საქართველოს კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის ავტკეფალია

avtokefalia5

სარჩევი

I- ავტოკეფალიის ცნება და მნიშვნელობა მართლმადიდებელ სამყაროში

II– საქართველოს ეკლესის ავტოკეფალია . (მოკლე ისტორიული ექსკურსი )

III- როგორ გაუქმდა ეკლესიის ავტკეფალია

IV- ეგზარქოსობის მმართველობა საქართველოში და მისი უარყოფითი შედეგები

V- ბრძოლა ეკლესიის ავტოკეფალიის აღსადგენად 1880-1910 წწ.

VI- ავტოკეფალიის აღდგენა , საეკლესიო კრება , კათალიკოსის არჩევა

VII- დასკვნა

VIII- გამოყენებული ლიტერატურა

I – ავტოკეფალიის ცნება და მნიშვნელობა
მართლმადიდებელ სამყაროში

”ამბობენ, რომ დღეთა მათ შინა უწმინდესისა პატრიარქისა ღვთაებრივი ქალაქისა დიდისა ანტიოქიისა უფალი პეტრესი გამოტანილ იქნა სინოდური დადგენილება, რომ იქნეს თავისუფალი და ავტოკეფალური ეკლესია იბერიისა.” (ბალსამონი)(1)
,,ავტოკეფალია ბერძნული სიტყვაა (აუტოს თვითონ, კეფალე-თავი) ამ მტერმინით აღინიშნება ერთი ადგილობრივი ეკლესიის დამოუკიდებლობა მეორისგან . ‘’(2)
მსოფლიოში ამჟამად 15 ავტოკეფალური და 4 ავტონომიური ეკლესიაა. რუსულ დიპტიხში (და არა კონსტანტინოპოლის) პირველია კონსტანტინოპოლის ეკლესია, რომელიც ანდრია პირველწოდებულის, პავლე და იოანე მოციქულების მიერაა დაარსებული, მეორე ადგილზეა ალექსანდრიის, რომელიც მარკოზ მოციქულმა ჩამოაყალიბა, მესამეა ანტიოქიის, რომელიც დაარსეს ,,მოციქულთა თავებმა’’ – პეტრემ და პავლემ. მეოთხეა იერუსალიმის, რომლის ფუძემდებელც იაკობ მოციქულია, მეხუთე ანდრია პირველწოდებულის მიერ დაარსებული რუსეთის ეკლესია, შემდეგ მოდის საქართველო.
,,ავტოკეფალურ ეკლესიებს არ შეიძლება ვუწოდოთ ეროვნული ეკლესიები, ვინაიდან ეკლესიებს ავტოკეფალია ენიწებათ არა ეროვნული , არამედ ტერიტორიული ნიშნით. მაგ: საქართველოს , რუსეთის და არა ქართველთა , რუსთა და.ა.შ.’’(3)
ყველა მართლმადიდებლური ავტოკეფალური ეკლესია სარწმუნოებრივი თვალსაზრისით ერთნაირია , მაგრამ ადგილობრივ ეკლესიებს აქვთ თვითდამწყსვის (ე.ი. ავტოკეფალიის) უფლება, რომლის გაგებაც ორგვარად შეგვიძლია: ,,ერთი, როდესაც საკუთარი თავის დამწყსვის , ანუ მართვის უფლება და მეორე , როგორც მწყემსის ანუ წინამძღოლის არჩევის უფლება . ‘’(4)

1-      www.patriarchate.ge

2-      www.wikipedia.org

3-      www.orthodoxy.ge / საეკლესიო სამართალი / ჩიკვაიძე დავით

4-     იქვე


 

II– საქართველოს ეკლესის ავტოკეფალია . (მოკლე ისტორიული ექსკურსი )

