ბიბლიური სახელების მნიშვნელობები

(ნამდვილად არ ვიცი , ამ ინფრომაციის  წყარო  თუ რომელია , თუმცა , დარწმუნებული ვარ რომ მისი მითითების გარეშეც გამოადგება დაინტერესებულ მკითხველს)
– ა –
აარონი (=შუქის მომფენი)
1. მოსეს ძმა;
აბაკუმი (=ჩახუტება, ხვევნა)
1. იუდეის წინასწარმეტყველი;
აბელი (=ქროლვა)
1. ადამის და ევას მეორე შვილი;
აბესალომი (=მამა ჩემი _ სიმშვიდეა)
1. დავით მეფის შვილი;
აბია (=ვისი მამაც უფალია)
1. იუდეის მეფე;
აბიათარი (=დიადი მამა)
1. მღვდელმთავარი;
აბიგაილი (=სიხარულის მამა)
1. ნაბალის ცოლი, შემდეგ კი დავით
მეფის;
აბიმელექი (=მეფის მამა)
1. გერარის მეფე;
აბრაამი (=მრავალთა მამა)
1. ისაკის მამა;
აბრამი (=მამა მაღალი)
1. აბრაამის თავდაპირველი სახელი;
აგარი (=გაქცევა; მოგიზგიზე)
1. სარას მოახლე, ისმაელის დედა;
აგრიპა (=ველური ზეთისხილი)
1. იუდეის მეფე;
ადამი (=მიწიდან მოზელილი)
1. ღმერთის მიერ შექმნილი პირველი
ადამიანი;
ადონია (=უფალია ღმერთი ჩემი)
1. დავითის მეოთხე შვილი;
ავგუსტი (=საპატიო, პატივცემული)
1. საკუთარი სახელი, შემდეგ კი რომის
იმპერატორთა ტიტული;
აზარია (=ღმერთია დამხმარე)
1. იუდეის მეფე;
2
ალექსანდრე (=ხალხის დამცველი)
1. მაკედონიის მეფე;
ალფა და ომეგა (=ბერძნული ანბანის
პირველი და უკანასკნელი ასოები)
1. სახელწოდება იესო ქრისტესი;
ამონი (=ოსტატი )
1. იუდეველთა მეფე, მენაშეს შვილი;
2. ეგვიპტის ღმერთი;
ამნონი (=ერთგული, სანდო)
1. დავითის უფროსი შვილი;
ამოსი (=ძლიერი)
1. წინასწარმეტყველი, ძველი აღთქმის
წიგნი;
2. ესაია წინასწარმეტყველის მამა;
ანანია (=უფლის საჩუქარი)
1. საფირას ქმარი;
2. ტობითის ნათესავი;
ანგია (=სადღესასწაულო, საზეიმო)
1. წინასწარმეტყველი, ზაქარიას
თანამედროვე;
ანდრია (=ვაჟკაცური)
1. მოციქული ;
ანნა ანუ ხანა (=მადლი, წყალობა)
1. ელკანას ცოლი, სამუელის დედა;
2. წინასწარმეტყველი;
3. ტობითის ცოლი;
ანტიქრისტე (=ქრისტეს მოწინააღმდეგე)
ართახშასთა (ახაშვეროში) (=მამაცი
მეომარი)
1. სპარსეთის მეფე, ესთერის მეუღლე;
არქელაოსი (= ერის მტავარი)
1. იუდეისა და სამარიის ტეტრარქი,
იროდ დიდის შვილი
ასა (=ექიმი)
1. იუდეის მეფე;
ასაფი (=შემგროვებელი)
1. ფსალმუნების ავტორი;
აშერი (=ნეტარება)
1. იაკობის მერვე შვილი ლეას მოახლე
ზილფასგან;
ახაზი (=ხელი მოსჭიდა)
1. იუდეის მეფე;
ახაზია (ახაზიაჰუ) (=უფალი ჩაეჭიდა)
1. ისრაელის მეფე;
3
2. იუდეის მეფე;
ახაშვეროში (ართახშასთა) (=მამაცი
მეომარი)
1. სპარსეთის მეფე, ესთერის მეუღლე;
ახაშვეროში (= მთავარი; ძლიერი კაცი)
1. პერსიის მეფე
ახია (= უფლის ძმა)
1. წინასწარმეტყვლი
ახითოფელი (=შეშლილობის ძმა)
1. დავით მეფის მეგობარი, რომელიც
შემდეგ მას გადაუდგა;
ახიმელექი (=მეფის ძმა)
1. მღვდელი;
