დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა და მართლმადიდებლობა .

                                           ,,ყოველი ფუჭი სიტყვისთვის,რომელსაც იტყვიან კაცნი,პასუხს   

                                                აგებენ განკითხვის დღეს.“(მათე.12-36)

,,მის (კონსტანტინე გამსახურდია გ.ლ.) ნაწარმოებებს განიხილავენ ისტორიული,სოციალურ-პოლიტიკური და სხვა თვალსაზრისით,მაგრამ ჯერ არ ყოფილა სერიოზული მსჯელობა მწერლის მსოფლმეხველობაზე, მის რელიგიურ-ფილოსოფიურ კრედოზე,“(1)წერს საქართველოს პირველი პრეზიდენტი წერილში-,,კონსტანტინე გამსახურდია და  ქრისტიანობა.“სწორედ ამ ,,ნაკლის“გამოსწორებას შევეცდებით  მოცემულ თემაში და ამ რომანის განხილვას მართლმადიდებლურ სარწმუნოებასთან მიმართებაში.“

უპირველესად  გამოვთქვამთ უდიდეს პატივისცემას კონსტანტინე გამსახურდიას მიმართ.(აგრეთვე მისი შემოქმედებისადმი),ხოლო თუ ვინმეს მოცემულ თემაში რამე არ მოეწონება,შევახსენებთ დეკანოზ თეოდორე გიგნაძის სიტყვებს:,,ჩვენ  ვაქებთ ამ ნაწარმოების  ენას და არ ვაფასებთ მას,როგორც ფილოლოგები.არამედ განვიხილავთ მართლმადიდებლურ ჭრილში.“ამგვარადვე ვიქცევით ჩვენც და არ გავამახვილებთ ყურადღებას,თუ ვისი ან რისი ეპიგონი გახლდათ ბატონი კონსტანტინე,არ გავამახვილებთ ყურადღებას იმ  შეუსაბამოებებზე , რაც ამ რომანშია გადმოცემული.არ მივაქცევთ ყურადღებას  ნაწარმოებში არსებულ სტილისტურ ხარვეზებს,აგრეთვე არ ვისაუბრებთ ავტორის სხვა ნაწარმოებებზე (შეიძლება იქ უფრო მძაფრადაა გამოხატული რელიგიისადმი წინააღმდეგობა) , არამედ განვიხილავთ მხოლოდ ,,დიდოსტატი კონსტანტინეს მარჯვენას“მართლმადიდებლობასთან მიმართებაში.

საუბარი ზედმეტად სწორხაზოვანი რომ არ გამოგვივიდეს,მწერლის პოზიციის დასაცავად გამოვიყენებთ ხოლმე მისი ვაჟიშვილის წერილს-,,კონსტანტინე გამსახურდია და მართლმადიდებლობა.“(არა გვგონია ვინმემ მოცემულ პიროვნებაზე (ან მის წერილზე) მეტად შეძლოს  ერთ-ერთი პირველი ქართველი ჩოხოსნის ,,დაცვა.“

წინასწარ მოგახსენებთ იმასაც,რომ მოცემულ თემაში ვისაუბრებთ ყოველგვარი მხატვრული სიტყვების გარეშე.(რადგან უფლებას ვერ მივცემთ საკუთარ თავს ასე მოვიქცეთ,როდესაც საქმე ეხება ისეთ მწერალს,როგორიც კონსტანტინე გამსახურდიაა!) აგრეთვე არაფერს არ ვიტყვით საკუთარ ვარაუდებს პერსონაჟთა მსგავსებაზე სხვადასხვა პიროვნებათა მიმართ.(მაგალითად ექვთიმე თაყაისშვილისადმი და.ა.შ.)ჩვენ უბრალოდ  მოვიხმობთ ციტატებს ზემოთ ნახსენები ნაწარმოებიდან და ვისაუბრებთ მათ შესახებ.

ქართული გამოთქმაა:,,სიმართლის მთქმელს ცხენი ყოველთვის შეკაზმული უნდა ჰყავდესო.“ჩვენც სეკაზმული ცხენით ვიწყებთ თხრობას.

ვინც მეტ-ნაკლებად იცნობს კონსტანტინე გამსახურდიას  შემოქმედებას,შეუმჩნეველი არ დარჩება,რომ მწერალი ,,შეფარვების დიდოსტატია“,რის გამოც ნებისმიერ ღვთისმგმობელ

———————————————————–

1-ზვიად გამსახურდია-წერილები,ესსეები. 377 გვ.თბილისი-1991

თუ ანტიმართლმადიდებლურ     სიტყვას ისეთ სიტუაციაში ათქმევინებს,  ისეთ პერსონაჟს,         რომ   ,,რელიგიურ  ოპონენტთან“               დაპირისპირებისას    უპირატესობა ჰქონდეს,  მაგრამ  ამ რომანში იმდენად აშკარაა ანტიმართლმადიდებლური განწყობა,რომ შეუძლებელია მათი გამართლება.

აუცილებლად ვითვალისწინებთ იმ ეპოქას,რომელშიც ბატონი კონსტანტინე გამსახურდია ცხოვრობდა,იმ ცენზურას,რაც მაშინ ბატონობდა,რომლის გამოც ხელოვანმა შესაძლოა მცირე დოზით გამოთქვას რამე მიუღებელი,(თუმცა ესეც არაა გასასამართლებელი საბუთი,რადგან ჩვენი რწმენა კრძალავს ნელთბილობას და ცხოვრებაში მსახიობობას.)მაგრამ იმ ფრაზებს,         რაც ზემოთნახსენებ    ნაწარმოებშია    აღწერილი ,   ვერავინ  და  ვერაფერი ამართლებს ( რწმენასთან მიმართებაში).

ჩვენ არაფერს ვამტკიცებთ, უბრალოდ , შემოგთავაზებთ ციტატებს ამ რომანიდან და შემდეგ თავად განსაჯეთ , შეიძლება თუ არა ამგვარი წინადადებებით გაჯერებული ნაწარმოები მართლმადიდებლური პათოსით იყოს დაწერილი,ან შესაძლებელია თუ არა,რომ პიროვნება,რომელმაც თავის პერსონაჟებს ასეთი და ამდენი სიტყვები ,,ათქმევინა“,იყოს  ,,ღრმადმორწმუ მართლმადიდებელი.“

  სიწმინდეების    შეურაცხყოფა

                                                        ,,მირონცხებით მეორდება მორწმუნეებზე სულიწმინდის ის არსისმიერი გარდამოსვლა,რომელიც ქრისტეზე აღსრულდა მდინარე იორდანეზე,როცა მან იოანესგან მიიღო ნათელი…და ეს ყოველივე თქვენზეც აღესრულება მირონცხების დროს სახისმიერად,ხატოვნად,იმიტომ,რომ  თქვენ თვითონაც ქრისტეს ხატი ხართ.“(წმ.კირილე იერუსალიმელი.)

                                                                            

ვინც ოდნავ მაინცაა ჩახედული მართლმადიდებლობაში,კარგად ეცოდინება,თუ რამხელა ადგილი უჭირავს რწმენაში ისეთ სიწმინდეებს,როგორებიცაა:ჯვარი,ხატი, მირონი… ვნახოთ,თუ როგორ  ალაპარაკებს მათ შესახებ კონსტანტინე გამსახურდია საკუთარ პერსონაჟებს.