საქართველოს სამოციქულო ეკლესიას გამორჩეული ადგილი უკავია მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიათა შორის. მიტროპოლიტ ანანია ჯაფარიძის თანახმად, შეგვიძლია ვიამაყოთ რომ უფლის თორმეტ მოწაფეთაგან თითქმის ნახევარს უქადაია საქართველოში. ესენი იყვნენ: ანდრია პირველწოდებული, სვიმონ კანანელი, მატათა, ბართლომე და თადეოზი. ( არსებობს ვარაუდი , რომ თომა მოციქულიც იმყოფებოდა ჩვენს ქვეყანაში და ქრისტეს რჯულს ავრცელებდა). ერთ-ერთი მოსაზრებით IV საუკუნეში საქართველოში ევსტათი ანტიოქიელი ყოფილა, (I მს.კრების თავმჯდომარე ), რომელსაც ახლადაშენებული სვეტიცხოვლის საკურთხებლად სახარება გადაუცია მირიან მეფისთვის. ჩვენ ქეყანაში დაუტოვებია აგრეთვე მაცხოვრის ჯვარცმის დროინდელი ნივთებიდა სხვა სიწმინდეები .
სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ სპარსეთიდან დაბრუნებული ვახტანგი აწარმოებდა მოლაპარაკებას კონსტანტინოპოლის პატრიაქთან, საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობლად პეტრე ეპისოპოსის დანიშვნის შესახებ. შესაძლოა სწორედ ეს ეპიზოდი გამხდარიყო მეფესა და პატრიარქს შორის ცნობილი კონფლიქტის გამომწვევი, რომელიც ამ უკანასკნელის, ,,თანამდებობიდან გადაყებით’’ დამთავრდა.
საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი არაერთხელ დამდგარა ქართულ და სხვა მართლმადიდებელ ეკლსიათა შორის კამათის საგანი. ერთ-ერთი ასეთი ეპიზოდი გახლდათ გიორგი მთაწმინდელსა და ანტიოქიის პატრიარქს შორის გამართული პოლემიკა, რომლის შემდეგაც ამ უკანასკნელს არათუ საფუძველი გამოეცალა, რომ ქართული ეკლესიის ავტოეფალიის საკითხი ეჭვქვეშ დაეყენებინა, არამედ საკუთარი ეკლესიის უპირატესობის შესახებაც მოუხდა დაფიქრება. პასუხი ასე ჟღერდა: ,,წმიდაო მეუფეო , შენ იტყვი ვითარმედ თავისა მის მოციქულთასა პეტრეს საყდარს ვზიო , ხოლო ჩვენ პირუელ წოდებულისა და ძმისა თვისისა მწოდებელისა ნაწილნი ვართ და სამწყსონი მის მიერ მოქცეულნი და განათლებულნი და ერთი წმიდათა ათორმეტთა მოციქულთაგან, სიმეონს ვიტყვ კანანელსა, ქუეყანასა ჩუენსა დამარხულ არს აფხაზეთს, რომელსა ნიკოფსი ეწოდების.” (1)
საქართველოს ელესიის ავტოკეფალიის სტატუსს არც აღნიშნული დისპუტის შემდე ჰქონია ,,უღრბლო ცა.’’ აღსანიშნავია XIX ს- ში რუსეთის იმპერიის მიერ მისი გაუქმება. საუკუნეზე მეტი და ქართული საზოადოების უდიდესი ძალისხმევა დაჭირდა მის აღდგენას. ეს დიდეული დღე იყო 1917 წლის 12 მარტი, როდესაც მცხეთის საკათალიკოსო ტაძარში შეკრებილ მოსახლეობას, ეპისკოპოსმა ლეონიდემ ამცნო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა. მაგრამ ეს ყოველივე საკმარისი არ იგამოდგა. საჭირო იყო მისი ოფიციალური აღიარება, რომელიც უწმინდესისა და უნეტარესის ილია II ისა და ქართული საზოგადოების აქტიური მონაწილეობით 1990 წლის 7 იანვარს, სიონის საპატრიარქო ტაძარში შედგა. მიტროპოლიტმა ქრიზოსთომოსმა საზეიმოდ გამოაცხადა მსოფლიო საპატრიარქოს გადაწყვეტილება საქართველოს სამოციქულო ეკლსიის ისტორიული ავტოკეფალიის და მისი მეთაურის საპატრიარო ტიტულის შესახებ. ასეთი იყო მცირე ისტორიული ექსკურსი საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიისა. ახლა ოდნავ უფრო სიღრმისეულად შევხედოთ ამ საკითხს.

