უმოკლესად: სიზმარი და მართლმადიდებლობა

მხოლოდ ის სიზმარი ირწმუნე,რომელიც ტანჯვისა და სამშჯავროს შესახებ გამცნობს.და თუ სასოწარკვეთილებაში ჩავარდები მაშინ ისიც
ეშმაკისგან ყოფილა.“ (ღირსი იოანე სინელი)

ძნელად მოიძებნება ადამიანი,რომელიც არ დაფიქრებულიყოს სიზმრის შესახებ და არ ერწმუნა მისი.მით უმეტეს,რომ სიზმრად ნანახი არცთუ იშვიათად სრულდება. საინტერესოა მართლმადიდებლური სარწმუნოების აზრი ამ თემის ირგვლივ.
ათონის წმინდა მთაზე ბერები არც უარყოფენ სიზმარს და არც იჯერებენ.ეს იმიტომ,რომ სიზმარი შეიძლება იყოს როგორც ღვთიური,ასევე დემონური ძალისმიერიმდა ამ ყველაფრის დაჯერებამ ადამიანი შეიძლება დაღუპვამდეც კი მიიყვანოს.როგორც ოპტინელი ბერი ლეონიდე გვარიგებს:
,,წმინდა წერილიდან ვიგებთ,რომ ბოროტი ძალა ზოგჯერ სინათლის ანგელოზის სახით ეჩვენება ადამიანს,რაც სიზმარში აისახება”.ანუ დასაშვებია,რომ წმიდანის სახითაც გამოგვეცხადოს ბოროტი ძალა სიზმარში,და აცნობოს მისი მომავლის შესახებ.დიდი ალბათობაა იმისა,რომ ეს ინფორმაცია მართალი აღმოჩნდეს და ადამიანი ამ დროს თუ ირწმუნებს სიზმარს უკვე ცოდვაშია.ამით ბოროტმა უკვე შეასრულა თავისი ,,პროგრამა მინიმუმი.“
ყველასთვის კარგადაა ცნობილი,რომ ეშმაკებს არ შეუძლიათ ჯვრის და ყოვლადწმიდა ღვთისმსობლის სახით გამოჩენა,მაგრამ აქაც ყურადღებით მოგვეთხოვება ყოფნა.აი რას გვარიგებს წმიდა ბარსანოფი დიდი:,,ეშმაკებს ძილშიც კი არ შეუძლიათ წარმოგვიდგინონ სახე ჯვრისა,რადგან მტერს ეშინია ჯვრის,მაგრამ ღმერთი უშვებს იმას,რომ იგი თქვენს სააზროვნო ძალას დაეუფლოს,ისე,რომ რაღაც ფიგურას წარმოგიდგენთ და შთაგაგონებთ აზრს,რომ ეს ჯვარია და ამით უფრო მეტად აღგაშფოთაბთ.“რაც შეეხება ღვთისმშობელ მარიამს,ბოროტი შეიძლება წარმოგვიდგეს როგორც ლამაზი ქალი,ახალშობილი ყრმით და ჩაგვინერგოს აზრი,რომ ეს ღვთისმშობელია.
სიზმრის ახსნისა და სხვისგან გამორჩეულობის იდეის ჩამოყალიბების შემდეგ,კაცმა შეიძლება საკუთარ თავში რაღაც მისტიკური,ზებუნებრივი აღმოაჩინოს.ასეთი სემთხვევები კი მართლმადიდებლური სარწმუნოების ისტორიაში უამრავია.მრავალი შემთხვევაა,როდესაც თითქოს ღვთიური ძალმოსილებით აღსავსე სიზმრები ბოროტისეული ყოფილა.სულიერ ცხოვრებაში გამოცდილი და დახელოვნებული სასულიერო პირნი არ აქცევენ ყურადღებას სიზმარს,რწმენასი გამოუცდელი და სუსტი ერისკაცნი კი ისე მარტივად ხსნიან ნებისმიერი სიზმრის შინაარსს,რომ შეიძლება მის განსაკუთრებულ ნიჭიერებასა და მადლზე დაფიქრდეს ადამიანი.სიზმარი შეიძლება არც ბოროტისეული იყოს და არც უფლისმიერი.დასაშვებია,რომ ყოფითი პრობლემებით დაქანცულ ადამიანს,ჩაყვეს ძილში ფიქრი ნებისმიერ მოვლენაზე და ამ ფაქტმა სიზმარში ჰპოვოს გამოძახილი.ასე,რომ როდესაც საქმე ღამეულ ჩვენებებს ეხება უდიდესი სიფრთხილე გვმართებს.
დღეს, ინტერნეტი,წიგნები,სხვადასხვა საინფორმაციო სასუალებები სავსეა ცნობებით სიზმართა ახსნის შესახებ.თუ მათ ვერწმუნებით ძილში ნანახი წიწაკა და მარილი საშინელება ყოფილა,შაქარი და თეთრი ღვინო კი აუცილებლად წარმატებას მოგიტანს.თუ მიცვალებულს დაინახავ რაღაცაზე უნდა გაფრთხილდე,ხოლო თუ განაწყენებული მეზობელი კარზე გიკაკუნებს ტრაგედიისთვის უნდა მოემზადო…ჩვენ კარგად უნდა გავითავისოთ,რომ სიზმრისეულ ჩვენებათა ახსნა ადამიანის შესაძლებლობათა ზღვარს სცილდება და საშიშია ამგვარი ახსნის სურვილი.