– ბ –
ბაალი (=ბატონი, მბრძანებელი,
მეპატრონე)
1. ქანაანელი ღმერთები;
ბალა (ბილჰა)(=მოკრძალება;
მორიდებულობა; შიში)
1. რახელის მხევალი;
ბალაამი (ბილყამი) (=ხარბი, ძუნწი)
1. წინასწარმეტყველი;
ბარაბა (=მამის შვილი)
1. ყაჩაღი;
ბარნაბა (=ნუგეშისცემის შვილი)
1. პავლეს თანამგზავრი;
ბარუქი (=დალოცვილი, კურთხეული)
1. წინასწარმეტყველი;
ბარშებაყი (ვირსავია) (=აღთქმის
ქალიშვილი)
1. ურიას ყოფილი ცოლი, შემდგომ
დავითის; სოლომონის დედა;
ბაყალ-ფეღორი (=ხვრელის ბატონი)
ბელა (=ნგრევა; დაშლა)
1. ედომის მეფე;
ბენიამინი (=შვილი მარGჯვენისა)
1. იაკობისა და რახელის მეორე შვილი;
ბენ-ყონი (=ჩემი მწუხარების შვილი)
1. ბენიამინის დედის მიერ დარქმეული
სახელი;
4
ბილჰა (ბალა) (=მოკრძალება;
მორიდებულობა; შიში)
1. რახელის მხევალი;
ბოყაზი (=მასშია ძალა)
1. რუთის მეუღლე;
– გ –
გაბრიელი (=ღმერთის კაცი)
1. მთავარანგელოზი;
გადი (=გამარჯვებული)
1. იაკობის და ზელფას შვილი;
გამალიელი (=ღმერთის საჩუქარი)
1. სინედრიონის წევრი;
2. მენაშეს საგვარეულოს თავკაცი;
გერშომი (=უცხოელი)
1. მოსეს უფროსი შვილი;
გომერი (=სავსე; სრული)
1. წინასწარმეტყველ ოსიას ცოლი;
– დ –
დავითი (=საყვარელი)
1. იუდეის მეფე, ფსალმუნების ავტორი;
დალილა (=ნაზი, სათუთი)
1. სამსონის საყვარელი ქალი;
დანი (=მსაჯული)
1. იაკობის და ბილჰას შვილი;
დანიელი (=ღმერთია ჩემი განმკითხავი,
განმსჯელი)
1.იუდეველი წინასწარმეტყველი ტყვედ
ბაბილონში;
დარიოსი (=შემაკავებელი)
1. სპარსეთის მეფე;
2. ბაბილონის მეფე;
დებორა (=ფუტკარი)
1. რებეკას ძიძა;
2. წინასწარმეტყველი ქალი მსაჯულთა
წიგნში;
დინა (=განკითხული; გამართლებული)
1. იაკობის ქალიშვილი;
5
– ე –
ედომი (=წითური)
1. ესავი ;
2. ესავის მოდგმა;
ევა (=ცხოვრება, სიცოცხლე)
1. ადამის ცოლი;
ევტიხი (=იღბლიანი, ბედნიერი)
1. ტროადელი ქრისრტიანი;
ეზეკიელი (= ღმერთი განამტკიცებს)
1. ძველი აღთქმის წინასწარმეტყველი;
ეზეკია (ხიზკია) (=უფალმა განამტკიცა)
1. იუდეის მეფე, ახაზის შვილი;
ეზრა (=დახმარება)
1. ძველი აღთქმის წიგნი,
მღვდელმთავარი;
ელა (=მუხა, როგორც გამძლეობისა და
მარადისობის სიმბოლო)
1. ისრაელის მეფე;
ელეაზარი (=ღმერთია დამხმარე)
1. მღვდელმთავარი, აარონის შვილი;
ელი (=მაღალი, ამაღლებული)
1. ისრაელის მღვდელმთავარი და
მსაჯული;
ელია (=უფალია ღმერთი)
1. წინასწარმეტყველი;
ელიაბი (=ღმერთია მამა)
1. ზებულონის საგვარეულოს უფროსი;
2. დავით მეფის უფროსი ძმა;
ელიაკიმი (=ღმერთმა განამტკიცა)
1. იუდეის მეფე, იოშიას ძე, ფარაონმა
ნექაომ მას დაარქვა იეჰოიაკიმი;
ელიეზერი (=ღმერთია დამხმარე)
1. მოსეს შვილი;
ელისაბედი (=ფიცის ღმერთი)
1. აარონის ცოლი;
2. ზაქარიას ცოლი, იოანე
ნათლისმცემლის დედა, მარიამ
