ათცამეტი ასურელი მამა

შესავალი
ადამიანის მიზანი დედამიწაზე სხვა არაფერია თუ არა განღმრთობა . ამ მიზნის შესახებ საინტერესო რამეს წერს არქიმანდრიტი ეპიფანე თეოდოროპულოსი : ,, მონაზვნობა უმოკლესი გზაა განღმრთობისაკენ . ‘’ (1)
რომ არა ასურელი მამები , სავარაუდოდ ეს უმოკლესი გზა კიდევ რამდენიმე საუკუნის განმავლობაში ვერ დამკვიდრდდებოდა საქართველოში . ამ და სხვა მიზეზის გამო , განუზომელია ქართლში მოსული ასურელი ბერების ღვაწლი და დამსახურება .
უამრავი რამ თქმულა თუ დაწერილა ათცამეტი მამის შესახებ . წინამდებარე მცირე ნამუშევარი კი სხვა არაფერია თუ არა ამ ცნობების შეჯერება და ურთიერთშეპირისპირება .
მოცემულ თემაში წარმოდგენილია კ . კეკელიძის , ივ . ჯავახიშვილის , რ. სირაძის და სხვათა ნააზრევი ათცამეტი ასურელი მამის შესახებ . მართალია ზოგიერთ ასპექტში ისინი არ ეთანხმებიან ერთმანეთს , თუმცა ვფიქრობთ , რომ ეს უფრო საინტერესოს გახდის ჩვენ მსჯელობას .

1-ღვთიური სიბრძნის მართლმადიდებლური ენციკლოპედია . გვ. 69

 

სარჩევი

 

1-სარჩევი
2-შესავალი
3-მამების წარმომავლობის შესახებ
4-სირიელ მოძღვართა თავდაპირველი მოღვაწეობის ადგილი
5-მამების აღმსარებლობის შესახებ
6-ასურელ მოღვაწეთა ქართლში მოსვლის შესახებ
7-იოანე ზედაზნელის , დავით გარეჯელის , შიო მღვიმელის , აბიბოს ნეკრესელის ცხოვრება და მოღვაწეობა
8-დასკვნა
9-გამოყენებული ლიტერატურა

 

მამების წარმომავლობის შესახებ

 

მკვლევარებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა მამათა წარმომავლობის შესახებ . კ . კეკელიძე ამ საკითხში ეთანხმება დ . ბაქრაძეს და მიიჩნევს , რომ ისინი არა სირიელები , არამედ ქართველები იყვნენ . თუმცა ივ . ჯავახიშვილი და გ.ფერაძე ამ მოსაზრებას უსაფუძვლოდ მიიჩნევენ . ამის დასტურად კი შესაძლებელია რამდენიმე მტკიცებულების მოყვანა :
I-,,ასურელი მამების ცხოვრებათა მიხედვით , ცნობა ქართლში შემოსვლისთანავე ქართულად ალაპარაკების შესახებ ეხება მხოლოდ მათ წინამძღოლს – იოანე ზედაზნელს და არა ყველა მამას.’’(1)
II-,,იოანე ზედაზნელის მიერ თავისი მოწაფეების საქადაგებლად გაგზავნამდე ისინი გარკვეულ დროს დაჰყოფენ მოძღვართან ერთად ზედაზნის მთაზე . სავარაუდოა , რომ ამ ხნის მანძილზე მამები სულიერ ამაღლებასთან ერთად ეცნობიან ადგილობრივ მოსახლეობას , მათ ზნე-ჩვეულებებს , სწავლობენ ქართულ ენას , ანუ წინასწარ ემზადებიან მომავალი მოღვაწეობისთვის .’’(2)
III-,,ასურელ მამათა სამეტყველო ენასთან დაკავსირებით მათი ,,ცხოვრებებიდან’’ კიდევ ორი შემთხვევაა საყურადღებო : I.დავით გარეჯელი სომხურად პასუხობს გარეჯის მიდამოებში მონადირე დიდებულს – ბუბაქარს (19 , 227 )……..
,, ანტონ მარტმყოფელი ასევე სანადიროდ წამოსულ ,, მახლობელი დაბის მთავრის ‘’ შეკითხვას მისი ვინაობის შესახებ საერთოდ ვერ იგებს და ხელით ცდილობს რაიმეს მიხვედრებას . ‘’ (3)
გარდა ამ ცნობებისა ჩვენ შიო მღვიმელის ცხოვრებიდან ვიგებთ , რომ იგი ანტიოქიაში დაბადებულა , დავით გარეჯელი კი ასურეთში გაზრდილა , ისევე როგორც ნეტარი იოანე .
თუნდაც ამ მწირ ცნობებზე დაყრდნობით ვფიქრობთ , რომ ასურელი მამების ქართველობის შესახებ მსჯელობა არამართებულია .

