,,სალოსი თომა ბეთანელი” – კაი კაცო…

Image

შესავალი

თომა სალოსი ვნახე ,…თომა სალოსმა ზეთი მცხო ,… წმ.თომა სალოსმა დამლოცა , ჭეშმარიტმა ბერმა – თომა ბეთანელმა მაკურთხა , მის სასწაულმოქმედ მარჯვენას ვემთხვიე , თომა სალოსთან ვიწექი . (თუ არ გჯერათ ე.ი. ამ უკანასკნელის  შესახებ უბრალოდ არ იცით.) დამეთანხმებით , რომ ხშირად გავიგონებთ ამგვარ სიტყვებს . მოდით , დეტალურად განვიხილოთ თუ ვისთან და რასთან გვაქვს საქმე .

ვინაობა
ერთს (,,სალოსის მრევლთაგანს’’) ვესაუბრებოდი და ვკითხე , თუ რატომ ერქვა მის სულიერ წინამძღვარს – ,,სალოსი თომა ბეთანელი ‘’ და რა მიპასუხა იცი იმ ჭკუათხელმა ? – მამა თომა ბეთანიის მონასტრიდან არის წამოსული და იმიტომო . ისიც არ იცოდა იმ უგუნურმა , რომ ბეთეშვილია გვარად , რის გამოც ,,ზედწოდებად’’ ბეთანელი აიღო . რადგან გვარი ვახსენეთ სხვა ინფორმაციებსაც შევეხოთ . მისი სახელია გურამა ( მშობელთა სახელსაც გეტყვით თუ ამას რაიმე მნიშვნელობა ექნება თქვენთვის ) . თავად ,,სალოსი’’ კი დაიბადა ხაშურის რაიონის , სოფელ გომში .

სკოლა
სკოლაშიც ამავე სოფელში მიიყვანეს ,,აწ წმიდანი . ‘’ როგორი ,,დაუდგრომელი სიბეჯითით ეუფლებოდა ‘’ სასკოლო საგნებს და როგორი ,,თავდაჭერილი ქცევებით’’ გამოირჩეოდა სკოლის პერიოდში შეგიძლიათ კითხოთ მის პედაგოგებს ან თანაკლასელებს . მაგრამ , მერე რა , თუ არც სწავლობდა და არც ყოფაქცევით გამოირჩეოდა ? მთავარია ბავშვობიდანვე ,,ზემიწიერი ძალის’’ მიერ იყო გამორჩეული ,,სალოსობისთვის.’’
რამდენიმე თვის წინ ერთი სტატია გამოვაქვეყნე ინტერნეტ სივრცეში მის შესახებ , სადაც ვწერდი , რომ სკოლის ასაკიდანვე გაუსინჯა გემო სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობას . ვიღაცეებმა კი ეს ,,სიცრუედ’’ მიიჩნიეს და თქვეს , რომ როგორ დაიჭერდნენ მას , როდესაც საბჭოთა კანონმდებლობა კრძალავდა სკოლის მოსწავლის პასუხისგებაში მიცემას . სინამდვილეში მე არც არსად დამიწერია , დაიჭირეს მეთქი . უბრალოდ , მისი ყოფაქცევიდან გამომდინარე ხშირად ექცეოდა მაშინდელი მილიციის ყურადღების ქვეშ და გომის სკოლის მაშინდელ ხელმძღვანელს – გრიშა ნოზაძეს და სხვა პედაგოგებს სერიოზული მუშაობის ჩატარება უწევდათ , რომ მის გამო მთლიან სკოლის პრესტიჟს და იქ მომსახურე პერსონალს პრობლემები არ შექმნოდათ . ამის გამო , როგორც პედაგოგები იხსენებენ ვადაზე ადრე ,,დაამთავრებინეს’’ გურამას სკოლა . (თუ მეხსიერება არ ღალატობთ მე-9 კლასიდან გაიტანეს მისი საბუთები )

ვირის აბანოს ,,დასაფასებელი სტუმარი’’

სკოლის შემდეგ იწყება ,,ბოდიალის ეპოქა.’’ (ვერც იქამდე პერიოდს დავარქმევთ იდეალისტური იდეებით ,,გაცისკროვნებულს . ’’) ამ ბოდიალს კი რატომღაც ყოველთვის ციხეში ასრულებდა ხოლმე . საინტერესოა თავად მას თუ ახსოვს , რამდენჯერ დააფასა ,,ვირის აბანო ’’ ? არა მგონია . მაგრამ , როგორც მისი მეზობლები იხსენებენ 5-6 ჯერ იქნება . საბოლოოდ კი მისი ,,პყრობილობის წლები’’ დაახლოებით 35-ს  აღწევს . ადვილი მისახვედრია თუ რაოდენ დიდ ,,მეცნიერულ’’ ან ,,თეოლოგიურ’’ ცოდნას მიიღებდა ამ პერიოდში . იგი ალბად , გულმოდგინედ ეუფლებოდა ,,დოგმატურ სწავლებებს’’ თუ ,,კანონიკურ განჩინებებს’’ , ,,სამოზ~ძღვრო ღვთისმეტყველებას ‘’ თუ ,,პატროლოგიურ სახელმძღვანელოებს . ‘’ მაგრამ ეს რა საჭიროა , მთავარია , რომ ,,ზემიწიერი ძალის’’ მიერ , თავისი ,,სულიერებისდა გამო’’ იქნა გამორჩეული ,,ეროვნული თვითშეგნებით’’ და ,,მამულიშვილური თავგანწირვის’’ მიხედვით , რათა მოექცია ქართული ეკლესიის ,,გზააბნეული ცხვრები’’ , რადგან დღევანდელ სასულიერო პირებს ჯიპები ყავთ და ამბიონიდან გამზრდელს არ აგინებდნენ აწ უკვე ყოფილი მთავრობის წევრებს , ე.ი. ისინი არ არიან ,,ანაფორის ტარების’’ ღირსნი და ვინ გადაარჩენდა ჩვენს ერს დაღუპვისაგან ? ვინ იხსნიდა ქრსიტეს ეკლესიის ,,შეცთომილ ძეებს’’ საუკუნო ცეცხლისგან ? ვინ იქნებოდა და ვინ იყო ის ? ვინ და – ,,თომა სალოსი ! თომა სალოსი !’’

