოდორე გაწყობთ ხომ ? მშვიდ , განათლებულ და წესიერ ხალხზე (მით უმეტეს მღვდელზე) , ალერგია გაქვთ ხომ ? ხოდა ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ , ,,კვეთებულა” გამოსალოსებული  თვითმარქვიები !

,,კვეთებულის ლოცვა, ანუ როდესაც მოძღვარი სატანას ელაპარაკება – ეშმაკის განდევნის რიტუალი, რომელმაც საზოგადოება შოკში ჩააგდო
რამდენიმე დღის წინ ინტერნეტში ვიდეორგოლი გავრცელდა, ვიდეო ქუთაისის მახლობლად, სოფელ ჭოგნარშია გადაღებული, სადაც სალოსი ბერი თომა ბეთანელი ეშმაკის განდევნის რიტუალს, ე.წ. კვეთებულის ლოცვას ატარებს. ვიდეორგოლის ინტერნეტში გამოჩენას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გავრცელებული ვიდეორგოლის და კვეთებულის ლოცვის შესახებ, Ambebi.ge-ს მამა თეოდორე გიგნაძე ესაუბრება.

– მამა თეოდორე, რა შემთხვევაში უკითხავენ ადამიანს კვეთებულის ლოცვას?
– კვეთებულის ლოცვა ტარდება ადამიანზე, რომელიც არის ერთის მხრივ, მორწმუნე და მეორეს მხრივ, მას აქვს წართმეული ნება ბოროტისაგან. უამრავი სიმპტომი არსებობს იმის გასაგებად, აქვს თუ არა ნება წართმეული ადამიანს, მათ შორის ზოგიერთი შიზოფრენიის სხვადასხვა ფორმას ჰგავს. კვეთებულის ლოცვა რომ წაიკითხოს მღვდელმა, მას სამღვდელო მადლის გარდა, განსაკუთრებული ნიჭი და კურთხევა სჭირდება.

– რამდენ მოძღვარს აქვს საქართველოში კვეთებულის ლოცვის ჩატარების ნიჭი და მადლი?
– მე ვერ გეტყვით ამას, არ შემიძლია გავზომო მადლი, მღვდელი, რომელიც ამას კითხულობს ის არის პასუხისმგებელი ღვთის წინაშე. კვეთებულის ლოცვა იმით განსხვავდება სხვა ლოცვებისგან, რომ ლოცვის დროს ადამიანი უფალს მიმართავს. კვეთებულის შემთხვევაში კი დემონს ელაპარაკება და უბრძანებს მას გამოვიდეს ადამიანიდან. დემონს რომ უბრძანო, იგი საკუთარ თავში უნდა გქონდეს დამარცხებული. ადამიანს უამრავი არაჯანსაღი, შინაგანი მიდრეკილებები აქვს, პატივმოყვარეობა, ეგოიზმი, ანგარება და ა.შ. თუ ეს ყველაფერი არ გაქვს დამარცხებული, გაგიჭირდება სხვაში არსებულ ეშმაკს უბრძანო იქედან გამოსვლა. მღვდელი თავად უნდა იყოს განწმენდილი ამ ყველაფრისგან, იმიტომ არ შეიძლება ყველა მღვდელმა ეს იკითხოს.