 

1-საქართველოს ისტორია . ასურელი მამები . დავით მერკვილაძე . გვ 20
2-იქვე
3-იქვე

 

ათცამეტი მოღვაწის წარმომავლობის გაგების შემდეგ ვფიქრობთ , საინტერესო იქნება ვისაუბროთ მათი თავდაპირველი მოღვაწეობის ადგილის შესახებ . ვნახოთ თუ რას ფიქრობს ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი – ვახტანგ გოილაძე : ,,ამრიგად , რადგან ძველი წყაროები ასურელ მამათა თავდაპირველი მოღვაწეობის ადგილად შუამდინარეთსა დამ ის ქალაქ ანტიოქიას ასახელებენ , მეორე მხრივ , ის მონასტერი , რომელშიც ანტონი მოღვაწეობდა , ქალაქ ედესაში(იგივე ანტიოქია ) მდებარეობდა , ასურელ მამათა თავდაპირველი მოღვაწეობის ადგილად სწორედ ეს ქალაქი უნდა მივიჩნიოთ . (1)

 

1-გაზ.საქართველოს რესპუბლიკა . N 279 . 2002 წელი . ვახტანგ გოილაძე

 

მამების აღმსარებლობის შესახებ

 

მოცემულ საკითხზე საუბრისას შეუძლებელია გვერდი ავუაროთ და ყურადღება არ გავამახვილოთ ასურელ მამათა აღმსარებლობის შესახებ . ეს ის საკითხია , რომელმაც სერიოზული ვნებათაღელვა გამოიწვია ბევრ ცნობილ მეცნიერთა შორის . ისინი ზოგს მონოფიზიტებად მიაჩნდნენ , ზოგს დიოფიზიტებად . აგრეთვე იყო აზრი მათი ნესტორიანიზმის მიმდევრობის შესახებ .
საუბარს დავიწყებთ კორნელი კეკელიძით , რომელიც მიიჩნევს, რომ მამები იყვნენ მონოფიზიტები და იმის გამო თუ რა დევნაში იმყოფებოდნენ VI საუკუნეში ანტიქალქედონიტები , თავი შეაფარეს საქართველოს .
ამ მოსაზრების საპირისპიროდ არაერთი ციტატის თუ ამონარიდის მოყვანა შეიძლება სხვადასხვა წყაროდან . ჩვენ ორ მათგანს შემოგთავაზებთ .
,,საგულისხმო არგუმენტებით გამაგრებულ ამ შეხედულებას ( მამათა მონოფიზიტობა გ.ლ.) ერი თვალსაჩინო ნაკლი აქვს : თავად კ. კეკელიძეც აღნისნავს და უამისოდაც კარგად არის ცნობილი , რაოდენ დიდი ავტორიტეტი მოიპოვეს სირიელმა მამება VI საუკუნის საქართველოში და იმთავითვე რაოდენ დიდი იყო მათი გავლენა ეკლესიაზე , საქართველოში ქრისტიანული კულტურის განვითარებაზე . ამავე დროს , ცნობილია , რომ VII ს. დამდეგსქართული ეკლესია ოფიციალურად საბოლოოდ გაემიჯნა მონოფიზიტობას . ასეთ ვითარებაში გაუგებარი გამოდის , რა როლი შეასრულეს სირიელმა მოღვაწეებმა VI საუკუნის მანძილზე , მონოფიზიტ-დიოფიზიტთა გააფთრებული ბრძოლების დროს .’’(1)
,,ამიტომ უფრო დამაჯერებლად ჩანს ტრადიციულ თვალსაზრისს თანხვედრილი ი.ჯავახიშვილის მოსაზრება , რომლის თანახმადაც ასურელი მამები სწორედ დიოფიზიტები უნდა ყოფილიყვნენ და სწორედ ქალკედონელთა (დიოფიზიტთა) პოზიციების განსამტკიცებლად უნდა გამგზავრებულიყვნენ მძაფრი რელიგიური წინააღმდეგობების ასპარეზად ქცეულ საქართველოში . ამ შემთხვევაში მათი მოღვაწეობის სავსებით ლოგიკურ შედეგად წარმოისახა VIII ს. დამდეგს ქართული ეკლესიის დიოფიზიტობაზე გადასვლა .’’(2)