ნაცმოძრაობა და ,,სალოსი’’
ოდნავ გადავუხვიოთ საუბარს . ბევრი საუბრის გარეშე, პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ , რომ განსხვავებით ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული ვიდეობისგან , ,,თომა ბეთანელს’’ ძალიან არ უნდოდა საქართველოში მთავრობის შეცვლა. (:დ) რატომ ? რატომ და – განათლება მაგას არ მიუღია , სათნო წარსულით ეგ ვერ დაიკვეხნის , ,,ჩიპების თემა’’ შედარებით მივიწყებულია უკვე და რაზე უნდა ელაპარაკოს და ,,დააბოლოს ხალხი’’ ,,ჭეშმარიტმა მორწმუნე მოძღვარმა’’? რაზე და როგორი ცუდი მთავრობა გვყავს , როგორი ანტიმართლმადიდებლური პრეზიდენტი , მასონი რომაა მიშა , რომ ქართველ მღვდელთა აბსოლიტური უმრავლესობა განსაკვეთია , რადგან ,,დედის . ..…’’ არ აგინებს ნაცმოძრაობას ამბიონიდან . ეს ყველაზე ეფექტური მეთოდი ,,ქადაგებისა’’ აღარ აქვს . საინტერესოა თუ რას მოიმოქმედებს ახლა . (თავად რისი მომმოქმედებელია . რას გადაწყვეტენ მისი დამქაშები . ისინი ვისი მარიონეტიცაა უჭკუო და დაზომბირებული ხალხის სალოსი-,,თომა ბეთანელი.’’ )
თუმცა , ერთი რამ მაინც უნდა აღინიშნოს . იცით ვინ მოუძღოდა ხაშურში წალენჯიხიდან წამოსულ კოლონას დროშებით 2003 წელს ? ვინ და თქვენი სალოსი . თან იძახდა : ,,ხელში მიჭირავს ბიბლია , მისა გადაარჩენს საქართველოს , ის აგვაყვავებს .’’ (ეგრე აუხდეს ყველა ხილვა და გათვლები ბეთეშვილის  ,,ხელმძღვანელებს.”)
(ალბად მაშინ არ იყო ,,ზეგარდმო მადლით ცხებული’’ ,,ღირსი მოღვაწე’’ , თორემ როგორ შეეშლებოდა ეს ,,ზე განბრძნობილი’’ ხილვა.)

(არ გეგონოთ რომ მხოლოდ სააკაშილის მთავრობის კრიტიკით დაკავდება . მალე , ივანიშვილის მთავრობასაც დაუწყებს კრიტიკასა თუ ლანძღვა-გინებას , შემდეგ იმის მომდევნო მთავრობას და ასე – ,,უკუნითი უკუნისამდე” . რატომ იცით ? იმიტომ რომ პიარისთვის, ძალიან მომგებიანია საქართველოში , მოქმედი მთავრობის კრიტიკა და იმიტომ .

გასალოსება
რამდენიმე წლის წინ , რომ სოფელ გომის ,,გადაღმა უბნის , სანახირო ბირჟაზე’’ ყოფილიყავით , შეიძლებოდა ამგვარი რამ მოესმინა თქვენს მახვილ სმენას : ,, კიდევ დაუჭერიათ გურამა , ხატები მოუპარავს მაგ …       ეკლესიიდან , ცხინვალში მიქონდა თურმე გასაყიდად.’’
ვინც ზერელედ მაინცაა გაცნობილი საქართველოს კანონმდებლობას ეცოდინება , რომ საკმაოდ მკაცრია იგი ნასამართლევ ხალხთან მიმართებაში . მით უმეტეს მათზე ვისაც 5-ჯერ ჰქონდა მისჯილი თავისუფლების აღკვეთა და ,,საქორწინო მოგზაურობა ვირის აბანოში,’’ ვისაც 35 წლამდე აქვს გატარებული სასჯელაღსრულების დაწესებულებაში . მაგრამ – ჰოი საოცრებავ ! მცირე ხანში ჩვენი გურამა ,,ციური მადლით განსპეტაკებული’’ გამობრძანდა ,,ზონიდან’’ . რით დაიმსახურა ეს ? ვინ გამოუშვა ? რომელი ადვოკატი იცავდა მას? და.ა.შ კაცი-შვილმა არ იცის . ( ერთი პეტრე მოციქული ვიცით რომ გამოვიდა საპყრობილიდან სასწაულით და მეორე ალბად ,,თომა სალოსია.’’) უფრო მეტიც , მან მალე გადაიცვა (ან გადააცვეს ) ე.წ. ,,ტომარის ნაჭერი’ , რომელსაც სტიქარი დაარქვა , შუბლზე რემბოსავით რაღაც ნაჭერი გაიკრა , რომელზეც პლუსი გამოსახა (და არა ჯვარი) , მუცელზე ჩამოიკიდა ,,უპოვართა და უსახლკაროთათვის ‘’ განკუთვნილი ,,მადლიანი ყულაბა’’ , ხელთ იპყრო სამწყსოს დამწყსვის სიმბოლო – კვერთხი . (კვერთხი რა , მენახირეს ჯოხი . ) თუ ბადრაგი არ ჩაუბათქუნებდა ერთი-ორს  , წვერს ,,სროკზეც’’ არ იპარსავდა და დაიწყო ბოდიალი აღმა-დაღმა . ვისაც არ გინახავთ , აუცილებლად ნახეთ მისი ერთ-ერთი პირველ ,,მემატიანეთაგანი’’ ქუთაისის ტელევიზიის გადაცემის – ,, დროების ’’ რეპორტაჟი იმ ეპარქიაში მყოფ – ,,წმ.სალოსზე ‘’ . ბედნიერებისგან ,,გაცისკროვნებული’’ , როგორი თვალები აქვს წამყვანს , და ,,არაადამიანური სიხარულით განმსჭვალული’’ ხმა კორესპონდენტს , რომელსაც ერგო პატივი და ინტერვიუს იღებს ,,ხაშურელი მნათობიდან’’ . ე.ი. მოკლედ რომ ვთქვათ , ,,პრედსტუპნიკ’’ გურამა ბეთეშვილის სულმა რეინკარნაცია განიცადა და გახდა – ,,უწმინდური და უაფერისტესი , სრულიად საქართველოს უჭკუოთა და დეგენერატთა სალოსი , ვაგზლის მეტროს პროჟექტორი , ღრმაღელისა და სარაჯიშვილის სამრევლოთა მწყემსი კეთილი , დიდი ,,პრედსტუპნიკი’’ მამაი ფანატიკოსთა , სალოსი-თომა ბეთანელი . ‘’
,,აქსიოს ! აქსიოს ! აააქსიოოს !
პრედსტუპნიკი სალოსად გადააქციოს . ‘’

