KINDLE PEPERWHITE-ს შესახებ

შინაარსი :

შესავალი

ფასი

დამატებითი ინფორმაციები

ფორმატები და კონვერტერი

დამცავი – ე.წ. ,, ქოვერი ‘’

Kindle peperhwite-ს შესახებ

KINDL-მა ,, გაჭედა’’ ? – ნუ შეგეშინდებათ !

KINDL-მა ,, გაჭედა’’ ? – ნუ შეგეშინდებათ !

დასკვნა

შესავალი

დღევანდელ  ახალგაზრდებში ( და არა მარტო) ,  რომ  ,, ქინდლომანიაა’’ ,  ,, არა ახალი , ძველია .‘’ ამ ,, ეპიდემიის ‘’ მსხვერპლი , გამოგიტყდებით და გეტყვით , რომ მეც გავხდი .

სანამ KINDLE-ს ვიყიდდი , დიდი სასოებით ვეძებდი ხოლმე სხვადასხვა რესურსებს ვირტუალურ სივრცეში , რომლებიც მეხმარებოდნენ ამა თუ იმ არჩევანის გადასაწყვეტად .  მოგახსენებთ , რომ ამგვარი რესურსები არც ისე ბევრია .

ამ ეტაპზე , მე მოგითხრობთ KINDLE PEPERWHITE-ს შესახებ ,იმ მარტივი მიზეზიდან გამომდინარე , რომ ეს მოდელი მე მაქვს და სხვებზე უკეთ , სწორედ ზემოთხსენებულის ჭირ-ვარამი მესმის .

ფასი

ჩვენი ეკონომიკური ცხოვრების ფონზე , ეს კომპონენტი უმნიშვნელოვანესია . აღნიშნული მოდელის ფასია 119$  , ერთ წელზე მეტია  რაც მაქვს და არ შეცვლილა ღირებულება.  (ყოველშემთხვევაში , ამაზონზე რამდენჯერაც შევედი , უცვლელი სიტუაციაა ) . ამას თან დაუმატეთ მისი დამცავის (ე.წ.  ,, ქოვერის ‘’) ფასი . ( თუ რა აუცილებლობას წარმოადგენს მისი შეძენა , დაწვრილებით მოგახსენებთ ქვემოთ ) , რომელშც პირადად მე 8 $ გადავიხადე . ამას კიდევ დავუმატოთ დამატებითი ხარჯები – (ტრანსპორტირება და.ა.შ) რომელიც ცა და დედამიწა რომ დაინგრეს , 30 ლარს არ აცდება და მიიღებთ საბოლოო ფასს – 230 ლარი . (თუკი დოლარის კურსი შეიცვალა , ,, ჯმნულმცა ვარ თქუენგან’’ , პრეტენზიებით მინისტრთან მიბრძანდით ) .

დამატებითი ინფორმაციები

თუ გამოწერის შესახებ გაინტერესებთ რამე , ამაში ვერ დაგეხმარებით  , იმ მარტივი მიზეზის გამო , რომ მაგ საქმის აზრზზე არ ვარ . პირადად მე , ძმაკაცმა გამომიწერა ამაზონიდან და დაახლოებით 2 კვირის გასვლის შემდეგ ,, ჩამახუტა ‘’ .

პაკეტს მოჰყვება მხოლოდ უსბ- კაბელი , რომლითაც ამყარებთ კავშირს კომპიუტერთან და ამავდროულად იყენებთ როგორც დამტენს . სხვა აქსესუარი მას არ გააჩნია . (ყურსასმენები და.ა.შ. ) თუკი გსურთ , რომ რაიმე დამატებითი ნივთი შესძინოთ თქვენს ქინდლს , მოგიწევთ მისი ცალკე შეძენა .