 

1-ქართული მწერლობა . ლექსიკონი-ცნობარი . გვ.31
2-იქვე

 

კ.კეკელიძე უმთავრეს არგუმენტად მამათა მონოფიზიტობის შესახებ მიიჩნევდა იმას , რომ იმ პერიოდში , როდესაც ისინი ქართლში მოვიდნენ , სომხური და ქართული ეკლესია მონოფიზიტურ მრწამსზე იდგა . ამ მოსაზრების საპირისპიროდ ჩვენ გვაქვს რამდენიმე წყარო , ერთ-ერთი მათგანია 574წ. იოანე გაბელენელის მიმართვა კავკასიის ეკლესიის მმართველებისთვის მონოფიზიტურ აღმსარებლობაზე გადასვლის შესახებ , რომელიც არ იქნა მიღებული . თავად წერილი კი ასე ჟღერდა : ,,მოდი , შეუერთდი ჩვენს სარწმუნოებას ქრისტე ღმერთის ერთ ერთი ბუნების და სამწმინდაობის გალობაში ,,რომელი ჩვენთვის ჯვარს ეცუ.’’(1).
საუბრის ბოლოს ჩვენ შეგვიძლია გავეცნოთ იმ პუნქტებსაც , რის მიხედვითაც დასტურდება , რომ VI საუკუნეში ქართლის ეკლესია გახლდათ დიოფიზიტური და არა მონოფიზიტური : ,, I-დვინის 506 წლის საეკლესიო კრებაზე ამიერკავკასიის ეკლესიათა მიერ მონოფიზიტობის აღიარების ნაცვლად ზენონის ,,ჰენოტიკონის’’ მიღება ; II – პ.კესარიელის მიერ ქართველთა სარწმუნოებრივი შეფასება (523-550 წწ.) ; III- ქართლის ეკლესიის მესვეურთა მოქმედება 574 წელს სომხეთის ეკლესიის თხოვნაზე – შეექმნათ სარწმუნოებრივი ერთობა მონოფიზიტურ საფუძველზე . ‘’(2)
ამრიგად შეგვიძლია დანამდვილებით განვაცხადოთ , რომ ასურელი მამების ქართლში მოღვაწეობა მიმართული იყო დიოფიზიტური სარწმუნოების გამტკიცებისა მხრივ და არა მონოფიზიტურის გავრცელებით .

 

1-საქართველოს ისტორია . ასურელი მამები . დავით მერკვილაძე . გვ.18
2-იქვე
ასურელ მოღვაწეთა ქართლში მოსვლის შესახებ

 

