გურამ ლურსმანაშვილის ღია წერილი , ორგანიზაცია – ,,იდენტობას”

ღია წერილი იდენტობას მოგესალმებით ! რამდენიმე დღის წინ , თქვენს ოფიციალურ  ბლოგზე –http://identoba.com/2014/05/21/iliach/გამოაქვეყნეთ თემა , სათაურით – ,, რას წერდა ილია ჭავჭავაძე , საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე . ‘’იგი წარმოადგენდა ამონარიდს ვრცელი პოლემიკიდან  , რომელიც ისტორიაში შევიდა როგორც – ,, მამათა და შვილთა ბრძოლის’’ სახელწოდებით . თქვენი ბლოგი ისედაც ცნობილია როგორც ანტიეროვნული ,   მართლმადიდებლური ეკლესიისადმი დაპირისპირებული , ტრადიციული ღირებულებების უარმყოფი და მრავალი უარყოფითი პათოსით განმსჭვალული . ამ და სხვა მიზეზების გამო ,  ნამდვილად არ გავამახვილებდი ყურადღებას ზემოთნახსენებ წერილზე , რომ არა ის ურცხვობა , უტიფრობა, უგუნურება და კიდევ ვინ მოსთვლის , არაჯანსაღი დამოკიდებულების  როგორი გამოვლინება , რომლის მოწმენიც ჩვენ ყველანი გავხდით , თქვენი ოფიციალური ბლოგის მიერ . გასაგებია რომ , არ მოგწონთ მართლმადიდებლური ეკლესიის მოძღვრება და ქმედებანი ( ღმერთმა დაგვიფაროს რომ  ამ მდგომარეობაში მყოფთ , მოგწონდეთ იგი . შეუძლებელია ეკლესია უყვარდეს  იმ ხალხს , რომლებიც გარყვნილების (მით უმეტეს ჰომოსექსუალიზმის) პროპაგანდით , ეროვნულობისადმი დაპირისპირებულობით , ტრადიციული ღირებულებების ფეხქვეშ გათელვით  , სიცრუის ტირაჟირებით და ცილისწამებებითაა დაკავებული ) . მაგრამ ყველაფერს ზღვარი გააჩნია . როგორ შეიძლება ასეთი სიცრუის , ცილისწამების , ურცხვობის , უტიფრობის , ისტორიული რეალობის შერყვნის , ლიტერატურული მემკვიდრეობის დამახინჯების და კიდევ იმ მრავალი უარყოფითი მოვლენის ჩადენა  , რომელიც  მოიმოქმედეთ , აღნიშნული წერილის  , თქვენეული ფორმით წარმოდგენის შედეგად . თავისთავად , ჩვენ არანაირი წინააღმდეგობას არ გავუწევთ , თუკი ისეთი  განათლებული , ერისთვის მოამაგე და მამულისთვის თავშეწირული პიროვნებების ნაწარმოებებს განათავსებთ ხოლმე , თქვენს ოფიციალურ საიტებზე , როგორიც სულმნათი ილია გახლდათ . თქვენ თუ ვერ მოიძიეთ გვითხარით და თავად მოგაწვდით ხოლმე მის , თუ ეკლესიის მიერ კანონიზირებული , სხვა წმიდანის  სასარგებლო და გამოსადეგ რჩევებს თუ ნამუშევრებს . ჩვენ გაგვიხარდება თუ დაინახავთ , რომ ივ. ენსლერის  ,  “ვაგინა მონოლოგებზე”  (იხ.http://identoba.com/2014/05/22/vagina-3/) –ზე უფრო მნიშვნელოვანი ნაწარმოებები არსებობს , რომლებიც უცხოურ გრანტებზე ღირებულები და ფასეულები არიან , როგორც ქართულ , ისე მსოფლიო ლიტერატურაში . მაგრამ , ,,კარგ მთქმელს კარგი გამგონე სჭირდებაო’’ იტყვიან და მართებული ინტერპრეტაცია უნდა მისცეთ ყველაფერს . სხვა თუ არაფერი , ,,საავტორო უფლებები’’ მაინც დაიცავით ამ პიროვნებებისა და ვის მიმართაც დაწერეს ესა თუ ის შრომა და რა სათაურითაც , ის დააწერეთ . თქვენი მხრიდან ხშირად გვესმის , რომ ვართ უსწავლელები , ჰომოფობები , ცილისმწამებლები და სხვა მანკიერი თვისებით სავსე ხალხი . კარგი ბატონო , ჩვენ ვიყოთ , მაგრამ თქვენ რაღა გამოდიხართ მაშინ ? ის უსინდისო ტყუილი , რაც თქვენ დაწერეთ , მშვენივრადაა გაბათილებული , ქართული ენისა და ლიტერატურის  მე–9 კლასის სახელმძღვანელოში .