,,ბერძნებს ეს უნდათ,ჩვენი ბომონები ვგმოთ და მათ ეკლესიებში ვილოცოთ.წინაპართა ჩვენი სალოცავები შეგვიმუსრეს,თავიანთი ხატები და ჯვრები შემოგვაჩეჩეს ხელში.“ (გვ.517-518) გარდა სიწმინდეთა შეურაცხყოფისა ,  ავტორი ამ ციტატით ისტორიულ რეალობასაც ამახინჯებს. რამდენიმე მკვლევარი აღნიშნავს, რომ  კონსტანტინე გამსახურდია თავის შემოქმედებაში ცდილობს იმას,რომ მართლმადიდებლობა წარმართულ რწმენაზე დაფუძნებულ რელიგიად წარმოგვიჩინოს.სხვას რას უნდა მივაწეროთ ეს ფაქტი.შეგახსენებთ ლეონტი მროველს,რომელიც ასაბუთებდა,რომ ქართველთა წინაპარი ქართლოსი ყოფილა,რომლის მამაც-თარგამოსი,ნოეს ვაჟ-იაფეტის შვილიშვილი გახლდათ.აქედანაც ვრწმუნდებით,რომ ქართველთა წინაპარი ბიბლიური ერთი ღმერთის თაყვანისმცემელი ყოფილა და არა წარმართული ბომონის.

საინტერესოა , თუ როგორ აღწერს ბატონი კონსტანტინე არსაკიძის ლიტურღიაზე ყოფნის პერიოდს:,,გული უწუხდა კონსტანტინეს,ბრბოში გაჭექილს ოფლის სუნი მისწვდა მის სათუთ ყნოსვას,ოფლისა,საკმევლისა და მირონის სუნი ურთიერთში აღრეული.“ (გვ. 579) გარდა იმისა,რომ მოცემულ სიტუაციაში მწერალი მკრეხელურად იქცევა,ტყუილსაც ამბობს,რადგან ყველას მოეხსენება,თუ რა რაოდენობის ან როგორ ვითარებაში ინახება ნებისმიერ ეკლესიაში წმიდა მირონი დაშეუძლებელია ტაძარში მისი არომატის გავრცელება.მითუმეტეს მისი გარჩევა საკმევლის და ოფლის სუნის დროს.ამას არ სჯერდება გამსახურდია და კიდევ აღწერს მსგავს მოგონილ და დამცინავ ვითარებას სიწმინდეებთან მიმართებაში:,,რაღაც უცნაურმა სუნმა ჩამოუქროლა არსაკიძეს.ბნელ სენაკებსა და საოსტიგნოებში რომ სცემია,სწორედ ისეთმა სუნმა.“ ( გვ.660 )

                                    სასულიერო    პირებზე

,,აწ  უკუე რომელმან შეურაცხ-ყოს , არა  კაცსა  შეურაცხ-ყოფს ,არამედ ,ღმერთსა.“(1 თეს.3-8)

ჩვენ მიერ განსახილველ რომანში უამრავი ადგილია,სადაც ავტორი თავის პერსონაჟებს სასულიერო პირების შეურაცხმყოფელ და დამცინავ სიტყვებს ალაპარაკებს.აი,რას წერს საქართველოს პირველი პრეზიდენტის მამა მონაზვნებზე:,, ფარსმან სპარსი დედათა მონასტერს შესჩვეოდა,მცირეწლოვან მორჩილ ქალწულებს საჩუქრებით გაიტყუებდა მთავართა სანათლოის ერთ ბნელ ქუჩისკენ,სადაც გაუქმებული ბაზილიკის უკან,ბნელ სენაკში ცხოვრობდა თავათ და ნამუსს ახდიდა თურმე.“ ( გვ. 490 )

სხვა ადგილზე ავტორი ამგვარი ზიზღით მოიხსენიებს მონაზვნებს:,,არაფერი ისე შემზარავი არაა ამქვეყნად,როგორც მახინჯი დიაცები ერთად შეყრილნი,როგორი მოდრეკილი,კუკუმოქცეული,დაღრეჯილი აღნაგობა აქვთ ამ საცოდავებს!“  (გვ . 671 ) ამ ფრაზას არ სჯერდება იგი და  აგრძელებს საუბარს:,,მართლაც , საშინელი ფიგურები მიფორთხავდნენ მტვერში.თოჯინებსავით  გამოჩორვილნი,თეძოდაშლილნი,ფეხ მოქცეულნი,მენჯბრტყელნი და თავწვრილა,   დათვოულის  ძელივით  აყლაყუდანი ზოგნიც.“  (  გვ . 672 ) იმასაც წერს გამსახურდია,თუ როგორი ავხორცული აღგზნება გამოიწვია ამ ეპიზოდმა ქვეყნის  მმართველებს შორის:,,უთვალთვალებენ დასიცხული მეფე და ერისთავი სიმრგვალისა და სირბილის ტოკვას ძაძით შეფარვულს,განიერი თეძოების რყევას.“ ( გვ. 672 ) ამ ყოველივეს შემდეგ კი უფლებას აძლევს საკუთარ თავს ავტორი და მათ,ვინც საკუთარი სხეულნი ზეციურ სასიძოსთვის გაამზადეს,დაწყევლილად მიიჩნევს:,,ვინ დასწყევლა  ეს მშვენიერი დიაცები , მუდამ მგლოვიარენი იყვნენ,ჭკნობას შეუნახონ მშვენება,რათა ერთ დღეს მოვიდეს სიკვდილი და ისე მოიმკას ისინი,რომ ერთხელ მაინც არავინ იგემოს მათი  მშვენიერი სხეულის სიმწიფე.“ ( გვ. 672 )

სხვა დროს და სხვა ადგილზე ასე მოიხსენიებს მწერალი მოძღვარს: ,, კარგად იცოდა არსაკიძემაც გულბოროტი რომ იყო ეზოსმოძღვარი ამბროსი,ენაჭარტალა და მთესავი ღვარძლისა.“ ( გვ . 574 )შემდგომ ციტატაში კი ვნახავთ , თუ რას ადარებს სასულიერო პირებს ის პიროვნება,რომელზეც როგორც თავის ვაჟი ამბობს:,,გამდელ ეკაიას ჩანერგული რელიგიური მოწიწება და ღვთისმოსაობა მთელი ბავშვობისა  და სიჭაბუკის მანძილზე გაჰყვა მას.“(2) (საინტერესოა სიჭაბუკის დასრულების შემდეგ ,ეს მოწიწება და ღვთისმოსაობაც ხომ არ დასრულდა?)

               ,,ეკლესიის ყვავებივით დამსხდარიყვნენ დანარჩენი ბერები სარეცელის ირგვლივ.მათგან ისეთი შთაბეჭდილება მიიღო სტუმარმა , დუმილის მოწესედ დამსხდარანო ეს შაოსნები  ხატებით მორთულ საწოლ დარბაზში.  გაციებული კამეჩივით ქშინავდა შავწვერა გოლიათი მამაი სტეფანოხ. ასრუტუნებდა ბუკივით მსხვილსა და მეჭეჭიან ცხვირს, წარამარა ხელს ისვამდა ფაფუკ ღიპამდის მიღწეულ წვერზე.ძლივსღა აფახუნებდა დიდრონ თვალებს წვერგაბურძგვნილი მიტროპოლიტი რაჟდენი.თრიაქით მთვრალს მიუგავდა  სახე  , პირმოკუმული იჯდა თხაწვერა მოხუცი გაიოზ ,ცხვირმოკლე და ყურმოკვეთილი მოხუცი . (გვ . 590 )

