წერილი წინაპარს

,,რა დაგვიტოვე და რას გახვედრებთ
რით მოვიწონოთ თავი.’’
(თინათინ მღვდლიაშვილი)

ბევრი სატკივარი მაქვს გულში . ამათგან უმეტესის სხვისთვის გამხელას აზრი არ აქვს. ამიტომ შენ უნდა მოგმართო ,,ხალხის გენია!’’ რადგან შენ ხარ ის ერთადერთი და შეუმცდარი, ვისი ნდობაც შეიძლება . შენ გწერ ამ წერილს და სასოებით ველოდები პასუხს.
უკვე რამდენიმე საუკუნეა ჩვენთან არ ხარ . უფრო სწორად , ჩვენ არ ვართ შენთან , რადგან მიგატოვეთ , მაგრამ ვიცი , როგორც უწინ , ისე დღესაც გაინტერესებს , რა ხდება . მეც მოგიყვები შეძლებისდაგვარად .
ყველაფერს რწმენით იწყებდი ხოლმე , ჩემო წინაპარო . მეც ასე დავიწყებ . უცხო რომ არ იყოს შენთვის , თავიდანვე გეტყვი , რომ ეს ,,ლოზუნგი’’ აღარ მუშაობს : ,,არ გეცრუვნები შენ , ჩვენო სიქადულო – მართლმადიდებლობაო .’’ გამიგია , ადრეც იყვნენ ლუარსაბები და თეიმურაზ ხევისთავები , თუმცა მათი რაოდენობა ძალიან მცირე იყო . ახლა ან საერთოდ ურწმუნოები ვართ , ანაც მერკანტილისტები . (ნუ გაგიკვირდება უცხო ტერმინები თუ იქნება ჩემს სიტყვებში). ჩვენს ტაძრებში , რომ შემოიხედო , დაინახავ მსხვილი სანთლებით მდგარ ხალხს წირვაზე , მაგრამ :,,სხვაგან ქრის მისი გონება , მისმა თავისა წონამან ,’’ ხომ გახსოვს .ზუსტად ასეთი სიტუაციაა ახლაც . დღეს მხოლოდ ესაა რწმენა . ეგ შენ შეგეძლო მეტეხის ხიდზე ასიათასჯერ მომკვდარიყავი ჩვენ კი არა . სამაგიეროდ ჩვენ შანგრილის შენება და ,,გრიალი’’ შეგვიძლია უმაღლეს დონეზე.
დღეს არც შენებური სიმღერა გვისერავს გულებს :
,,ღმერთო სამშობლო მიცოცხლე , მძინარეც ამას ვდუდუნებ.’’
აქ მამულის დაცვა მხოლოდ იმით შემოიფარგლება , რომ იმ ..ლუდოვიკოებს’’ რომლებსაც ,,ჩვენი ვახტანგი ფეხზე ეკიდათ და ჰკიდიათ ‘’ ვათქმევინოთ დამპყრობლებზე , რომ ოკუპანტები არიან და შემდგომში ,,აღვაშფოთოთ.’’
ვეღარც ქართველობას დაინახავ სადმე , დიდხანს რომ იბოდიალო ქვეყანაში . როგორ გაუჩინარდა იგი იცი ? აი როგორც ცეცხლი-,,რომლისა კვამლი ჰაერში , ქარის შებერვით არს მქრალი .’’ დღეს აღარაა ის დრო , როდესაც-,,ვაჟაი ვაჟაბდის და ქალაი ქალაბდის.’’ ახლა ქალი ვაჟობს და ვაჟი ქალობს . ვერ გაარჩევ რომელს ელაპარაკები . შენ თუ ოჯახის წევრებს იცავდი შეურაცხყოფისაგან , ახლა საკუთარი დედის აუგად მოხსენიებაა ,,მოდაში.’’ ,,მოდაშია’’ კი არა ლამისაა წესად დამკვიდრდეს.
უგულო ხალხი დავაბიჯებთ შენს ოფლით გაპოხილ მიწაზე . მიწაზე , რომლის ასაშენებლადაც ქვებად შენი ძვლები იხმარე და კირად სისხლი . რომელი გულია გაუჩინარებული იცი ? შენს დროში , რომ იყო :
,,ვაჟკაცსა გული რკინისა , აბჯარი თუნდა ხისაო.’’
ესაა ზუსტად გამქრალი . ვეძებთ , მაგრამ ვერ ვპოულობთ . რომც ვიპოვოთ საგულეში მაინც არ ჩაჯდება . ვერ გაძლებს იქ და იმიტომ.
გახსოვს სტუმარი ვინ იყო შენს დროს ? ვინ და ღვთის საჩუქარი . სწორედ მასზე იძახდი ხოლმე : ,,დღეს სტუმარია ეგ ჩემი ,თუნდ ზღვა ემართოს სისხლისა.’’ ჩვენთვის კი შეწუხება , აფორიაქება და რაც ყველაზე მთავარია – არაკომფორტულია იგი მხოლოდ , მეტი არაფერი.