მართალია ,  თავიდან ვფიქრობდი , რომ  ცნობილი ლიტერატურათმცოდნეების , კრიტიკოსების , თუ ისტორიკოსების ნაწარმოებებიდან ამოგვეღო ციტატები და ისე გამეცა პასუხი  თქვენი უღირსი საქციელისათვის , მაგრამ თქვენივე ქმედებები მაფიქრებინებს , რომ საამისო ცოდნა არ გაქვთ , ამიტომ , არ ვუყრი მარგალიტებს ღორებს  , ვიღებ მეცხრე კლასის სახელმძღვანელოს  და იქიდან გაგცემთ პასუხს . ვიმედოვნებ რომ  8 კლასი მაინც გაქვთ დამთავრებული და თქვენი გონება დაიტევს ამ პროგრამას . მეცხრე კლასის  სახელმძღვანელოში დაწერილი ინფორმაციის გაგება რომ არ გაგიჭირდეთ , შესავალს გავაკეთებ – იმ ლექსის სათაური , რომელიც თქვენ ატვირთეთ , არის ,,პასუხის პასუხი . ‘’ იგი დაწერა , გრგოლ ორბელიანის – ,,პასუხი შვილთას’’ საპირწონედ . მგონი საკმარისია ამ ეტაპზე და დროა სახელმძღვანელო გადავშალოთ : ,,პრესაში გაიმართა მძაფრი  დებატები , ძველი და ახალი თაობის  წარმომადგენლებს შორის , რასაც მოგვიანებით ,, მამათა და შვილთა ბრძოლა’’ უწოდეს . ,,შვილების ‘’თაობას ილია ჭავჭავაძე მეთაურობდა , ხოლო ძველ ,,მამათა თაობას’’ გრიგოლ ორბელიანი . ‘’ [1] უფრო დიდი ავტორიტეტის აზრი გაინტერესებთ ? ამავე სახელმძღვანელოში გადავშლი ერთ გვერდს თქვენივე ნებართვით და მოგახსენებთ თუ რას წერს ამაგდარი მკვლევარი – პავლე ინგორყვა  :  ,, სამოცდაათიან წლებში ,,მამათა და შვილთა ბრძოლის’’ დროს , ილიას მწვავე შეტაკება მოუხდა გრიგოლ ორბელიანთან…’’ [2] ახლა გეკითხებით , სად წერია აქ , ქართული ეკლესიის , სამღვდელოების , ტაძრების და.ა.შ. შესახებ მსჯელობა ? სათაურში კი აღგინიშნავთ რომ – ,, თქვენგანჩაგრული, დაბრმავებული, ერიჯვრებზედარგაგვიყიდია.’’ მაგრამ ის მაინც უნდა იცოდეთ , რომ ამ ჯვრებში  დეკანოზობის ან ტრაპეზის ჯვრები კი არა , ის ჯილდოები იგულისხმება , რომელსაც რუსეთის იმპერია აძლევდა ხოლმე პიროვნებებს . სწორედ ამ ჯვრებისა და ჩინების შესახებ ამბობს ილია : ,, ჩვენუჩინონი, ჩვენუჩინონი თქვენჩინიანთა, ბუზადგგონივართ…’’ არ იცოდით ? მეეჭვება , მაგრამ თუნდაც არ გცოდნოდათ , ეგ უარესი . რაც არ იცით რა გალაპარაკებთ და რატომ შეგყავთ ხალხი შეცდომაში ? თუ მაინცდამაინც გაინტერესებთ რას ამბობს ილია ქართველ სამღვდელოებაზე , სასულიერო პირებზე და.ა.შ. , მაშინ ამავე სახელმძღვანელოს გადავშლი და დავაციტირებ : ,, სწავლა 8 წლისამ დავიწყე ჩვენი სოფლის მთავარ დიაკონთან ქართული წერა–კითხვითა . მთავარმა ძალიან კარგად იცოდა ქართული და სახელი ჰქონდა განთქმული საღმრთო წიგნების კარგის მკითხველისა.’’ [3] ბევრს აღარ გავაგრძელებ , ეგებ ნება გებოძოძათ და  „როგორ მოვარჯულოთ დრაკონის“  ყურებაში დროის კარგვისა და პერსონაჟი Gobber-ის საუბრების მოსმენის მაგივრად , რომელიც  საკუთარი სექსუალური ორიენტაციის შესახებ საუბრობს (იხ.http://identoba.com/category/%E1%83%9F%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%9817/%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/%E1%83%9B%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/ ) , ილია ჭავჭავაძის – გლახის ნაამბობი წაგეკითხათ  და შემდეგ გამოგეტანათ ,,ეგზომ გონივრული’’ დასკვნები , ილიასა და ეკლესია–საღმვდელოების დამოკიდებულებაზე . პირველად რომ ვნახე თქვენი სტატია , იმედი მქონდა რომ ტექნიკუი ან მექანიკური შეცდომა მოგივიდათ  , მალევე აიღებდით მას და ბოდიშსაც მოიხდიდით საჯაროდ , მაგრამ შევცდი . პირიქით , უმალ აიტაცეს ის , სხვადასხვა პირებმა , გაავრცელეს ინტერნეტში, რითაც დამატებითი საბაბი მისცეს უსაქმურ და მახათიან ხალხს  , რომ ეკლესია ელანძღა . დასასრულისკენ მიმყავს საუბარი  და შეგეკითხებით იმ პიროვნების შესახებ , ვისაც ამგვარი სისაძაგლის მოფიქრება და ატვირთვა –გავრცელება მოუვიდა აზრად .  რა რაოდენობის თანხას უხდით მას ასეთი უკადრებელი საქმის ჩადენისთვის ? და თუ არ უხდით , რა სჭირს საიმისო , რომ ასეთ სამარცხვინო საქციელს სჩადის ? მაინტერესებს , ილიას თუ ესროდა  , უცხოეთიდან  გრანტების მიღების სანაცვლოდ ? ვერც იმას დაგვაჯერებთ , რომ ეს მოიმოქმედა ერთმა უღირსმა  ადამიანმა და საიტის მესვეურებმა თუ ორგანიზაციის წევრებმა არაფერი იცოდით . ვინაიდან და რადგანაც , გავრცელებისთანავე მოჰყვა სტატიას მწვავე კომენტარები და რეაქციები . თქვენ კი ის საზოგადოება ხართ , რომელიც არათუ საკუთარ საიტზე , არამედ კოსტა–რიკის საპრეზიდენტო რეზიდენციაზე რა ხდება , ისიც იცით –(იხ.http://identoba.com/category/%E1%83%9F%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%9817/%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/%E1%83%9B%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/) ეს და სხვა ფაქტორები კიდევ უფრო მეტად ასაჩინოებენ  თქვენს აგრესიულ დამოკიდებულებას , საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისადმი . ( თუ ,,აგრესია’’ მხოლოდ მაშინ მოქმედებს , როდესაც ,,ტაბურეტკიან’’ კაცს ხედავთ და კანონმდებლობაც მარტო მაშინ გჭირდებათ , როდესაც ტრანსგენდერის ,,უფლებები ირღვევა’’ ? ) იძახით – უმცირესობების უფლებების დამცველები ვართო . ვთქვათ და მართლაც ამგვარად იქცევით ( ნეტავ ასე იყოს !) , უმრავლესობებსაც რომ უფლებები აქვთ  არ იცით?თუ იურისპრუდენციაშიც , როგორც ლიტერატურაში , მერვე კლასის პროგრამას ვერ გაცდით?  თუ ის არ იცით , რომ საქართველოს მოსახლეობის 85% მართლმადიდებელია და მათაც აქვთ უფლებები ? ან ის , რომ  სხვისი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა კანონით დასჯადია ? თუ ის , რომ საზოგადოების შეცდომაში შეყვანა დანაშაულია ? თუ ის , რომ ისტორიული რეალობის დამახინჯება არ შეიძლება ?