სწავლა-განათლების ცენტრები ძველ საქართველოში

შესავალი

,,ხოლო უკეთუ შორს ხართ სწავლასა , რომელსა ზიარ ქმნულ არიან ყოველნი მწირნი ვიდრემე ხართ და არა შვილნი.’’- წერს პავლე მოციქული ებრაელთა მიმართ ეპისტოლეში . ჩვენს წინაპარს დიდი ხნის წინ გაუთავისებია ეს შეგონება და სწავლა-განათლების კერები დაუარსებია ქვეყანაში .
საქართველოში ასურელი მამების შემოსვლის შემდეგ დაიწყო Dსამონასტრო ცხოვრება , დროთა განმავლობაში კი ეს და სხვა მონასტრები იქცა განათლების უმნიშვნელოვანეს ცენტრად .
გარდა ამისა, ქართველებს უცხოეთშიც დაუარსებიათ მონასტრები . მაგალითისთვის შეიძლება მოვიტანოთ ულუმბოს , ათონის , იერუსალიმის ჯვრის და ბევრი სხვა რელიგიურ-კულტურული ცენტრი . თუმცა , თემის სათაურიდან გამომდინარე ვისაუბრებთ მხოლოდ იმ რამდენიმე ცნობილ დაწესებულებათა შესახებ , რომლებიც საქართველოში არსებობდა .

სარჩევი

სარჩევი
შესავალი
კოლხეთის უმაღლესი რიტორიკული სკოლა
განათლების კერები ტაო-კლარჯეთში
გელათის აკადემია
იყალთოს აკადემია
დასკვნა
გამოყენებული ლიტერატურა

კოლხეთის უმაღლესი რიტორიკული სკოლა

საკმაოდ საინტერესო ცნობებს ვხვდებით ბერძენი ფილოსოფოსის- თემისტიოსის მიერ , მამამისის – ევგენიოსთან გაგზავნილ წერილში. ვიგებთ ინფორმაციას კოლხეთის სკოლის შესახებ და კიდევ იმას, რომ მასაც და მის მშობელსაც, ორივეს აქ მიუღია განათლება . შეგახსენებთ , რომ ჩვენ ვსაუბრობთ IV საუკუნის მოღვაწის შესახებ , რომელმაც დატოვა განათლების ისეთი დიდი მეგაპოლისი , როგორიც საბერძნეთი გახლდათ და ჩამოვიდა საქართველოში ცოდნის გასაღრმავებლად .
ძალიან სამწუხაროა , მაგრამ არ მოგვეპოვება ცნობები იმის შესახებ, თუ რა მეთოდები გამოიყენებოდა , როგორი პროგრამით მიდიოდა სწავლება ან რა საგნებს ეცნობოდნენ იქ მყოფი სტუდენტები .
გარდა ამისა , აგათია სქოლასტიკოსი გვაძლევს მეტად საინტერესო ცნობებს აიეტისა და ფარტაზის პოლემიკის შესახებ და დიდი ალბათობაა იმისა , რომ მათ განათლება სწორედ ზემოთაღნიშნულ სასწავლებელში მიეღოთ .

www . wikipedia . org

განათლების კერები ტაო-კლარჯეთში

არაა საჭირო ჩემი შეხსენება იმის შესახებ , რომ განუზომელია წმ . გრიგოლ ხანძთელის ღვაწლი საქართველოსადმი . ამ საკითხზე შესაძლებელია არაერთი მხრიდან საუბარი . ამჯერად შევჩერდებით მხოლოდ იმაზე , რასაც თემის სათაური მოითხოვს . საუბარს დავიიწყებთ ოპიზის შესახებ .
ოპიზა- აღნიშნულ მონასტერში სხვადასხვა დროს მოღვაწეობდნენ ისეთი ცნობილი მოღვაწენი ,როგორებიც მიქელ პარეხელი, სერაპიონ ზარზმელი, გიორგი მაწყვერელი და, რა თქმა უნდა, ბექა და ბეშქენ ოპიზრები იყვნენ . შეგახსენებთ რომ მათ მიერაა სესრულებული ანჩისხატის , წყაროსთავის სახარების , ბერთის სახარების და სხვა ცნობილი ნივთების მოჭედილობა .
მეორე მონასტერი,რის შესახებაც ვაპირებთ საუბარს გახლავთ-
შატბერდი . სადაც მოღვაწეობდნენ ისეთი ცნობილი პიროვნებები , როგორებიც იყვნენ- იოანე-ზოსიმე, მიქაელ მოდრეკილი, გიორგი მთაწმინდელი და სხვანი . მონასტერშია შექმნილი შატბერდის კრებული , ხოლო გადაწერილი კი გახლავთ – ადიშის , ჯრუჭისა და პარხლის ოთხთავები .
რაც შეეხება ხანძთის მონასტერს – ,, არსენ დიდი, ქართლის კათალიკოსი, მაკარი ლეთეთელი, გიორგი მერჩულე, რომელმაც სწორედ აქ, ხანძთაში დაწერა 950 წელს `ცხოვრება გრიგოლ ხანძთელისა~, ხანძთის წინამძღვარი თევდორე და მისი ძმა იოანე, საბა იშხნელი, თევდორე ნეძველი და ქრისტეფორე კვირიკეწმინდელი, ეფრემ მაწყვერელი, არსენ საბაწმინდელი, ილარიონ იერუსალიმელი და მრავალი სხვა. ხანძთაში შეიქმნა ბევრი უნიკალური ხელნაწერი სახელგანთქმული ხანძთის ოთხთავის ჩათვლით.’’ (1)