ფორმატები და კონვერტერი

მნიშვნელოვანია იმ ფორმატების შესახებ მსჯელობა , რომლის წაკითხვაც KINDLE-ს შეუძლია .  ესენია : PDF ; mobi ; azw3 ( პირადად მე , სხვა ფორმატი არ გამომიყენებია ) . და გირჩევთ რომ , გამოიყენოთ azw3 , არაფერი უჭირს , თუკი – mobi-საც გამოიყენებთ . pdf-ს კი გირჩევთ რომ საერთოდ არ გააკაროთ თქვენი ,, რიდერი ‘’ , თუკი რაიმე ზოგადსაკაცობრიო პრობლემის გადაჭრას არ ეხება საქმე . იმიტომ რომ , არ ერგება კარგად ,  ქინდლის ,, ეკრანს’’ და არაა გამორიცხული შიგადაშიგ , თქვენი რიდერის ე.წ. ,,გაჭედვაც’’ გამოიწვიოს .

რაც შეეხება მის გადამყვან პროგრამას , ე.წ. – კონვერტერს . მოგახსენებთ რომ , არსებობს ორი ტიპის კონვერტერი , პირველი მათგანს მიეკუთვნებიან ისინი , რომლებსაც აინსტალირებთ თქვენს კომპიუტერში და ნებისმიერ დროს იყენებთ , ხოლო მეორე ჯგუფში კი შედიან ისეთი კონვერტერები , რომლის გამოყენებაც , მხოლოდ ინტერნეტის საშუალებით შეგიძლიათ . პირადად მე ყოველთვის ამ უკანასკნელს ვხმარობ და თქვენც ამავეს გირჩევთ . ეს პროგრამაა :

http://ebook.online-convert.com/convert-to-azw3

ყველაფერი საკმაოდ მარტივია . ირჩევთ ფაილს , უთითებთ რიდერის სახეობას , სურვილისამებრ აწერთ ამ წიგნის სათაურს და ავტორს , ( გირჩევთ რომ გააკეთოთ) , მაგ :

Change ebook title: – საიდმლო ღვთისმეტყველება

Change ebook author:- წმ.დიონისე არეოპაგელი

( თუ გაქვთ სურვილი , მიუთითებთ დამატებით ინფორმაციასაც ) , მცირე ხანში კი ფაილი ჩაიტვირთება თქვენს კომპიუტერში .

ქინდლისთვის აქილევსის ქუსლია ,,დასკანერებული ‘’ ფაილი . თუკი თვალები და ნერვები გეცოდებათ , არც სცადოთ მისი ჩაწერა რიდერში , რადგან მას აღიქვამს იგი არა როგორც ფურცელს , არამედ სურათს და…

დამცავი – ე.წ. ,, ქოვერი ‘’

შეგახსენებთ რომ , აუცილებლად მოგიწევთ ამ აქსესუარის ყიდვა . ( თუ არა და გამოდის  იმდენი  ფული გაქვთ , რომ საერთოდ არ გენანებათ აწ უკვე ნაყიდი ქინდლი ) . იგი შეგინახავთ რიდერს და გაუთვალისწინებელ შემთხვევებში  ( დავარდნა , მირტყმა და.ა.შ.)  დაიცავს მას .

ამაზონზე ან ებეიზე , შეგიძლიათ იხილოთ ყველანაირი ფერის , ზომის , მოდელის და სხვა მახასიათებლების მქონე ,, ქკვერი’’ , ხოლო გამოწერა კი დამოკიდებულია თქვენს გემოვნებაზე და უპირველესად კი ჯიბეზე .

Kindle peperhwite-ს შესახებ

აღნიშნული მოდელი  არის მთლიანად  ,, მგრძნობიარე ეკრანით’’ (ე.წ. ,, სენსორით )  , არ აქვს ღილაკები და რეაგირებს მხოლოდ თითით შეხებაზე . (სხვა არაფერზე , კალმიდან დაწყებული , შელოცვით დამთავრებული ) იგი საკმაოდ ,,ფაქიზია’’ და გაითვალისწინეთ , რომ ეკრანი გაუწმინდოთ ე.წ. ,, სველი ხელსახოცით’’ , რომლებსაც მონიტორის საწმენდად იყენებენ .  . სხვა მოდელებისგან განსხვავებით , მას აქვს ძალიან კარგი განათება , რომელიც შედგება 24 დონისგან და შეგიძლიათ თავად მოარგოთ იგი , თქვენი თვალისა და ოთახის განათების პირობებს .

