ე.წ. ,, თომა სალოსი ” კიდევ დაიჭირეს ? უი…

ერთჯერ , ორჯერ , სამჯერ  , ოთხჯერ , ხუთჯერ , ექვსჯერ , შვიდჯერ , რვაჯეეერ ? ალბათ ყველას გახსოვთ  ეს ძალიან გავრცელებული სკეტჩი , სერიალიდან : ,, შუა ქალაქში . ‘’ საინტერესო კი ისაა , თავად ე.წ. ,, თომა სალოსს ‘’ თუ ახსოვს , მერამდენედ დაიჭირეს .

ეს მერვე იყო თუ ორმოცდამერვე ნამდვილად არ ვიცი . ( სკოლაშიც არ მიყვარდა არითმეტიკული პროგრესიის მაგალითების ამოხსნა ) , მაგრამ რაც ვიცი იმას მოგახსენებთ : სულ ახლო წარსულში , ერთ მშვენიერ დღეს ,  სურამისა და ხაშურის ეპარქიის ერთ იღუმენს , ტელეფონით ურეკავს ჩვენ სალოსა :

იღუმენი – რა გინდა ?არ დაგინახო მეორედ ტელეფონზე დამირეკო !

სალოსა – არაფერი , მილიციის განყოფილებაში ვარ ახლა და გამომძიებელს დაელაპარაკე !

მათი საუბრის პერიპეტიების განხილვას არ შემოგთავაზებთ . უბრალოდ ცნობის სახით გეტყვით , რომ კვლავ დაუჭერიათ გურამა ბეთეშვილი . (ანუ , ე.წ. თომა სალოსი . ‘’ )

უი ! დაიჭირეს მეთქი ? ეგ ვთქვი ? შემინდეთ და მაპატიეთ ! დაუფირებლობის გამო წამომცდა . ახლავე გამოვასწორებ. მოკლედ : უასკეტესი და უთვითმარქვიესი , სრულიად საქართველოს ბნელთა და ფანატიკოსთა სალოსი თომა  , სასწაულების განსაკუთრებულად დიდი რაოდენობით მოხდენის , ლიტურგიკულ-ეორტოლოგიური საკითხების ზედმიწევნად აღსრულების და უბიწო ცხოვრების გამო, მოსალოცად მიიწვიეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეპარქიის , ერთ-ერთ განყოფილებაში , სადაც აღასრულა მსახურება . ( რასაც კითხავდნენ , იმაზე ,,ასამაღლებელს’’ იძახდა ხოლმე ) , ჯერ-ჯერობით დაუდგენელია მრევლთან ერთად იმყოფებოდა თუ არა შსს-ს განყოფილების მოლოცვაზე მისი უასკეტესობა . სანამ ეს დაზუსტდება , იქამდე და იმის მერეც  გეწეოდეთ ყველა მის მრევლს და დამჯერს იქ აღვლენილი მსახურების მადლი !

აქსიოს ! აქსიოს ! აქსიოს !

პრედსტუბნიკი სალოსად გადააქციოს !

P.S. ( სანამ თქვენ ამ საგალობელს გალობთ , მე ერთ სიმღერას წავიღიღინებ ) :

Advertisements

დატოვე კომენტარი

Filed under ცრუმოძღვარნი - ანაქსიოს !

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s