გმირის ძიების პრობლემა

თითქმის ყველა დროის ქართველი მცირე ასაკიდანვე თეთრ ცხენზე ამხედრებულ რაინდს ელის , რომელმაც დიდებული საქმე უნდა გააკეთოს , თუმცა მწერლობაში გმირის ძიების საკითხი პირველად გრ.ორბელიანმა დასვა ლექსში- ,,იარალის:’’
,,ვინ აღჩნდეს გმირი , რომ მის ძლიერი
ბედს დაძინებულს ხმა აღადგენდეს.’’
შემთხვევით გამოწვეული არ უნდა იყოს ის ფაქტი , რომ ამ ლექსის დაწერის თარიღი საქართველოს ძნელბედობის ჟამს დაემთხვა . იმ დროს მართლა სჭირდებოდა პოეტის სამშობლოს ისეთი პიროვნება , რომელიც :
,, მარჯვენის ერთისა დაკვრით
უსულოდ ვეშაპს მიწად დასცემდეს .’’
მაგრამ რთული იყო მაშინ და თითქმის შეუძლებელია ახლა , ერთი ხელის მოქნევით საქართველოსათვის ,,გარეული’’ თუ ,,შინაური’’ მტრების მოცილება .
ალბათ წარმოუდგენელი იქნებოდა ის , რომ ისეთ პატრიოტს , როგორიც ილია იყო მხედველობიდან გამორჩენოდა გმირის ძიების პრობლემა და არ აესახა თავის შემოქმედებაში . სულმნათმა პოეტმა ჯერ კიდევ ,,მგზავრის წერილებში’’ ნატრობდა ისეთი ვინმეს გამოჩენას , რომელიც საქვეყნოდ გაბნეულ მუგუზლებს შეკრებდა და ერთ ცეცხლად ჩამოაყალიბებდა . პოეტმა არც ამის შემდეგ დაყარა ფარ-ხმალი და პოემაში – ,,აჩრდილი’’ ხელახლა წამოწია წინ ეს პრობლემა :
,,მაგრამ , ქართველნო , სად არის გმირი ,
რომელსაც ვეძებ , რომლისთვის ვსტირი .’’
სამწუხაროდ ილიას არც ამ შეძახილს გამოეხმაურა ვინმე და ეს მოწოდებაც ..ქარმა წაიღო.’’
თავში ვახსენეთ , რომ ქართველი , თითქმის ყველა ეპოქაში გმირს ელოდებოდა , თუმცა ყველა დროს განსხვავებული მიზანი , დავალება , თუ იარაღი გააჩნდა თავად გმირს .
თუკი თინათინი ავთანდილს გმირობაში ,,ველად გაჭრას’’ და ,,უპრეცენდენტო’’ საქმის გაკეთებას უთვლიდა , რამდენიმე საუკუნის სემდეგ გრ.ორბელიანი მოელოდა მას , ვინც მარჯვენის ერთი დარტყმით უზარმაზარ მტერს დაამარცხებდა . ილია ჭავჭავაძე კი თვლიდა , რომქართველს ხმლის მაგივრად კალამი უნდა აეღო ხელში და განათლებით გაენათებინა ქვეყანა . ამ მოტივით შეიქმნა ლექსი-,,ჩემო კალამო : ’’
,,ჩემო კალამო , ჩემო კარგო , რად გვინდა ტაში !
რასაც ვმსახურებთ , მას ერთგულად კვლავ ვემსახუროთ ,
ჩვენ წმინდა წიტყვა უშიშარად მოვფინოთ ხალხში ,
ბოროტთ საკლავად , – მათ სულთ-ხდომის სეირს ვუყუროთ .’’
ილია II ბრძანებს : ,,ყველა ქართველში გენიოსი იმალება . მთავარია ამ ნიჭის გამოჩენა შევძლოთ . ‘’ ჩემი აზრით , მართლა იმალება ყველა ქართველში გენიოსი და გმირი , ოღონდ მის წარმოჩენაში ამპარტავნება და უმადურობა გვიშლის ხელს . ჩვენ ვერ ვახერხებთ არათუ საკუთარი გმირობის გამოვლენას , არამედ სხვასაც არ ვაძლევთ საშუალებას , თავისი შესაძლებლობები წარმოაჩინოს . ამის გამო მოვკალით ილია , დღესაც ვკლავთ და მომავალშიც აუცილებლად ვესვრით ტყვიას თუ არ გამოვსწორდებით .

Advertisements

დატოვე კომენტარი

Filed under კრიტიკა

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s