1924 წლის აჯანყება და ძმები ფალავანდიშვილები

გურამ ლურსმანაშვილის ნაშრომზე:
,,1924 წლის აჯანყება და ძმები ფალავანდიშვილები”
გავეცანი გურამ ლურსმანაშვილის ნაშრომს ,,1924 წლის აჯანყება და ძმები ფალავანდიშვილები”. თავიდანვე მინდა შევნიშნო, რომ ჩემთვის კარგად არის ცნობილი ხაშურის რაიონში 1924 წლის აჯანყების შემდეგ დატრიალებული მოვლენები. თავის დროზე ამ საკითხს ვრცელი ნარკვევიც მივუძღვენი, მაგრამ რასაც გურამ ლურსმანაშვილი თავის ნაშრომში აღწერს, ეს ჩემთვის დღემდე უცნობი ფაქტია. ვიცი რომ ხაშურის რაიონში აჯანყებას ადგილი არ ჰქონია, მაგრამ ხელისუფლებამ ინტელიგენციის, თავადაზნაურების, ვაჭრების ერთი ჯგუფი დახვრიტა. ნაწილი ხაშურში ე.წ ზემო სერზე, ხოლო ნაწილი გორში. Aრაც შეეხება გომში მომხდარ ფაქტს, ეს დღემდე უცნობი ფაქტია. გორის არქივში დაცულია ცნობა, რომ გომის სათემო აღმასკომის ტერიტორიაზე აჯანყების დროს სიმშვიდე იყო და არანაირ ექსესს არ ჰქონია ადგილი.
გურამ ლურსმანაშვილის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან სრულიად უცნობი ფაქტი შეისწავლა და დღის სინათლეზე გამოიტანა.ავტორს ჩაუტარებია მეტად საჭირო კვლევა, როცა მოუძებნია ისეთი ხანდაზმული ადამიანი, როგორიც ნიკო ჩოჩიშვილია (მეც მქონია მასთან შეხვედრა) და ჩაუწერია მისი მონათხრობი. ეს მეტად საშური საქმეა, რადგან ის ადამიანები რომელთა თვალწინაც მოხდა 1924 წლის აჯანყება და სხვა მოვლენები, თანდათან მცირდებიან. მათ მოგონებებს კი ხშირად პირველხარისხოვანი ისტორიული საბუთის მნიშვნელობაც შეიძლება მიენიჭოს.
მოსწავლე გურამ ლურსმანაშვილის მიერ ჩატარებული მუშაობა და გამოკვლევა ნამდვილად იმსახურებს ჩვენს ყურადღებას. შეიძლება სცდებოდეს კიდეც მოსწავლის წინაშე დასახულ ამოცანას.
ხაშურის მხარეთმცოდნეობის
მუზეუმის მთ. სპეციალისტი
თამაზ ლაცაბიძე
ა ნ ო ტ ა ც ი ა