აუცილებლად შექმენით კოლექციები , რომელშიც შეინახავთ წიგნებს . (Menu-create New Collection ) .  ესაა ერთგვარი თარო  , რომელშიც შეინახავთ თქვენთვის სასურველ წიგნებს  . მეტი თვალსაჩინოებისთვის წარმოგიდგენთ თუ როგორ მაქვს გადანაწილებული თავად მე : – ძვ.აღთქმის განმარტება ; ახ.აღთქმის განმარტება ; პატროლოგია ; ფილოსოფია ; ინგლისური წიგნები ; რუსული წიგნები და.ა.შ.

მისი მეხსიერებაა დაახლოებით 2 გეგაბაიტი . ( დაახლოებით იმიტომ , რომ ლექსიკონები თუ სხვა სახის ინფორმაციები უკვე გიწერიათ  , როდესაც ყიდულობთ ) . ერთი შეხედვით ეს ძალიან ცოტაა , მაგრამ ქინდლისთვის სავსებით საკმარისია , ამ მოცულობაში თავისუფლად ჩატევთ 1000-ზე მეტ წიგნს და ისარგებლებთ მათით . სხვა ფუნქციისთვის კი არ გამოგადგებათ , არც ისე და არც ასე .

Kindle-ს აქვს ერთი , ძალიან კარგი თვისება კითხვისას შეგიძლიათ მონიშნოთ , თქვენთვის მნიშვნელოვანი ციტატა , ან ,, ჩაკეცოთ ფურცელი’’ , ( მთავარია ,,  ხელი არ დაისველოთ’’ , როდესაც მის გადაშლას მოინდომებთ . )  ციტატის გამუქება ხდება , მასზე თითის გადატარებით  , რომლის დასრულების შემდეგაც ამოვა ფანჯარა და მიუთითებთ – ,,Add   Note’’ ,  თუკი ,, ფურცლის ჩაკეცვა’’ გინდათ , მარჯვენა მაღალ კუთხეში ( გოლის გატანა არ გეგონოთ ) , დაადებთ თითს , ამგვარადვე მოიქცევით , ,, ამოკეცვის’’ დროს . ხოლო თუკი კითხვას კვლავ გააგრძელებთ და გაგიჩნდებათ სურვილი , რომ ჩაკეცილი ფურცელი ან მონიშნული ციტატა , კიდევ ერთხელ და გულდასმით დაათვალიეროთ , მაშინ შეხვალთ მენიუში , და აირჩევთ – ,, View Note & Marks . ‘’

KINDL-მა ,, გაჭედა’’ ? – ნუ შეგეშინდებათ !

Kindle-ს უყვარს ხოლმე , მისი პატრონების შეშინება . ამ ,,მახეში’’ რომ არ გაებათ ,საჭიროა გარკვეული ნიუანსების ცოდნა . უპირველსად იმის , რომ მას ,,სუსტი იმუნიტეტი’’ აქვ და მტკივნეულად რეაგირებს ე.წ. ,, ვირუსებზე’’ , ამიტომ ხშირად უნდა გაუკეთოთ ხოლმე ე.წ. ,, სკანირება’’ , როგორც მას , ასევე იმ ფაილებს  , რომლების ჩაწერასაც აპირებთ . (  ,, გეიგონე და არ დეივიწყო : ,, PDF – ს ერიდე , PDF-ს ) . ეშმაკის მოგონილი ნამდვილად არაა , ეს ფორმატი , მაგრამ ქინდლს არ უყვარს ,  დამერწმუნეთ .  თუმცა , იცოდეთ რომ მაინც არ ხართ დაზღვეული , რომ  რიდერი არ ,, დაგივირუსდებათ ,  ‘’ ამაში კი მაშინ დარწმუნდებით , როდესაც იგი ,, გაჭედავს . ‘’ აქედანვე გირჩევთ , რომ ამ შემთხვევაში არ გამოგადგებათ ე.წ. ,, დაფორმატება , ‘’ რომლითაც , უბრალოდ წაშლით ჩაწერილ წიგნებს  , ვირუსი კი კვლავ დარჩება შიგნით . ამიტომ , როგორც კი აღნიშნული ფაქტი დაფიქსირდება , თქვენი ქინდლი ,, დაარესტარტეთ . ‘’ ( გამორთვის ღილაკზე , რომელიც ძალიან მოუხერხებელია , ხანგრძლივი დროით დააჭირეთ თითი  ) . ამის შემდეგ შეაერთეთ იგი ,, სუფთა კომპიუტერში’’ და დაასკანერეთ .