არაერთი მოსაზრება გამოოთქვა მოღვაწეების ქართლში მოსვლის დროის შესახებ . თქვენის ნებართვით მოკლედ ვისაუბრებთ ამის შესახებ .
როგორც ,,მოქცევაი ქართლისაი’’ , ,,ქართლის ცხოვრება ‘’ და ,, შიო მღვიმელის ცხოვრება ‘’ გვატყობინებს , მამები ჩვენს ქვეყანაში მოსულან VI საუკუნეში . ამ დროს მეფე იყო ფარსმანი , ხოლო კათალიკოსი-ევლავიოზი . არსებობს მოსაზრება , რომ ფარსმანი , ბოლოსწინა მეფე გახლდათ , ქართლში მეფობის გაუქმებამდე . ამ მოსაზრებებზე დაყრდნობით მეცნიერმა – სერგის კაკაბაძემ ქართლის ბოლო მეფის –მეფობა 505-515 წლებში ივარაუდა.
,,ამისდა მიხედვით სხვა ფარსმანის მეფობის დროს იოანე ზედაზნელის ქართლს მოსვლა საფიქრებელია სწორედ VI საუკუნის დასაწყისში , დაახლოებით 501 წლის ახლოს .’’(1)
აღსანიშნავია ვახტანგ გოილაძის მოსაზრებაც , იგი-,, ფარსმან VI –ის მეფობას ათავსებს რა 525-535 წლებში , იმის გათვალისწინებით , რომ ევლავიოზ კათალიკოსი ,, მოქცევაი ქართლისაის’’ მიხედვით ბაკურის დროს გარდაიცვალა , ასკვნის , რომ ასურელი მამები ქართლში ფარსმანის გამეფების ახლო ხანაში , VI საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისში მოვიდნენ . ‘’(2)
არ შეიძლება არ გავიხსენოთ ევსტათი მცხეთელის წამება , რომელშიც წერია , რომ -,,წელსა მეათესა ხუასრო მეფისასა . ‘’(3) ე.ი. 541 წლისათვის უკვე უმეფობა იყო ქართლში . ამაზე დაყრდნობით ვახტანგ გოილაძემ დაასახელა ზუსტი თარიღი მამების ქართლში მოსვლისა და ესაა 537 წელი . (ვახტანგ გოილაძეს ეთანხმება დავიტ მერკვილაძეც.)

 

1-საქართველოს ისტორია . ასურელი მამები . დავით მერკვილაძე . გვ.18
2-იქვე
3-ჩვენი საუნჯე . ტ.I გვ.

 

მამათა ცხოვრება და მოღვაწეობა

 

იოანე ზედაზნელი
საუბრის მსვლელობისას არაფერი გვითქვამს მოღაწეთა რაოდენობის შესახებ . ახლა კი მოკლედ გაგაცნობთ რას ვფიქრობთ და ვის ვარაუდს ემყარება ჩვენი მოსაზრება .
ამ საკითხში ვეთანხმებით რევაზ სირაძეს , რომელიც წერს : ,, ცნობილია , რომ თვით რიცხვი ( 13 ) მამათა რაოდენობისა ტრადიციამ დაამკვიდრა . ცნობილია , რომ ესეც სიმბოლურია (ქრისტე და მისი 12 მოწაფის მიხედვით , თუმცა მამანი 17 მაინც იყვნენ ) ისიც აშკარაა რომ მათ ერთი საერთო მიზანი ჰქონდათ .‘’(1)
ჩვენ 17 მამაზე საუბრისგან თავს შევიკავებთ და მხოლოდ ოთხი მათგანით შემოვიფარგლებით . დავიწყებთ იოანე ზედაზნელით.
სხვადასხვა ცნობებზე დაყრდნობით იგი შუამდინარეთიდან, კონკრეტულად კი ანტიოქიიდან ყოფილა . მას დაუტევებია თავისი სახლი და უდაბნოსი მოსაგრეობდა , თუმცა უფალს არ სდომებია რომ მისი მოღვაწეობა დაფარული ყოფილიყო . ,,და ვითარცა განცხადნა სადა-იგი იყოფებოდა , მიჰგურიდეს მას ცხედრითა სნეულებსა და ეშმაკეულებსა , და ყოველნი განიკურნებოდეს ძალითა ღმრთისაითა და ლოცვითა მამისა ჩვენისა იოანესითა . ‘’(1)
მას მოწაფეებიც შემოუკრებია გარშემო . გარკვეული დროის გასვლის შემდეგ კი უცნობებია მათთვის , რომ აპირებდა სამოღვაწეო ადგილის შეცვლას . მორჩილთა პასუხი კი ამ ამბავზე შემდეგნაერი იყო : ,, ცხოველ არს უფალი , არა განგიტეოთ შენ მარტოი , არამედ ჩვენცა წარმოვიდეთ , რაითა არა მოგუაკლდეს წყაროისა მისგან , რომელსა ვსუამთ შენ მიერ.’’ (2)
წამოსულა წმ. მამა მოწაფეებთან ერთად და როდესაც მცხეთაში მოსულა გადაუწყვეტია , რომ ამ ქალაქის მახლობლად დასახლებულიყო . ხოლო მოწაფეები კი სხვადასხვა ადგილებში გაუშვია სამოღვაწეოდ .
რაც შეეხება თავად წმ.მამის მოღვაწეობას . იგი დიდ ღვაწლში ყოფილა და ძლიერად ლოცულობდა თუ მარხულობდა . ამასთანავე უუნდა აღვნიშნოთ , რომ ის ადგილი სადაც მოღვაწეობდა ყოფილა-,,ფრიად ურწყული’’ და მამა იოანეს ლოცვით უფალს აღმოუცენებია წყარო , რომელიც დღემდე არსებობს .