ღვთისმშობლის ნათესავი;
ელისე (=ღმერთია მხსნელი)
1. წინასწარმეტყველი;
6
ელიფაზი (=ღმერთი ჩემი წმინდა ოქროა)
1. იობის მეგობარი;
2. ესავის პირმშო;
ელკანა (=ღმერთმა შეიძინა)
1. ანნას ქმარი, სამუელის მამა;
ემანუელი (=ჩვენთან არის ღმერთი)
1. იესო ქრისტეს სახელი;
ენოქი (=ნაკურთხი, ხელდასხმული)
1. მათუსალას მამა;
ესავი (=ბალნიანი)
1. ისაკის და რებეკას შვილი;
ესაია(=ხსნა გადარჩენა, ხსნა_უფალია)
1. წინასწარმეტყველი, ძველი აღთქმის
წიგნი;
ესთერი (=ვარსკვლავი )
1. ართახშასთას ცოლი, სპარსეთის
დედოფალი, ძველი აღთქმის წიგნი;
ეფრემი (=ნაყოფიერი)
1. იოსების უმცროსი შვილი;
– ვ –
ვაშთი (=ლამაზი, მშვენიერი)
1. დედოფალი, მეფე ახაშვეროშის ცოლი
ესთერამდე;
ვირსავია (ბარშებაყი) (=აღთქმის
ქალიშვილი)
1. ურიას ყოფილი ცოლი, შემდგომ
დავითის; სოლომონის დედა;
– ზ –
ზაქარია (=უფალმა გაიხსენა)
1. წინასწარმეტყველი, ძველი აღთქმის
წიგნი;
2. იეჰოიადაყ მღვდელმთავრის შვილი;
3. ისრაელის მეფე;
4. იოანე ნათმლისმცემლის მამა ;
ზაქე (=წმინდა)
1. მებაჟე;
ზებულონი (=ამაღლება, განდიდება)
1. იაკობის მეათე შვილი, მეექვსე
ლიასაგან;
7
ზევსი (იუპიტერი) = ძველი ბერძნების
უმაღლესი ღმერთ.
ზერუბაბელი (=ბაბილონში
დაბადებული)
1. იერუსალიმში დაბრუნებულთა
მთავარი;
ზილფა (=წვეთი)
1. ლეას მხევალი;
– თ –
თადეოზი (=ქებული)
1. მოციქული ლებეოსი, იგივე იუდა, არა
ისკარიოტელი;
თამარი (=პალმა)
1. იუდას რძალი, რომელსაც მისგან
ფერეცი და ზერახი შეეძინა;
2. დავით მეფის ქალიშვილი, აბესალომის
და;
3. აბესალომის ქალიშვილი ;
თეოფილე (=ღმერთის მოყვარული,
მეგობარი)
1. ვისაც მიმართავს ლუკა მახარებელი
თავის სახარაბასა და საქმე
მოციქულთაში;
თერახი (=ვადის გაგრძელება, შეჩერება)
1. ნახორის შვილი, აბრაამის მამა;
თუბალ-კაენი (=იარაღის მწარმოებელი)
1. ლამექის შვილი ცილასაგან;
– ი –
იაირი (იაიროსი) (=უფალი ნათელს
ჰფენს)
1. ისრაელის მსაჯული;
2. სინაგოგის მთავარი, ვისაც იესომ 12
წლის ქალიშვილი გაუცოცხლა;
იაკობი (=ცბიერი, მოხერხებული; იგი
გაიმარჯვებს)
1. ისაკის შვილი, ესავის ტყუპისცალი;
2. უფლის ძმა და ახალი აღთქმის ერთ-
ერთი წერილის ავტორი;
იაფეტი (=გაფართოება)
1. ნოეს შვილი, სემისა და ქამის ძმა;
8
იერემია (=უფალი მას აღამაღლებს)
1. წინასწარმეტყველი, ძველი Aაღთქმის
წიგნი;
იერობოამი (=ხალხი მისი _ უთვალავია)
1. ისრაელის მეფე, ნაბატის ძე;
იესე (=სიმდიდრე)
1. დავით მეფის მამა;
იესო (=უფალია მხსნელი; უფალია
გადამრჩენელი)
1. იესო ნავეს ძე;
2. იესო ზირაქის ძე, სიბრძნე ზირაქის
ავტორი;
იეხიზკიაჰუ (ეზეკია) (=უფალმა
განამტკიცა)
1. იუდეის მეფე, ახაზის შვილი;
იეჰოაკიმი (=უფლი აღადგენს)
1. იუდეის მეფე, იოშიას ძე,
თავდაპირველი სახელი მისი იყო
ელიაკიმი.