——-

2-ზვიად გამსახურდია-წერილები,ესსეები. 378 გვ.თბილისი 1991

წეღან კიდევ ერთხელ ვიხილეთ  თუ  როგორ დასცინოდა მონაზვნებს დიდად პატივცემული ავტორი.ახლა გაგახსენებთ ციტატებს,სადაც აბუჩად იგდებს, ამცირებს და შეურაცხყოფას აყენებს ბერებს . მათ ,ვინც  ,,თავი თვისი დასდვეს ცხოვართათვის,“- ,,ქოსა და დაღრეკილი მამაკაცებიც ერიენ მათ შორის,თავწვრილა,კისერმოკლე , წვივგადრეკილი  ჩიაკაცები , დიაცურად  წრიპინა ხმა , რომ გადაჰყვებათ  ხოლმე ბალღობიდან  შუაკაცობაში,ჰერმესსა და აფროდიტეს შორის მარად მერყევთ.“ ( გვ.661 ) აღსანიშნავია ის ფაქტიც,რომ ბატონი კონსტანტინე  ამცირებს ბერებს იმის გამო ,რომ ხოცვა-ჟლეტასა და ცოდვილ სოფელს სოფელს , ღვთისმადიდებელი განმარტოება ამჯობინეს : ,,ისეთნი , ვინც დიაცებს ჭირის დღესავით სძაგთ , რაკი მათი მკლავები ხმალს ვერ მოიქნევენ ,ერქვანს ვერ გამართავენ , პურს ვერ მოიწევენ , ჰოროლს ვერ სცემენ , მტერს ვერ შეუტევენ რისხვით . ბუნებით ცვედანნი ,სახითა ქოსანნი , სიყრმეშივე დაბერებულნი , ხოლო სიბერეში ყრმასავით ცუნდრუკა .“ (გვ.661) (განგებ არ შევჩერდებით ამ ეპიზოდზე.რადგან ბერობისა და ხოცვა-ჟლეტის შედარება მკრეხელობად მიგვაჩნია , ხოლო რაც შეეხება მათ ფიზიკურ შრომას , ამის გასაგებად რამდენიმე დღით გაჩერებაც კმარა ნებისმიერ მონასტერში. თუ გამსახურდიას დავუჯერებთ ,ბერები ქალაჩუნები და ლაჩრები არიან: ,,არსაკიძე ზიზღით შესცქეროდა ამ ზლაზვნია,წლაწვნია,წრიპინა , მკერდჩავარდნილსა  და თეძოგანიერ ქალაჩუნებს.“ ( გვ . 661 )

              პატივცემული გამსახურდია ,,ასკვნის იმას , რომ შუბის ქნევა უფრო ღირსეულია , ვიდრე ბერული სქემის ტარება და მონაზვნური  ღვაწლის ტვირთვა : ,,ბოლოს ამ ლაშქარს უკან მიჰყვებოდნენ ყრმანი ჭაბუკთაგანნი. მათაც უთუოდ დაამსვენებდა ჯიშიან, მაღალ ცხენებზე ჯდომა და გამართული  ჰოროლებით იერიშის მიტანა.“ ( გვ . 661 )  ჩვეულებას არ ღალატობს კონსტანტინე და გიორგი მეფეს , უკანასკნელ სიტყვაში ავად მოახსენიებს მართლმადიდებელ სასულიერო პირებს : ,,მუდამ  ბიზანტიელებს ეგებოდნენ ფეხქვეშ ჩვენი სულელი აზნაურები და ღორმუცელა ეპისკოპოსები.“  ,,არ მიყვარს ფუმფულა ეპისკოპოსები, . ‘’ (გვ . 789 ) ,,…უბრალო დიაკვნის პუტუნი მენატრება , პიპა.“   ( გვ . 789 )

დაცინვა და ცილისწამება წმიდისა მელქისედეკ კათალიკოსისა

,,არა ცილი სწამო!“(ლუკა.18-20)

,,წყეულიმც იყოს დამსმენი და ცილისმწამებელი.“(სიბრძნე ზირაქისა.28-29)

,,ვინც ნახატს  დასცინის , ის მის მხატვარს ,,დასცინის“, ვინც  საპყარს დასცინის , მის შემოქმედს შეურაცხყოფს.“ (იგავები.  17-5)

რომანში-,,დიდოსტატი კონსტანტინეს მარჯვენა,უამრავ ეპიზოდში , რბილად რომ ვთქვათ უარყოფითადაა გამოყვანილი  მელქისედეკ კათალიკოსი.ჩვენ  მოვიყვანთ ციტატებს ამ ნაწარმოებიდან და შემდეგ თავად განსაჯეთ , არის თუ არა დაცინვა და ცილისწამება , კონსტანტინე გამსახურდიას მარჯვენით დაწერილი სიტყვები . იქამდე კი გავიხსენოთ , თუ რას გადმოგვცემს მატიანე მელქისედეკ კათალიკოსის შესახებ.

მელქისედეკ კათალიკოს-პატრიარქი , საქართველოს სამოციქულო ეკლესიას მესაჭეობდა მეფეების – ბაგრატ III-ის, გიორგი  I-ისა და ბაგრატ  IV-ის დროს. იგი არის საქართველოს  სამოციქულო ეკლესიის პირველი საჭეთმპყრობელი , რომელიც მოიხსენიება ტიტულით – ,,საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი.“

,,მატიანე ქართლისას“ მიხედვით , იგი იყო ,,დიდებულთა  კაცთა შვილი,“ აღზრდილი მეფე ბაგრატ II-ის მიერ . მან კათალიკოსობის პერიოდში ააშენა და გაამშვენიერა სვეტიცხოვლის ტაძარი . კათალიკოსი დახმარების სათხოვნელად,, წარვიდა ბერძენთა მეფის – ბასილის წინაშე კონსტანტინეპოლედ“ და დიდძალი განძით სამსობლოში დაბრუნებულმა-,,იწყო შენებად გარეთითა ბჭითა და გარშემოთა სტოითა  მოქმნითა და ზედაბერვითა , და ყოველი განასრულა .“ეგახსენებთ , რომ იგი საქართველოს მართლმადიდებლური და სამოციქულო ეკლესიის მიერ წმინდანადაა შერაცხილი.ახლა კი გავიხსენოთ , თუ როგორ წარმოგვიჩენს წმიდა პატრიარქს ბატონი კონსტანტინე.

საქართველოს პირველი პრეზიდენტის მამის აზრით , წმიდა პატრიარქი  ფანატიკოსია: ,,ჰაერი ეცოტავებოდა , მაგრამ სიკვდილს არ ეპუებოდა ფანატიკოსი ბერი.“ ბატონი კონსტანტინე ,,უფლებას აძლევს’’ საკუთარ პერსონაჟს , რომ კათოლიკოსს შეურაცხმყოფელი სიტყვები აკადროს : ,,მაგრამ იგი  რეგვენია მხოლოდ.მელქისედეკი იმჯერად ბრმა იარაღი იყო  მეფისა და სპასალარის ხელში.“ ( გვ. 514 ) სხვა ადგილზე ასე ვკითხულობთ:,,შესაძლოა მაგ გამოყრუებულ  კათალიკოსს და ორიოდე ბერს მცხეთაში…“ (  გვ . 517 ) გარდა ამ ციტატებისა  ავტორის მიერ წმიდანის დაცინვა  სხვა ადგილზეც შეინიშნება: ,,ქადაგად დავარდნილივით როშავდა კათალიკოსი . გამკითხვის დღის გეენიით აშინებდა თავის მრევლს.“  ( გვ. 560 ) ამასაც არ სჯერდება ,,შეფარვების დიდოსტატი“ და მცირე ხანში ამბობს: ,,რაღაც უჯიათი შეუმუსვრელობა გამოსჭვიოდა ხორცადშრეტილი  ბერის ჩონჩხადქცეული აღნაგობიდან . ტირანული სისასტიკე გართხმულიყო ძარღვებდაბერილ შუბლსა და ენერგიულ ღაწვისთავებს შორის.“ ( გვ. 571 )თუ გამსახურდიას მიერ დაწერილ სიტყვებს დავუჯერებთ , საქართველოს საქართველოს სამოციქულო ეკლესიას ,,შინაგანად ბრმა“ შეურაცხავს წმიდანად : ,,ნუთუ ამას ვერ ხედავს დაბრმავებული მელქისედეკი?“ ( გვ . 587 ) არც ამ სიტყვებს სჯერდება  ბატონი კონსტანტინე  და უფრო მეტად ცდილობს ,,შეურაცხყოფ  მიაყენენებინოს“ წმიდანისთვის თავის პერსონაჟს: ,,ასე რამ გამოაშტერაო ბერიკაცი, დარიშიანი და არიშიანიც რომ ვერ გაურჩია ურთიერთისგან .“  ( გვ.594 )

