სინდისის ზანზალაკი

,,გახსოვდეს ყოველთვის რომ , ქვეყანაზედ
ქაღალდის გარდა არის კიდევ სინდისი.’’(ილია)

ქვეყანაზე მრავალი რამაა იდუმალი და ამოუცნობი . ერთ-ერთი მათგანია სინდისი . სანამ იმაზე ვისაუბრებდეთ , თუ როდის და რატომ ,,წკრიალებს’’ მისი ზანზალაკი , ტრადიციისამებრ ჯერ თავად სინდისის რაობა გავარკვიოთ . მისი უამრავი განმარტება არსებობს , მაგრამ მათგან მხოლოდ რამდენიმეს სემოგთავაზებთ . იქამდე კიშეგახსენებთ , რომ სწორედ სინდისი არის ყველაზე მთავარი ადამიანისადმი ბოძებულ ღმერთის ხატობაში. ვნახოთ , როგორ განმარტავს მას გაბრიელ ეპისკოპოსი : ,,სინდისი არს იგი უხილავი მსაჯული , მჯდომარე გულსა შინა ყოვლისა კაცისასა.’’ დამეთანხმებით , რომ საინტერესო ახსნაა , თუმცა უფრო მკაფიოდ და ლაკონიურად საუბრობსარქიმანდრიტი გაბრიელი , რომელიც ამბობს : ,, სინდისი პატარა ღმერთია.’’
ცნება , რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ რამდენიმე რამითაა უნიკალური . მათგან ერთ-ერთი უმთავრესი კი ისაა , რომ შეგიძლია იგი დროებით გააჩუმო , მაგრამ რამდენად შეძლებ მის სამუდამოდ გაჩუმებას სხვა საკითხია.
აღნიშნულ საკითხზე საუბრისას არაერთი მაგალითის მოყვანაა შესაძლებელი , თუმცა მხოლოდ რამდენიმეთი შემოვიფარგლები გავიხსენოთ მეტ-ნაკლებად ცნობილინეპიზოდები ეპიზოდები აწარმოებებიდან , რომლებშიც სინდისის ზანზალაკის ,,წკრიალის’’ შესახებაა საუბარი . დავიწყოთ ნიკოლოზ ბარათაშვილით :
,,ნუთუ ხმა ესე არს ხმა დევნისა ,
შეუწყალისა სინიდისისა ?
მაგრამ მე ჩემში ვერ ვპოვებ ავსა
მისს საშფოთველოს და საქენჯნავსა.’’
(,,ხმა იდუმალი’’)
დავაკვირდეთ თუ როდის მოქმედებს მგოსანში სინდისის ზანზალაკი . როდის და მხოლოდ მაშინ , როდესაცპოეტი ავს იქმს.
ცალკე სასაუბრო თემაა მიხეილ ჯავახიშვილის-,,ჯაყოს ხიზნები ’’ და სინდისთან დამოკიდებულება . ამ მოთხრობაში თეიმურაზ ხევისთავს ზურგზე ჰქონდა მოკიდებული ,,ძაღლის ლეში , ‘’ რომელიც არ აძლევდა საშუალებას რომ მოესვენა . მისი ,,წკრიალი’’ გამუდმებით ურღვევდა სიმშვიდეს , ,,სიწყნარის მოყვარულ’’ ნაკაცარს . რატომ ? იმიტომ რომ ეს სინდისის მოვალეობაა . ეს ის ხატებაა , რაც შემოქმედმა უპირველესად ჩათესა ადამიანის არსებაში , რომ განუწყვეტლივი ღაღადით ხელი შეეწყო მოკვდავის განღმრთობისათვის .
გარდა თეიმურაზივით მოუსვენრობისა , თურმე შიშსაც კი იწვევს ,,სინდისის ზანზალაკის წკრიალი.’’ მოვუსმინოთ წმ.იოანე ოქროპირს : ,,ჩვენ იმიტომ გვეშინია სიკვდილის , რომ დაუდევრად ვცხოვრობთ და სუფთა სინდისი არ გაგვაჩნია.’’
მოცემულ თემაში ჩვენ გავეცანით წმ.მამათა , მწერალთა და პოეტთა ნააზრევს სინდისის შესახებ . ამ საუბრიდან თუ საერთო ფიქრებს შევაჯერებთ , მივალთ იმ დასკვნამდე , რომ-სინდისის ზანზალაკი სიცოცხლის ბოლომდე არ აჩერებს წკრიალს . ხოლო მისი დროებით შეჩერება კი შეიძლება მაშინ , როდესაც ჩადენილ ცოდვას , გულწრფელად მოვინანიებთ . ისევე , როგორც ეს მოხდა თეიმურაზ ხევისთავის შემმთხვევაში.

Advertisements

დატოვე კომენტარი

ოქტომბერი 20, 2012 · 00:50

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s