ბედნიერი ერი

1-eri-saz-2

უნარს, რომელიც უზრუნველყოფს შეეგუოს არსება სხვადასხვა ადგილსა და სიტუაციას, ადატაცია ეწოდება. ალბათ სწორედ ამ უნარის მიერ გამოწვეულმა შედეგმა ჩააგონა ილიას, რომ დაეწერა ლექსი- ,,ბედნიერი ერი .’’
გარეულ ცხენს ,,მუსტანგი’’ ქვია, მის გახედნას კი რამდენიმე კაცი ჭირდება. ასევე რამდენიმე პიროვნებაა საჭირო მისთვის უნაგირის დასადგმელად. ამ პროცესთა წარმატებით განხორციელების შემდეგ კი მუსტანგ ხდება ისეთივე ჯორ-ცხენი, როგორიც ილია ჭავჭავაძემ დაგვიხატა. მას ერთი ადამიანიც ადვილად მართავს. თავად პირუტყვი კი თავს კომფორტულად გრძნობს – ,,მძიმე ყადნითა და ლამაზ ფალნით.’’
ილია ჯერ კიდევ ,,მგზავრის წერილებში’’ ნატრობდა, რომ ქართველი ერი თერგს დამსგავსებოდა, რომელიც ბობოქარი და შეუპოვარი იქნებოდა. თუმცა, დაახლოებით ათი წლის შემდეგ სულმნათი მწერალი დადგა იმ რეალობის წინაშე, რომ უშიშარობისა და დაუმორჩილებლობის მაგივრად, ქართველი– უშფოთველი, ქვემძრომელი და მომთმენია. ქართველი იმდენად შეგუებულა დროსა და სიტუაციას, რომ ყრუ და მუნჯი გამხდარა, კარგად მოთავსებულა თავის ნაჭუჭში, იქიდან არ იხედება და არც მის გარეთ მყოფს უსმენს. არც იმას აქცევს ყურადღებას, რომ ამ ნაჭუჭს ხან ერთი ფრინველი წაიღებს და ხან მეორე. როგორც გრიგოლ ორბელიანი იტყოდა:
,,და რაც დაეცა , ის წარიტაცა
შავმა ყორანმა ვით უმწე მსხვერპლი . ‘’
ერთ დროს ,,ბედნიერი ერი’’ უბედური გახდა, თუმცა ამის აღიარებას არ აპირებს. პირიქით, სხვადასხვა გზებით თავის გამართლებას ცდილობს, შედეგად ყველა მოქალაქე ცრუ და ფლიდი გახდა. მტვერწაყრილი და შეურაცხყოფილი ისე შეგუებულა სიტუაციას და გაზარმაცებულა, რომ ამ მტვრის მოცილებასაც არ აპირებს.
ქართველს გაჭირვებია კეთილისა და ბოროტის გარჩევა და იმის ნაცვლად, რომ მოყვასის მიერ გაფუჭებული საქმე გამოასწოროს, თავად გმობს მას და ეწინააღმდეგება. ყველაფერ ამის შემდეგ იგი საზრდოს გარეშე დარჩენილა. მშიერ კაცს კი ორი გზა გზა აქვს- ან ჯუნგლის კანონით იცხოვროს და ყველაფერზე წავიდეს გადარჩენისთვის, ან არადა შეეგუოს სიტუაციას და მოკლე ხანში გავიდეს ამ ქვეყნიდან. ქართველს აქაც ,,უზრუნველობა’’ ურჩევნია და ელვის სისწრაფით მიექანება სიკვდილისკენ .

2010 წელი

Advertisements

8 Comments

Filed under კრიტიკა

8 responses to “ბედნიერი ერი

  1. night

    vaimee shen gagaxara gmertma 😀

  2. აუუ რა გამომადგა რომ იცოდეთ :* დიდი მადლობა ძალიან დიდი მადლობა :* auu vinc es dado gaixara raaaaaaaa ♥

  3. ninii

    გამომადგა ძალიან.უუღრრმესი მადლობააა )))))))) მადლია მადლი :დდ

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s