 

1- გვ.157
2-იქვე

 

ერთხელ ამ წყაროსთან მისულ ბერს დათვი შეხვედრია და შეშინებია . ეს რომ გაუგია ნეტარ მამს უბრძანებია ცხოველისთვის , რომ იმ დღის შემდეგ აღარავისთვის ევნო და დათვიც დამორჩილებულა მის სიტყვას.

 

დავით გარეჯელი
წმ.მამა დავით გარეჯელი სამოღვაწეოდ უდაბნოში წასულა . მას და მოწაფე-ლუკიანეს მოუძებნიათ ადგილი კლდის პარეხი , ,, რომელსა ქუეშე დაივანეს და რაჟამს დასცხის ანუ იყვნის წვიმაი , პარეხსა მას ქუეშე განისუენიან . ‘’ (1)
სასწაულებრივი ყოფილა მამათა კვება . მათ ირმები აძლევდნენ საზრდოს , რომლებიც მოდიოდნენ და როგორც ცხვრები ისე მორჩილად იწველიდნენ . სასწაულის კიდევ ერთი გამოხატულება გახლდათ ის , რომ ისინი ოთხსაბათსა და პარასკევს არ ეკარებოდნენ ბერებს .
ერთხელ ერთ მძვინნვარე ქვეწარმავალს , გადაუყლაპია ირმის ნუკრი . შეშინებული ირმები მოღვაწეებთან მისულან . მამა დავითმა სულიწმინდის მადლით შეიტყო მომხდარის შესახებ , მივიდა მტაცებელთან და დაემუქრა , რომ თუ არ გაეცლებოდა იქაურობას თაგვთა საჭმელად გახდიდა მას . სასწაულებრივად ამეტყველდა თურმე ვეშაპი და უთხრა წმიდანს , რომ მეხიტ-ტეხისა ეშინოდა და ამის გამო ვერ გამოდიოდა სამალავისაგან . მამა დავითი კი დაპირებია მას , რომ უვნებლად მიიყვანდა წყლამდე და თევზიც გაჰყოლია მას . შუა გზაში ვესაპს მეხი დაეცა და მოკვდა . ამაზე ძალიან დამწუხრებულა ბერი . თუმცა ანგელოზს უთქვამს მისთვის , რომ ზღვაში ვეშაპი ბევრ თევზს გაანადგურებდა და ნავებს დაღუპავდა .
კიდევ ერთ საინტერესო ფაქტს გვიმალავს ბერის ცხოვრება . თურმე ერთ ბარბაროზს გადაუწყვეტია მისი მოკვლა და არათუ გადაუწყვეტია , არამედ ხმალიც მოუწნევია მისთვის , თუმცა ეს ხმალი , როგორც შეშა ისე დამსხვრეულამოღვაწის კისერზე . ამის მხილველი მოძალადე სინანულში ჩავარდნილა და ევედრებოდა მოძღვარს რომ ცოდვათა მოტევებისათვის და მისი კოჭლი ძის განკურნებისათვის . მამა დავითსაც დაუმშვიდებია ბარბაროსი და მართლაც , როდესაც იგი სახლში მისულა უნახავს , რომ ძე განკურნებულა და ბუნებრივია ძალიან გახარებია .