მერე რა თუ მრწამსიც არ იცოდა  ზეპირად . მოინათლა თუ არა  ,არ ახსოვს და.ა.შ მთავარია ჩიპიან პასპორტებს არ იღებს და ბოდიში მომითხოვია – ,,დედის ….. . ‘’ აგინებდა ყოფილ მთავრობას .
ხშირად შეხვდებით მას მანიკურის ბოთლით , რომელში ჩასხმული ,, ზემიწიერი სითხე ‘’ კურნავს ხალხს ,,ხორციელი თუ სულიერი სნეულებისაგან’’
მისი ,, მოღვაწეობის დაწყების ‘’ პირველ წლებში , ვინ გაკურთხაო რომ შეეკითხებოდნენ – ,,იობმა ! იობმაო! ‘’ იძახდა . წეღანაც მოგახსენეთ , რომ თვიმარქვია წარმოშობით ხაშურის რაიონიდან არის . (ე.ი. რუის-ურბნისის ეპარქიიდან ) რომლის მმართველიცაა მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა , მიტროპოლიტი – იობ აქიაშვილი , რომელიც კარგად მოგეხსენებათ , რომ ძლიერი ავტორიტეტით სარგებლობს . ხალხს ეგონა , რომ მართლა მეუფის ნაკურთხიაო და აღარ აქცევდნენ ყურადღებას მის შეურაცხად საქციელებს , მაგრამ როდესაც უკვე ყოველგვარ ზღვარს გადააცილა მისმა აღვირახსნილობამ , ჰკითხეს მეუფეს ამ ყოველივეს შესახებ და რა პასუხი მიიღეს თუ გაინტერესებთ შეგიძლიათ თქვენც ჰკითხოთ და დარწმუნდეთ . (ოღონდ იქამდე მეგობრული რჩევა იქნება , რომ უკანგასაქცევი გზა წინასწარ გქონდეთ შერჩეული . ) მას შემდეგ რაც ყველამ გაგო იმ ეპარქიაში რომ ამ არამზადას არანაირი კავშირი არ ჰქონდა მეუფესთან , მერე ,,სხვა იობმა’’ მაკურთხაო ასე იძახდა . ამ სხვა იობთანაც შეგიძლიათ მიხვიდეთ და კითხოთ ამის შესახებ . (პასუხი აუცილებლად გამაგებინეთ და თქვენი სახე არ დაიმახსოვროს მოძრვარმა , გირჩევთ . )ამის შემდეგ კი ახალი ,,მაკურთხეველი იპოვა’’ – არქიმანდრიტი გრიგოლ აბაშიძე . უხერხულად მიმაჩნია , ეკლესიის კანონიერ ერთობაში მყოფ სასულიერო პირზე ( ვგულისხმობ – მამა გრიგოლ აბაშიძეს) არასასიამოვნო საუბარი ვირტუალური სივრციდან , ამიტომ განგებ ვტოვებ ხსენებულ ნაწილს და ვაგრძელებ .
სანამ ამ აბდა-უბდაში გავერკვევით ,,თომა სალოსი’’ განკვეთილ ან დაყენებულ სასულიერო პირებთან ერთად , უვარდებიან ხოლმე მართლმადიდებელ სასულიერო პირებს ტაძრებში და აყენებენ ფიზიკურ თუ სიტყვიერ შეურაცხყოფას. (რამდენიმე ხნის წინ ამგვარი ფაქტი მოხდა რუსთავის სიონის ტაძარში. აბა რა. ეგრე უნდათ ჯიპიან მღვდლებს . ):D

მისი მიზანი და გათვლები
საქართველოს სამოციქულო ეკლესიას ბევრი მტერი რომ ყავს თქვენც იცით . ისიც გეცოდინებათ რომ მრავალი კუითხიდან უტევენ . ერთ-ერთი ,,კუთხე’’ კი ზემოთაღწერილი თვითმარქვიაა , რომელიც გამოიყვანეს ციხიდან , და მარიონეტივით ასრულებინებენ იმას , რასაც ეტყვიან . საინტერესოა თუ როგორ უნდა მოახერხოს ამ უსწავლელმა ,,პრედსტუპნიკმა’’ ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა . პასუხი მარტივია . იგი ქართველი ხალხის ნაკლები ცოდნითა და ფანატიკური ხასიათით განისაზღვრება . სამწუხაროდ ჩვენი თანამოქალაქეები , ყოველთვის ზარზეიმით ხვდებიან მთავრობის წინააღმდეგ (რა მნიშვნლობა აქვს რომელი მთავრობაა ) , ანტიქრისტეს დროებით დამშინებელ , შოვინიზმის იდეებით განმსჭვალულ და ,,ჯიპიანი მღვდლების’’ მაგინებელ ადამიანებს . (მით უმეტეს თუ მათ დიდი წვერი აქვთ და ანაფორის პროვოკაცია აცვიათ) . თავადაც ხედავთ თუ როგორი ზუსტი გათვლები გააკეთეს მისმა ციხიდან გამომყვანებელმა და ,,გამსალოსებლებმა’’ და როგორ გულუბრყვილოდ წამოეგენ ამ ანკესზე ფანატიკოსი ქართველები . მიზანი კი მარტივია – ეროვნულ მოტივებზე დაყრდნობით , გაიძვერა გურამამ უნდა შელახოს – საქართველოს ეკლესიის , სასულიერო პირების , მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის და ზოგადად ქართული ეკლესიის სახე საზოგადოებაში . ხალხიც არათუ უჯერებს მას , არამედ როგორც ცხელ-ცხელი ინფორმაციები გვაუწყებენ სექსუალურ კონტაქტსაც ამყარებენ მასთან. (ალბად , ზემიწიერი მადლის გადმოსვლის იმედად ) ვისაც არ სჯერა გადამოწმოს. მაგრამ , რომც გადამოწმოს და ჩვენი მოწოდებული ინფორმაციის სიცხადეში დარწმუნდეს შეიცვლება რამე ? არაფერი . სალოსია და ეწევა , სალოსია და სხვამს , სალოსია და იკეთებს , სალოსია და გამზრდელს იგინება , სალოსია და აუპატიურებს სალოსია და.ა.შ
დაიმახსოვრეთ ხალხო : ყველა სალოსი გარკვეულწილად სულელია , მაგრამ ყველა სულელი და შტერი სალოსი არაა ! არა !