ზემოთ ვნახეთ ეპიზოდები , სადაც გამსახურდია სხვადასხვა ცხოველს ადარებს სასულიერო პირებს.(თხებს,ყვავებს…) ყოველივე ამის შემდეგ იგი იმ დონეზეც კადნიერდება , რომ ,,ხელის აუკანკალებლად“ დაამციროს წმიდანი პატრიარქი და შეადაროს იგი ერთ-ერთ ცხოველს : ,,თრითინასავით  დაძვრებოდა ზედ მუხლებდაბერებული , ჩია ბერიკაცი .“

თუ პატივცემულ ჩოხოსანს დავუჯერებთ , ქართული ეკლესიის საჭეთმპყრობელი გულბოროტიც ყოფილა : ,,მეფე გიორგი  და მელქისედეკ კათალიკოსი ისეთი გულბოროტი ადამიანებია , სულ ერთია , მაინც არ დაგიფასებენ ღვაწლს .“ ( გვ . 726 )

კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ იმას , რომ ვითვალისწინებთ იმ ცენზურის, პერიოდს, რომელშიც აღნიშნული რომანი დაიწერა, (აგრეთვე იმასაც, რომ იმ დროისთვის მელქისედეკი არ იყო წმინდანად შერაცხილი , ) მაგრამ დამეთანხმებით რომ არაფერი ამართლებს დასცინო , შეურაცხყო , ცილი დასწამო ვინმეს . (მით უმეტეს კათოლიკოს პატრიარქს ) შენს ნაწარმოებში .

                     

ლოცვის  აბუჩად აგდება

,,არაფერია  ლოცვაზე   ძლიერმოქმედი და ღვთის  სათნოსაყოფად  მასზე სასარგებლოც არაფერია.“ (წმ.მარკოზ განშორებული)

ვნახოთ , თუ როგორაა გადმოცემული კონსტანტინე გამსახურდიას  დამოკიდებულება მის ,,უკვდავ ნაწარმოებში“ ფსალმუნთა , ბიბლიის და საერთოდ ლოცვის შესახებ.

,,…გულმოდგინედ ისმენდა ხუცის ქადაგებებს , ხალისიანად იზეპირებდა ფსალმუნთა ლექსებს , გულში დასცინოდა ებრაელთა ღმერთის იწილ-ბიწილოს.“  (  გვ . 477 )გამსახურიას თუ დავუჯერებთ ,  ღმერთი მხოლოდ ებრაელთაა , მისი დარიგებები იწილ-ბიწილო, ხოლო ფსალმუნის სულიწმინდის მადლით დაწერილი ლოცვები კი უბრალო ლექსებია და მეტი არაფერი . თუმცა , ეს მხოლოდ დასაწყისია. აი , როგორ გადმოაცემინებს საკუთარ შეხედულებებს  ბატონი კონსტანტინე თავის ერთ-ერთ პერსონაჟს : ,,ბიბლიის ზღაპრების  თხრობას და ფსალმუნის ღეჭვას რა მოათავებს .“  ( გვ . 480 ) ამ ციტატაზე დაყრდნობით კაცობრიობის უდიდესი განძის-ბიბლიის ამბები მხოლოდ ზღაპრებია , ხოლო ფსალმუნთა კითხვა კი მათი არაფრისმომცემი ,,ღეჭვაა.“ სხვა ადგილზე კი ავტორის აზრით ლოცვა არა ღმერთთან საუბარი , არამედ არაფრისმომცემი ბუტბუტია:  ,,ერთი მოხუცი იქვე გდებულ ლოდზე იჯდა განკერძოებით და ღამის ლოცვებს ბუტბუტებდა თავისთვის.“  ( გვ . 482 ) ამით ყველაფერს არ ამთავრებს გამსახურდია და შემდეგნაირად გადმოსცემს ეკლესიაში მსახურების მომენტს : ,,არ უყვარდა ის უცნაური სუნი , ადამიანებით გაჭექილ ეკლესიებში რომ ხდება საცნაურ .“

მართლმადიდებლობის    შეურაცხყოფა

,,ჩვენ წინაპრებს , რომ მრავალი ჭირისა და განსაცდელის მიუხედავად არ დაეცვათ მართლმადიდებლური სარწმუნოება , დღეს არც ჩვენი ენა იქნებოდა და აღარც ჩვენი სახელი.“(წმ.გაბრიელ ეპისკოპოსი)

ვნახოთ ცდილობდა თუ არა მართლმადიდებლობისის დამცირებას საკუთარ ნაწარმოებში  ხელოვანი.

,,ეს გამოჩერჩეტებული პატრიარქი სრულიად აღმოსავლეთისა , ქორეპისკოპოზნი ,ეპისკოპოზნი , სწავლულები , და ბერები ორი თვე ზე ასქდებოდნენ ურთიერთარს იმის გასარკვევად თუ რამდენ ანგელოზს დაიტევს ნემსის წვერი .“ ( გვ . 516 )  ამ ციტატაში ვინც ანგელოზთა , წმიდანის, სასულიერო პირების და მართლმადიდებლობის შეურაცხყოფას ვერ (არ) დაინახავს – ,,ბრმაა და ბრმათა წინამძღვარი .“  სხვა ადგილზე მწერალი სახარებისეულ სიუჟეტსაც დამახინჯებულად წარმოგვიჩენს. იქამდე კი შეგახსენებთ ფრაზას ბიბლიიდან : ,,წყეული იყავნ  ყოველი , რომელი არა დაადგრეს ყოველსა წერილსა წიგნისა ამის სჯულისასა ყოფად მისა . „(გალ.3-10)

               ამის შემდეგ  ისეთი ამბის აღწერას გვთავაზობს ავტორი  , რომელზეც კომენტარის გაკეთებაც შეუძლებელია , რადგან აბსოლუტური უაზრობა და შეუსაბამობა გახლავთ: ,,ჯოჯოხეთში გაუწყვეტიათ ეშმაკებს მღვდლები და ყვავი დაუნიშნავსო თურმე ხუცესად ღმერთს.“  სხვაგან კი  ბატონი კონსტანტინე თავის გმირს  ,,უფლებას აძლევს“ ,უდიერად ისაუბროს სიწმინდისა და უბიწოების შესახებ . ამ მოძღვრებით წასვლა კი პირდაპირი დარღვევაა სჯულისა , რომელშიც ვკითხულობთ : ,,არა იმრუშო .“ შეგახსენებთ იმასაც , რომ ყოვლადწმიდა და ყოვლადუბიწო გახლდათ ღვთისმსობელი მარიამია. ყოველი ქალი კი მართლმადიდებლური სწავლების მიხედვით მას უნდა ემსგავსებოდეს.

,,განა ასე საჭიროა დიაცისთვის უხრწნელობა? შენ ხომ უფრო მეტად მიყვარხარ , ვიდრე რომელიმე უხრწნელი ქალწული? ხომ ( გვ. 739)“  გარდა ამისა , აი , რას ბრძანებს ბატონი გამსახურდია : ,,ერთბაშად ისევ ბიბლიურ მითებს მიუბრუნდა მელქისედეკი . ‘’ შეგახსენებთ სიტყვა-მითის ეტიმოლოგიას : ,, მითი – (მითოს)  ძველი ბერძნული სიტყვაა და საუბარს , ზღაპარს ნიშნავს.“

ეს უკვე მერამდენე ადგილია , სადაც ავტორი ბიბლიურ სიუჟეტს მხოლოდ მხოლოდ მითად და ზღაპრად აღიქვამს , ეს

გარდა ამისა , ხელოვანი სხვა დროს ბრძანებს : ,,სვეტიცხოველი უფრო უკვდავია , ვიდრე ასიათასი მოკვდავის სული.“ საინტერესოა , ხომ არ იგულისხმა , პატივცემულმა ავტორმა ,,ასიათას მოკვდავში ‘’ ასიათასი ქართველი მარტვილი , ჯალალ- ედ – დინის მიერ წამებული. თუმცა , ვარაუდებზე დიდხანს  რომ არ გავჩერდეთ , ვნახოთ , თუ როგორ გადმოაცემინებს ბატონი კონსტანტინე თავის პერსონაჟს  საკუთარ აზრზს მართლმადიდებლობასთან მიმართებაში : ,, ქრისტეს შჯული დიაცების და ბალღების თვალის ასახვევად რომ გამოუგონიათ ხუცებს !? ’’ ე.ი. რჯული , რომლის გამოც ერთ დღეში ეწამა ასიათასი მოწამე , ერთ ღამეში დაიღუპა (ხორციელად ) ექვსი ათასი ბერი , (და ასე უსასრულოდ) მხოლოდ დიაცებისა და ბალღების თვალის ასახვევადაა  უბრალო ხუცების მიერ გამოგონებული  და არა მარადიულობის მოსაპოვებლად .