გირჩევთ რომ , ყველა ის წიგნი , რომელსაც რიდერში ჩაიწერთ  , შეინახოთ პერსონალურ კომპიუტერშიც , ერთ რომელიმე ფაილში . რათა იმ შემთხვევაში თუ ქინდლში მყოფი მასალა ,,ნებით წაშლით ან უნებლიედ წაგეშლებათ ‘’ , უმტკივნეულოდ აინაზღაუროთ ზარალი .

დასასრულს მოგახსენებთ იმ ერთი , საკმაოდ კარგი ფუნქციის შესახე , რომელიც ქინდლს გააჩნია და აღნიშნული შემთხვევის დოს გამოგადგებათ .(პირადად მე , ამას ,, რეინკარნაციას’’ ვუწოდებ ) .   წიგნების წაშლის შემთხვევაში ,არ იშლება ე.წ. ,, კოლექციები’’ , უფრო მეტიც , როდესაც იმავე ფაილს ჩაიწერთ ( რომელიც რჩევისამებრ კომპიუტერში გაქვთ ) , ავტომატურად აღმოჩნდება ძველ კოლექციაში .

 

ინტერნეტი და  KINDLE

ესაა თემა , რომლის შესახებაც ძალიან ხშირად სვამენ ხოლმე კითხვებს . PEPERWHITE – ს მართლაც აქვს ინტერნეტ მხარდაჭერა . ( ე.წ. ,, WI-FI’’ ) . შეგიძლიათ ისარგებლოთ ისეთი საიტებით , როდორებიცაა : wikipedia ; facebook ; yahoo ; gmail ; azamoni და.ა.შ. მაგრამ აქვე გაფრთხილებთ , რომ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაგჭირდებათ , როდესაც  ,, ძალიან გიჭირთ . ‘’ რადგან ,  ერთადერთი და  მთავარი ფუნქცია , რომელიც ჩემი აზრით ამ რიდერს გააჩნია , არის ის რომ  იგია ,, ბიბლიოთეკა’’ , რომელშიც შეგიძლია მოათავსოთ 1000-ზე მეტი წიგნი ,  შემდეგ    ,, შეულოცოთ ’’ , ჩაიდოთ ჯიბეში და წახვიდეთ სადაც გსურთ . იგი არ შექმნილა იმისთვის , რომ გამოგეყენებინათ  facebook-ზე შესასვლელად ,  ან mp3- ფლეიერად .

დასკვნა

სულ ესაა , ამ მომენტში რისი შემოთავაზებაც გადავწყვიტე და მოვახერხე . თუკი გაქვთ რაიმე კითხვები , შენიშვნები და.ა.შ.შეგიძლიათ დაწეროთ , რომ უფრო მეტად სრულვყოთ თემა და ეფექტურად დავეხმაროთ ერთმანეთს .

და ყველაზე მთავარი :

1-თუ კითხვა არ გიყვართ , kindle  ვერ შეგაყვარებთ .

2-რა მოდელის kindle-ც არ უნდა იყიდოთ ,  წიგნს ვერაფერი შეცვლის !

DSC00140DSC00141DSC00142

Advertisements

5 Comments

Filed under სხვადასხვა

5 responses to “KINDLE PEPERWHITE-ს შესახებ

  1. Saome

    მადლობა საინტერესო პოსტისთვის..
    იქნებ მირჩიოთ, როგორ მოვიქცე – New Collection-ის შექმნისას, მუდმივად “გამოხტება”ხოლმე ფანჯარა, რომ არ არის ეს წიგნი სინქრონიზებული ქლაუდთან. იქნებ მირჩიოთ, როგორ შევქმნა ეს კოლექციები კომპიუტერიდან და გადავაგზავნო პირდaპირ ქინდლზე. როგორ ვმართო ?? წინასწარ გიხდით მადლობას.

  2. საინტერესო პოსტია და რა მაინტერესებ თვალებს ხომ ნამდვილად არ სტკენს?

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s