მისი მხარდამჭერები
საინტერესოა თუ ვინ ახდენს მის ლობირებას ქართულ საზოგადოებაში . გადავხედე ვირტუალურ სივრეში ატვირთულ სხვადასხვა ვიდეოებს და მათი უმეტესობის ავტორი , ბატონი ბესიკ მიქავაა . (სხვების ავტორები ე.წ. ნიკებით არიან დარეგისტრირებულნი ) თავად შეგიძლიათ ნახოთ თუ ვინ ბრძანდება ბეესიიკიი . შეგიძლიათ ნახოთ თუ ,,როგორ ამხელს ‘’ პატრიარქს , რადგან თურმე მისი ნათლობები საეკლესიო კანონიკის უხეში დარღვევით ხორციელდება . მისი ,,არგუმენტების ქარცეცხლში’’ მოხვედრილა მეუფე იოანე გამრეკელიც . დეკანოზებს- ლევან მათეშვილსა და თეოდორე გიგნაზეს ხომ ,,კანონიკურ-დოგმატურ’’ საკითხებზე ,,დაყრდნობით’’ ,,იჭერს კანონდარღვევებში’’ და აღარ გავაგრძელებ . რადგან ამგვარ სისულელეებზე დასახარჯი დრო არ მაქვს და ვერც თქვენ წაგართმევთ . თავად შეგიძლიათ ნახოთ ვირტუალურ სივრცეში ეს ვიდეოები . მოკლედ პათოსი ნათელია – ,,არ გვინდა განათლებული და პროგრესულად მოაზროვნე მართლმადიდებელი სამღვდელოება . გაუმარჯოს თომა სალოსს ! შოვინიზმზს და უჩიპო პასპორტებს ! სიკვდილი ვინც გამსახურდიების ოჯახს რაიმეში არ ეთანხმება ! და.ა.შ ‘’
თვითმარქვიას პოპულარობაზე ზრუნავენ ისეთი მედია საშუალებები , როგორებიც არიან გაზეთი ,,ასავალ-დასავალი’’ და მისი თანამოაზრეები . ( უფრო კონკრეტულად ამის შესახებ ქვემოთ მოგახსენებთ )

ჩვენი მუშაობა

როცა აღნიშნული საკითხის შესახებ ვიწყებდით მუშაობას , სულ მარტონი ვიყავით . საბედნიეროდ ახლა უკვე არაერთი პიროვნებაა , ვინც ინტერნეტსივრცეში თვითმარქვია გურამას მისი უწმინდური დამქაშების და უსწავლელი ,,მრევლის’’ წინააღმდეგ მოქმედებს .
ყველაფერი რამდენიმე წლის წინ დაიწყო , როდესაც ჩოხიანმა და ხანჯლიანმა გურამამ სალოსობა დაიჩემა . (დააჩემეს უფრო სწორად ) მაშინ პირისპირ და ერთი-ერთზე მიდიოდა საუბარი . რა თქმა უნდა თვითმარქვია ბეთეშვილი არასდროს ამთავრებდა საუბარს ბოლომდე და ხანჯლის ტრიალით თუ ჯოჯოხეთის კუპრში დაფუფქვის მუქარით გვაშინებდა . ამის შემდეგ მივედით რუისისა და ურბნისის ეპარქიის სამღვდელოებასთან და გავაცანით საქმის ვითარება . რის შემდეგაც უმალ იქნა მოწვეული რუისისა და ურბნისის ეპარქიის სამღვდელოების კრება , რომელზეც ერთხმად დაიგმო თვითმარქვიას ეს ამაზრზზენი საქციელი . მოძღვრებმა მეორე დღესვე გამოაცხადეს ამბიონიდან , რომ მრევლი ყოველმხრივ მორიდებოდა ამ პიროვნებას და თუ ვინმე მისგან იცხებდა ზეთს , ან მსგავს ქმედებას ჩაიდენდა დაისჯებოდა უზიარებლობით . (არ დაგავიწყდეთ , რომ ეს სწორედ ის ეპარქიაა , საიდანაც ,,სალოსია’’ წარმოშობით , სადაც ყველაზე კარგად ცნობენ და სადაც არ დაედგომება . )ეპარქიის სამღვდელოებამ ვითარების შესახებ აუწყა საქართველოს საპატრიარქოს და გურამამ რამდენიც არ უნდა აფრიალოს თავისი ,,პასპორტი’’ სადაც თანამდებობაში- მღვდელი უწერია , ვერასდროს ექნება საპატრიარქოს დადასტურება მისი საქმიანობისა.
მის შემდეგ წავაწყდით გაზეთ ასავალ-დასავალში მის ინტერვიუს . ეს დაუყოვნებლივ ვაცნობეთ ეპარქიის სამღვდელობსას , რომლებმაც სასწრაფოს დარეკეს რედაქციაში , აუხსნეს საქმის ვითარება და შესთავაზეს , რომ ჩამოსულიყვნენ თავად ამ სოფელში , გასაუბრებოდნენ მის ოჯახის წევრებს, მეზობლებს , ახლობელბს , შეეფასებინათ სიტუაცია და შემდეგ ნომერში გამოესწორებინათ ის შეცდომები , რომლებსაც ხალხის შეცდენა შეიძლებოდა გამოეწვია . ამაზე რედაქციიდან უარი მიიღეს პილატეს მსგავსი სიტყვებით- ,,რაც დავწერეთ , დავწერეთ .’’ მათ რა თქმა უნდა არც აწყობდათ რეალურად გაცნობოდნენ ვითარებას , რადგან ეს იქნებოდა ანტიეკლესიურად განწყობილი საზოგადოებისთვის არასასურველი . სამაგეროდ რამდენიმე დღეში გურამა მივიდა ერთ-ერთი სასულიერო პირის ოჯახში , სადაც ,,სახლის გადაწვით’’ , დახანჯვლით , ჯოჯოხეთის კუპრში გათუთქვით და საშინელი სამსჯავროს შიშით დაემუქრა მოძღვრის მცირეწლოვან ბავშვებს და ოჯახის წევრებს . თან თავის ,,პასპორტს’’ აფრიალებდა – ,,თანამდებობა-მღვდელი.’’