ხაშურის რაიონში არის არცთუ ისე დიდი სოფელი გომი,რომელიც ნამდვილად ვერ დაიკვეხნის განსაკუთრე-ბული წარსულით,მისი არსებობის ისტორიაში მხოლოდ რა- მოდენიმეა ისეთი ფაქტი,რომელმაც შეიძლება ჩვენი ყურად- ღება მიიქციოს,ეს ნამუშევარიც მათგან ერთ-ერთია.
თემაში მოგითხრობთ იმ საინტერესო და შემაძრძწუნე- ბელი ისტორიის შესახებ,რომლის საზოგადოების ფართო მასებისთვის გაცნობის დიდი სურვილი გაგვაჩნია.
ამ ნამუშევარში გაეცნობით,თუ როგორი ტრაგიკული ფინალით დასრულდა,სამშობლოსათვის თავდადებული ხუთი ძმის სიცოცხლე,რომელთა გულშიც საქართველოსათვის ანთებული,ჩაუქრობელი კანდელი გიზგიზებდა.
შ ი ნ ა ა რ ს ი
I შესავალი 4
II საქართველო 1921-1924 წლებში 5-8
III მიწაში დამარხული საიდუმლო 9-10
IV უიმედო ძიება 11
V ნიკო პაპა 12-14
VI დასკვნა 15
VII დანართი:ფოტოები 16-19
VII გამოყენებული ლიტერატურა 22
შ ე ს ა ვ ა ლ ი
ქართველებმა უნდა ვიამაყოთ ჩვენი ისტორიული წარსუ-ლით,რომელიც იმდენად მდიდარია და მრავალფეროვანი, რომ შეუძლებელია მარადიული საფიქრალი არ გაუჩინოს ქართველ კაცს.
ხაშური მართალია პატარა რაიონია, თუმცა მას საკმაოდ საინტერესო წარსული აქვს, თურმე ხაშურის ტერიტორიაზე ადამიანს ჯერ კიდევ ქვის ხანიდან უცხოვრია და მას დაუტო- ვებია კიდეც თავისი სულიერი და მატერიალური მოღვაწეობის კვალი.ცნობილია, რომ ხაშურის ტერიტორიაზე გადიოდა აღმო- სავლეთის ქვეყნებიდან დასავლეთ ევროპისკენ მნიშვნელოვანი სავაჭრო-სატრანზიტო გზა.ამ გზის შესახებ ცნობებს გვაწვდის ბერძენი გეოგრაფი სტრაბონი.ცხადია,ხელსაყრელი გეოგრაფი- ული მდებარეობა ხელს უწყობდა ხაშურს, არ ჩამორჩენოდა საქართველოში მიმდინარე კულტურულ ტენდენციებს.
ხაშურის რაიონი მდიდარია მატერიალური კულტურის ძეგლებით.აქ აღნუსხულია სხვადასხვა დროის და დანიშნულე- ების 150-ზე მეტი ძეგლი.თუმცა ამჯერად არცერთის შესახებ არ გიამბობთ.ჩვენი დღევანდელი თემა ეხება იმ შემაძრძწუნე- ბელ და უცნობ ისტორიას,რომელიც ხაშურის რაიონის სოფელ გომში მოხდა.
1.თ.ლაცაბიძე,ხაშურის რაიონი,2000წ.გრაფიქსი
1921 წელს,საქართველოში ხელისუფლების სათავეში მოვიდნენ ქართველი ბოლშევიკები.მოსალოდნელი იყო,რომ ხელი- სუფლება შეეცდებოდა თავისი ფრთხილი პოლიტიკით დაევიწ- ყებინა ქართველი ერისთვის ახალი ხელისუფლების წარმო- შობის მომენტი.მართლაც, ხელისუფლებამ განაცხადა. რომ სა- ქართველოში მოხდა მხოლოდ ძალაუფლების შეცვლა:მენშევიკების მაგიერ ქვეყნის სათავეში მოვიდნენ ქართველი მუშები და გლეხები, საქართველოს დამოუკიდებლობა კი დარჩა კვლავინდებურად…
მათ დაკეტეს 1500-მდე ქართული ეკლესია, შეურაცხყვეს საფლავი დავითისა და კონსტანტინესი, ქართული ეკლესია- მონასტრები,ჩვენი ქრისტიანული რწმენა.შემდეგ ჯერი მიდგა საქართველოს ტერიტორიაზე: რუსეთმა დაუთმო თურქეთს ბათუმის ოლქის ნაწილები და ართვინი, სომხებს მისცა ბორჩალოს მაზრის ნაწილი, აზერბაიჯანს-ზაქათალის, სიღნა-ღისა და თბილისის მაზრების ნაწილები..ბოლშევიკურმა ხელი- სუფლებამ კი თანდათანობით საქართველოს დამოუკიდებ- ლობას ძირი გამოუთხარა და ქართველმა ხალხმა აჯანყებით უპასუხა.
ანტისაბჭოთა აჯანყების დროშა პირველად თავისუფ- ლების მოყვარე სვანებმა ააფრიალეს. მათ სათავეში ედგნენ მოსოსტრ დადიშქელიანი,ნესტორ გარდაფხაძე,ბიძინა პირველი და სხვანი.აჯანყებულებმა სვანეთში შეჭრილი წითელი არმიის