გამიგია ადრეც იყვნენ მელანოები თუ ვარდისახარები , მაგრამ ყველამ იცოდა , თუ რა იყო მისაღები და მიუღებელი , კეთილი და უკეთური . ახლა ასე აღარაა . თუ მაშინ სიბილწე იმალებოდა , ახლა აფიშირება ხდება ამას ვინ ჩივის და თუ სადღაც და ვიღაც წესიერი გამოერევა ის ,,ჩამორჩენილია’’ და შერცხვენილი .
საერთოდ დაგვავიწყდა თუ რა არის სიყვარული , ტრფობა , მიჯნურობა . ეგ შენს დროს არ უნდა ყოფილიყო მიჯნური-,,მეძავი , ბილწი , მრუში .’’ თორემ ახლა ლამისაა ეს სიავეები მის მოვალეობად გადაიქცნენ .
ჩვენი ქვეყანა ოდითგანვე სტრატეგიულ ადგილზე მდებარეობდა , აუარებელი ხალხი მიდი-მოდიოდა , მაგრამ ყოველთვის შეგეძლო მათგან სასარგებლო მიგეღო და ,,ჯერკუალი განგეგდო . ’’ ახლა მხოლოდ ჯერკუალს ვიტოვებთ . შენს დროს ამ ქვეყანას , რომ ვინმე დაემუქრებოდა ერთი მოტივი გამოძრავებდა –
,,ან მოვკლავ ან შევაკვდები , ქვეყნის მტერს ვაჟკაცურადა . ‘’ ახლა ყველაზე დიდ ბუჩქებს ვეძებთ მხედართმთავრიდან დაწებული , უბრალო მეომრით დამთავრებული , რომ მტერს დავემალოთ ომიანობისას . მშვიდობიანობისას კი ,COUNTER STRIKE’’,’’-ს ვთამაშობთ .
ჩემო შეუმცდარო ,,ხალხის გენია’’ გახსოვს ელო ? ეგ ის ელოა ცხრა შვილი სიხარულით რომ შესწირა მამულს . გახსოვს სანათა ? თავის ვაჟები ზვარაკად რომ მისცა სამშობლოს ? არ იფიქრო რომ ახლა არ სწირავენ . ოღონდ არა ქვეყანას , არამედ ,,მიწიერი კეთილდღეობის ღმერთს.’’ და არა ბრძოლის ველზე , არამედ საკუთარ საშოში . ეგ შენს დროს იყო :
,,შვილის გაჩენა კი არა , შვილის აღზრდაა მთავარი .’’
თორემ ახლა არგაჩენა უფროა მიღებული და აღზრდის მაგივრად კი ,,თავისუფლად’’ დატვება . ესეც არ აგერიოს , ქართველ დედათა ძველ დევიზში , რომლებიც უნერგავდნენ შვილებს-,,ძმობას , ერთობას , თავისუფლებას.’’ დღეს ეს უკანასკნელი ცხოველური აღვირახსნილობაა მხოლოდ და მხოლოდ .
სად იყო ადრე ამდენი ,,უმაღლეს-სასწავლებელი’’ , მაგრამ თითოეულ ქართველზე ათჯერ და ათასჯერ განათლებული ხარ მაინც , რადგან იცოდი რა იყო მთავარი საუნჯე-,,მამული , ენა , სარწმუნოება .’’
მე კი გწერ ამ ყველაფერს , მაგრამ შენ გაიგებ ვინ ვარ ? ვშიშობ , რომ :
,,ცად თვალნი გაქვს მიქცეული , და მე ვეღარ მცნობ გულშემუსვრილსა .
ეჭვით აღვსილსა , უსასოდ ქმნილსა . გულ უიმედოს , გაუხარებელს .’’
არ იფიქრო ჩემო მშობელო და მასწავლებელო , რომ შენს ქვეყანაში ყველა ასეთია . კიდევ არიან აქ რა თქმა უნდა -მორწმუნეები , წესიერები , ვაჟკაცები , ერთგულები და.ა.შ. მაგრამ უბედურება იმაშია , რომ ესენი ჩამორჩენილებად , შეშლილებად და უგონოებად აღიქმებიან .
ჩემო წინაპარო ! მირჩიე რამე !

Advertisements

%(count)s კომენტარი

ოქტომბერი 24, 2012 · 00:23

One response to “წერილი წინაპარს

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s