დასკვნა
თემაში აღნიშნულ თითოეულ წინადადებაზე მზად ვართ ავღოთ პასუხისმგებლობა და გავცეთ კითხვებზე პასუხი , სასულიერო-საერო თუ სხვა  სამართლის მიხედვით . ,,თომა სალოსს’’ კი კიდევ ერთხელ მივმართავ , რომ რამსიგრძე წვერიც არ უნდა გაიზარდოს მან , როგორი ალესილი ხანჯალიც არ უნდა დაიკიდოს მუცელზე , როგორი მსხვილი პლუსიც არ უნდა დაიჭიროს ხელში , რამდენი დაფანატებული , უსწავლელი თუ დაზომბირებული ადამიანიც არ უნდა დააზომბიროს , რომელ ,,პასპორტზეც’’ არ უნდა დაწეროს – ,,თანამდებობა-მღვდელი’’ რამდენი გოგოც არ უნდა გააუპატიუროს , იგი ვერასდროს გახდება ჭეშმარიტი ეკლესიის სასულიერო პირი . იგი მუდამ იქნება უსწავლელი , პრედსტუპნიკი , ფსიქოპატი , უსინდიდო და უნამუსო – გურამა ბეთეშვილი და არა – ( ვერა ) თომა სალოსი !
რატომ ? იმიტომ რომ ეს ქრისტეს ეკლესიაა . შენთვის კი :
,, ტატამია ! ტატამი ! ’’

Advertisements

35 Comments

Filed under ცრუმოძღვარნი - ანაქსიოს !

35 responses to “,,სალოსი თომა ბეთანელი” – კაი კაცო…

  1. ნუ ეს ადამიანი ხშირადაა ვაგზლის მეტროში,სულ ცოტა ხნის წინ მივედი და ვკითხე რას აკეთებდა ზოგადად და ხმალი რად უნდოდა,მტრისგან ვიცავო საქართველოსო,შემდეგ დამაინტერესა და ვკითხე რამე შემოსევაათქო და ახლა რომ მტერია ასეთი ჩვენ არ გვყოლიაო,
    მე არაფერი ვიცი და არაფერს ვამტკიცებ ამ პოსტზე გამახსენდა.
    პ.ს კიდევ იყო მასთან მამაოს შეხედულების კაცი რომელმაც არვიცი კომპლიმენტი მითხრა თუ პირიქით მაგრამ ძალიან ცნობისმოყვარე გოგო ხარ შეენო

    • შენ მოაზროვნე ხარ და მიხვდი რაღაცეებს. შენთვის არ გამოუშვიათ ეს კაცი. ეგ გამოუშვეს დაფანატებულებისთვის , ,,არაცნობისმოყვარეებისთვის” და შოვინისტებისთვის . სამწუხაროდ ვხედავთ რომ ძალიან ბევრი ასეთი ადამიანი გვყავს 3 მილიონიან ქვეყანაში. რომელი მთავრობის შეცვლა და პარლამენტი გვიშველის ელემენტარული აზროვნება თუ არ გვაქვს!

  2. ადამიანი ერთსა და იმავეს რომ ლაპარაკობს (სტილს არ დავარღვევ: ალაპარაკებენ) ბოლოს თვითონაც იჯერებს.
    სალოსს შინაგანი ცხოვრების, ღმერთთან ურთიერთობის, ადამიანებთან ურთიერთობის (ზოგადად, სულის მქონე არსებებთან ურთიერთობის) უზარმაზარი გამოცდილება აქვს. თუ ვინმე მსგავსს მიიღებს ზემოთ ხსენებულისაგან – ხელები აგვიწევია! ოღონდაც, კაარგად უნდა გადაამოწმო, რას იღებ, მართლა იმას იღებ კი, რაც ვახსენე. ეს რომ განარჩიო, თუ საკუთარი გამოცდილება არ გაქვს, თუნდაც მცირედი (რაც ყველაზე კარგია), არაერთი რამ უნდა წაიკითხო და კარგად გაიაზრო (ამას არაუშავს).

    არის ასეთი ბრძნული გამონათქვამი (არ დავწერ ვის ეკუთვნის, თორემ რაც არ უნდა სიმართლე იყოს, ალბათ, არად ჩააგდებენ:

    “არსებობს ორის სახის შეცდომა: ბრმად მინდობა და ნაწილობრივ კრიტიკულობა. არასოდეს დაიჯერო ჭეშმარიტებაში გაუხვეველი სიტყვა გამოუცდელად. განსჯა სიზარმაცეში ვერ გამახვილდება. საკუთრივ, განსჯა კი უმნიშვნელოვანესია დასანახად. ჯანსაღი სკეპტიციზმი აუცილებელი პირობაა კარგი განსჯისათვის, ნაწილობრივი კრიტიკა კი დიდი შეცდომაა.”

    რაღაც რომ დაინახო, განსჯა უნდა გაგაჩნდეს. “ჯანსაღი სკეპტიციზმით” (კრიტიკალურობა) უნდა იყო აღჭურვილი. ეს ყოველივე აზრს კარგავს, თუ არ დაუჭვებ, რომ “ვიღაც შეიძლება ცდებოდეს”.