და.ა.შ. მე იურისტი არ ვარ , აი თქვენ კი განთავსებული გაქვთ საიტზე– ,,იურიდიული მომსახურება.’’ ჰოდა ჰკითხეთ მაგ თქვენს იურისტებს , შეიძლება თუ არა  ისტორიული სინამდვილის დამახინჯება , საზოგადოების შეცდომაში შეყვანა , სხვისი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა , ცილიწამება , პროვოკაცია და.ა.შ. მაგრამ რას ველი თქვენგან ? როგორც ილია ამბობდა ზემოთხსენებულ ნაწარმოებში : ,,მაგრამ შოთამ ჰსთქვა , – რაც კოკაში ჰსდგა , იგივე თურმე წარმოდინდება . ‘’ P.S. ისე , დალოცვილებო , თუ ილიას ნაწარმოებებიდან გინდოდათ , რამე დაგებრალებინათ ეკლესიისათვის , ვერ გვითხარით პირდაპირ ?  აი მაგალითად  , გავავრცელოთ რომ , ილია , ,,მგზავრის წერილებში’’ , რუს ოფიცერს კი არა , საქართველოს პატრიარქს ესაუბრებოდა, რომელიც ამბობს : ,, ის ბაღი სავსეა ჟუჟუნათვალებიან ქალებითა. გინდა ერთს ჩაავლე ხელი , გინდა მეორეს.’’  ან თათქარიძის ეზოს როდესაც აღწერს ილია , ვითომ  ტაძრის ეზოზეა საუბარი : ,, შიგ თვითონ ეზო ისე უწმინდური იყო , როგორც ძველი ჩინოვნიკის გული , დიდი  საქმე იყო , პატრონამდინ ისე მიგეღწიათ , რომ ან არ გასვრილიყავით , ან კიდევ ერთი ამბრის სურნელება  თან არ აგყოლოდათ . ‘’ თუნდაც ოთარაანთ ქვრივი გავიხსენოთ , დავწეროთ რომ გიორგი , ომარაშვილების მოჯამაგირეს კი არა , ეპისკოპოსს შეეწინააღმდეგა , რომელიც უსინდისოდ არსულებდა თავის მოვალეობას და.ა.შ. გთხოვთ გაითვალისწინოთ ეს რჩევები და როდესაც ამგვარი უსინდისობის ჩადენას განიზრახავთ , მოგვმართოთ . ეგება ჩვენც დაგეხმაროთ , მინიმუმ იქამდე , სანამ მეცხრე კლასის , სასკოლო პროგრამას არ დახურავთ .   [1] –ქართული ენა და ლიტერატურა ; მე–9 კლასი ;  ბაკურ სულაკაური –თეა ქიტოშვილი – ნინო გორდელაძე . თბილისი 2008 წელი . [2] –დასახ.სახელმძღვანელო – გვ.168 [3] –დასახ.ნაშრომი – გვ.140

Advertisements

5 Comments

Filed under ლაზღანდარა გოგო ბიჭების ტანგლი-ტუნგლი

5 responses to “გურამ ლურსმანაშვილის ღია წერილი , ორგანიზაცია – ,,იდენტობას”

  1. ნინა

    მაგარი ხარ გურამ, მომეწონა პასუხი.

  2. ნაინა

    სიმართლე არ უყვართ მაგ ხალხს გურამ, ეკლებად ესობათ თვალებში. მათთვის საზღვარგარეთიდან მიღებული გრანტები უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე საკუთარი ქვეყანა და არც არავის უფლებები აინტერესებთ სინამდვილეში, უფლებების დამცველობანას იმიტომ თამაშობენ, რომ უკვე შეჭმული თუ მომავალში შესაჭმელი გრანტები ,,გააპრავონ”. მშვენიერი პასუხი გაეცი, მაგრამ მაგათთვის ეგ არაფერს ნიშნავს, ხომ ხედავ 24 მაისიდან დღემდე შემომკამათებელიც არავინ გამოგიჩნდა.

  3. წაუშლიათ ის “პოსტი” თავიანთ საიტზე.. ყოველ შემთხვევაში, მე აღარ დამხვდა დღეს 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s