იეჰუ (=ის უფალია)
1. წინასწარმეტყველი;
2. ისრაელის მეფე, აქაბის სახლის
ამომწყვეტი;
ივდითი (=ნაქები) აქამდე ვნახე
1. ესავის ხეთელი ცოლი ;
2. ძველი აღთქმის არაკანონიკური
წიგნის “ივდითის” გმირი, აშურელთა
მთავარსარდლის ოლოფერნეს
განმგმირავი;
იზებელი (იეზაბელი) (=უქმრო,
დაუქორწინებელი)
1. ისრაელის მეფის ახაბის ცოლი;
ითამარი (=პალმების კუნძული)
1. აარონის უმცროსი შვილი;
იოაბი (=უფალია მამა)
1. დავით მეფის დის ცერუიას ძე;
იოანა (ჯოანა) (=უფლის მადლი ან
საჩუქარი)
იოანე (ჯონი) (=უფლის მადლი ან
საჩუქარი)
1. სიმონ მაკაბელის შვილი;
2. მოციქული, იოანეს სახარების ავტორი;
იოახაზი (=ღმერთს უჭირავს)
1. იუდეის მეფე;
2. ისრაელის მეფე;
9
იობი (=დევნილი)
1. ძველი აღთქმის წიგნის “იობის” გმირი;
იოველი (=უფალია ღმერთი)
1. წინასწარმეტყველი, ძველი აღთქმის
წიგნი;
2. სამუელის უფროსი შვილი;
იოთამი (=უფალი სრულყოფილია)
1. გედეონის უმცროსი შვილი;
2. იუდეის მეფე, ოსიას შვილი;
იონა (=მტრედი)
1. ისრაელის წინასწარმეტყველი, ძველი
აღთქმის წიგნი;
იორამი (=უფალი განადიდებს)
1. იუდეის მეფე ;
2. ისრაელის მეფე, აქაბის შვილი;
იოსები (=ის შეგვძენს /რწმენას)
1. იაკობის და რახილის შვილი;
იოქებედი (=უფალი განთქმულია)
1. მოსეს, აარონის და მირიამის დედა;
იოშაფატი (=უფალი განიკითხავს)
1. იუდეის მეფე, ასას შვილი;
იოშია (=უფალი საყრდენია)
1. იუდეის მეფის, ამონის შვილი;
იროდი (=საკუთარი ტყავის დიდება)
1. იუდეის მეფე_ იროდ დიდი;
2. იროდ აგრიპა I ;
3. იროდ აგრიპა II ;
ისაკი (=ღიმილი)
1. აბრაამის და სარას შვილი;
ისაქარი (=ჯილდო, საჩუქარი, საფასური)
1. იაკობის მეცხრე შვილი;
ისკარიოტელი (=კაცი ისკარიოტიდან)
1. იუდა, სიმონის შვილი;
ისმაელი (=უფალი ისმენს)
1. აბრაამის და აგარის შვილი;
ისრაელი (=ღმერთთან მებრძოლი,
ღმერთის თავადი)
1. იაკობი
2. იაკობის შთამომავლობა;
იუდა (=ნაქები)
1. იაკობის მეოთხე შვილი;
2. იუდა ისკარიოტელი;
10
– კ –
კაენი (=შენაძენი)
1. ადამის პირველი შვილი;
კაიაფა(=მკვლევარი)
1. იუდეველთა მღვდელმთავარი;
კეისარი _ რომის იმპერატორის
ტიტული;