1-ს.ზალდასტანიშვილი-საქართველოს 1924 წლის აჯანყება

საბჭოთა ორგანოები გარეკეს.აჯანყება თითქმის 6 თვეს გრძელდებოდა სამწუხაროდ,საქართველოს სხვა რეგიონებმა სვანეთს მხარი ვერ აუბეს. რაც მთავარია წითელმა არმიამ სვანეთის სრული იზოლაცია მოახერხა.ამის შემდეგ აჯანყება უპერსპექტივო გახდა და თანდათანობით ჩაცხრა.
პარიტეტულმა კომიტეტმა შექმნა და ინახავდა შეიარა- ღებულ რაზმებს:კახეთში ქ.ჩოლოყაშვილისას,ქართლში ლაშქა- რაშვილისას,ბორჯომის რაიონში-კასრაძისას,სვანეთში გარდაფ- ხაძისას, გურიაში მათიაშვილისას და სხვა.ამის შემდეგ პარი- ტეტულმა კომიტეტმა აჯანყების მომენტად აირჩია ინგლისსა და საბჭოთა კავშირს შორის მოლაპარაკების დასაწყისი. ამრიგად,მთელ სამხედრო მუშაობას აჯანყების მოსამზადებ- ლად სათავეში ედგა ,,სამხედრო კომისია”.იგი ორი წევრისგან შედგებოდა ,,სამხედრო კომისია” ეყრდნობოდა თბილისში სამხედრო ქვეკომისიას,პერიფერიებში-საოლქო პარიტეტულ კომიტეტებთან არსებულ სამხედრო ორგანიზაციებს, ხოლოსადაც ასეთები არ არსებობდნენ-საგანგებოსამხედრო
რწმუნებულებს.
1924 წლის ზაფხულისათვის პარიტეტულმა კომიტეტმა დაამთავრა აჯანყების სამხედრო მომზადება.ამავე დროისათვისსაზღვარგარეთიდან მიიღეს ნ.ჟორდანიას სადირექტივო წერილი,აჯანყების გეგმა .ნ. ჟორდანია დირექტივას აძლევს პარიტეტულ კომიტეტს,რომ აჯანყება მთელი კავკასიის

1-საქართველოს ისტორიის ნარკვევები,ტომი-VII გვ198,გამომცემლობა ,,საბჭოთა საქართველო” 1976

მასშტაბით მოეწყო. ,,მხოლოდ ამ შემთხვევაში, მოგვაქცევს ევროპა სერიოზულ ყურადღებას და გაგვიწევს დახმარებას”, წერს ნოე ჟორდანია. პარიტეტულმა კომიტეტმა არაერთგზის გააგზავნა თავისი ემისრები აზერბაიჯანსა და ჩრდილოეთ კავკასიაში, მაგრამ ჟორდანიას დირექტივას განხორციელება არ ეწერა,მათ ვერ შეძლეს ჩრდილოეთ კავკასიასა და აზერბაიჯანში კონტრრევოლუციური გამოსვლების მოწყობა.
1924 წლის ივლისში ანტისაბჭოთა პარტიების ცენტრა ლურმა კომიტეტებმა მიიღეს გადაწყვეტილება აჯანყების დაუ-ყოვნებლივ დაწყების შესახებ. 1924 წლის 7 აგვისტოს დააპატიმრეს ვ.ჯუღელი.ამის შემდეგ აჯანყების საკითხი განიხილა პარიტეტული კომიტეტის პლენარულმა სხდომამ 1924 წლის 18 აგვისტოს და ხმების უმრავლესობით მიიღო გადაწყვეტილება შეიარაღებული აჯანყების დაწყების შესახებ,მიუხედავად ჯუ- ღელის მიერ ციხიდან 12 აგვისტოს გამოგზავნილი წერილისა ,რომლითაც იგი წინადადებას აძლევდა გარეთ დარჩენილ შეთქმულთ მოეხსნათ აჯანყების საკითხი. 22 აგვისტოს პარი- ტეტული კომისიის სხდომაზე კ.ანდრონიკაშვილის, მ.ჯავახიშვილისა და შ.ამირეჯიბის მონაწილეობით შეიარაღებული გამოსვლის დღედ დაინიშნა 28 აგვისტო.
ანტისაბჭოთა მოძრაობამ განსაკუთრებით ფართო ხასია- ათი მიიღო კახეთსა და ფშავ-ხევსურეთში. მას სათავეში ედგა