– მოძღვარის კურთხევით უნდა მოხვდე კვეთებულის ლოცვაზე?
– რაშია იცით საქმე, კვეთებულის ლოცვა მაშინ უტარდება ადამინს, როცა ნება წართმეული აქვს. თუ ადამიანს აქვს ბრძოლის უნარი არაჯანსაღ და ცოდვიან გულის თქმებთან, ადამიანი თვითონ იბრძვის და ვერავის გადააბარებს მის ცოდვას. თუ ადამიანი ვერ ერევა ცოდვას, იმიტომ რომ არ უნდა ბრძოლა, მასზე კვეთებულის წაკითხვა აბსურდია. შეიძლება ძალიან უნდოდეს ეშმაკის წინააღმდეგ ბრძოლა, მაგრამ ეშმაკის მიმართ წართეული ჰქონდეს ეს ძალა. პავლე მოციქული ამბობს, სისხლამდე წინ უნდა აღვუდგეთო ცოდვას და თუ აქვს ასეთი ბრძოლა პოტენციაში ადამიანს, თავად უნდა იბრძოლოს, ის რომ კომფორტი მოიწყოს და არაფერი აკეთოს თვითონ, სხვას მისი შინაგანი სამყარო გაათავისუფლებინოს, ეს აბსურდია, ქრისტიანულ სამყაროში ასეთი რამ არ ხდება. მე სკეპტიკურად ვუყურებ ერთ რამეს, მასობრივად რომ ხდება კვეთებულის ლოცვების კითხვა. იქ ისეთი სიტუაციაა, შეიძლება ამან სხვა ადამიანის ფსიქიკაზე იმოქმედოს, რადგან მძიმე საყურებელია. ეშაკის გამძინვარება იწყება, როცა იწყება ლოცვა. ადამიანს, რომელსაც ეს პრობლემა არ აქვს, არ მგონია მისთვის სასარგებლო იყოს ამის ყურება. ეს ჩემი აზრია.

– ღია ცის ქვეშ უნდა ტარდებოდეს კვეთებულის ლოცვა, როგორც ამას თომა ბერი ატარებს?
– პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, სად ტარდება. რა თქმა უნდა, ტაძარი უფრო მადლიანია. აქ მთავარია ადამიანი, ვინც ამას აკეთებს. საერთოდ, ვინ არის ეგ ადამიანი, ვინც ვიდეოში ატარებს კვეთებულის ლოცვას?

– ბერი თომა…
– იერარქიულად გეკითხებით, ანაფორას ჩაცმა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია და თქვას ეს ვარო, წირვები ჩაატაროს, აღსარებები

მიიღოს და ა.შ. ადამიანი მღვდელი იმიტომ კი არ არის, რომ გარეგნულად ასე აცვია? მასზე საიდუმლოება არის აღსრულებული. თუ ქრისტიანები ვართ და ღმერთი გვწამს. ეს ფენომენია, რადგანაც ქრისტიანები ვართ და ჩვენი რწმენით ვიცით, რომ ღმერთი არის, ამიტომ საიდუმლოება თუ არ არის მღვდლობისა ადამიანზე, ის მღვდელი არაა, რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს.

– ანუ ბერ თომას არ აქვს ამის უფლება კვეთებულის ლოცვა ჩაატაროს?
– ნამდვილი ქრისტიანობა გაცილებით რთულია. ყველაფერი რაც ეკლესიაში არის, გაძლევს შესაძლებლობას, შენ 21-ე საუკუნის ადამიანი შინაგანი ადამიანობით ქრისტეს დაემსგავსო. აქტიურობისკენ მიგითითებს უფალი. როგორ გინდა ქრისტეს დაემსგავსო? ეს ხომ რთულია. თქვენს მიერ დასახელებულ ვიდეოში ჩვეულებრივი მაგიური რიტუალი არის გადმოცემული, ექსტრასენსთან რომ მიდის ადამიანი, რომელიც ჩემს მაგივრად რაღაცას აკეთებს. ქრისტიანობაში ეს არ არის. ასეთ რაღაცებს ეძებენ ეკლესიაში, რომ თვითონ იყვნენ პასიურები და პრობლემები სხვამ მოუგვაროთ. უფალი ასეთ რამეს არ იღებს.”

თამარ ბოჭორიშვილი, Ambebi.ge
წყარო/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/106507-kvethebulis-locva-anu-rodesac-modzghvari-satanas-elaparakeba-eshmakis-gandevnis-rituali-romelmac-sazogadoeba-shokshi-chaagdo.html#ixzz37Wm1qot4

Advertisements

დატოვე კომენტარი

Filed under ცრუმოძღვარნი - ანაქსიოს !

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s