    • შენ აკაკი ეგრე ფიქრობ . გიცნობ და ვიცი ჭკვიანი კაცი ხარ.
      სხვა კი არაა ჭვიანი , არ უნდა კითხვა და ყველაზე მარტივია ამ შემთხვევაში მიენდო გურამასნაერ აფერისტს…

      ეჰ…

      • კარგია რომ გამოაქვეყნე ეს სტატია. ე.წ. Tag-ები დაუმატე, რომ ადვილად მოსაძიებელი იყოს და წაიკითხოს საზოგადოებამ.

  3. shw3shw3 am nikit rom scer ciliscamebebs grcxvenia sheni saxelis gamjgavnebis?ra mnishvneloba aqvs damalvas?ufaltan damaluli araferi arsebobs da arc xalxshi shen mama achiko lursmanashvilis shvili xar guram lursmanashvili romelic institutidan gamoagdes da mamashenma seminariashi chagicyo saqme da seminariashi gankitxvasa da ciliscamebebs gascavlian?

    • ჯერ ერთი დამშვიდდი ცოტა , წყალი დალიე და , სუფთა ჰაერზე გადი და მერე იჭყიპინე.
      ახლა მეორე . რა ნიკებზე მელაპარაკები , მე ვირტუალურ ქსელშიც არ ვარ დარეგისტრირებული , აქ კი სახელ–გვარით ვარ და ყველა ინფორმაცია მითითებული მაქვს , და შენ სალოსზე თუ ვინე იმას არ წერს და აბობს რაც შენ გაწყობს (და ასეთი არაერთია)ყველაფერს მე ნუ მაწებებ. თან მითუმეტეს როდესაც ყველა მათთაგანთან იწყება საჯარო პოლემიკა , ყველა მათგანი ჩემ მისამართს წერს ხოლმე და აქ პატიჟებენ შენნაირებს და მთელ თქვენს ,,სამრევლოს.’, რადგან იციან რომ ნებისმიერ დროს მზად ვარ თქენთან სალაპარაკოდ გაიგეთ? (ან თუ გინდა ,,მომაწებე” ,,ნიკები”.) ძაღლი ყეფს ქარავანი მიდის.
      ახლა მეორე . ჩემს ,,განათლების” საკითხს. თქვე უჭკუოებო , ელემენტარული ანგარიში მაინც არ იცით? სკოლა 2012 წელს დავამთავრე და ივლისის შუა რიცხვებში უკვე სტუდენტი ვიყავი , როგორ მოვასწრებდი მაგდენ ჩაჭრა–ჩაბარება–ჩაწყობას? თან ჩემი პირადი საქმე დევს როგორც სკოლაში , ისე რაიონის რესუსცენტრში და ისე სასწავლებელში, ხოდა თქვენი მრევლიანად რომ მოხვალთ სახეში უნდა გაფაროთ რომ ასეთი ცილისწამების წარმოთქმის სურვილიც კი არ გაგიჩნდეთ უსინდისოებს , და მერე გამოსაშვები თუ მისაღები გამოცდების შედეგები უნდა დაგაფაროთ თავზე .
      გაიგეთ ახლა ვინაა ცილისმწამებელი ? თუ მაინც ვერ გაიგე თ , როდესაც საწავლებელში მოხვალთ მრევლითურთ და სახეზე დაგაფარებთ ჩემს პირად საქმე მერე გაიგებთ.

    • tornike samxaradze

      va shen ra magari xar chemidedasvficavar 😀 😀 shena da chorebshi dzaan xoo? 😀 vai tqvens patrons ubedurs:D

      • nuriko

        ამ სტატიის ავტორი მართალია და მეც შემიძლია რეალური მაგალითით არგუმენტირებულად დავამტკიცო. ყველა ჩემს სიტყვაზე ვაგებ პასუხს და დავამტკიცებ. ერთი წლის წინ ამ ბერს ხშირად ვხედავდი ვაგზლის მეტროში ჯვარით და ღვთისმშობლის ხატით ხელში. რომ დავინახე ბერის ფორმაში მივედი და ხურდა ყულაბაში ჩავუყარე და ხატს ვაკოცე და არა მის ,,მადლიან” მარჯვენას… გამოვშორდი და მეტროს ველოდებოდი.. მიყურებს და დამიძახა, მივედი.. მთხოვა ცოტახნით ხატი დამეჭირა ხელში, ამაზე უარი არ მითქვამს და დავიჭირე, შემეცოდა ჩემი ჭკუით… მერე მეუბნება რაღაც უნდა გაჩუქოო და ხელში პატარა ,,ქვა” ჩამიდო: ,,როცა ცუდად იქნები ეს ქვა ხელში დაიჭირე და კარგად გახდებიო” ( მე სულელს თვალები გამიბრწყინდა : D 😀 თითქოს და ნატვრისთვალი ეჩუქნა ჩემთვის). რამდენიმე ხნის მერე ხატი ისევ გამომართვა და მე წამოსვლა დავაპირე, მადლობა გადამიხადა და მითხრა ჩემს სახლში უნდა დაგპატიჟოო, მოკლედ ეს ადამიანი თავის სახლში მეპატიჟებოდა იმ საღამოსვე… სხვებისგან განსხვავებით შტერი ნამდვილად არ ვარ და ბოდიში მოვუხადე და გამოვშორდი… მისგან წამოსულს ისეთი ცუდი შეგრძნება დამეუფლა თითქოს ბერიგად კი არა სატანის სახლიდან მოვდიოდი.. ამა ადამიანის შესახებ რეალური ინფორმაცია ახლა გავიგე რამდენიმე ხნის წინ… მოკლედ ხალხო ამ სტატიის ავტორი არის ცამდე მართალი… მე არავის ჭორებს არ ვუჯერებ.. ჩემი ყურით ნანახს და გაგონილს გიყვებით რაც მე გადამხდა… ყველა სიტყვაზე ვაგებ პასუხს..

      • გაიხარე…
        საინტერესო იქნება შენთან საუბარი .(რადგან ყველანაირად ვცდილობ , ამ საკითხის შესახებ არსებული ინფორმაცია გადავამოწმო , და ისე განვათავსო ხოლმე საჯაროდ. )მაინტერესებს ყველა ,,დაზარალებულის” აზრი , რამდენად ეთანხმებიან მათი მონათხრობები ერთმანეთს , როგორ ეწინააღმდეგებიან და.ა.შ.
        შეგიძლია შემატყობინო შენი რაიმე კოორდინატი(მეილი , სკაიპი , ფბ და.ა.შ.) და დაგიკავშირდები.თუ გადახედავ ამ კატეგორიას , მიხვდები რისთვის მაინტერესებს.
        პატივისცემით გურამ ლურსმანაშვილი…

    • შენ გეუბნები!
      სახელსა და გვარს თუ დამიწერ გამიადვილდება მოწერა უფრო:

      ,,რომელი ინსტიტუტიდან გამომრიცხეს” ჭკუის კოლოფო იქნებ მითხრა?