1-საქართველოს ისტორიის ნარკვევები,ტომი VII.,გვ 199.გამომცემლობა ,,საბჭოთა საქართველო”1976

სახელგანთქმული ოფიცერი ქაქუცა (ქაიხოსრო) ჩოლოყაშვილი . მან შექმნა საკმაოდ მრავალრიცხოვანი შეიარაღებული რაზმი,რომელიც 1921 წლიდან ქიზიყში მოქმედებდა, თუმცა დევნის გაძლიერების გამო იძულებული გახდა ტყეში გასულიყო.მთლად ხალხზე იყო რაზმის კვება და ჩაცმა-დახურვა.1922 წელს გაჭირვება და შიმშილი მძვინვარებდა მთელ საქართველოში,თუმცა ხალხი ყოველმხრივ ხელს უწყობდა და აწვდიდა რაზმს რისი საშუალებაც ჰქონდა.მაშინ როცა თვითონ არაფერი გააჩნდათ.იშვიათი როდი იყო შემთხვევა,რომ თუ ხუთი პური ჰქონდა წვრილშვილიან ოჯახს,ოთხს რაზმს აძლევდა,,ჩვენ იოლად გავალთ,თქვენთვის უფრო საჭიროაო.” სვანეთისა და კახეთ-ფშავ-ხევსურეთის აჯანყებათა გამოცდილებამ ცხადჰყო,რომ პარტიზანული გამოსვლებითა და ლოკალური აჯანყებით საბჭოთა ხელისუფლების დამხობა შეუძლებელი იყო. ემიგრაციაში და თვით საქართველოში თითქმის ერთდროულად წარმოიშვა საყოველთაო აჯანყების მოწყობის იდეა. ამ იდეის აღმოცენებას ხელი შეუწყო იმანაც,რომ ევროპისა და ამერიკის სახელმწიფოებისადმი დახმარების თხოვნამ არავითარი შედეგი არ გამოიღო.
სათანადო მუშაობა საქართველოშიც გაიშალა.აჯანყება ყოველ ქალაქსა და მაზრაში ერთდროულად უნდა დაწყებულიყო. სამწუხაროდ, ჭიათურაში აჯანყება 28 აგვისტოს დაიწყო. ამან აჯანყების დაწყების საიდუმლო გასცა, რამაც ფატალური შედეგი გამოიღო.საბჭოთა ხელისუფლებამ აჯანყება სისხლში ჩაახშო, .უსასტიკესმა რეპრესიებმა ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.მარტო აჯანყების დღეებში მოკლეს 4000 კაცი.თვით იარაღაყრილებსა და შემორიგებულებსაც აღარ ინდობდნენ. საკმარისია აღინიშნოს,რომ ჭიათურიდან.წამოყვანილი ტყვეები მატარებელში ამოჟლიტეს,საქართველოს კრწანისის შემდეგ,ასეთი დღეები არ დასდგომია.

1-ცისკარი,საქ.ქპ.ცკ-ის გამომცეცლობა.გვ 150, 1990 წელი
2-საქართველოს ისტორია IX-კლ,ფ.ლომაშვილი ,თბილისი-2002.გვ 158

3-იქვე.

