,,შენ სიკვდილის რა ღირსი ხარ , / სასიკვდილო მე ვარ მხოლოდ.”

აკაკი წერეთლის პოემა – ,,გამზრდელი” უამრავი ასპექტითაა საინტერესო ,  თუმცა , ჩემი აზრით , ამ ნაწარმოებში მთავარი მოვლენა ხდება მაშინ , როდესაც საფარ-ბეგთან საუბრის შემდეგ , ჭკუითა და  გამოცდილებით  განთქმული ჰაჯი-უსუბი იკლავს თავს . განსაკუთრებით საინტერესოა მისი ბოლო ფრაზა:

,,შენ სიკვდილის რა ღირსი ხარ ”

ეს წინადადება ცოტა უცნაურად ჟღერს . წუთისოფელში  ადრე თუ გვიან ხომ ყველასთვის დადგება მომენტი , როდესაც გარკვეული ეტაპიუნდა დამთავრდეს . თუმცა , ეს მხოლოდ ერთი მხარეა და საქმე გვაქვს უბრალო , ფიზიკურ მოვლენასთან , როელიც ყოველთვის ხდებოდა , მიმდინარეობს და მოხდება . მაგრა მოსზრება შეგვეცვლება , როდესაც გავიგებთ თუნდაც წმ. ამბროსი მედიოლანელის აზრზს , რომელიც ამბობს :

,,ბრიყვს სიკვდილის ეშინია , როგორც უდიდესი ბოროტებისა , ხოლო ბრძენნი ეძიებენ მას- როგორც სრომის შემდგომად განსვენებას და უწმინდურებათა დასასრულს . აგრეთვე საკმაოდ საინტერესოა ჰაჯი-უსუბის მეორე ფრაზა : ,,სასიკვდილო მე ვარ მხოლოდ .” რის გამო უნდა იყოს სიკვდილის ღირსი  ჰაჯი-უსუბი , რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის მომავალი თაობის ღირსეულად აღზრდაში.

,,სადაც კია გვარიშვილი ,

ყველა მისიგაზრდილია.” ვკითხულობთ პოემაში . მერე რა თუ ერთმა მისმა მოსწავლემ უკეთური საქმე ჩაიდინა . ჩემი აზრით , ამის პასუხიც სახარებაში უნდა ვეძიოთ : ,,მე ვარ მწყემსი კეთილი , მწყემსმან კეთილმან თავი თვისი დასდვის ცხოვართათვის.” ამ საქმის მიმდევარს უამრავი ცხვარი ჰყავს . თუმცა , ძალიან განიცდის ერთის დაკარგვასაც და უზომოდ ბედნიერიაა ერთი გზააბნეული თიკანის პოვნით . თუ ამ გადასახედიდან შევხედავთ სიტუაციას , ნათელი გახდება რის გამო გამოუტანა საფარბეგის გამზრდელმა საკუთარ თავს სიკვდილის განაჩენი .

არსებობს სწავლება , რომ ადამიანი სასიკვდილო სარეცელთან ტანჯვისას საკუთარ ცოდვებს ინანიებს , ხოლო ვინც უტანჯველად გადის ამსოფლიდან , დიდ ნაბიჯი აქვს გადადგმული საცხოვნებლად . ტყვიით გარდაცვლილი ადამიანი ყოველგვარი ,,გართულების გარეშე” კვდება  და არც იტოვებს ცოდვის მონანიების საშუალებას . საფარს კი ამ სცენის შემხედვარს , სიცოცხლის ბოლომდე სინდისის ქენჯნა შეაწუხებდა და აღარ გაიმეორებდა მსგავს შეცდომას .

და მაინც , რის გამო არ იყო სიკვდილის ღირსი საფარ-ბეგი ? ამ კითხვაზე პასუხს გაგვცემს არქიმანდრიტი რაფაელი : ,,ქრისტეს აღდგომით სიკვდილი მარაისობაში დაბადებაა . გქონდესსიკვდილის უნარი ამქვეყნიურისათვის – ეს ხელოვნებაა .’ საკუთარი ქმედებით დამძიმებული საფარ-ბეგი კი არ იყო ამ ხელოვნების შეცნობის ღირსი .

Advertisements

5 Comments

Filed under კრიტიკა

5 responses to “,,შენ სიკვდილის რა ღირსი ხარ , / სასიკვდილო მე ვარ მხოლოდ.”

  1. ეს ცოტა საკამათო თემაა ^_^

  2. George

    tavis mokvla arcert shemtxvevashi gasamarlebeli ar aris

  3. mananatepnadze@gmail.com

    chemi azrit sworad moiqca radgan veranair sasjels ver miusjida sapars rom igi datanjuliyo da man tavis sikvdilit gamousworebeli shecdoma daanaxa da mteli cxovrebis ganmavlobashi datanjuli datova..

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s