  4. tornike samxaradze

    guro ise erti jvarosnuli lashqroba ki ekutvnis am xalxs 😀 😀

    • შენც ჩაიჭერი გამოცდებზე და ბაბუაშენის ბაბუამ ჩაგიწყო ხო საქმეები?:დ
      ეს ,,სულხან კვერნაძის” ხალხი რომ გამოცდის ვერ ჩაბარებაზე დაგიწყებს ლაპარაკს არ მოკვდები სიცილით?
      :დ

      • tornike samxaradze

        xo bijo didma samxaradzem daureka griveras chemi shviltashvili mova da dauwere 10 io 😀 😀 ise ki iqnebodnen erti pakaleniois 😀 😀 es martla kvernadzeebi eseni 😀 wignis da furceli marto magidis gadasafareblad da zed tevis dasaebad ro undat.. an kidev gomshi magari mosawevis shesaxvevad
        😀 soflelebi 😀

      • ხო. ნუ , ქალბატონ ლეილა გეგუჩაძესთან პაპის მამამ ჩამიწყო საქმეები , ბატონ გრივერ ფარულავასთან ბებიაჩემის მაზლმა ,ბატონ სერგო ვარდოსანიძესთან მეზობლის გარებიძაშვილმა , მაგრამ ამ კომპიუტერთან ვინღა ჩამიწყო საქმეები , 10–იანები რომ დამიწერა?
        უეჭველი ვიღაც ,,აიფონ პენტიუმაშვილია” გადმოსული ჩემ მეზობლად საცხოვრებლად და იმან.:D

  5. tornike samxaradze

    bijo mag aifon pentiumashvilsac xo uyida bidzinam ori shavi jipi? 😀 😀 da axla semestris qulebs albat sheni didi winapari awerinebs 😀 😀

    • ხო.
      ოღონდ ერთი ეგ მიკვირს , ამხელა გაქანების კაცს, იმ ძველ ინსტიტუტში რატომ ვერ მიშველა ჩაწყობამ?
      და რომელი ინსტიტუტი იყო ვერ მეტყვი?:დ

      • tornike samxaradze

        ეგ იყო საჰაერო გათხრებში რო გინდოდა ის უნივერსიტეტი და მანდ მარტო რასელისტები და “ესენი” აბარებენ :დ არ დაგედგომებოდა

  6. დავითდიაკონი

    გურამს ვინ რა ,,ჩაუწყო” ეგ კარგად ვიცით და ვხედავთ ყველანი რა აზროვნებისა და გაქანების კაციცაა…ასევე კარგად ვიცით ეგ თქვენი ,,სალოსი” რა ხვითოც ბრძანდება და მაგის გულისთვის ნუ იკადრებთ ცილი დასწამოთ ადამიანს,მითუმეტეს კი პატიოსან მღვდელს,რომელმაც თავის შვილს ,,ჩაუწყო” თურმე საქმეები სემინარიაში მისაღებად…ბატონ გურამას კი (თვითმარქვია სალოსს ვგულისხმობ) მეც იგივეს ვეტყოდი-სალოსი კი არა ერთი უნამუსო კაცი ხარ და ვიღაც უფრო დიდი უნამუსოს დავალებით ცდილობ ჩირქი მოსცხო მართლმადიდებელ ეკლესიას ,რომელიც კლდესა ზედა დააფუძნა ქრისტე იესომ და ჯოჯოხეთის ბჭენი ვერასდროს დააკლებენ რამეს..შენნაირი ,,სალოსებისა” და ,,მღვდლების ” ცვენა ახსოვს საქართველოს სულ რამოდენიმე ათეული წლის წინ ,, რომელნიც ყველანაირი უღირსი ქცევით ცდილობდნენ იგივე საქმე გაეკეთებინათ რასაც იმ საბრალოებთან შედარებითაც კი ბევრად უნიჭოდ აგრძელებ შენ.მაგრამ მინდა დაგამწუხრო და გითხრა საქართველოს ეკლესია ისევ მყარადა დგას და ეგ ხანჯალი ქნევაშიც რომ გაცვითო მაინც ვერას გახდები. დიაკონი დავითი.

  7. nana gelashvili

    guram ,me meamayeba ,rom shenistana bichebi kidev hyavs saqartvelos da mjera ,sanam tqveni jishi zlieria,ar gadashendeba qartveli eri.mixaria,rom chems shvils dzma hyavs sheni saxit:nakitxi ,ganatlebuli.gomi patara sofelia da yvela yvelas kargad icnobs ,sabednierod.ar girs es komentarebi dakargul drod ,ufro didi saqmeebi gaqvt saketebeli.gmertma daglocot ,shegewiot wminda nikolozi

    • დიდი მადლობა . მაგრამ საქმე ბევრად უფრო სერიოზულადაა ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს . გომში კი იცის ყველამ ყველაფერი , მაგრამ სხვაგან ასე არ ხდება , და დაზომბირებულ ხალხთა ბრბბო ძალიან იმატებს , მე ჩემს თავს მოვალედ ვთვლი რომ რაც ვიცი სხვას ვუთხრა და მივაწოდო , ის სხვა თუ არ შეისმენს კიდევ , მისი პრობლემა იქნება…