 შეურაცხყოფა ყოვლადპატიოსნისა  და ცხოველმყოფელლისა ჯვრისა

,,ჯვარი ის სასწავლებელია , სადაც მასწავლებელი უსიტყვოდ გვასწავლის იმ ძელის მიერ , რომელზედაც თვითონაა დამოკიდებული .“(ნეტარი ავგუსტინე)

,,ჯვარი ის შუაგულია , რომელზეც ჩვენი წმიდა სარწმუნოების ყველა სწავლება და ჭეშმარიტება იკრიბება და ერთდება . ჩვენი დაცემა და აღდგომა . ცოდვა და მადლი , მართლმსაჯულება და მოწყალება – ეს ყოველივე ჯვარზე იკითხება .’’ ეს ფრაზა ეკუთვნის წმ. გაბრიელ ეპისკოპოსს. ვნახოთ , თუ რა ,,იკითხება’’ ,,შეფარვების დიდოსტატ ,“ კონსტანტინეს მარჯვენის მიერ დაწერილ ნაწარმოებში. თუ მას დავუჯერებთ , ჯვარი წარმართული ხის კულტია : ,,ლეგენდების მიხედვით , სვეტიცხოვლის ხისგან უნდა ყოფილიყო იგი იმ ეპოქაში გაკეთებული , როცა წარმართული ხის კულტი შეიგუა ქრისტიანობამ .“ ( გვ.500) ჩოხოსანი ისეთი სიტყვებით   მოახსენიებინებს თავის გმირს  მაცხოვნებელ ჯვარს , რომლის გამეორებაც გვზარავს:

,,მე მოვეკალიო იმ ტიალს ,შენს მაგივრად . მოვეკალიო იმ ტიალ ძელიცხოველს.“  ( გვ.504 )მწერალი შეუსაბამო და შეურაცხმყოფელ კონტექსტში მოიხსენიებს ყოვლადპატიოსან ჯვარს : ,,შეიძლება ეს ოფლის სუნი იყოს , ადამიანის ოფლის სუნი , ხანგრძლივად ნახმარსა და ნაამბორებ ჯვრებს რომ უდის .’’  ( გვ. 514 ) შემდეგი ციტატის სიტყვებიც შემაძრძწუნებელია ჩვენთვის : ,,მე მოვეკალიო იმ ოხერ ჯვარს .“ (გვ . 515 ) კიდევ ერთ შემზარავ ,,ინფორმაციას” გვაძლევს ავტორი, თურმე ის ,რაზე გაკვრითაც მაცხოვარმა თითოეული ადამიანი იხსნა მარადიული სატანჯველისგან . ის , რომლითაც მართალთა სულების ამოყვანა მოხდა ჯოჯოხეთიდან , რომლის თაყვანისცემის გამოც მილიონობით ადამიანი გამოესალმა მიწიერ სიცოცხლეს , ის , რამაც ჩვენი ერი მოიყვანა დღემდე , თურმე ქართველთა უბედურების მთავარი მიზეზია : ,,ქრისტეს ჯვარი იყო ჩვენი ხალხის უბედურების მიზეზი მთავარი .“ ( გვ . 515)  უფრო შორსაც მიდის პატივცემული ხელოვანი და ამგვარად წერს თავის ,,უკვდავ ნაწარმოებში:“ ,,დიაცებისა და ბალღების მეტს არავისა სწამს ქრისტეს ჯვარი . ‘’  ( გვ. 517) სხვადასხვა რელიგიის , სექტის , სქიზმის წარმომადგენლების კი ერიდებიან ჯვრის საჯაროდ  შეურაცხყოფას . საინტერესოა , რა გახდა მიზეზი იმისა , რომ ,,ღრმადმორწმუნე მართლმადიდებელი“ ამგვარ მკრეხელობაში ჩავარდნილიყო : ,,არ გვინდა ქრისტეს ჯვარი , …არც მელქისედეკ კათალიკოსი , მცხეთა და უფლისციხე ისეთივე ბუდეა გულარძნილობისა , როგორც ბიზანტიონი . ‘’ ( გვ . 517 )

         მკრეხელობა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შესახებ

,,მარიამი , განხორციელებული ღმრთის , იესუ ქრისტეს დედა , წმიდათა იერარქიაში უპირველესია , ეკლესია მას უწოდებს :ყოვლადწმინდას , კურთხეულს , მარად  ქალწულს , ღვთისმშობელს , ქერუბიმთა უპატიოსნესსა და სერაბიმთა უზეშთაესს . ‘’(არქიეპ. პავლე)

          ,,შიში და თრთოლვა იპყრობს ჩემს სულს , როცა ვფიქრობ ღვთისმშობლის დიდებაზე,“-წერს წმიდა სილუანი . ვნახოთ , იპყრობს თუ არა შიში და თრთოლვა კონსტანტინე გამსახურდიას , როდესაც წერს ,,წმიდათა იერარქიაში უპირველესის შესახებ. ‘’ შეგახსენებთ, რომ მართლმადიდებლობას უამრავი ჯგუფი გამოეყო . უმეტესი მათგანი კი , სწორედ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შესახებ სწავლების დამახინჯების გამო წარმოიქმნა . (არიოზიდან დაწყებული რასელისტებით-ე.წ. იაღოველებით დამთავრებული ). ჩვენ მკრეხელობად მიგვაჩნია ყველა იმ ადგილის გამეორება , სადაც შეურაცხყოფის მიყენებას ცდილობს სხვადასხვა  , პერსონაჟი მარადქალწულ მარიამზე . აქ მხოლოდ ერთ ციტატას დავდებთ და ,,ვისაც ყურნი აქვს სმენად , ისმინედ .“  ,,მარიამის უხრწნელობის დოგმას აპამპულებდა თურმე და როცა თრიაქით დათვრებოდა , მოურიდებლად ხითხითებდა : ღვთისმშობელს იმდენი შილი ჰყოლია , რამდენიც ანგელოზი დაეტევაო ნემსის წვერზე.“ ( გვ . 489 )

                          ღმერთზე

,,ყოველი ცოდვაი მიეტეოს კაცსა , გარნა გმობაი სულისა წმინდისა . „(  მთ.12-21 )

 

,,როგორ ფრთხილად უნდა წარმოვთქვათ სიტყვები უფლის შესახებ , როგორი სიმდაბლით , წინდახედულობით , რომ არ განვარისხოთ ღმერთი-სიტყვა მამითა და სულითა წმიდითა.’’(წმ.იოანე კრონშტადტელი) ვნახოთ , არის თუ   არა კონსტანტინე გამსახურდიას მიერ წარმოთქმული (დაწერილი) სიტყვები წინდახედულობითა და სიმდაბლით გამოოთქმული.

