ბატკნებისა და თევზების თეიმურაზისეული რწმენა. (ჯაყოს ხიზნები)

,,უკუეთუ ვინმე გახარებდეს თქუენ მისა გარეშე რომელი – იგი მიიღეთ შეჩუენებულ იყავნ.’’ (1გალ9)

პიროვნება სულიერებით ფასდება . სწორედ ესაა ის კრიტერიუმი , რაზე დაყრდნობითაც სეიძლება გაიგო თუ ვისთან გაქვს საქმე . შევაფასოთ თეიმურაზის რწმენა . უპირველესად დავიწყოთ იმით , რომ მიხეილ ჯავახიშვილმა მისი სახით ქართველი წარმოგვიჩინა . 1918-1921 წლის ქართველს დავიწყებული ჰქონდა მართლმადიდებლობა . თუ ამ პერიოდში შედგენილ კონსტიტუციას გადავხედავთ , თვალსაჩინო გახდება , რომ იგი არარსებული თავისუფლება-დემოკრატიის სუნითაა გაჟღენთილი . იმ დემოკრატია-თავისუფლებისა რომელიც არ არსებობდა , არ არსებობს და დიდი ალბათობით არც იარსებებს. შემდეგ კი დავისაჯეთ 70 წლიანი კომუნისტური მმართველობით და კიდევ დავისჯებით თუ გონებას არ მოვუხმობთ , რადგან ღმერთმა თავისი რჩეული – ისრაელი არ დაინდო და ,,საძირკვლიანად ამოძირკვა.’’ ეს იმიტომ , რომ რამდენადაც უფალი გულმოწყალეა , იმდენად სამართლიანი მსაჯულია . მით უმეტეს გვაქვს ისტორიული გამოცდილება . ავიღოთ თუნდაც 1254 წელი . მაშინ ქართველებმა მიბაძეს მეფე – ლაშა გიორგის , დაივიწყეს რწმენა და ამის სასჯელი იყო ჯერ ჯალალ-ედ-დინის შემოსევა , შემდეგ მონღოლთა ბატონობის უღელი და ბოლოს საშინელი მიწისძვრა , რომლის შემდეგაც როგორც მემატიანე გადმოგვცემს ,,ერთი წელი მიწა ღმუოდა . ‘’
რაც შეეხება თეიმურაზს . ნაწარმოებში ძალიან მწირი ინფორმაცია გვაქვს მისსა და რელიგიის დამოკიდებულებაზე . აღსანიშნავია ისიც , რომ თავად ხევისთავმაც არ იცის თუ რისი მიმდევარია . მაგრამ ნაწარმოების ბოლოს აღწერილი სურათიდან შეგვიძლია გარკვეული დასკვნების გამოტანა .
ნაკაცარი მართლმადიდებელი არაა , ამაზე მოწმობს მისი თუნდაც ეს ფრაზა : ,,ღმერთს სუსტებისთვის არ სცალიან . ღმერთი მხოლოდ ძლიერთათვის ცდილობს და მხოლოდ მათთვის ზრუნავს . ‘’ეს სიტყვები პირდაპირ ეწინააღმდეგება სახარების სწავლებას , საიდანაც ვიგებთ , რომ ღმერთს ყველა უყვარს და არავის ანსხვავებს ერთმანეთისგან . ნაქმარევი ამას არ სჯერდება და საუბარს აგრძელებს : ,,კიდევ ვიღაც არის ამქვეყნად ღმერთის გარდა . ის ,,ვიღაცა’’ ურმით დასდევს ფეხმარდ ,,მგლებს’’.ეს ფრაზაც არაბიბლიურია რადგან არსებობს კეთილი და ბოროტი მხოლოდ და არც არავის შეუძლია ,,ორი უფლის მონება.’’
აქედან გამომდინარეც სეგვიძლია დავასკვნათ , რომ იგი ქრისტიანულ წიაღში წარმოშობილ რომელიღაც რელიგიიუს მიმდევარია . პირობითად მას შეგვიძლია ,,პროტესტანტი’’ ვუწოდოთ , ხოლო თუ უფრო დავკონკრეტდებით -,,წიგნთაყვანისმცემელი.’’
იგი რომ ,,არამართლმადიდებელი ქრისტიანია’’ თავადაც ადასტურებს მარგოსთან საუბრისას : ,,ბატკნებისა და თევზების რელიგია მაძღარ ჯაყოს რელიგიაზე გასცვალეთ.’’ რატომ ახსენებს იგი მაინცდამაინც ბატკნებს და ცხვრებს? ბიბლიური წიაღის გარდა ძნელად თუ სადმე შეხვდებით ამგვარ შედარებებს .