1-ლევან ტყეშელაშვილი-გვ.110 . 2012 წ. (დამატებითი ცნობები ამ და სხვა წყაროების შესახებ იხილეთ ნაშრომის ბოლოს


 

III როგორ გაუქმდა საქართველოს ეკლესიის
ავტოკეფალია
რუსეთის იმპერიისთვის საქართველოს ტერიტორიის ანექსიაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ქვეყნის ეკლესიის თავისუფლბის მოსპობა. სწორედ ამის გამო იყო, რომ მას შემდეგ რაც ქართლ-კახეთის სამეფო გაუქმდა, რუსულმა იმპერიამ დაიწყო ბრძოლა ეკლესიის დამოუკიდებლობის გაუქმებისთვის .
1801 წ. კ. კნორინგმა მოითხოვა კათალიკოს ანტონ II –გან რომ მოხსენება მიეცა მისთვის ქართული ეკლესია–მონასტრების და იქ მომსახურე სასულიერო პირების შესახებ. პატრიარქიც დათანხმდა ამ თხოვნას. მან ყოველივე დაწვრილებით უამბო კნორინგს. მთავარი მიზანი კი იყო, რომ- ,,რუსეთის საიმპერატორო კარისთვის ეჩვენებინა საქართველოს სახით თუ როგორი ძირძველი და დიდი ტრადიციების ქვეყანასთან ჰქონდათ საქმე . ‘’(1)
ძალიან რთულ მდგომაეობაში იმყოფებოდა საქართველოს მმართველი პატრიარქი. აი რა მიწერა ერთხელ მას მთავარართებელმა .(როდესაც უწმინდესი მცხეთაში აპირებდა წასვლას , ლიტურგიის აღსავლენად . ) ,,ფეხი არ გაადგა , თორემ იმპერატორთან გიჩივლებ.’’ (2)
1801 წ. 12 სექტემბერს მანიფესტით აღმოსავლეთ საქართველო რუსეთის მმართველობის ქვეშ მოექცა. ეჭვი არ იყო, რომ იმპერია ეკლესიის ,,ანექსიასაც’’ შეეცდებოდა.
,,1809 წ. 6 ივნისს , უწმინდესი სინოდის წინაშე წარდგენილ იქნა პროექტი , რომლის თანახმადაც საქართველოში სასულიერო მმართველობის ახალი ორგანოს დიკასეტრიას სათავეში უნდა ჩადგომოდა კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ II , ხოლო მის მოადგილედ კი დადგენილიყო რუსეთის ეკლესიის მღვდელთმთავარი, ვარლამ ერისთავი.” (3)
ამავე წელს რუსთის მთავრობამ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს დაუხშო შემოსავლის წყარო, რომელიც 4000 მანეთს შეადგენდა, ხოლო სასულიერო პირთა ხელდასხმა, თუკი ამის აუცილებლობა იყო უნდა მომხდარიყო საიმპერატორო კართან შეთანხმებით.
1801 წ. 2 ნოემბერს, საქართველოს მთავარმარტებელს ობერ-პროკურორი ატყობინებდა, რომ იმპერატორის განკარგულებით ანტონ II რუსეთში უნდა გამგზავრბულიყო, რაც ,,საპატიო გადასახლებას’’ ნიშნავდა. ამას დაემატა ცილისწამებანი, რომლებსაც პატრიარქის წინააღმდეგ ავრცელებდნენ. სიტუაცია გმოუვალი იყო. დიკასეტრიის დაარსების პროექტი სინოდმა აღიარა და იმპერატორმა ალექსანდრე I-მა დაამტკიცა 1812 წლის 30 ივნისს. სწორედ ეს დღე ითვლება ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების დღედ.
,,გადაწყდა, რომ საქართველოს ეკლესიის სათავეში დანიშნულიყო ეგზარქოსი (ბერძნული სიტყვა, ნიშნავს განპირა ქვეყნის მმართველს) , რომელიც ამავე დროს იწოდებოდა ქართლისა და კახეთის მიტროპოლიტად , ანდა როგორც ეს იყო შემდგომში –მთავარეპისკოპოსად. პირველ ექსარხოსად დაინიშნა რუსეთში განსწავლული ქართველი-ვარლამ ი.(ქსნის ერისთავთა გვარიდან)მას შემდეგ კი ეგზარქოსებად ვიდრე 1917 წლის რევოლუციამდე ინიშნებოდნენ რუსი მღვდელთმთავრები . მეტწილად რეაქციული მიმართულებისა.” (4)