,,განა აგრე არ დაძრძწოდა ქვეყნად უფალი ჩვენი მაცხოვნებელი?“თქვენთვის მოგვინდვია იმის განსჯა , ვინც ამ თემაზე საუბრისას სიტყვა-,,დაძრძწოდას“ გამოიყენებს (გამოაყენებინებს სხვას) , თუ არის წინდახედული. (ღრმადმორწმუნეობას აღარც ვახსენებთ) ,,უკვდავ ნაწარმოებში“ აგრეთვე ვკითხულობთ : ,,წევსო თუ დგასო მამაღმერთი ? შეუძლია თუ არა ღმერთს უმამოდ შვილი გააჩინოს , უველოდ მთაი , ან მეძავი აქციოს ქალწულად “(ამ სიტყვების განმარტებისგანაც თავს შევიკავებთ ). ნაწარმოებში ვაწყდებით აშკარა შეუსაბამობას წმიდა სახარებასთან დამოკიდებულებაში : ,,ნუთუ , ცოცხალთა ღმერთი უნდა იყოს იგი , ვისაც ეს მზეგადასული თაობანი შეჰღაღადებენ?“ ( გვ . 576 ) აქაც თავს შევიკავებთ ამ უჭკუო მკრეხელობის გამეორებისგან , უბრალოდ დავდებთ ამონარიდს სახარებიდან , საიდანაც ბათილდება ზემოთწარმოთქმული აზრი : ,,არა არს ღმერთი მკუდართაი , არამედ ცხოველთაი “(მთ.22-32).  შემდეგ დაწერილი ციტატიდან ირკვევა , თუ როგორი ირონიით ალაპარაკებს ბატონი კონსტანტინე თავის პერსონაჟს ღმერთის , განკითხვის  დღისა და საშინელი სამსჯავროს შესახებ . ,,ვაი მას , ვინაც გამოხატოს ცოცხალი არსი . განკითხვის დღეს მხატვრის მიერ გამოსახული პირები გაცოცხლდებიან ,სურათიდან ჩამოვლენ , მიეჭრებიან დამხატველს და მოსთხოვენ სულს .’’(ამაზე კომენტარისგანაც თავის შეკავებას ვარჩევთ)

ცხოვრებაში დიდადდაფასებული კონსტანტინე კიდევ ერთ ტყუილს ათქმევინებს თავის გმირს:  ,,ქალის გაჩენაში ალბათ ღმერთი არ გარეულა.“ ავტორის სიცრუის დასტურად  შემდეგი ფრაზაც კმარა: ,,ნეკნისაგან , ადამს რომ გამოუღო ,დედაკაცი შექმნა ღმერთმა.(დაბ.1-22).  ბატონი გამსახურდია კიდევ ერთ მკრეხელობას ბრძანებს რომანში : ,, საპატიო ვალია კაცისა , არა გლახური ღმერთის ძიება , არამედ თავად უნდა გახდეს შემოქმედი ღმერთის მეტოქედ.“ აშკარაა , რომ ამ სიტყების ავტორს წარმოდგენა არ აქვს ბიბლიურ სიტყვებზე : ,,არა არს რჩევა აზნაურისა უაზნოსაგან .’’ არ არსებობს სხვა ღმერთი , გარდა ერთი , ჭემარიტი ღვთისა. რაც შეეხება ბოლო ფრაზას , ადამიანის უფლის მეტოქედ გახდომის შესახებ , ამაზე მხოლოდ სიბრალულის გრძნობა გვიჩნდება , რადგან  ყველა , ვინც ღვთის მეტოქეობას შეეცდება , ისეთივე ბოლო ექნება , როგორც იულიანე განდგომილს , რომლის ბოლო სიტყვები გახლდათ : ,,შენ გაიმარჯვე გალილეველო . ‘’

პირველი პრეზიდენტის მამა აგრეთვე ამბობს: ,, ქალი კი არა , ღმერთი მეტყველებდა მის მშვენიერ , ბროწეულის ყვავილისფერი , ბავშვური ტუჩებიდან . ‘’  ( გვ . 729 ) აქაც დიდ მკრეხელობაშია ავტორი , რადგან მოკვდავ ქალს , უტოლებს  და ადარებს -დაუსაბამო , უმანკო , უცოდველ , ყოვლადბრძენ , ყველგანმყოფ , ყოვლისშემძლე ღმერთს. ეს ყველაფერი როდია. აი ,რას ბრძანებს ბატონი კონსტანტინე  ; ,,ნიშის წინაე ხატის სანთლები ბჟუტავდნენ , მაცხოვრის სახეს , ვაგლახად დაღრეჯილს . ‘’ ეს ყველაფერი როდია . კიდევ ერთ ადგილს მოგიყვანთ ზემოთაღნინული ნაწარმოებიდან , რადგან ვრწმუნდებით სახარების ტექსტის დამახინჯებულად გადმოცემაში : ,,ამიტომ ებრძოდა იგი , ამ უხეში ლოდების ქაოსს , როგორც კოჭლი იაკობი თავის მრისხანე ღმერთს .’’ თუ მწერალს დავუჯერებთ , იაკობი კოჭლი იყო შერკინებისას. (,,როგორც კოჭლი აკობი ერკინებოდა…“) მაგრამ ეს ასე არ გახლდათ . აი , რას ამბობს ბიბლია: ,, როცა შეატყო , რომ ვერ ერეოდა , შეეხო მის თეძოს სახსარს და ეღრძო იაკობს თეძოს სახსარი…“(დაბ.32-35)   აქედან გამომდინარე , იაკობი დაკოჭლდა მხოლოდ შერკინების ბოლოს . ( აღსანიშნავია ისიც რომ რიგი განმმარტებლებისა ამ ,,შერკინებას’’ არა ფიზიკურ ორთაბრძოლად არამედ ლოცვით პროცესს მიიჩნევენ . )რაც შეეხება ღვთის მრისხანებას , იმის შესახებ ბევრს არ ვისაუბრებთ , უბრალოდ გავიმეორებთ იმ სიტყვებს , რაც ღმერთმა უთხრა იაკობს შერკინების ბოლოს : ,,ამიერიდან აღარ ითქვას შენს სახელად იაკობი , არამედ ისრაელი , რადგან ღმერთს და ადამიანს შეებრძოლე.“ თქვენთვის მოგვინდვია იმის გარჩევა , რომ ასეთი სიტყვების წარმომთქმელი თუ შეიძლება იყოს იმ მოცემულ სიტუაციაში განრისხებული? ანაც რატომ იშვებოდა მხსნელი , იმ კაცის შთამომავლობიდან , რომელზეც განრისხებული იყო შემოქმედი ჩვენ კი შეგახსენებთ იმ სიტყვებს , როგორც მოიხსენიება ადამიანი , რომელიც ბიბლიურ სიუჟეტს შეცვლის თვითნებურად : ,, წყეულ იყავნ ყოველი , რომელი არა დაადგრეს ყოველსა წერილსა ამას სჯულისასა ყოფად მისა . (გალ .3-10)

ახლა კი , დაპირებისამებრ , განვიხილავთ იმ წერილს , რომელშიც ბატონი ზვიად გამსახურდია , იცავს მამამისის მართლმადიდებლობას.

უპირველესად გავიხსენოთ ის , რომ პირველი პრეზიდენტი მართლაც გახლდათ მორწმუნე , მაგრამ საქმე ეხება მის მშობელ მამას და , რა თქმა უნდა იგი , ყველანაირად ცდილობს, გაამართლოს მისი საქციელი . ამასთანავე ,გავიხსენებთ იმ პერიოდს , რომელშიც იგი მოღვაწეობდა . მას , ეროვნულ მოძრაობასთან ერთად სურდა ქვეყნის სათავეში მოსვლა და ეს შანსები შეიძლება მცირედ , მაგრამ მაინც მოიმატებდა , თუ დაასაბუთებდა შმობელი მამის ,,ღრმადმორწმუნე მართლმადიდებლობას.“ რამდენად ეშლო ეს , თავად განსაჯეთ.

ბატონი ზვიადი წერს : ,,ბიბლიისა და სახარებისადმი , სიყვარული ჯერ კიდევ  ბავშვობაში ჩაუნერგეს მშობლებმა პატარა კონსტანტინეს.(1) შეგახსენებთ , რომ ათიათასობით რელიგიური მიმდინარეობის წარმომადგენელს უყვარს და იყენებს ბიბლიას,ეს ფაქტი კი საერთოდ არ მიუთითებს მათ მართლმადიდებლობაზე.