 

1- გვ.165

 

შიო მღვიმელი
ნეტარი შიო მღვიმელი , როგორც მისი ცხოვრება გვაუწყებს ქალაქ მცხეთის ძალიან საშიშ ხევში დასახლებულა . ეს არ უკმარია და მძიმე მოღვაწეობას ეწეოდა იქ . საზრდელს კი მტრედი აძლევდა მას . ერთხელ ეს უნახავს ვინმე წარჩინებულ ევაგრეს. აყოლია მტრედს , რომელსაც იგი მოღვაწესთან მიუყვანია . იმდენად მოხიბლულა ამით მთავარი , რომ დამოწაფებია მოღვაწეს . როგორც ჩანს , ევაგრეს მსგავსად ბევრს მონდომებია ნეტარი შიოს ღვაწლის თააზიარობა და ძმობა მალეც გამრავლებულა . ამან კი წარმოშვა საჭიროება იმისა , რომ ყოლოდათ სახედრები , რატა მცირედ მაინც შეემსუბუქებინათ ის ყოფა , რომელშიც მოღვაწენი იმყოფებოდნენ . იმ ადგილებში უამრავი მხეცი ბინადრობდა , რომელიც საფრთხეს უქმნიდა მოშინაურებულ ცხოველებს . რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს , მამა შიოს ბრძანებით სახედრებს დარაჯად მგელი ყავდათ მიჩენილი , რომელიც ყურადღებას აქცევდა მათ . ერთხელ ერთი სახედარი ციცაბო კლდიდან გადაჩეხილა . მისი დაკარგვა კი ბერებს მგლისთვის დაუბრალებიათ და მიუჩნევიათ , რომ მას შეუწამია იგი . თუმცა თავად ამ მტაცებელს წაუყვანია ისინი და უნახებია ის ადგილი , სადაც მომკვდარა კარაული და ბერებიც მიმხვდარან თავიანთ შეცდომას .
ერთხელ წმ.იოანე ზედაზნელს შეუკრებია მოწაფეები , რომ საკუთარი თვალით ენახა თუ რომელმა მათგანმა , რა სულიერ მდგომარეობას მიაღწია . ამ დროს , მამა შიოს აუღია მგზნებარე ნაკვერჩხალი , დაუდია ხელის გულზე და საკმეველი უკმევია იქაურობისთვის . საოცარ კეთილსურნელებას დაუფარავს მიდამო . გაოცებული ძმებისთვის კი ნეტარ იოანეს ასე მიუმართავს : ,,ამან ცეცხლმან იცნა სამნი ყრმანი ბაბილონს , რაჟამს იგი სახმილსა შინა შესთხივნეს ქალდეველთა .’’(1)
ამ ფაქტიდან რამდენიმე ხნის შემდეგ , ნეტარი შიო დამკვიდრებულა მღვიმეში საკუთარი სულის საცხოვნებლად და სხვათა საოხად.

 

1- გვ.161

 

აბიბოს ნეკრესელი

 