1ე.-ბუბულაშვილი 2004 წ.
2-ე.ბუბულაშვილი 2007 წ.
3–ლევან ტყეშელაშვილი-გვ.179 . 2012 წ
4-სერგის კაკაბაძე გვ.83 . თბილისი-2003


 

IV- ეგზარქოსობის მმართველობა საქართველოში და
მისი უარყოფითი შედეგები

,,საქართველოსი საეკლესიო რეფორმის გასატარებლად თვითმპყრობელობამ გააუქმა ქართული ეკლესიის ავტოკეფალია და 1811 წ. საეკლესიო დიკასტრია დაარსა. იგი საქართველო-იმერეთის სინოდალურ კანტორად გადაკეთდა. მოგვიანებით სინოდალური კათედრის შემადგენლობაში შევიდა საქართველოს საეგზარქოსო მასზე დაქვემდებარებული ყველა საეკლესიო დაწესებულებით.’’ (1)
საქართველოს საეგზარქოსო 5 ეპარქიად დაიყო. ესენი იყნენ: საქართველოს ეპარქია (შემდეგი რეგიონებით-თბილისის , ბაქოს , ერევნის , ყარსის , ელიზავეტპოლის , დაღესტნის და ამიერკავკასიის); ვლადიკავკაზის; იმერეთის; გურია-სამეგრელოს და სოხუმის. საქართველოს ეგზარქოსს ,რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის იერარქიულ საფეხურზე, რიგით მეოთხე ადგილი ეკავა. 1811 წ-დან 1917 წ-დე, საქართველოს 19 ეგზარქოსი განაგებდა და მათგან მხოლოდ პირველი-ვარლამ ერისთავი იყო წარმოშობით ქართველი. მათი ანტიქართული პოლიტიკის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს გახდათ.
როდესაც აღნიშნულ საკითხზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება გვერდი ავუაროთ ერთ ფაქტს. 1886 წ. ტფილისის სემინარიის რექტორ ჩუდეცკის მკვლელობისთვის, საქართველოს ეგზარქოსმა პავლე ლებედევმა, ქართველი ერი ამბიონიდან დაწყევლა, ეს ამაზრზზენი ფაქტი გაიგო თუ არა დიმიტრი ყიფიანმა, დეპეშა აფრინა ხაშურიდან, რომელშიც ეგზარქოსს წერდა: ,,თუკი ეს ყველაფერი მართალია, თქვენი ღირსების გადარჩენა შეიძლება მხოლოდ იმით, რომ შერცხვენილი დაუყოვნებლივ განიდევნოს შეჩვენებული ქვეყნიდან. ‘’ ამის გამო, დიმიტრი ყიფიანი თანამდებობიდან გადააყენეს და სტავროპოლში გადაასახლეს, სადაც 1887 წ. 24 ოქტომბერს გამოასალმეს სიცოცხლეს .
აღსანიშნავია საქართველოს საეგზარქოსოს მდგომარეობა 1904-1905 წწ. რუსეთ-იაპონიის ომის დროს. ,,ომის დაწყებისთანავე უწმინდესი სინოდის უშუალო მითითებით, საეგზარქოსოს ხელისუფლებამ ომის სასარგებლო აგიტაცია დაიწყო და ფართო პროპაგანდას უწევდა ომის მიმდინარეობის აუცილებლობას, ხოტბა-დიდებას ასხავდა ომში მეფის რუსეთის პოლიტიკას .’’ (2)
აღსანიშნავია აღნიშნული ომის შემდგომი პროცესები ქართულ საეგზაქოსოში. რუსული მმართველობის და მისი ხელისშემწყობი ეკლესიის წნააღმდეგ აქტიურდ იბრძოდა ქართული ინტელიგენცია, რომელმაც ეგზარქოსის აღშფოთება გამოიწვია: ,,საქართველოს ეგზარქოსი მოუწოდებდა სასულიერო ფენას, ყოველი ღონე ეხმარათ ინტელიგენციის მთავრობისკენ გადაბირებაში. ამით იყო ნაკარნახევი, რომ 1912 წ. თბილისის სიონის კთედრალურ ტაძართან შეიქმნა ,,სიონის ტაძართან არსებული წმინდა ღვთისმშობლის ძმობა.’’ მისი მთავაი მიზანი იყო ,,ქადგების’’ გამოცემა სადაც აღინიშნებოდა სამღვდელოების პირდაპირი მოვალეობა– ებრძოლათ რევოლუციური მოძრაობის წინააღმდეგ .’’(3)
ხშირი იყო ეგზარქოსის მიერ საზოგადოების ღირსეული ნაწილის შვიწროება: ,,მისი (ნიკონ ეგზარქოსის გ.ლ.) მოღვაწეობის პერიოდში სისტემატურ დევნა-შევიწროებას განიცდიდა პროგრესულად მოაზროვნე ქართული სამღვდელოება. ამ პერიოდში არაერთი პირის მიმართ იქნა აღძრული სასამართლო საქმე . ‘’(4)

