შემდგომად შესრულებისა საღმრთოისა ლიტურღიისა , თანამდებ არს მღუდელი ესრეთ ყოფად .

,,მეყვსეულად მღუდელმან , ანუ დიაკონმან , ზიარებისა დანაშთომი საღმრთოსა ხორცისა წმიდისა სასმისსა შინა კრძალულებით შთასწმიდოს , რომელ არა სადა გარდავარდეს . ეგრეთვე ოდიკსა , და შესახვევსა მისსა ზედა , მოკრიბოს ერთად ფეშხუმსა ზედა , და შთაწმედილი სასმისსა  მიიღოს , და ოდიკი და შესახვევი ცეცხლსა , ანუ წყალსა ზედა  არა განბერტყონ , რომელ მას ზედა თვინიერ საღმრთოისა ხორცისა სხვა არა რაი არს , და უგულს–მოდგინებითა სასიკუდინედ სცოდავენ .

 ხოლო შრომად სრულყოფისა განფრთხილებით მოძღვნან , და იხმიონ არა რაისა დატევებად , და ღრუბლითა ანუ ტილოითა მოსწმიდონ , და ღრუბელი სასმისა დაუტეონ , ხოლო სამსხვერპლოსა  ზედა , ვიდრე ხმევათამდე სიწმიდისა , იყვნენ სანთელნი აღნთებულნი .

ხოლო ყოველი წმიდისა საკურთხეველისა მსახურნი , განსწავლულ იყვნენ მღვდლისაგან შიშით და ძრწოლით სწავლად გარემოს სამსხვერპლოისა , და წმიდისა ტრაპეზისა თაყვანის ცემასა რაჟამს იყვნენ მას ზედა საღმრთონი საიდუმლონი . ეგრეთვე შესახვევი ოდიკისა , არძიმ ფეშხუმისა წარსახოცელისა ტილოთურთ , ხელითა მღვდლისა , ანუ დიაკონისათა ხშირად განირეცხებოდენ საშინელსა ზედა საკურთხეველისასა , რამეთუ ამის მიერ ჭურჭელნი სიწმიდისანი , ბარძიმი , ფეშხუმი , ვარსკვლავი და კოვზი ხშირად განიხოცებოდენ , რომელ მტვრისა ანუ სინოტიისა მიერ , არა უშვერ და განრყვნილ იქმნენ .

და შრომად სრულყოფისა , და ხმევისა საღმრთოთა საიდუმლოთა , განმრაცხველი შესამოსელთა სამღვდელოთა არა გამოვალს მყის , ვიდრემდის ლოცუაი სამადლობელი შემდგომად ზიარებისა  არა სთქუას .

გამოსრული ეკლესიით მსწრაფლ საქმისა რომლისამე არა მიიქცეს , არამედ  დაეყოვნოს ლოცვითა მადლობისათა , და ევედროს , რომელ ყოვლისა დღესა ეგრეთ ღირს ჰყოს იგი უფალმან . და მას უკვე დღესა რათა დაიცვას თავი თვისი ნამეტნავისა ჭამისა , სმისა , და ძილისაგან , და თანა ყოფისაგანცა მეუღლისა , რათა ტაძარ სულისა ქმნილმან , წმიდად დაიცვას სული თვისი . ”

კონდაკი ; გვ.ტმდ ; თბილისი – 1989 წელი.(ექვთიმე ხელაძის სტამბა ) .

Advertisements

დატოვე კომენტარი

Filed under ლიტურგიკა

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s