უამრავი ითქვა თუ დაიწერა (თავად კონსტანტინეს ან სხვათა მიერ) საკუთარი გამზრდელის  არამალმადიდებლური მრწამსის შესახებ. ამის ,,გამოსწორებას“ცდილობს ეროვნული მოძრაობის აწ განსვენებული ლიდერი და წერს : ,, გამდელი ეკაია ნიადაგ მაცხოვარზე და წმიდა გიორგიზე ესაუბრებოდა მომავალ მწერალს .“(2)შეგახსენებთ , რომ ისეთი რელიგიები , როგორებიცაა: ბუდიზმი , იუდაიზმი , ინდუიზმი , ისლამი და სხვანი ყველა ერთხმად აღიარებენ იესო ქრისტეს არსებობას.(არაფერს ვამბობთ ქრისტიანულ რელიგიურ მიმდინარეობებზე). აგრეთვე ფართოდ იყო გავრცელებული წმ.გიორგის კულტი ჩვენს ქვეყანაში.(შეგახსენებთ ,რომ მის საფლავზე ლოცულობენ ისლამისტები,კათოლიკეები , მართლმადიდებლები , იუდეველები.) აქედან გამომდინარე , ის , რომ გამზრდელი ამ თემებზე ესაუბრებოდა , არ ნიშნავს იმას , რომ ეკაია მართლმადიდებელი გახლდათ , ანაც კონსტანტინეს ზრდიდა ღრმადმორწმუნე მართლმადიდებლად.

ზვიად გამსახურდია , ფაქტია , იმდენად შევიდა მამის დაცვის აზარტში , რომ უნებლიედ თავადაც დიდ შეცდომას დაუშვა . ,,საეკლესიო კულტის უიდუმალესი შინაგანი არსი სწორედ მხოლოდ რჩეულთათვის და ფილოსოფოსთათვისაა მისაწვდომი . ჯერ გავიხსენოთ ტერმინ ფილოსოფიის განმარტება.იგი აღნიშნავს სიბრძნის სიყვარულს . ხოლო უდიდესი განსხვავებაა უბრალო სიბრძნესა და მართლმადიდებლურ სიბრძნეს შორის . აი , რას ამბობს დავით მეფსალმუნე : ,,დასაბამი სიბრძნისაი , შიში უფლისაი.“ თავად განსაჯეთ , რამდენად ექნება უფლის შიში იმ ადამიანს , რომელიც შეურაცხყოფას აყენებს შემოქმედს , ღვთისმშობელს , ჯვარს , ამახინჯებს ბიბლიას და აბუჩად იგდებს სიწმინდეებს . საკმარისია იმის გახსენებაც , რომ ფილოსოფოსთა უმეტესობა  საერთოდ  არ გახლდათ მართლმადიდებელი. ხოლო ასეთებზე გარკვევით წერია წმინდა წერილში : ,,სიბრძნე ამის სოფლისაი , სიცოფე არს წინაშე ღმრთისა , რამეთუ წერილ არს : რომელმან შეიპყრნის ბრძენნი სივერაგითა მათითა.“ (1.კორ 3-19) ხოლო

——

1-ზვიად გამსახურდია-წერილები,ესსეები-ზვიად გამსახურდია-წერილები,ესსეები. 377გვ.თბილისი 1991 გვ.  2—2-ზვიად გამსახურდია-წერილები,ესსეები-ზვიად გამსახურდია-წერილები,ესსეები. 382გვ.თბილისი 1991 გვ.

თქვენთვის მოგვინვდია იმის განსჯა , პიროვნება , რომლის საქმიანობა და იდეებიც- ,,სიცოფე არს წინაშე ღმრთისა ,“რამდენად შეიცნობს  ,,საეკლესიო კულტის უიდუმალეს შინაგან არსს.“ (საეკლესიო კულტისა რა მოგახსენოთ და  ,ჩვენი აზრით , ოკულტიზმს კი ნამდვილად ღრმად შეიცნობს.)

ისე ნუ იფიქრებთ , რომ არაფერში ვეთანხმებით ეროვნული მოძრაობის აწ გარდაცვლილ ლიდერს . (ღმერთმა აცხოვნოს მისი სული . იმედია თავი არ მოუკლავს.) აი , კონკრეტულად რაშიც : ,,არსაკიძის რელიგიურობაც საქმით უფრო მჟღავნდება , ვიდრე სიტყვით.სევეტიცხოვლის შენებაა მისი რელიგია .(1) ‘’ ჩვენ  ვერ ვიხსენებთ ეპიზოდს ნაწარმოებიდან , სადაც სვეტიცხოვლის სულიერ-რელიგიურ  შენობად და ღვთის სახლად მოიხსენიებს არსაკიძე. სამაგიეროდ ,  უამრავია ეპიზოდი , როდესაც ვრწმუნდებით , რომ სვეტიცხოვლის შენება ხელოვნებაა . აქედან გამომდინარე , არსაკიძე სწორედ ამ უკანასკნელის მადიდებელია (როგორიც იყო სალვადორ დალი , მიქელანჯელო და სხვანი) და არა მართლმადიდებლელი. თუ გადავხედავთ ტაძრების აგების ისტორიას , დავინახავთ , რომ მათი აგებისას მშენებელნი განსაკუთრებით კრძალვითა და რიდით იქცეოდნენ. ჩვენ მიერ აღწერილ რომანში კი ხშირია , როდესაც არსაკიძე ხან მეძავთან იკლავს ცხველურ ვნებებს , ხანაც ბიზანტიელ დიაცებთან განცდილ ,,ტკბობის წუთებს“ იხსენებს. ჩვენ კი ვერსად ვიხსენებთ , თუ სადაა აღწერილი უტას მართლმადიდებლური ცხოვრება  (აღსარების ჩაბარება , მარხვა ,ლოცვა , ზიარება , რომელზეც თავად უფალი ამბობს : ,,ამას ჰყოფდეთ მოსახსენებელად ჩემდა“(ლკ22-19). ნაწარმოებზე დაყრდნობით არსად ,,მოუხსენიებია“ უფალი.“

კიდევ ერთი  ფრაზა ამ წერილიდან : ,,არსაკიძე ნეტარია , ვითარცა იაკობი . (3)‘’ ესეც დიდი მკრეხელობაა . ყოფილ პრეზიდენტს რომ დაეწერა  , გავს იაკობის ნეტარებას , ან სხვა კიდევ , დავხუჭავდით  თვალს , მაგრამ ამბობს სიტყვას – ისეთივეს. ე.ი. პიროვნება , რომელიც  ხშირადაა მეძავებთან , ასრულებს წარმართულ მსხვერპლშეწირვებს და მსგავს

—–

1-ზვიად გამსახურდია-წერილები,ესსეები-ზვიად გამსახურდია-წერილები,ესსეები. 386გვ.თბილისი 1991 გვ.

2-იქვე

3-ზვიად გამსახურდია-წერილები,ესსეები-ზვიად გამსახურდია-წერილები,ესსეები. 387გვ.თბილისი 1991 გვ.

საზიზღრობებს , არის ისეთივე ნეტარი , როგორც იაკობი , რომლისაგანაც წარმოდგა ღვთის

რჩეული ერი , რომლის შთამომავლობიდანაც იშვა მხსნელი სოფლისა და რომელიც უშუალოდ ემსახურებოდა ღმერთს.განსჯა თქვენთვის მოგვინდვია.