1-ქ.პავლიაშვილი – საქართველოს საეგზარქოსო 1900-1917 წწ. –გვ.20
2–ქ.პავლიაშვილი – საქართველოს საეგზარქოსო 1900-1917 წწ. –გვ.85
3–ქ.პავლიაშვილი – საქართველოს საეგზარქოსო 1900-1917 წწ. –გვ.136
4–ქ.პავლიაშვილი – საქართველოს საეგზარქოსო 1900-1917 წწ. –გვ.162


 

სწორედ ამ და სხვა მსგავსი საქციელების გამო იყო , რომ 1908 წ. თავისსავე რეზიდენციაში მოკლეს იგი .
აღსანიშნავია ქართული საეგზარქოსოს მდგომარეობა პირველი მსოფლიო ომს პერიოდში. ,,დღის წესრიგში მთელი სიმძაფრით დადგა სამხედრო სამღვდლოების საკითხი.” (1)
ომის შემდეგ ქართული სამღვდელოება ფაქტიურად აღარ ემორჩილებოდა ეგზარქოსს. ,,1917 წ. 13 მარტს კი ეპისკოპოსმა ლეონიდმა საქართველოს ეგზარქოს პლატონს წერილობითი განცხადება წაუყენა მცხეთის საეკლესიო დადგენილების შესახებ , რომლის ძალითაც იგი გადაყენებული იყო თანამდებობიდან . ‘’ (1)

1-ქ.პავლიაშვილი – საქართველოს საეგზარქოსო 1900-1917 წწ. –გვ.17


 

V- ბრძოლა ეკლესიის ავტოკეფალიის აღსადგენად
( 1880 – 1910 )