ფაქტი,რომელზეც ყურადღება უნდა შევაჩეროთ,სწორედ ამ მოვლენებს უკავშირდება.
2003 წლის გაზაფხულზე,მამაჩემი და მე ვმგზავრობდით ფეხით და შევდიოდით სოფელ გომში აღმოსავლეთის მხრიდან, შორიდან შევამჩნიეთ ბავშვები, რომლებიც ფეხბურთს თამაშობდნენ, .გავიფიქრე მივალ ბავშვებთან და ფეხბურთის თამაშში ჩავეზიარები მეთქი, მაგრამ ადგილთან მიახლოებისას ფეხბურთის თამაშის კი არა, ყველანაირი სურვილი გამიქრა და აღვმოჩნდი შემზარავი სურათის მოწმე,პატარა ბავშვები ფეხბურთს თამაშობდნენ ადამიანთა თავის ქალებით,მამაჩემმა,რა თქმა უნდა ბავშვები დატუქსა, შემდეგ შიშველი ხელებით ამოვთხარეთ მიწა და მინიმალურ სიღრმეზე ჩავფალით მიცვალებულთა ნაწილები, იმ ადგილზე იყო არა მარტო თავის ქალები,არამედ სხვა სახის ძვლებიც,რომელთა იდენტიფიცირება მაშინ მე ნამდვილად ვერ მოვახერხე,გამოგიტყდებით და ძალიან შეშინებული ვიყავი, თუმცა მცირეწლოვან ბავშვს მქონდა დიდი სურვილი იმისა,რომ რამენაირად ფარდა ამეხადა ამ საიდუმლოსთვის,თუ არადა მონაწილეობა მაინც მიმეღო მასში.
გადავწყვიტეთ რომ გავრკვეულიყავით ამ ძალიან საინ ტერესო ამბავში, მამაჩემი წინააღმდეგი იყო,რომ ამ ამბის გარკვევაში მეც მიმეღო მონაწილეობა,ვითომ იმიტომ,რომ ასაკით არც თუ ისე დიდი ვიყავი და შეიძლებოდა ამ ამბავს ჩემს ფსიქიკაზე ცუდად ემოქმედა.ძნელია არ დაეთანხმო მამის გადაწყვეტილებას, მითუმეტეს მაშინ, როცა ეს გადაწყვეტილება აგრერიგად ჰუმანური გახლდათ,თუმცა ჩემში იმდენად დიდი იყო შეუცნობელის შეცნობის სურვილი, რომ მამის ესოდენ მტკიცე გადაწყვეტილებაც კი გადაძალა. მამაჩემსაც რაღა დარჩენოდა,იძულებული გახდა, იქით ეტერებინა თავისი ჯიუტი შვილი,საითაც ბურუსის გამფანტველი ქარი დაუბერავდა.
პირველად სოფლის მკვიდრ მოსახლეობას გავესაუბრეთ ,რომლმაც არაფერი არ იცოდა მათგან მხოლოდ ის გავიგეთ, ,რომ ამ ადგილიდან მოუჭრიათ მიწა ყვავილებისთვის,მიწა საკ- მაოდ ნაყოფიერი აღმოჩენილა,რამაც გამოიწვია ის რომ კმაყო- ფილმა მომხმარებლებმა მეორედაც ამოიღეს ამ ადგილიდან მი- წა.საბოლოოდ მანძილი ჩამარხულ ნეშტებსა და მიწის ზედაპირს შორის ძალიან შემცირდა,