ხანდახან სიზმრებს აფთიაქს ადარებენ,სადაც შხამი და წამალი ერთმანეთის გვერდითაა მოთავსებული,და გამოცდილი აფთიაქარის გარეშე თუ მივიღებთ პრეპარატს შესაზლოა სასარგებლო წამლის წილ მომწამვლელი შხამი აღმოჩნდეს.ხშირია შემთხვევები როცა ადამიანს ძილში ეცხადება თავისი გარდაცვლილი წინაპარი და მომავალზე რაღაცას მიანიშნებს,ადამიანიც იჯერებს მისსაც და ცოდვასი ვარდება.ამ დროს არ უნდა დაგვავიწყდეს წმ.კირილე იერუსალიმელის შეგონება,რომ გარდაცვლილთა სულები ისეთ ადგილზე იმყოფებიან,საიდანაც არ შეუძლიათ ჩვენი ცხოვრების დანახვა,მით უმეტეს გამოცხადება და წინასწარმეტყველება.
წმ.სიმონ ღვთისმეტყველი ბრძანებს: ,,რითაც სული დაკავებულია და ლაპარაკობს ცხადში,მასზე ოცნებობს ან ფილოსოფოსობს ძილშიაც.ატარებს მთელ დღეს ყოფით საქმეებზე ზრუნვაში,ასევე იქცევა სიზმარშიც.თუკი ის იმეცნებს ღვთიურს,ზეციურს,ძილის დროსაც მისით კავდება.“დემონები კი ხშირად სიზმარში გაორმაგებული ენერგიით ესხმიან თავს,რადგან ამ დროს პიროვნების თავისუფალი ნება შესუსტებულია.ბოროტი დასცინის კიდევაც კაცს და განაცდევინებს მას უაზრო,ბილწ მდგომარეობებს.
წმ.ნიკიტა სიზმრებს სამ სახედ ყოფს:

1-უბრალო(რომლებიც ძირითადად უბრალო ხალხს აქვთ და მათში მრავლადაა უწმინდური,მაცდუნებელი.)
2-ხილვები(ეს იმათ აქვთ,ვინც თავისი სულიერების ამაღთლებას ცდილობს,ეს ხელს უწყობს მათ უფრო კარგად ჩაწვდნენ ღვთის ნებას და უფრო მეტად ევლტოდნენ სულიერ საზრდოს).
3- გამოცხადებები(ეს მათ ვინც უკვე მიაღწიეს ღვთის წინასწარმეტყველთა საფეხურს,ასეთი ძილი უკვე აღარ გავს ჩვეულებრივს.წმ.ბარსანოფი დიდის განმარტებით ასეთ ხალხთან ძილი უკან იხევს,ჩათვლემის შემთხვევაშიც მათი მდგომარეობა სხვის სიფხიზლეს გავს.
და მაინც რა არის სიზმარი?ამაზე პასუხს გვცემს წმ.იოანე სინელი:,,სიზმარი ესაა გონების მოძრაობა სხეულის უმოძრაობის ჟამს,გონების მოკლება სხეულის გაძლიერების ჟამს და თვალის მოტყუება აზრების მიძინებისას.”

გამოყენებული ლიტერატურა
————————————————-

1-დავით ციცქიშვილი–მართლმადიდებლური ფსიქოლოგია(თბ.2005)

2- ღვთიური სიბრძნის მართლმადიდებლური ენციკლოპედია(თბ.2007)

Advertisements

დატოვე კომენტარი

ოქტომბერი 19, 2012 · 00:53

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s