საქართველოს ეკლესია საუკუნეზე მეტხანს იყო რუსეთის ეკლესიის დაქვემდებარებაში, რამაც სერიოზული ზიანი მიაყენა არაერთი კუთხით. არაერთი პიროვნება იბრძოდა, რომ საქართველოს ეკლესიას დამოუკიდებლობა მოეპოვებინა. ამ ეტაპზე სწორედ მათ შესახებ ვისაუბრებთ .
თერგდალეულები, გაბრიელ ეპისკოპოსი , ექვთიმე თაყაიშვილი, დიმიტრი ყიფიანი …ეს არასრული ჩამონათვალია იმ მოღვაწეებისა, რომლებიც საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ.
,,XX საუკუნის დასაწყისში საგზარქოსოს რეაქციულმა დამოუკიდებლობამ , მოუსალიანობამ, ახალი გადასახადების დაწესებამ დააჩქარა ეროვნულ-განმანათავისუფლებელი მოძრაობს გაძლიერება , შემდგომში კი ეს პროცესი ეკლესიის ავტოკეფალიის მოთხოვნაში გადაიზარდა.’’ (1)
1905 წლის მარტში,ქართული ინტელიგენცია ორი პეტიციით თხოვდა ხელისუფლებას სასკოლო რეფორმას, სიტყვის თავისუფლებას და.ა.შ
ამაზრზზენი ფაქტი მოხდა 1905 წ. 31 მაისს, როდესაც ხელისუფლებამ დაარბია ქართველ სასულიერო პირთა კრება .ამ დროს ხელისუფლებ ყველა ღონეს ხმარობდა, რომ სამღვდელოებისთვის თბილისში გასამგზავრებელი ბილეთი არ მიეცა, ჩამოსულებს კი აპატიმრებდნენ.
მოქმედების სხვა გეგმჰქნდათ საერო ინტელიგენციის წარმომადგენლებს. აი რას წერს ექვთიმე ღვთისკაცი: ,,ბოლოს და ბოლოს გადავწყვვიტეთ დიდი დემონსტრაცია მოგვეწყო და ავტოკეფალია მოგვეთხოვა . თან უნდა წაგვეღო ბირაღები და პლაკატები წარწერებით : ,,აღგვიდგინეთ ავტოკეფალია’’ და სხვა . წამოიჭრა საკითხი : ვინ უნდა გაძღოლოდა წინ ამ არაჩვეულებრივ დემონსტრაციას? ილიამ გვითხრა : თუ საჭიროა , მე წაგიძღვებითო ! ‘’ (2)
ქართული სამღვდელოების ნაწილი მღვდელთმთავრები: ,,ლეონიდე ოქროპირიძე, ექვთიმე ოქროპირიძე, პეტრე კენჭიშვილი საკუთარი მოთხოვნილებების შეუსრულებლობის შემთხვევაში რადიკალური ზომების მიღებითაც იმუქრებოდნენ.
ამ პროცესებით შეცბუნებული რუსული სინოდი გარკვეულ დათობებზე აპირებდა წასვლას. მაგრამ აირ ა უპასუხა მათ ეპისკოპოსმა კირიონმა: ,,წინათ რომ დაგენიშნათ ქართველი ეგზარქოსად იქნება საქმე ასე არ გამწვავებულიყო, ახლა კი ქართველი ეგზარქოსი საქმეს ვერ უშველის, რადგან ხალხი ძალიან აღელვებულია ქართველი სამღვდელოების ცემა-ტყეპის გამო და სრული ავტონომია უნდათ . ‘’ (3)
სამწუხაროა რომ ქართული საზოგადოება არ იყო ერთი აზრის მქონე ამ საკითხის შესახებ. ეპისკოპოსი დიმიტრი აბაშიძე პირდაპირ აღნიშნავდა, რომ მეუფეების– კირიონისა და ლეონიდეს დაპატიმრების შემთხვევაში საქართველოს ავტოკეფალია არავის გაახსენდებოდა. ამავე აზრზზე იყო ეპისკოპოსი ქვთიმე ელიაშვილი, რომელზეც კირიონი წერდა: ,,ეს (ელიაშვილი-გ.ლ.) ისეთი ყაიდის კაცია, რომ სამოთხეშიც არ დატოვებს თავის ვერაგობას. ‘’ (4)

1-ლევან ტყეშელაშვილი . გვ. 193 2012 წ.
2-მეუფე ანანია ჯაფარიძე . გვ1108 . 2009 წ.
3-შორენა ჯაფარიძე-
4-სერგო ვარდოსანიძე-2010 წ.


 