შემდგომში გავიგეთ,რომ სოფელ გომში მცხოვრები,ადგილობრივი მკვიდრი,ვინმე არშაკა გიკაშვილი ცხოვრებაში საკმაოდ მრავლისმნახველი კაცი ყოფილა და შეიძლებოდა მას სცოდნოდა რაიმე ამ ამბის შესახებ.ჩვენც გავემართეთ ამ პიროვნებისკენ.ბატონმა არშაკამ გვითხრა, რომ მან იცოდა ამ ამბის შესახებ და მცირე ხანში დაგ- ვიკავშირდებოდა,მოგვცემდა ზუსტ ინფორმაციასაც და დამატე- ბით გაზეთს,რომელშიც დაწვრილებით იქნებოდა აღწერილი ამ ამბის შესახებ, ჩვენც გაგვიხარდა, და იმედითა და მოლოდინით აღსავსენი დავბრუნდით სახლში. გავიდა საკმაოდ დიდი დრო და ბატონი არშაკა არ გვიკავშირდებოდა და ვერც ჩვენ მოვა- ხერხეთ დაკავშირება.
ჩვენ განვაგრძობდით ძიებას,სოფლის მოსახლეობა ხან რა ინფორმაციას გვაწვდიდა,ხან რას თუმცა მათგან რეალური არცერთი არ ყოფილა.ჩვენ არც დოკუმენტური მასალის მოძიება დაგვზარებია,მაგრამ მხოლოდ ერთს მივაკვლიეთ:1906წლის შემოდგომაზე,გომის რკინიგზის სადგურის მახლობლად ცხენოსან პოლიციასთან უთანასწორო ბრძოლაში, მოკლულ იქნა გორის მაზრის ორგანიზაციის წევრი შაქრო მარგიევი,შესაძლებელი იყო იქ მისი ძვლები აღმოჩენილიყო,თუმცა არც ეს ამბავი აკმაყოფილებდა ჩვენს სურვილს.
შემდგომში დაიწყო ჩვენი გრძელვადიანი ძიება და დავიწყეთ მუზეუმებსა და არქივებში ინფორმაციის მოძი- ება.პირველად ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს მივაკითხეთ,შემდგომში ხაშურის არქივს:პოლიტიკური მდგომარეობა რაიონში დამაკმაყოფილებელია.რაც შეეხება ყოფილ კულაკებს,რომლებსაც ჩამოერთვათ ზედმეტი მამული,მათ ეტყობათ,რომ ცოტა უკმაყოფილონი არიან,რაც თანდათანობით გაქარწყლდება.
ეს კი იმას მაუწყებელი იყო,რომ არქივებში არაფერი გვესაქმებოდა. ამის შემდეგ ჯერი მიდგა გორის რაიონულ არქივზე,რომლიდანაც ახალი და საინტერესო ვერაფერი გავიგეთ,ბოლოს თბილისის არქივს მივადექით. ძიება აქაც უშედეგო და არაფრისმომცემი გამოდგა. ამ დროს ცხოვრებაში პირველად ვიგრძენი იმედგაცრუება და რომ ადამიანი ყოველთვის უნდა იყოს ღმერთის იმედზე რადგან ,,შეუძლებელი კაცთაგან შესაძლებელ არს უფლისა მიერ”
გარკვრული დროის შემდეგ გავიგეთ,რომ სოფელ გომის მცხოვრებმა ღრმად მოხუცებულმა ნიკო ჩოჩიშვილმა იცოდა