და ბოლოს . ზვიად გამსახურდია აღიარებს იმ ფაქტს ,(ალბათ არც არავისთვის იყო უცხო) , რომ მამამისი განიცდიდა – ნიცშეს , გოეტეს , ბალზაკის , ფლობერის , გოგოლის , ტოლსტოის გავლენებს. ჩვენ დიდხანს ვიფიქრეთ და ვერ გავიხსენეთ ამათგან თუ იყო რომელიმე მართლმადიდებელი . სამაგიეროდ , ადვილად გაგვახსენდა , რომ თუნდაც ლევ ნიკალაევის ძე ტოლსტოი აშკარად დასცინის თავის ნაწარმოებში წმიდა ზიარებას , რომელსაც ჩვენ-მართლმადიდებლები მივეახლებით უდიდესი კრძალვით , რათა გვექმნეს ,,საკურნებლად სულისა და ხორცისა.“

მწერალს ფრაზა მოყავს დავით აღმაშენებლის ცხოვრებიდან : ,,ნეტავ თუ ვიცით რას ვცემთ თაყვანს.“უპირველესად აღვნიშნოთ ის  , რომ არ ვიცით , რა კონტექსტში წარმოთქვა მეფემ ეს სიტყვები. ამასთანვე , მას ყველაზე შინაარსითაც  რომ ეთქვა აღნიშნული წინადადება, არ ნიშნავს იმას , რომ მას უნდა მივბაძოთ. რადგან წმინდანობა არ ნიშნავს უცოდველობას. შეგახსენებთ ფაქტს აღმაშენებლის ცხოვრებიდან , როდესაც მან სარებზე დასვა მოწინააღმდეგეები და გალავანზე გადმოკიდა. აქედან გამომდინარე , წმიდანის საქციელი არ ნიშნავს მის  უცდომელობას.

და ბოლოს,ჩვენ კვლავ გამოვხატავთ უდიდეს პატივისცემას კონსტანტინე გამსახურდიას მიმართ.აგრეთვე ვაღიარებთ რომან- ,,დიდოსტატი კონსტანტინეს მარჯვენას“ დიდებულ სამწერლობო ენას, მაგრამ ეს არ ნიშნავს  იმას , რომ რადგან იგი გახლდათ კარგი მწერალი , თვალი დავხუჭოთ იმ სიწმინდეთა და დოგმათა შეურაცხყოფაზე , რის გამოც თავს სწირავდა ჩვენი წინაპარი. ჩვენ ვერ ვხვდებით:,,ავს , რომ ავი არ ვუწოდო, კარგს სახელად რა დავარქოთ.“ რის გამოც- ,,ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად.“

ბევრი დაწერილა და ბევრი დაიწერება იმ თემაზე , რომელსაც ჩვენ შევეხეთ , მაგრამ ,,დიდოსტატი კონსტანტინეს მარჯვენა „მუდამ დარჩება დიდებულ ნაწარმოებად . ჩვენ ვაღიარებთ ამას , მაგრამ აღვნიშნავთ მის ანტიმართლმადიდებულობას. აგრეთვე ვითვალისწინებთ იმასაც , რომ ,,მართლის მთქმელს ცხენი მუდამ შეკაზმული უნდა ჰყავდეს,“ რის გამოც უკვე უნაგირზე ვართ მოკალათებულნი და მათრახი გვიპყრია ხელში.

ასეთ მდგომარეობაში მყოფნი , ველით მომავალს!

შინაარსი

1-,,დიდოსტატი კონსტანტინეს მარჯვენა“-ანტიმართლმადიდებლური ნაწარმოები

3-სიწმინდეების შეურაცხყოფა

4-სასულიერო პირებზე

6-დაცინვა და ცილისწამება წმიდისა კათოლიკოსისა-მელქისედეკისა

8-ლოცვის აბუჩად აგდება

9-მართლმადიდებლბის შეურაცხყოფა

11-შეურაცხყოფა ყოვლადპატიოსნისა და ცხოველმყოფელისა ჯვრისა

12-მკრეხელობა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შესახებ

13-ღმერთზე

18-შინაარსი

19-გამოყენებული ლიტერატურა

                    გამოყენებული ლიტერატურა

1--ღირსი იოანე სინელი. კიბე ანუ-კლემაქსი.. თბ 2004 წ.

2–ზვიად გამსახურდია-წერილები, ესსეები- ზვიად გამსახურდია-წერილები, ესსეები..თბილისი 1991 წ.

3-კონსტანტინე გამსახურდია. ტომი II. თბილისი-1959 წ.

4-ღვთიური სიბრძნის მართლმადიდებლური ენციკლოპედია

ავტორი-გურამ ლურსმანაშვილი

Advertisements

10 Comments

Filed under კრიტიკა

10 responses to “დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა და მართლმადიდებლობა .

  1. kargia guram ubralod raomdenime sityva giweria shecdomit da gaaswore :*

  2. oazisi

    აუუ მეცხრე კლასში წავიკითხე ეს წიგნი და მაშინვე გამიჩნდა უარყოფითი დამოკიდებულება. ეხლა ამ სტატიამ ნათლად დამანახა ყველაფერი. დიდი მადლობა ავტორს.

  3. ავთანი

    ესეთი “ბილწი”, და ამგვარი ჩართვები როგორი არაქრისტიანულიც არ უნდა იყოს ისინი მაინც უფრო საინტეტერესოს ხდის ნაწარმოებს მესამეჯერ ვკითხულობ და რატომღაც ყველაზე მეტად სწორედ ესეთი მონაკვეთები დამამახსოვრდა

  4. კონსტანტინე გამსახურდიამ მხატვრული ლიტერატურა დაწერა, რომანი, რომელიც წარმოაჩენს პერსონაჟების ადამიანურ მხარეს, მათ ფიქრებისა და მოტივების უამრავ შრეს.

    რამდენიც არ უნდა ეცადოთ ამის უარყოფას, ამ ნაშრომში აშკარად გაკრიტიკებული გყავთ მწერალი. დიახაც რწმენის მხრივ ბევრი რამ გაუმართლებელია, მაგრამ ეს არც ყოფილა რომანის მოტივი. არც გამსახურდიას რომელიმე სიტყვა არ მიმაჩნია ნაწარმოებში ზედმეტად. ხოლო ავტორის დამოკიდებულება თუ გაინტერესებთ, პროლოგშივე აქვს შესანიშნავად ჩამოყალიბებული.

    საკუთარი ღრმადმორწმუნეობის დამტკიცება ხომ არ ყოფილა კონსტანტინეს მიზანი; თანაც, იმისთვის, რომ მკითხველი მსჯელობით მივიდეს საკუთარ გადაწყვეტილებამდე, საჭიროა ორივე პოზიციის გამოკვეთა და არა მხოლოდ ერთის. ამ შემთხვევაში რელიგია შეზღუდავდა რომანის მხატვრული დიდების სრულად წარმოჩენას, ამიტომაც “სცოდა” კონსტანტინემ. სწორედ “დიდოსტატის მარჯვენა” არის ის შემოქმედება, რომლისთვისაც სულს მოსთხოვენ მას.

    მთავარი ისაა, მხატვრული სახის ნაწარმოებს არ უნდა ვთხოვდეთ იმას, რასაც ამ სტატიაში მოვკარი თვალი. ისე რომ არ დაეწერა რომანი, როგორც დაწერა კონსტანტინემ, მაშინ გამხდარიყო ისეთი მშრალი ნაწარმოები, როგორებისგანაც გამოირჩევა ეს რომანი ზუსტად; ქებანით და დიდებანით გადატვირთული.

    დამეთანხმებით, არ შეიძლება იმის ვარაუდი, რომ ავტორმა პერსონაჟს სიტყვა იმიტომ ათქმევინა, რომ თვითონაც ასე ფიქრობდა. მკითხველის განსასჯელია ზუსტად, ვის რატომ მიემხრობა. საკუთარი აზრის გამოთქმისგან და მინიშნებების მისაცემად კი, ავტორი საკმარისად ერთვება სიუჟეტის მსვლელობისას.

    ამ რომანზე დაუსრულებლად შეიძლება ლაპარაკი. ძალიან ვწუხვარ, რომ ზოგიერთს უარყოფითი დამოკიდებულება გაუჩინა ამ შედევრის კითხვამ, რაც იმას ნიშნავს, რომ არასწორადაა აღქმული რომანის მთლიანობა.

    “როცა ყველაფერს წვიმა წარხოცავს, როცა ყველა ხმას ქარი წაიღებს, სვეტიცხოველი შეიმატებს დიდებას კიდევაც. მართლაცდა სხვა რა ევალება ოსტატს, თუ არა წამიერის მარადჟამულად ქცევა? სხვა რა ევალება ამქვეყნად ოსტატს, თუ არ ჭიდილი წარმავლობის ნისლთან.”

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s