1908 წ. რუსეთის საეკლესიო კრების წინაშე სიტყვით გამოვიდნენ ეპისკოპოსები: კირიონი და ლეონიდე. მათ გაკრიტიკეს რუსული საეგზარქოსო პოლიტიკა და მოითხოვეს მისი შეცვლა. ავტოკეფალიის მინიჭებისთვის გამართულ პოლემიკებში აქტიურად მონაწილეობდნენ ნ.მარი, ალ.ხანაშვილი და ალ. ცაგარელი. ისინი სხვადასხვა ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით უსაბუთებდნენ ოპონენტებს ქართული ეკლესიის დამოუკიდებლობას.
ავტოკეფალიას ნატრულობდნენ თერგდალეულები. აი რას წერდა აკ. წერეთელი:
,,ის დრო , როცა ჩვენივე ჩვენ ვიყავით უფროსი
და სამღვდელოებასაც ყავდა კათალიკოსი . ‘’
,,ეგზარქოსი სწირავდა ფორმად სლავენურადა,
მლოცვეებს არ ესმოდათ, ქონდათ სასანურადა.’’
მალევე გაჩნდა ბრძოლის ახალი მიმართულება, რომელიც კონსტანტინოპოლის მსოფლიო პატრიაქისგან დახმარებას ითვალისწინებდა. ,,ამ იდეის ხორცშესხმაში დიდი როლი შეასრულეს იმხანად ინგლისში მოღვაწე ქართველთველმა ანარქისტებმა– ვარლამ ჩერქეზიშვილმა და საქართველოში მყოფმა სასულიერო პირთა ერთმა ჯგუფმა . ‘’(1)
1916 წ. დეკემბერში ქართველმა სასლიერო პირებმა იმპერატორ ნიკოლოზ II-ს სთხოვეს ავტოკეფალიის აღდგენას . 1017 წ. რევოლუციის შემდეგ, ამავე წლის 12 მარტს, მცხეთის საკათალიკოსო ტაძარში შეკრებილ მრევლს ეპისკოპოსმა ლეონიდემ მიმართა და ამცნო ავტოკეფალიის აღდგენა .
ქართველ საერო თუ სასულიერო პირთა დაუდგრმელმა შრომამ შედეგი გამოიღო.

1-ლევან ტყეშელაშვილი . გვ. 219. 2012 წ.


 

VI ავტოკეფალიის აღდგენა , საეკლესიო კრება ,
კათალიკოსის არჩევა
,,რომელი ითხოვდეს მიეცეს და რომელი ირეკდეს განეღოს,’’  ვკითხულობთ წმ.წერილში. ქართული საზოგადოებისა და ინტელიგენციის ბრძოლამ, სისხლისა თუ ოფლისღვრამ შედეგი გამოიღო. უფალი შეეწია ქართველებს.
1917 წ. 12 მარტს , მცხეთის საკათალიკოსო ტაძარში შეკრებილი იყო ათასობით ადამიანი. საღვთო ლიტურგია აღასრულა გურია-ოდიშის ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძემ). მსახურების დასრულების შემდეგ, ეპისკოპოსმა ლეონიდემ წაიკითხა შემდეგი გადაწყვეტილება:
ა ) დღეიდან , ე.ი. 12 მარტიდან , გრძელდება საქართვეოს ეკლესიის ავტოკეფალია.
ბ) დროებით I კათალიკოსის არჩევამდე ეკლესიის გამგედ ინიშნება გურია-ოდიშის ეპისკოპოსი- ლეონიდე.
გ) საქართველოს ელესიის მმართველობა ევალება აღმასრულებელ კომიტეტს , რომელშიც შედიან როგორც სასულიერო ისე საერო პირები. (1)
საინტერესოა ეპისკოპოს ლეონიდეს წერილიც: ,,12 მარტს მცხეთაში. სარწმუნოებრივი მონობისბორკილების ნამსხვრევები გავაყოლეთ მტკვრისა და არაგვის ზვირთებს, ზღვს უფსკრულში სამუდამოდ დასამარხად. დღეს, ჩვენი ეკლესია თავისუფალია. დღეიდან ქართველ ერს აღარა გადაეღობება რა, რომ მშობლის ენაზე ილოცოს და ადიდოს ღმერთი.” (2)
საინტერესოა ეპისკოპოსის წერილი საქართველოს ყოფილი ეგზარქოსის-პლატონისადმი გაგზავნილი: ,,მართვა-გამგეობა საქართველოს ეკლესიისა, რომელიც უხსოვარი დროიდან სარგებლობდა ავტოკეფალურის უფლებით, XIX საუკუნის დასაწყისში ხელში ჩაიგდო, წინააღმდეგ თვით ეკლესიის სურვილისა, რუსეთის ეკლესიის უწმიდესმა სინოდმა… გერთმევათ უფლება განაგოთ საქართველოს ეპარქიები და მრევლი… საქართველოს საკათალიკოსოს საზღვრებში, ასვევე ის კრედიტი, საქართველოს ეკლესიის შესანახად რომ უნდა გადაიდოს ხოლმე. საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობას ვიწყებ მე.’’ (3)
საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დაგვირგვინება იყო კათოლიკოს-პატრიარქის არცევნები , რომელშიც ეპისკოპოსმა კირიონმა მოაგროვა 11 ხმით მეტი, ვიდრე ლეონიდემ  ასრულდა დიდი ხნის ნატვრა. ქართულ ეკლესიას კანონიერად არეული კათოლიკოს-პატრიარქი განაგებდა .