თეიმურაზს საერთოდ სძულს თევზი . ისმის კითხვა-რატომ? იმიტომ რომ თევზის შუბლზე ჯვარია გამოსახული . ქრისტიანთა დევნისა თუ ხატმებრძოლეობის დროს მორწმუნეები თევზის წინ ლოცულობდნენ ხოლმე . თავად მაცხოვრის მოციქულთაგანაც ხომ არაერთი იყო მეთევზე . ყველას გემახსოვრებათ ეს შეგონებაც : ,, ამიერიდან გაქცევთ კაცთა მებადურებად.’’ მოგვიანებით ტევზე ზოგადად ქრისტიანთა სიმბოლოდ გადაიქცა . რაც შეეხება ცხვარს . თავად უფლის სიმბოლოდ მიიჩნევა კრავი , მორიას მთაზე სწორე დეს ცხოველი სესწირა ისააკის წილ აბრაამმა ღმერთს , ხოლო ქრისტე გვარიგებს რომ მეორედ მოსვლის ჟამს ისე განირჩევა მორწმუნე ურწმუნოსგან , როგორც ცხვრები თევზებისგან . (კიდევ არაერთი ბიბლიური შედარების მოყვანა სეიზლება ამ საკითხზე) . თეიმურაზის რწმენა აღიარებს ღმერთს . (რა თქმა უნდა , ეს ხომ პროტესტანტიზმია ) , მაგრამ აღიარებს რაღაც სხვასაც , რომლის ზუსტი სახელიც არ იცის , მაგრამ შეგვიძლია ბედისწერას დავუკავშიროთ : ,, ,,ურმით მდევარი ,,ვიღაც’’ იმ მგელს მაინც დაეწევა და კბილებს დააგლეჯს . ‘’რადგან ,,წიგნთაყვანისცემლობა’’ ქრისტიანობის დამახინჯებული ფორმაა ,,დოგმატიკაც’’ მისეული ექნება . მართლმადიდებლური სიმბოლიკით სულიწმინდა მტრედის სახით გამოიხატება . ხოლო მტრედის ,,გადმოსვლით’’ საღვთო ნების გამოხატვა . ედგარ პომ ეს ყველაფერი ყორნის სახით გამოხატა თავისებურად (რაც უმალ აიტაცეს ხელოვანება) , მასონებმა ლურჯი ბუს სახით , ხოლო თეიმურაზთან უხილავი ნება ჩხიკვს მოაქვს : ,,ჯაფარა ღობის მარგილზე ხტუნაობით მისდევდა და ჩხაოდა : -გიჟო ! ნუ მიხვალ ! დაბრუნდი ! ‘’ ამ რწმენისთვის მიუღებელია ტყუილი და მოითხოვს მისი მიმდევარისგან მხილებას , ისევე როგორც თეიმურაზმა ამხილა ჯაყო და მარგო : ,,თქვენ რა უფლება გაქვთ , რომ მაგოდენა გესლს ანთხევთ მადამ ფალუს ! ‘’
კიდევ ერთხელ უნდა ვახსენოთ , რომ ხევისთავის რელიგია ქრისტიანობის დამახინჯებული ფორმაა . აქედან გამომდინარე სიცოცხლის შემდგომ ცხოვრებაზეც რა თქმა უნდა ექნება წარმოდგენა თუმცა რა თქმა უნდა არასწორი . თუ მაცხოვარი ჯოჯოხეთზე საუბრისას ბრძანებს , რომ : მუნ იყოს ტირილი და ღრჭენა კბილთა .’’ ნაკაცარი ამბობს : ,,კბილებით დაჰგლეჯს , შამფურზე შესწვავს , ნელ ცეცხლზე მოჰხრაკავს , ბნელ ორმოში ჩაჰყრის და თან გველის წიწილებს ჩააყოლებს . ‘’ ,,წიგნთაყვანისმცელობა’’ თეიმურაზის არსებაში ღირსებაზე , წარსულზე და მარგოზე წინ დგას , რადგან რწმენის გამო გამოქომაგება შეუძლია და მისი დაცვის სურვილი აქვს . ამ ყველაფერს კი მარგოსთან უკანასკნელი საუბრიდან ვიგებთ : ,, ბატკნებისა და თევზების რელიგია გამაძღარ ჯაყოს რელიგიაზე გასცვალეთ და მასხრადაც ამიგდეთ! თქვენი ერთადერთი ღმერთი ფალუსია . თქვენ ბატკნებისა და თევზების ღმერთს ურცხვად გმობ და საქვეყნოდ გამოგაქვთ ტქვენი სასირცხვო.’’
ოდნავი დაფიქრება და ნათელი გახდება , რომ ჯაყო , ლუარსაბი და თეიმურაზიც ერთი რწმენის მიმდევარნი იყვნენ , უბრალოდ გარკვეულ საკითხებზე სხვადასხვა შეხედულება ჰქონდათ . სამივე მათგანის ბოლო საშინელი იყო , მაგრამ არ დაგვავიწყდეს ,რ ომ ეს მხოლოდ დასაწყისია ამქვეყნად იმ ტანჯვისა , რომელიც იმქვეყნად იქნება.

Advertisements

დატოვე კომენტარი

Filed under კრიტიკა

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s