1- www. Dzeglebi . ge

გელათის აკადემია

როგორც სხვადასხვა ცნობებიდან ვიგებთ , ,,მესიის მახვილს’’ 1106 წელს დაუწყია გელათის აკადემიის მშენებლობა , მაგრამ ვერ დაუსრულებია ,, მონასტრის მშენებლობის დასრულება დავითმა თავის ვაჟს დემეტრე I-ს (1125 – 1156) დაავალა და უანდერძა: “ხოლო დამრჩა მონასტერი სამარხავი ჩემი და საძვალე შჳლთა ჩემთა უსრულად და წარმყუა მისთჳსცა ტკივილი სამარადისო. აწ შჳლმან ჩემმან მეფემან დიმიტრი სრულჰყოს ყოვლითურთ საუკუნოდ ჩემთჳს და მისთჳს და მომავალთა ჩემთათჳს”.(1)
გელათის აკადემიაში მოღვაწეობდნენ ისეთი პიროვნებები , როგორებიც გახლდნენ- იოანე პეტრიწი, თეოფილე ხუცეს-მონაზონი, იოანე ტარიჭისძე და იმ დროის სხვა თვალსაჩინო წარმომადგენლები .
გელათის აკადემიის ხელმძღვანელს – ,,მოძღვართ მოძღვარი’’ ეწოდებოდა . ,,განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ინსტიტუტი მწიგნობართუხუცესისა , რომელიც თავდაპირველად ერისკაცი იყო და შემდეგ სამღვდელო პირი .იგი იყო პირველი ვეზირი სახელმწიფოსი.’’(2)
როგორც არაერთი მკვლევარი გვამცნობს , გელათში სწავლა ბიზანტიური სისტემით მიმდინარეობდა . (ე.წ. ტრივიუმ – ქუადრივიუმ; (სამი + ოთხი) . და ისწავლებოდა შემდეგი საგნები : არითმეტიკა , ასტრონომია , გრამატიკა , გეომეტრია , მუსიკა , რიტორიკა და ფილოსოფია . არ შეიძლება უყურადღებოდ დაგვრჩეს ერთი მეტად საინტერესო ფაქტი-,, დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი, როგორც კი დაამთავრებს თხრობას გელათის მონასტრისა და აკადემიის აშენების შესახებ, იქვე

1-საქ.ისტორიის ნარკვევები 8 ტომად .(მთ.რედ-გ.კოლელიშვილი) , ტ- II . თბ.1970
2-კ.კეკელიძე – ძვ.ქართული ლიტერატურის ისტორია . თბ.1980

უმალ დასძენს: “აღაშენა ქსენონი ადგილსა შემსგავსებულსა და
შუენიერსა, რომელსა შინა შეკრიბნა ძმანი თვითოსახითა სენითა განცდილნი[‘’, ესე იგი: დააარსა საავადმყოფო სხვადასხვა სენთა
სამკურნალოდო. და აი, ზოგიერთი მკვლევარის მოსაზრებით, ეს ქსენონი (“საავადმყოფო”) დაარსებულა გელათში, როგორც კლინიკა (ანუ პოლიკლინიკა: შდრ. “თვითოსახითა სენითა”, ე.ი. სხვადასხვა დაავადებათა), რომელიც ემსახურებოდა გელათის აკადემიის სამედიცინო კათედრას.(1)

1-საქ.ისტორიის ნარკვევები 8 ტომად .(მთ.რედ-გ.კოლელიშვილი) , ტ- II . თბ.1970
2-კ.კეკელიძე – ძვ.ქართული ლიტერატურის ისტორია . თბ.1980
3-საქართველოს ისტორიის ნარკვევები , ტ- II . თბილისი 1970