1-www.church.ge / საეკლესიო ბიბლიოთეკა / საქართველოს ეკლესიის ისტორია
2-ლევან ტყეშელაშვილი . გვ. 226. 2012 წ.
3-იქვე


 

VII  დასკვნა

მერაბ კოსტავა ამბობდა, რომ საქართველოს ისტორიის მანძილზე, ეკლესიის დამოუკიდებლობა ყოველთვის წინ უსწრებდა ხოლმე სახელმწიფოს დამოუკიდებლობას. ეს მართლაც ასე იყო. თუ გავიხსენებთ ვახტანგ გორგასლის ეპოქას, შემდგომში გრიგოლ ხანძთელის მოღვაწეობას, რომლის გვირგვინიც ვიხილეთ დიდგორის ველზე, აგრეთვე გასულ საუკუნეს, როდესაც ეკლესიის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ქვეყანამაც მიიღო თავისუფლება .
ქართული ეკლესიის ავტკეფალიის საკითხი არაერთხელ გამხდარა სხვადასხვა პიროვნებათა თუ სახელმწიფოთა დაბრკოლების საგანი. გაუუქმებიათ კიდევაც იგი, მაგრამ საბოლოოდ მომხდარა ის, რასაც წმ.წერილში ვკითხულობთ: ,,უფალმან ძალია ერსა თვისსა მოსცეს , უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით.‘’ ერთი შეხედვით გამოუვალ სიტუაციაში მოუხედავს უფალს ჩვენი ქვეყნისთვის, მიუმადლებია მისი კურთხეული შეწევნა და დაუფარავს იგი .
იმედი გვაქვს, რომ ქართული ეკლესიის ავტკეფალიის საკითხი აღარასოდეს დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ.

 

VIII გამოყენებული ლიტერატურა

I-ბუბულაშვილი ელდარ – საქართველოს სამოციქულო ეკლესიის სიწმინდეები . თბილისი 2007 წ.

II-ბუბულაშვილი ელდარ- საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების ისტორიიდან . ,,სამეცნიერო-საღვთიმეტყველო შრომები’’ , ტ.II ; თბილისი 2004 წ.

III-ვარდოსანიძე სერგო – QAქართველი მღვდელთმთავრები (XX-XXI საუკუნეები) პირველი გამოცემა.თბ.2010

IV-პავლიაშვილი ქეთევან – საქართველოს საეგზარქოსო 1900-1917 წლებში . 1995 წ. თბილისი

V-სერგის კაკაბაძე – ქართველი ხალხის ისტორია ; 1783-1921 ; თბილისი 2003 წ.

VI-ტყეშელაშვილი ლევან – ,, საქართველოს ეკლესიის ავტკეფალიის ძირითადი საკითხები . ‘’ (სადოქტორო დისერტაცია ) ქუთაისი , 2012 წ.

VII-მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე – საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია . თბილისი 2009 წელი .

VIII -ჯაფარიძე შორენა – ქართველი სამღვდელოება საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის ბრძოლაში ( 1905-1907 წწ.) გაზეთი ,, საპატრიარქოს უწყებანი’’ , NN N 27 (334 ) – 28 (335) – 29 (336) . 2005 წ.

ინტერნეტ რესურსები:

I-http://www.Church.ge / საეკლესიო ბიბლიოთეკა / საქართველოს ეკლესიის ისტორია

II-http://www.orthodoxy.ge /  საეკლესიო სამართალი / ჩიკვაიძე დავით

III-http://www.patriarchate.ge / საეკლესიო სამართლის საკითხები

IV-http://www.wikipedia.org

 

 

Advertisements

დატოვე კომენტარი

Filed under სხვადასხვა

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s