ბოლო მამა ათორმეტ მოღვაწეთაგან , რომლის შესახებაც ახლა ვისაუბრებთ , გახლავთ აბიბოს ნეკრესელი . მისი მოღვაწეობის დროს , სპარსელები- ,,მრავალთა დაუმტკიცებელთა სარწმუნოებასა და ნაკლულევანთა გონებათა შეაცთუნებდეს.’’(1) საღვთო შურით აღვსილმა ნეტარმა აბიბოსმა წყალი დაასხა მაზდეანთა მთავარ ღვთაებას-ცეცხლს და ჩააქრო იგი , რის გამოც საპყრობილეში ჩასვეს .
ნეტარმა მამამ წინასწარ განწვრიტა თავისი აღსასრული და აიღო უფლება რომ წმ.მამა შიო ენახა . მართლაც შეხვდნენ ერთმანეთს ბერები , მოიკითხეს ერთმანეთი და გაუზიარეს აზრები . აღმოჩნდა , რომ წმ. შიოს უკვე სცოდნოდა წმ.სვიმონ მესვეტის ქმედება (აბიბოს ნეკრესელი) , რომელსაც ჩაუქრია ცეცხლთაყვანისმცემელთა ღვთაება . ამ საუბრით უფრო მეტად გამტკიცდა წმ.აბიბოსი და უშიშრად გამოემართა სამსჯავროსკენ , რომელიც იმართებოდა სოფელ რეკში , სადაც მრავალი ადამიანი იყო შეკრებილი .
მარზპანმა ამგვარი შეკითხვა დასვა-,,მე გკითხავ , რაისათვის მოჰკალ ღმერთი ღმერთი ჩუენი და შენ გნებავს , რაითამცა შენისა ღმრთისა წარგვიყვანე ?’’(1) წმ.მამამ კი მშვიდად მიუგო , რომ მას არ მოუკლავს ღმერთი , არამედ ერთ-ერთი ოთხ სტიქიათაგანი გააქრო , უფრო ძლიერი სტიქიის მოქმედებით და დასძინა რომ -,, აწ მიკვირს თქუენი ესე , ესევითარი სიცოფეი , ვითარ არა სირცხვილ გიჩნს მისი სახელის დებად ღმერთად , რომელსა ესოდენი სული აქუს .’’(2)
პასუხით განრისხებულმა მარზპანმა ბრძანა მოღვაწის ქვებით ჩაქოლვა , ხოლო მის განსვენებულ ცხედარს კი დარაჯობდნენ , რადგან ადამიანთა ნაცვლად ცხოველთა საკუთრება გამხდარიყო იგი . თუმცა არც ფრინველი და არც სხვა რაიმე არსება არ მიეკარა მოძღვრის ნეშტს , ხოლო მორწმუნეებმა კი პატივით დაკრძალეს აბიბოს ნეკრესელის წმ. ნაწილები .

 

1- გვ.169
2- იქვე

 

დასკვნა

 

ათცამეტი ასურელ მამის ღვაწლი რომ განუზომელია ეს ჩვენი შეხსენების გარეშეც ცნობილია . თუმცა , წინამდებარე გამოცემიდან გვინდოდა გვეჩვენებინა , რომ იოანე ზედაზნელი და მისი მოწაფეები იყვნენ ასურეთიდან , აღმსარებლობით იყვნენ დიოფიზიტები და არა მონოფიზიტები (ნესტორიანიზმზზე არც შევჩერდებით) , ქართლში მოსულან VI საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისში და მათი რიცხვი დაახლოებით შეადგენდა ჩვიდმეტ ბერს .
ამ ნააზრევის არგუმენტირებისათვის კი გამოვიყენეთ ისეთი პიროვნებების მოსაზრებები , როგორებიც გახლდნენ : ივ . ჯავახიშვილი , გრ . ფერაძე , კ.კეკელიძე , რ . სირაძე და სხვები .
რამდენად კარგად გამოგვივიდა ეს საქმე , ამის შეფასება თქვენთვის მოგვინდია .

 

გამოყენებული ლიტერატურა

 

I- საქართველოს ისტორია . ასურელი მამები . დავით მერკვილაძე

 

II- საქართველოს რესპუბლიკა . 279 . 2002 წელი .

 

II- ქრისტიანული კულტურა და ქართული მწერლობა. რ.სირაძე 1992წ.
III- ქართული მწერლობა , ლექსიკონი-ცნობარი

 

V- ღვთიური სიბრძნის მართლმადიდებლური ენციკლოპედია. თბ.2007 შემდგენელი-
გივი კალანდაძე
VI- ჩვენი საუნჯე ; ტომი-I

 

VII- ძვ. ქართული ლიტერატურეს ისტორია ; ტომი-I ; კ.კეკელიძე

 

 

Image

 

Advertisements

დატოვე კომენტარი

Filed under ,,კვლევები'' ( ძირითადად - სკოლის პერიოდის )

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s