იყალთოს აკადემია

საქართველოს აღმავლობა-განვითარება ლოკალური პროცესი არ ყოფილა და მან სრულიად საქართველო მოიცვა . ამის ერთ-ერთი დასტურია აღმოსავლეთ საქართველოში მდებარე იყალთოს აკადემია , რომელიც სრულფასოვნად აგრძელებდა გელათის აკადემიის და თუ სხვა სასწავლებლების დაწყებულ გზას .
თავად შენობა , (განსხვავებით გელათისაგან) ორ სართულიანი ყოფილა , ხოლო პირველი ლექტორი კი გელათიდან გადმოსული არსენ იყალთოელი გახლდათ . სწავლის სისტემა აბსოლიტურ თანხვედრაში მოდიოდა გელათურთან და აქაც ტრივიუმ-კვადრიუმის სტილი იყო საყრდენი .
სასწავლებელში ზემოთაღნისნულ საგანთა გარდა ისწავლებოდა : ,, მჭედლობა, კერამიკა („მეკეცეობა“) და მევენახეობა-მეღვინეობა. .’’ (1)
გარდა ამისა, ჩვენ შეგვიძლია გარკვეულწილად მოსაზრებაც შევიქმნათ აკადემიის არქიტექტურაზე.-,,აკადემიის სიგრძე 73 მეტრია, აქედან 15,22მ. საწნახელია. მას აქვს ძველი და ახალი ნაწილი,სულ ორი საწნახელი იყო და შემდგომში მიაშენეს მესამეც. ერთი ოთახის იატაკში თერთმეტი ქვევრია ჩაფლული, მეორე უფრო განიერი ოთახია. ყველაზე მეტად შენობის ჩრდილოეთი ფასადი არის დაზიანებული, არქეოლოგიური გათხრების შედეგად იქ აღმოჩენილ იქნა ფირუზის ფერი კრამიტები, ასეთები მხოლოდ ეკლესია მონასტრებთან გვხვდება.იყო ასევე საჭურჭლე ქარხანაც, რომელიც მონასტრის გარეთაა. 1938 წელს შენობის გაწმენდის დროს აღმოაჩინეს ბუხარი, რომლის წინა ოთახი სამჭედლო ყოფილა.’’(1)

1-www . wikipedia . org

დასკვნა

წინამდებარე ნამუშევარში , ჩვენ შევეხეთ განათლების ისეთ კერებს როგორებიც იყო – კოლხეთის უმაღლესი ორატორული სკოლა , გელათის აკადემია , იყალთოს აკადემია და სხვანი .
მართალია ნაშრომი მცირეა , მაგრამ საკმარისია იმის გასაგებად თუ რაოდენ მაღალღირებული იყო ქართველებისთვის განათლებისა და მეცნიერების ძლიერი კერების არსებობა ჩვენს ქვეყანაში .
ხშირად იყო შემთხვევა, როდესაც უცხოეთში მიდიოდნენ სასწავლებლად , იღებდნენ ცოდნას და ამ ცოდნას ისევ ქვენის განვითარებას ახმარდნენ . ყოფილა შემთხვევა რომ ჯგუფიც კი წასულა საქართველოს ფარგლებს გარეთ განათლების მისაღებად .(მაგ : გიორგი მთაწმინდელის მიერ უცხოეთში გაგზავნილი 40 ახალგაზრდა , რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს დავით აღმაშენებლის მიერ ქვეყნის განვითარებაში .
დღეს გარკვეულწილად შეცვლილია პროფილი სასწავლებლებისა და მონასტრებიდან საერო დაწესებულებებშია გადმოტანილი , თუმცა გამოვთქვამთ იმედს , რომ თავის მხრივ მონასტრებშიც აღდგება განათლების კერები და საერო სასწავლებლებც წარმატებით გააგრძელებენ დავით აღმასენებლის , არსენ იყალთოელის , გრიგოლ ხანძთელის და სხვათა დაწყებულ საქმეს .

გამოყენებული ლიტერატურა

1 – ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია ; კორნელი კეკელიძე ტომი I ; თბილისი-1980 .

2- საქართველოს ისტორიის ნარკვევები 8 ტომად ; მთ.რედაქტორი – გ . მელიქიშვილი , ტომი – III ; თბილისი – 1970

ინტერნეტ რესურსები

1-www . wikipedia . org

2- www. Dzeglebi . ge

Advertisements

დატოვე კომენტარი

Filed under და.ა.შ.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s