ქართველო გოგონებო ! სალოსთან დაწოლა მადლი კი არა , დიდი ცოდვაა !

 

არანაირი სურვილი არ მაქვს აღნიშნულ თემაზე ასე საჯაროდ ლაპარაკის , მაგრამ უკვე იმდენმა პიროვნებამ მითხრა ამის შესახებ რეალურ თუ ვირტუალური სივრცის მეშვეობით  , იმდენმა სასულიერო პირმა განაცხადა , რომ ამის შესახებ მრევლის არაერთმა წევრმა მოუთხრო , იმდენი რამ გავიგე , იმდენ საინფორმაციო საშუალებაში დაიწერა (მაგ : http://www.newposts.ge/sazogadoeba/8489-anaforashi-gadacmuli-tvitmarqvia.html )

რომ არ შემიძლია საჯაროდ არ ვთქვა :

ქართველო გოგოებო ! ერთხელ და სამუდამოდ შეიგნეთ , რომ ,,სალოსთან დაწოლა ‘’ მადლი კი არა დიდი ცოდვაა !

ეკლესია კრძალავს ყველა სახის  არაკანონიერ ურთიერთობას და ამ კანონზე არ არსებობს  გაონაკლისი . როდესაც ამ კანონზე დაიშვება იკონომია (გამონაკლისი) , რომ :

1– ,, ყველასთან დაწოლა ცოდვაა , გარდა ჩოხიანი თვითმარქვიასი !’’

2– ,, არ ეკუთვნის სასჯელი მას , ვინც წვერებიან და ხანჯლიან კაცს გაუგორდება ლოგინში !’’

3– ,, მხოლოდ  გაბურძგნულებთან ,,ბურგნაობა’’ არაა ცოდვა ! ‘’

და.ა.შ. ამას აუცილებლად გეტყვით , იქამდე კი რა ვქნათ ? არც ძვ.აღთქმა , არც ახ.აღთქმა , არც საეკლესიო ისტორია , არც სჯულისკანონი ამას არ ამბობს . თქვენ აირჩიეთ ახლა , ზემოთჩამოთვლილი ღირებულებები უფრო მნიშვნელოვანია თუ ,, სალოსის’’ სიტყვა ?

მოკლედ გაგაცნობთ იმ ტაქტიკას , თუ როგორ ხორციელდება აღნიშნული სისაძაგლე . მეტროში მყოფ ,, სალოსთან ‘’ მიდის ახალგაზრდა მომხიბვლელი გოგო , რომელსაც სურს რომ ზეთი იცხოს . (ეკლესიაში მღდვლები სადღაა აბა და მეტროში ეძებს ეს გულანთებული ახალგაზრდა ,  ჭეშმარიტ სასულიერო პირებს.) მას მცხებელი ეტყვის , რომ ძალიან ლამაზია , მომხიბვლელი , მადლიანი , მთელი ცხოვრება მასზე ფიქრობდა და.ა.შ. ბოლოს კი დასძენს , რომ იქნებ სახლში წააღებინოს ხატი ან ჯვარი . გოგოების რეაქცია უმეტესწილად ასეთია :

–        (ფიქრობს ) – ვაიმეეეე…მადლობა უფალო ! დიდება შენდა ღმერთო !  შემიძლია სალოსს ხატი წავაღებინო ! აუუუუ… რა მაგარიაააა… დღეს ფეისბუქის სტატუსზე დავდეეეებ!!!)

–        (ამბობს) – დიახ მამაო ! აბა რას ვიზამ ! როგორც მაკურთხებთ ისე მოვიქცევი !

მართლაც , წააღებინებს ხატებს სახლში , სადაც ამგვარი დიალოგი იმრთება :

–        სალოსი  –  ,,შენ იცი გოგონი , რომ სალოსთან დაწოლა მადლია ? ‘’

შეგნებულად არ ვიტყვით თუ რას ფიქრობს ამ დროს გოგონა . ჩვენთან (ბევრ მოძღვართანაც ) არაერთი  გოგონა მოსულა , რომლებმაც გვითხრეს რომ ამ შემოთავაზების შემდეგ დატოვეს ხატ–ჯვრები და გამოიქცნენ იქიდან. თუმცა , არაერთი ასე არ მოქცეულა . ისინი დათანხმდნენ შემოთავაზებას .

თვითმხილველები მეორე სახის შემოთავაზების შესახებაც წერენ: რომ ვაკეში , ერთ–ერთი ტაძრის მრევლს (შეგნებულად არ დავასახელებ) ამგვარი რამ უთხრა ,,სალოსმა”–13 წელია ქალთან არ ვყოფილვარ და(აღარ დავასრულებ)…

(აბა რა. სალოსია და უნდა დათანხმდე . მე ცოდვილს და უსწავლელს  რა მესმის ამხელა სულიერების მატარებელი ხალხის  და სიცოცხლეშივე წმიდანების !)

ამ ურთიერთობის დროს , ეს გოგონები მადლით ივსებიან თუ სხვა რამით , ამის განსჯა თქვენთვის მოგვინდია , მაგრამ ერთ რამეს დავძენ .

როდესაც ქალის უფლებებზე , მის გონებრივ შესაძლებლობებზე , სოციალურ სტატუსზე თუ ამგვარ სხვა კომპონენტებზე ყოფილა საუბარი , პირველი მე მითქვამს , რომ არ შეიძლება ქალის დისკრედიტაცია , იგი მამაკაცის თანასწორუფლებიანია , არ განსხვავდება გონებრივი თუ ინტელექტუალური შესაძლებლობით და.ა.შ  ახლა კი ვამბობ , რომ ამგვარ შემოთავაზებაზე დამთანხმებელ გოგონებს  აქვთ არათუ  სულიერი , არამედ გონებრივი შესაძლებლობების  ნაკლებობა  . ბოდიში , მაგრამ ასე რამ უნდა გამოგაშტეროთ , რომ ვიღაც წვერებიან კაცთან სექსუალურ მომსახურებას დათანხმდეთ იმის გამო , რომ ,,ზემიწიერ მადლს’’ მიიღებს , ანაც სულიერ საზრდოს გაიზრდის .

დაანებეთ სხვა ყველაფერს თავი და მხოლოდ საკუთარი  ტვინები გაანძრიეთ ! არ ჭირდება ამას დიდი თეოლოგიური დოგმატურ–ჭეშმარიტებების ფლობა–განსჯა ! ის მაინც უნდა იცოდეთ , რომ როდესაც ამგვარ შემოთავაზებას თანხმდებით უკაცრავად და სალოსს კი არა , ფალოსს აფასებთ !

Advertisements

დატოვე კომენტარი

Filed under ცრუმოძღვარნი - ანაქსიოს !

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s