რას წერს ,,თომა სალოსზე” გაზეთი – ,, რეზონანსი ”

Image

რამდენიმე ხნის წინ , ინტერნეტში ადავაწყდი , პოპულარული გაზეტის–,, რეზონანსის” სტატიას , ე.წ. ,,თომა სალოსის” შესახებ , რომელსაც უცვლელად გთავაზობთ ;

,,ანაფორაში გადაცმული თვითმარქვია: “სასულიერო პირთან დაწოლა მადლია!”

14:48 04.03.2013

შესაძლოა, საღამოხანს თბილისის მეტროს ხალხმრავალ სადგურებში გადააწყდეთ თვითმარქვია სასულიერო პირს, რომელიც გოგონებს ხატის წაღებაში დახმარებას სთხოვს, შემდეგ კი მათ ეუბნება, რომ “სასულიერო პირთან დაწოლა მადლია”.

ამის შესახებ დღევანდელ ნომერში გაზეთი “რეზონანსი” წერს:

“თბილისის მეტროს მრავალ სადგურში წააწყდებით სასულიერო პირებს, რომლებიც შემწეობას ითხოვენ და აღნიშნავენ, რომ შეწირული თანხა საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ეკლესიების მშენებლობისთვის არის საჭირო. გამვლელთა ნაწილი მამაოსგან დალოცვასა და ზეთის ცხებასაც ითხოვს.

მიუხედავად ამისა, მოქმედი სასულიერო პირები მოსახლეობას მოსალოდნელი საფრთხის შესახებ აფრთხილებენ. ეს საფრთხე კი იმაში მდგომარეობს, რომ ერთ-ერთი ანაფორაში გადაცმული თვითმარქვია “სასულიერო პირი”, საღამოს, შემწეობის თხოვნის დასრულების შემდეგ, გოგონებს ხატების წაღებაში დახმარებას სთხოვს, შემდეგ კი ეუბნება, რომ სასულიერო პირთან დაწოლა მადლია.

თბილისის ერთ-ერთი ტაძრის წინამძღვარი, მამა ანდრია (აფხაზაშვილი), მოსახლეობას აფრთხილებს, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სამოწყალოდ გამოსულ სასულიერო პირებს არ გაეკარნონ. მამა ანდრიას თქმით, მოსახლეობამ ეკლესიებში უნდა იაროს, სადაც თვითმარქვია ვერ დადგება, ვერც ზეთის ცხებას და ვერც ქადაგებას ვერ შესძლებს.

“რეზონანსთან” საუბარში პატრიარქის პირადი მდივანი, მამა მიქაელი (ბოტკოველი) აღნიშნავს, რომ მათთვის იმ პირთა ვინაობა, რომლებიც შემწეობას ითხოვენ, უცნობია.

“ვიცით, რომ ერთი მართლა სასულიერო პირია. ორი თვითმარქვიაა, რომლებიც მეტროს ფოიეებში დგანან. ცალსახად ვაცხადებ, რომ ეს საპატრიარქოს მიერ არ ხდება, ეს ფორმა აბსოლუტურად მიუღებელია და ამ ადამიანებს არავითარი კურთხევა არ აქვთ.”, – აღნიშნავს მამა მიქაელი (ბოტკოველი).

მისივე თქმით, პატრიარქის კურთხევით, ტაძრების მშენებლობასთან დაკავშირებით სატელევიზიო რეკლამებიც შეწყდა.
“კარგია, რომ ღვთის სახლი აშენდება, მაგრამ ეს ადამიანმა ნებაყოფლობით უნდა გააკეთოს”, – ამბობს მამა მიქაელი.”

http://www.newposts.ge/sazogadoeba/8489-anaforashi-gadacmuli-tvitmarqvia.html

აბა რას იტყვით ხალხებო?

Advertisements

2 Comments

Filed under ცრუმოძღვარნი - ანაქსიოს !

2 responses to “რას წერს ,,თომა სალოსზე” გაზეთი – ,, რეზონანსი ”

  1. ra unda tqva. aseti xalxi arxvenen im modzgvrebis daxels, romlebic martla girseulebi arian.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s