  8. თამარი

    მართალია საქმე სერიოზულადაა,მაგრამ არ ეგების ისეთი ადამიანების შეურაცხყოფა,როგორებიც არიან: ბატონი გრივერ ფარულავა, ბატონი სერგო ვარდოსანიძე და სხვები მთელი სემინარია-აკადემიის პროფესორ-მასწავლებლები.განა არ იციან, რომ მათგან განსხვავებით, არსებობენ ზნეობრივი ადამიანები,რომლებიც ჩაწყობას არ იკადრებენ,რადგან უფლის სახელის მადიდებლები არიან. სწორედ ამიტომ უნდათ ნებისმიერი ხერხით დააკნინონ მათი სახელი. თქვენ სწორად აღნიშნეთ-ძაგლი ჰყეფს, ქარავანი მიდის…ვაი,რომ უვიცი ქართველობა ეხვევა მათ ბინძურ ქსელებში და დიდი სიჩქარით მიაქანებენ ფართო გზისაკენ. დასაბამი სიბრძნისა არს შიში ღვთისა, რაც ასე ძალიან გვაკლია ქართველთ და შედეგიც სახეზეა- წალეკა ქვეყანა უვიცობამ. ვერ გაურჩევიათ განათლება სინათლისაგან და რწმენა ცრურწმენისაგან,ღვთის მეგობარი მტრისაგან…სამწუხაროა,მაგრამ პრობლემა ისევ ჩვენშია.საზოგადოებაა სულიერად დასნეულებული და და მკურნალის მოლოდინში ექიმბაშების შელოცვებზე ამყარებს იმედებს

    • გეთანხმებით . და საუბარი იმაზე რომ სასწავლებელში ვიღაც ,,მამის ჩაწყობილი საქმეებით მოხვდა” , უპირველესად აკნინებს არა უშუალოდ ამ პიროვნებას , არამედ იმ ჩამოთვლილ თუ ჩამოუთვლელ პროფესორ–მასწავლებლებს , რომლებიც აღნიშნულ სასწავლებელში მოღვაწეობენ .
      და რატომ ? მხოლოდ იმიტომ რომ ნორმალურ საუბარში ვერ ახერხებ არგუმენტის მოყვანას , რომ პიროვნებას შენი სიმართლე დაანახო და ცდილობ ბიძნური ცილისწამებით მოცხო ჩირქი მასაც და სხვა დამსახურებულ მოღვაწეებსაც .

  9. ლენა

    ერთხელ მითხრა მთელი ცხოვრება შენ გეძებდიო, მიყვარხარო და მსგავსი სისულელეები :))) პირველად მხედავდა და ალბათ მოკლე შორტებმა დააბნია და დაუბნელა თავისი წმინდა გონება , ჩათვალა რომ ღმერთმა ცხოვრების სიყვარული გამოუგზავნა და ეს მე ვიყავი :))) კიდევ კარგი მალე გავეცალე თორე სად და როგორ დამთავრდებოდა ჩვენი სიყვარულის ისტორია წარმოდგენაც არ მინდა… დიდი ბაბნიკი და გაიძვერაა ეგ თქვენი თომა:)))

  10. irakli

    კარგია რომ ამდენ დროს უთმობ ამ საკითხს და თუ ერთი ადამიანს მაინც ეგონა ეს კაცი ეკლესიის წარმომადგენელი და ამ პოსტმა გადაარწმუნა და აუხილა თვალები – უკვე წარმოუდგენლად ბევრი გქონია გაკეთებული. უბრალოდ პირადად ჩემი როგორც ერთი ადამიანის თხოვნა იქნება მისი მრევლია თუ ფან-კლუბი თუ ვინც არიან, ძაან “ასეც” ნუ მოიხსენიებ. ისინი ალბათ თვითონ ამ თომაზე უფრო ცოდოები არიან…..

  11. Evalotta

    ძალიან გარყვნილი და ცუდი კაცია ეგ 😦 ჯერ უხამსად ლაპარაკი დამიწყო (არადა უბრალოდ ხატის წაღებაში დავეხმარე), მერე წელზე ხელი მომხვიდა და მაკოცეო :/ მოკლედ რატო უშვებენ საეთოდ მეტროში ცივი იარაღით? :@ ერთხელ მოხუც კაცს ხელი ჰკრა და დააგდო, რადგან მის ჯვარს არ ემთხვია. მოკლედ შეიკარით ერი და ბერი და მიაბრძანეთ ეს კაცი სადაც საჭიროა 😦

  12. gio

    ra toma salosi xalxo gamopxizldit gijia es nu akvebit ragac sisuleleebs!!

  13. me

    mokled or shecdomas an informaciis naklebobas vxedav tqvens blogshi: 1. arc mag toma saloss da arc besik miqavas gamsaxurdiebis ojaxtan aranairi kavshiri araaqvt! da tu besik miqava kvlav gamodis gamsaxurdiebis ojaxs amofarebuli da tavis brdznul azrebs afrqvevs nu shecdebit da nu gaaigiavebt mag marazmatiks baton zviadtan da mis ojaxtan !!! spekulirebs!!! da meore: nu avrcelebt dezinformacias qristefore wamalaidzis shesaxeb da nu aigivebt mas iset nadziralastan rogoric gaioz keratashvilia!

    • 1- პირველ საკითხზე შეგნებულად არაფერს დავწერ , იმ მარტივი მიზეზის გამო , რომ სხვა თემაში ვისაუბრე საკმაოდ ვრცლად როგორც ბესიკ მიქავას , ისე გამსახურდიების ოჯახის შესახებ .
      2– მეორე . ვერანაირად ვერ გავაიგივებ წამალაიძეს და კერატიშვილს , იმ მარტივი მიზეზის გამო , რომ სხვადასხვა პიროვნებები არიან , თუმცა რიგ შემთხვევებში , კერატიშვილი ბევრად სჯობს წამალაიძეს . თუნდაც იმიტომ რომ , დღეს კერატიშვილი ,,სამოქალაქო პირია” , წამალაიძე კი ჯიუტად აგრძელებს თავის საქმიანობას , თავის სქიზმატ მომხრეებთან ერთად რაც დანაშაულია და ისჯება სჯულისკანონით !
      ეკლესიამ ,,გაგიშვა” , ნება იბოძე და დაყენდი . შენი მოძღვარია დაყენებული ? თუ ეკლესიის მრევლი ხარ ნუღარ აღიარებ მაშინ მის ,, უკანონო ღვთისმსახურებას” , რასაც არ აკეთებენ სამწუხაროდ ქრისტეფორე წამალაიძის მომხრეები , თავის ,,სასულიერო პირებიანად” და ღმერთმა შეუნდოთ !

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s