1-საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტომი V, გვ-428,1990 წ.თბილისი
2-გომის არქივი.აღნ.ფურცელი 9

რაღაც მნიშვნელოვანი ამ თემის შესახებ.ჩვენ ბატონ ნიკოს დეტალურად აღვუწერეთ ის ადგილები,სადაც თავის ქალები და ჩონჩხები ვიპოვეთ,მან გვითხრა, რომ არ შეიძლებოდა ამ ადგილზე მიწის ზემოთ ძვლების პოვნა,რადგან ისინი ძალიან ღრმად იყვნენ დაფლულლნი,ჩვენ ვუთხარით,რომ ამ ადგილიდან ორჯერ ამოიღეს მიწა ყვავილებისთვის, რამაც მიწის ზედაპირისა და ძვლების საგრძნობლად დაახლოება გამოიწვია და ვთხოვეთ ,რომ უფრო ნათლად მოეთხრო ამ ამბის შესახებ ბატონმა ნიკომ კი შემდეგი გვიამბო: 1924 წელს,როდესაც იგი 9 წლისა გახლდათ,მიდიოდა სიმინდის მოსატანად ურმით და მათ ბაღამდე მისასვლელად უნდა გაევლოთ ის ადგილი, სადაც თითქმის საუკუნის შემდეგ მიცვალებულთა ძვლები იქნა ნაპოვნი.მას დაუნახავს ღრმად ამოთხრილი ორმო, რომელშიც ჯერ კიდევ თბილი მიცვალებულები იყვნენ ჩასვენებულნი, კომუნისტებმა თურმე 4-5 დღე არ მიაყარეს მიწა გარდაცვლილებს, რადგან ხალხს შიშის ზარი მოჰგვროდა მათ დანახვაზე და რომ თვითონ კარგა ხანს აღარ ეფიქრათ აჯანყებაში მონაწილეობაზე და წინააღმდეგობა აღარ გაეწიათ კომუნისტური რეჟიმისათვის. ნიკოს მამას ურემი გაუჩერებია,ქუდი მოუხდია და პირჯვარი გადაუწერია, თან თავისი შვილისთვის უთქვამს,რომ მიცვალებულები ძალიან კარგი ხალხი იყვნენ და რომ ისინი დახვრიტეს კომუნისტებმა.
სიკვდილით დასჯილები,ექვსი ძმა ფალავანდიშვილი სოფელ ცერონისიდან იყვნენ.ისინი თურმე თავადები ყოფი ლან(ხუთი ძმიდან ერთ-ერთი გომის სათემო თვითმმართველო-ბაში მუშაობდა) როგორც ჩანს 1924 წლის აგვისტოს აჯანყებასთან კავშირის გამო დაუპატიმრებიათ და ჩამოუყვანიათ გომში, სადაც მილიციის განყოფილება იყო.გარდა ამისა სოსოფელში რკინიგზაც მდებარეობდა, რომლის დახმარებითაც მატარებლით საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, სოფელ გომში ჩამოჰყავდათ თავადები,მღვდლები და კომუნიზმის სხვა ,,ხორცმეტები.“აქ იკრიბებოდა სამკაციანი სასამართლო(,,ტროიკა”) .მეტიც,ბატონმა ნიკომ დაგვისახელა ის სამი პირი, ვინც ე.წ.,,ტროიკაში” შედიოდა,ესენი იყვნენ: იკოშვილი, გიკაშვილი და ლევან კრანეცი. ამათგან უკანასკნელი ადგილობრივ სპირტისა და არყის ქარხანაში მუშაობდა.რაოდენ შემზარავა- დაც არ უნდა მოგეჩვენოთ, ამ რუსი პიროვნების ჰობი იყო ეს საქმე და თავისუფალ დროს სიკვდილმისჯილთა დახვრეტაში ატარებდა,რომლის სანაცვლოდაც გასამრჯელოს სახით იღებდა მანეთსა და რაღაც კაპიკებს. ხოლო მეორე პიროვნება-გიკაშვილი,აღმოჩნდა ბატონი არშაკას მამა.ჩვენ სწორედ ამ დროს მივხდით თუ რატომ აღარ დაგვიკავშირდა ბატონი არშაკა გიკაშვილი.
ბატონ ნიკოსთან საუბრის შემდეგ,ჩვენ დაუყოვნებლივ გავემართეთ სოფელ ცერონისისკენ,სადაც არც თუ ისე დიდი ხნის ძიების შემდეგ მივაკვლიეთ ფალავანდიშვილების ,,ნავთსაყუდელს”,მასპინძლობა გაგვიწია სახელგანთქმულმა ფალავანმა იასე ფალავანდიშვილმა,რომელმაც გვიამბო,რომ ყოფილა 6 ძმა ფალავანდიშვილი,რომლებსაც არ მოსწონდათ კომუნის- ტური მმართველობის პერიოდი და დიდი სურვილი ჰქონიათ, რომ გაენთავისუფლებინათ სამშობლო ამ მძიმე მარწუხებისგან და მიუღიათ კიდევაც მონაწილეობა 1924 წლის აჯანყებაში, თუმცა ცნობილი მიზეზების გამო ხელი მოეცარათ და კომუ- ნისტებმაც დააპატიმრეს, უფროსი ძმა თავისი ასაკის გამო გაუნთავისუფლებიათ. ძმები მიმხვდარან თუ რაშიც იყო საქმე, უმცროსი ძმა გაუპარებიათ და მის მაგივრად უფროსი წასულა ,,ეშაფოტზე”. თავად ბატონი იასე ყოფილა უმცროსი ძმის, კონსტანტინე ფალავანდიშვილის შვილი. სამწუხაროდ ჩვენს ცერონისში ჩასვლამდე ერთი დღით ადრე ბატონ იასეს მამას,რომელიც საკმაოდ მოხუცი ყოფილა, გონება გათიშვია და ლოგინად ჩავარდნილა და მასთან გასაუბრება ვეღარ მოვასწარით.
ჩვენც დავემშვიდობეთ ბატონ იასეს და გამოვემართეთ შინისაკენ.ამოვთხარეთ სახელდახელოდ გაკეთებული საფლავი, დავასუფთავეთ მიმდებარე ტერირორია,დავამზადეთ ჯვარი და სოფლის მოსახლეობასთან ერთად დავმარხეთ პატრიოტ ძმათა ძვლები.

