ლუარსაბი-კმაყოფილი ქართველი

ღმერთმა ადამიანი თავის ხატად და მსგავსად შექმნა და დააყენა იგი ყველა არსებაზე მაღლა . ამასთანავე დაავალა , რომ  თავისი ოფლით მოეპოვებინა საკვები და არა მზა-მზარეული ცხოვრებით დამტკბარიყო . ქრისტიანული მორალი დაფუძნებულია მოყვასისა და შემოქმედის სიყვარულზე . ადამიანის დანიშნულებაც აქედან გამოდინარეობს -იგი უნდა გამოადგეს მოყვასს , სამშობლოს და ამით ამაღლდეს უფლის თვალში . ეს ყველაფერი კი სულმნათმა ილიამ ერთ ფრაზაში ჩატია:

,,ყოველ დღესა შენ თავს ჰკითხე ,

აბა მე დღეს ვის რა ვარგე .”

რადიკალურად განსხვავებული პოზცია გააჩნია  თავად ლუარსაბ თათქარიძეს . მისი აზრით , კაცმა დედამიწაზე ოფლი კი არ უნდა დაღვაროს , არამედ თავის  ზედმეტი შეწუხების გარეშე განვლოს ქვეყანა . ამის გამოა , რომ მისთვის არ არსებობს სულიერი ამაღლება . მას ბედნიერებად მიაჩნია იმ ძირგავარდნილ ქვევრშიხორაგის ყრა , რომელიც კაცმა ვერ უნდა ამოავსოს . ამასთანავე მთელი დღის განმავლობაში განცხრომაში ყოფნა .

სწორედ ზემოთნახსენები მოსაზრებების გამო იყო , რომ ლუარსაბი ერთი შეხედვით უმწიკვლო ცხოვრებით ატარებდა წუთისოფელს , თუმცა , ასეთი ,,სათნო ცხოვრება” , არაა მოსაწონი ღმერთის თვალში. იმიტომ რომ ამ დროს თავად თათქარიძეს  უკვე ბოლომდე ჰქონდა დაკარგული ადაიანის სახე , რადგან მისი სული დაჭლექებული იყო , ხოლო ხორცი ზეობდა . რადგან მხოლოდ მიწიერ კეთილდღეობაზე ფიქრობდა  და არა მარადიულზე , რადგან თავისი ძმის შური აღრჩობდა  და იმიტომ რომ მთელი სიცოცხლე ზღაპრულ საგნებსა თუ მოვლენებზე  ფიქრობდა და არა დაკარგული ჰქონდა შეგრძნება რეალურისა .

Advertisements

დატოვე კომენტარი

Filed under კრიტიკა

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s