კეფა (=კლდე, ქვა)
1. მოციქულ პეტრეს სახელი;
კიროსი (=უმაღლესი ძალაუფლება, მზე)
1. სპარსეთის მეფე;
კიში (=მშვილდი)
1. საულის მამა, ბენიამინელი;
კლავდიუსი (=კოჭლი, მერყევი)
1. რომის იმპერატორი;
კლეოპა (=სრული დიდება)
1. ერთი ორ მოწაფეთაგან ემაუსის გზაზე;
კორახი (= მელოტი)
1. ლევიტელი, რომელიც აუჯანყდა
მოსესა და აარონს;
კორნელიოსი (=მზის სხივი; რქებიანი
/რქა _ როგორც ძლიერების სიმბოლო/)
1. რომაელი ასისთავი კესარიაში;
– ლ –
ლაბანი (=თეთრი)
1. რებეკას ძმა, იაკობის ბიძა;
ლაზარე (=ღმერთის შემწეობა)
1. მართასა და მარიამის ძმა;
ლამექი (=დამანგრეველი, ძლიერი)
1. მათუსალას შვილი, ნოეს მამა;
ლეა (=დაღლილი, დაქანცული)
1. ლაბანის უფროსი ქალიშვილი,
იაკობის ცოლი;
ლევი (=ერთგული, სიყვარულით
მიბმული)
1. იაკობის მესამე შვილი;
ლოტი (=საბურველი, გადასაფარებელი)
1. აბრაამის ძმიშვილი და თანამგზავრი;
ლუკა (=მანათობელი)
1. ევანგელიის და საქმე მოციქულთას
ავტორი, პავლეს თანამგზავრი;
11
– მ –
მათე (=უფლის საჩუქარი)
1. მოციქული და ევანგელიის ავტორი;
მათუსალა (=სიკვდილის შემდეგ
გამოაგზავნის /იგულისხმება წარღვნა/;
სიკვდილის მაცნე)
1. ენოქის შვილი, რომელმაც ყველაზე
დიდხანს (969 წელი) იცხოვრა;
მალაქია (=უფლის ანგელოზი ან
მახარობელი)
1. წინასწარმეტყველი;
მართა (=ქალბატონი)
1. მარიამისა და ლაზარეს და;
მარიამი (მარია) (=განდიდებული)
1. იესო ქრისტეს დედა;
2. მაგდალინელი;
3. იაკობის და იოსების დედა;
მელქისედეკი (=სიწმინდისა სიმართლის
მეფე)
1. სალიმის (შალემის) მეფე და უზენაესი
ღვთის მღვდელი, იესო ქრისტეს
წინასახე;
მელქოლა (=ნაკადული)
1. საულის უმცროსი ქალიშვილი,
დავითის ცოლი;
მენაშე (=დავიწყების მომცემი)
1. იოსების შვილი;
2. მენაშეს საგვარეულო;
3. იუდეის მეფე, ეზეკიას შვილი;
მესია (=მირონცხებული)
იესო ქრისტე;
მილქა (=დედოფალი)
1. ნახორის ცოლი, ხარანის ასული;
მირიამი (=ზღვის ვარსკვლავი;
ქალბატონი)
1. მოსესა და აარონის და;
მიქა ( =ვინ არის უფლის მსგავსი?)
1. წინასწარმეტყველი, ძველი აღთქმის
წიგნი;
მიქაელი (=ვინ არის ღმერთის მსგავსი?)