და ს კ ვ ნ ა

ასე მოეფინა ნათელი, იმ ისტორიას, რომლის საიდუმლოსაც თითქმის საუკუნის მანძილზე ინახავდა ეს მიწა და რომლის ამოხსნასაც ჩვენ რამდენიმე წელი მოვანდომეთ,იმედია ამ მცირე ნაშრომით კიდევ ერთხელ გაგვახსენდება,თუ რაოდენ დიდი ღვაწლი გასწიეს ჩვენმა წინაპრებმა იმის გამო,რომ ეს ქვეყანა ჩვენამდე მოღწეულიყო და რაოდენ დიდი ჯვარია თითოეული ქართველი კისერზე, ჯვარი რომელსაც ქართველობა ეწოდება.
ვინ იცის,ამ მიწაზე რამდენია ისეთი ადგილი, რომე- ლიც უფრო დიდ დიდ საიდუმლოს ინახავს.
ჩემი მიზანი იყო რომ ამომეხსნა ეს ბურუსით მო- მოცული ამბავი,და ღვთის მადლით შევძელი კიდევაც,ახლა კი მსურს,რომ საზოგადოების რაც შეიძლება დიდ ნაწილს გავაც- ნო ეს ძალიან საინტერესო ისტორია და იმედია,რომ უფალი დამეხმარება კიდევაც,ჩემი მიზნის საბოლოოდ განხორციელე-ბაში.
ძმები ფალავანდიშვილების საფლავი:

Image

გამოყენებული ლიტერატურა
I-თ.ლაცაბიძე-ხაშურის რაიონი,2000წ.გრაფიქსი
II-ს.ზალდასტანიშვილი-საქართველოს 1924 წლის ამბოხება მერანი 1989
III-საქართველოსი სტორია IX-კლ,ფარნაოზ ლომაშვილი ,განათლება-თბილისი-2002
IV-საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, მთავარი რედაქტორი ს.კინწურაშვილი,ტომი V,1990წ.თბილისი
V-საქართველოს ისტორიის ნარკვევები,ტომი VII,რედაქტორი იური კაჭარავა.გამომცემლობა ,,საბჭოთა საქართველო”1976
VII-ჟურნალი ცისკარი;#8/ მთ.რედაქტორი იორამ ქემერტელიძე.1990 წელი,თბილისი
VII-საქართველოს გეოგრაფიული ატლასი, გ.ქარჩხაძე,2004
IX-ხაშურის რაიონის საარქივო მასალა

Advertisements

8 Comments

Filed under ,,კვლევები'' ( ძირითადად - სკოლის პერიოდის )

8 responses to “1924 წლის აჯანყება და ძმები ფალავანდიშვილები

  1. გამარჯობათ უფროსი ძმა სავარაუდოდ ჩემი დიდი პაპა იყო რომელიც დახვრიტეს ბოლშევიკებმა 1924 წელს ხაშურის რაიონში და თუ შესაძლებელია იქნებ დამეხმაროთ როგორ მოვნახო მათი საფლავი თუ შეიძლება ტქვენი კოორდინატები მომწეროთ პატივისცემით გიორგი ფალავანდიშვილი

    • ძალიან გამიხარდება თუ რამეში დაგეხმარები ძმა…
      593 02 43 45
      საღამოსკენ დამიერეკე ნებისმიერ დროს.
      გურამ ლურსმანაშვილი

    • სოფო ფალავანდიშვილი

      დიდი მადლობა ასეთი ისტორიისათვის, რომელსაც თქვენ ნათელი მოჰფინეთ! მე იმ ძმების ერთერთი შთამომავალი ვარ და ძალიან დიდი სურვილი მაქვს ეს საფლავი ვნახო და წავიდე იქ სხვა ფალავანსიშვილებთან ერთად! სოფო ფალავანდიშვილი.

      • ამ კვირაში ვგეგმავ ბატონ ილია ფალავანდიშვილთან შეხვედრას. ამის შემდეგ უფრო მეტ რამეზე შეგვეძლება პასუხის გაცემა.
        გამიხარდება თუ დაგეხმარებით…

  2. guram gamarjoba xval 6 ianvars sagamos saatebshi tu shedzleb me da ilos gvinda tqventan shexvedra telze ver gikavshirdebi megobaro

  3. მოგესალმებით გურამ! იქნებ ცოტა დაწვრილებით აგვიხსნათ როგორ მოვხვდეთ ამ საფლავთან? ზუსტად რა ადგილას მდებარეობს? დიდი მადლობა ასეთი კარგი საქმისათვის

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s