1. მთავარანგელოზი;
მოაბი (=მამიდან წარმოშობილი)
1. ლოტის შვილი და მისი
შთამომავლები;
12
მოლოქი (=მეფე)
1. ამონიტელთა ღმერთი;
მორდექაი (=შევიწროების სიმწარე;
მცირე ადამიანი)
1. იუდეველი, ესთერის მრჩეველი და
ბიძაშვილი;
მოსე (=წყლიდან ამოყვანილი)
1. ეგვიპტიდან ებრაელი ხალხის
გამომყვანი და მათი წინამძღოლი;
– ნ –
ნაბალი (=უგუნური)
1. მდიდარი მესაქონლე დავითის დროს,
აბიგაილი;
ნაბუქოდონოსორი (=მემკვიდრეობის
უფლებას დაიცავს ‘ნებო’)
‘ნებო’_ ბაბილონის ღმერთი
1. ბაბილონის მეფე;
ნათანი (=ნაჩუქარი, ნაბოძვარი)
1. წინასწარმეტყველი, დავითის
მრჩეველი და მეგობარი;
ნაფთალი (=ჩემი ჭიდილი)
1. იაკობის მეექვსე შვილი ბილჰასგან;
ნაყომი (ნაომი) (=სასიამოვნო)
1. რუთის დედამთილი, დაირქვა მარა (=
გამწარებული, დანაღვლიანებული)
ნახორი (=მოფრუტუნე, მობუზღუნე)
1. ფარას შვილი, აბრაამის ძმა;
ნეემანი (=სასიამოვნო, საამური)
1. სირიის მეფის მხედართმთავარი;
ნეემია (=უფალია ნუგეშისმცემელი)
1. იუდეველთა სულიერი
გამომაფხიზლებელი;
ნოე (=სიმშვიდე, ნუგეშისცემა)
1. ლამექის შვილი, კიდობნის ამგები;
– ო –
ონანი (=ძლიერი)
1. იუდას შვილი, იაკობის შვილიშვილი;
ონისიმე (=გამოსადეგი, ვარგისი)
1. ფილიმონის მონა;
13
ოსია (=ხსნა, გადარჩენა)
1. ისრაელის მეფე;
2. წინასწარმეტყველი;
– პ –
პავლე (=მცირე, უმნიშვნელო)
1. მოციქული;
პეტრე (=კლდე)
1. მოციქული;
პილატე (=შუბით შეიარაღებული)
1. რომაელი მმართველი;
პოტიფარი (=ხარის მღვდელი)
1. ფარაონის მცველთა უფროსი
– რ –
რაფაელი (=ღვთით განკურნება)
1. ანგელოზი, ტობითის თანამგზავრი
‘ყაზარიას ‘ სახელით;
რახაბი (=ფართო, განიერი)
1. მეძავი იერიხონიდან;
რახელი (=ცხვარი)
1. ლაბანის შვილი, იაკობის ცოლი;
რებეკა (=მარყუჟი, ქამანდი)
1. ლაბანის და, ისაკის ცოლი;
რეუბენი (= აი, ვაჟიშვილი)
1. იაკობის უფროსი შვილი ლეასაგან;
რეღუელი (=ღმერთის მეგობარი)
1. ესავის შვილი ბასმათისგან ;
2. მოსეს სიმამრი;
რობოამი (რეხაბყამი) (=ხალხის
გამმრავლებელი)
1.სოლომონის შვილი ყამონელი
(ამონიტელი) ნაყამასგან ;
რუთი (= სილამაზე, კეთილსახიერება)
1.მოაბელი ქალი, მახლონის ქვრივი,
ნაყომის რძალი, ბოყაზის ცოლი,
იესო ქრისტეს წინაპარი (დიდი ბებია);
– ს –
სამსონი (=როგორც მზე)
1. მსაჯული;
14
სამუელი (=ღმერთს გამოთხოვილი)
1. მსაჯული და წინასწარმეტყველი;
სარა (=ქალბატონი)
1. აბრაამის ცოლი;
2. ტობითის ცოლი;
სარაი (=ფიცხი, შარიანი)
1. სარას პირვანდელი სახელი;
საული (სავლე ) (=გამოთხოვილი)
1. ისრაელის პირველი მეფე;
2. პავლე მოციქულის თავდაპირველი
სახელი;
სემი (=სახელი)
1. ნოეს შვილი;
სერაია (=უფლის მებრძოლი)
1. მღვდელთმთავარი;
სიმონი (=მოსმენა)
1. იაკობის შვილი ლეასგან;
2. იესო ქრისტეს ძმა;
3. პეტრეს თავდაპირველი სახელი;
სოლომონი (=მშვიდობის მოყვარული)
1. ისრაელის მეფე, დავითის შვილი;
სოფონია (= უფალმა დაფარა)
1. მცირე წინასწარმეტყველი, ძველი
აღთქმის წიგნი;
2. მღვდელმთავარი ციდკიაჰუს და
იერემიას დროს;
სტეფანე (=ღმერთის გვირგვინი)
1. ქრისტესთვის წამებული;
სუსანა (=შროშანი)
1. ხილკიას ასული, იეჰოაკიმის ცოლი;
2. იესოს მიერ განკურნებული, რომელიც
შემდეგ მას ემსახურებოდა თავისი
ქონებით;
– ტ –
ტეტრარქი (=მეოთხედმთავარი)
1. ჰეროდე ანტიპა ;
2. ფილიპე (ჰეროდეს ძმა);
3. პონტოელი პილატე;
4. ლისანისი;
ტიმოთე (=ღმერთის თაყვანისმცემელი)
1. პავლე მოციქულის მოწაფე;
15
ტიტე (=საპატიო, პატივცემული)
1. მოციქული, პავლეს მოსწავლე;
ტობია (=მადლიანია უფალი)
1. ტობითის შვილი;
ტობითი (=მადლი)
1. ღვთისმოსავი იუდეველი;
– უ –
ურია (= სინათლე ჩემი – უფალია)
1. ხეთელი, ვირსავიას ქმარი;
2. მღვდელთმთავარი;
3. წინასწარმეტყველი;
ურიელი (=სინათლე ჩემი _ ღმერთია)
1. ანგელოზი;
– ფ –
ფელიქსი (=იღბლიანი)
1. რომის გამგებელი იუდეაში;
ფერეცი (=რღვეული, ხვრელი)
1. იუდას შვილი თამარისგან;
ფესტოსი (=მხიარული)
1. რომის გამგებელი იუდეაში;
ფილიმონი (=მოყვარული, მეგობრული,
მეამბორე)
1. კოლასელი ქრისტიანი, ონისიმონის
ბატონი;
ფილიპე (=ცხენების მოყვარული)
1. მოციქული;
2. მეოთხედმთავარი (ტეტრარქი);
ფინხასი (=სპილენძის ან გველის პირი)
1. ელიაზარის შვილი, აარონის
შვილიშვილი;
2. ილიას შვილი;
– ქ –
ქალები (=გულმართალი, გულფიცხი,
მეცხვარე ძაღლივით ერთგული)
1. იეფუნეს ძე, მზვერავი იესო ნავესთან
ერთად;
ქამი (=ფიცხი)
1. ნოეს შვილი ;
16
ქანაანი (=მონა; ვაჭარი)
1. ქამის შვილი, ნოეს შვილისვილი;
2. პალესტინის სახელი;
ქილიონი (=ჩამომჭკნარი)
1. ელიმელექისა და ნაყომის უმცროსი
შვილი;
– ღ –
ღოთოლია (=უფლის წუხილი)
1. იუდეის დედოფალი;
ღოთონიელი (=ღმერთის ლომი)
1. ისრაელის მსაჯული;
– ყ –
ყობედი (=თაყვანისმცემელი)
1. ბოყაზისა და რუთის შვილი, დავითის
ბაბუა;
ყუზია (=უფალია ჩემი ძალა)
1. იუდეის მეფე;
ყუცი (=ნაყოფიერი)
1. არამის შვილი, სემის შვილიშვილი;
– შ –
შეთი (=დანიშნული, აღდგენილი)
1. ადამის და ევას შვილი მესამე შვილი;
შელა (=ლოცვა, პატიება)
1. იუდას შვილი;
– ც –
ცერუია (=გაპობილი, მოკვეთილი)
1. დავითის და, რომელიც იყო აბიშაის,
იოაბის და ყასაელის დედა;
ციდკიაჰუ (=უფალია ჭეშმარიტება)
1. ცრუ წინასწარმეტყველი აქაბის დროს;
2. იოშიას შვილი, იუდეის ბოლო მეფე;
ციფორა (=ჩიტი)
1. მოსეს ცოლი;
– ხ –
ხანანი (=უფლის მადლი)
1. დავით მეფის მიერ დანიშნული
მუსიკოსი;
2. წინასწარმეტყველი იეჰუს მამა,
ნათელმხილველი ;
17
ხარანი (=მთიელი)
1. ფარას შვილი, აბრაამის ძმა;
ხიზკია (ეზეკია) (=უფალმა განამტკიცა)
1. იუდეის მეფე, ახაზის შვილი;
– ჰ –
ჰადასა (=მურტი /არომატული
მარადმწვანე ბუჩქი/ )
1. ესთერ დედოფლის პირვანდელი
ებრაული სახელი;
ჰეროდია (= საკუთარი ტყავის დიდება)
1. ფილიპეს ცოლი, შემდეგ კი მისი ძმის;
2. ჰეროდე ანტიპას ცოლი;

Advertisements

დატოვე კომენტარი

Filed under საეკლესიო ბიბლიოთეკა

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s