დანაშაული

რატომ სჩადის ადამიანი დან აშაულს

,,ზოგჯერ სასჯელი , ისე მკაცრი აღმოჩნდება რომ
მზად ხარ მეორედ ჩაიდინო დანაშაული.’’(ლევან დევაძე)

დანაშაული , მისგან გამოწვეული სასჯელი , დასჯის სამართლიანობა – ეს საკითხები არასდროს კარგავდა და ალბათ არც დაკარგავს აქტუალურობას. რატომ ? იმიტომ , რომ არ ვიცით მისი ჩადენის ზუსტი მიზეზი და არც ის , თუ როგორ ვითარებაში განხორციელდა იგი.
აღნიშნულ თემაზე საუბარს დავიწყებთ ბიბლიით და გავაგრძელებთ ქრონოლოგიური პრინციპით . პირველი დანაშაული კაცობრიობის ისტორიაში გახლდათ ადამისა და ევას შეცოდება . გავიხსენოთ , თუ რატომ მოხდა იგი . ადამიანმა ვერ გააცნობიერა თავისუფლების აზრი და იმის ნაცვლად , რომ განღმრთობილიყო , ამპარტავნებაში ჩავარდა . მოინდომა ღმერთად გახდომა . ბოლოს კი , სინანულის მაგივრად სხვას გადააბრალა ცოდვა . ამ ყოველივემ კი გამოიწვია სასჯელი-სამოთხიდან გამოძევება.
ამით ყველაფერი არ დამთავრებულა . დედ-მამის ისედაც დამძიმებული ცხოვრება უფრო დამძიმდა მათი შვილის-კაენის მიერ ჩადენილი დანაშაულის შემდეგ . მან სიცოცხლეს გამოასალმა საკუთარი ძმა-აბელი . ამჯერად კი ამპარტავნებას შურიც დაემატა და მივიღეთ ახალი დანაშაული.
გავაგრძელოთ საუბარი და განვიხილოთ იუდა ისკარიოტელის ქმედება . მან ჩაიდინა უმძიმესი დანაშაული . კითხვაზე-რატომ ? პასუხს გვაძლევს ნოლოს მირონმდინარის აპოკრიფი : ,,იუდა ისეთი გონების პატრონი იყო , რომ მისთვის ტკბილი მწარედ იქცეოდა და მწარე – ტკბილად . ამის დამადასტურებელია ის , რომ მან თავი ხეზე ჩამოიხრჩო და სული თვისი მარადიული ტანჯვისთვის გასწირა .”
თავადაც ნახეთ , რომ კაცობრიობის ისტორიაში სამი უდიდესი დანაშაულის ჩადენის მიზეზი სხვადასხვა გახლდათ . გავაგრძელოთ საუბარი და ვნახოთ , ირღვევა თუ არა ეს კანონზომიერება .
გავიხსენოთ მსოფლიოს შვიდ საოცრებათაგან ერთ-ერთი – არტემიდას ტაძარი ქალაქ ეფესოში . იგი განადგურდა ვინმე ჰემოსტრატეს მიერ . რატომ? რაოდენ უჩვეულოც არ უნდა იყოს , პასუხი მარტივია-საკუთარი სახელის ,,უკვდავსაყოფად.” სხვა საკითხია როგორ , მაგრამ ფაქტია , რომ ჰემოსტრატე დარჩა ისტორიაში სამუდამოდ .
ახლა კი გადავინაცვლოთ ქართულ მატიანეში , სადაც გამორჩეული ადგილი უკავია დავით აღმაშენებელს . მისი ღვაწლის გამო ეკლესია წმიდანთა დასში მიუჩინა ადგილი . ვნახოთ , მიიჩნევდა თუ არა საკუთარ თავს დამნაშავედ . აი , რას წერს თავად დავითი ნაწარმოებში ,,გალობანი სინანულისანი:”
,,უფალო ღმერთო , მიუტევენ ბრალნი მისნი სიყრმისა და ცდომილებისაგანი.” რამდენადაა შესაძლებელი მეფის ქმედებებს დანაშაული ვუწოდოთ სხვა საკითხია , მაგრამ ვნახოთ , მისსივე აზრით , თუ რატომ მოიქცა ასე . პასუხს კი მის ეპიტაფიაში ვიპოვით : ,,ვის ნაჭარმაგევს მეფენი შვიდნივე პურად დამესხნეს , თურქნი სპარსნი და არაბნი საზღვარსა გარე გამესხნეს , თევზი ამერთა წყალთაგან იმერტა წყალში შთამესხნეს , აწე ამათსა მოქმედსა ხელნი გულზედა დამესხნეს . “ ვხედავთ, რომ დავითი საკუთარ ,,დანაშაულთა” ჩადენის მიზეზს ხედავს ქვეყნის ინტერესებში .
გავაგრძელოთ ისტორიის კითხვა . გავიხსენოთ მეოცე საუკუნე და რაიხის ლიდერი – ადოლფ ჰიტლერი . მას კაცობრიობის ისტორიაში უდიდეს დანაშაულშია ,,ბრალდებული” და ესაა თუნდაც ე.წ. ,,ჰოლოკოსტის” პოლიტიკა , რომლის დროსაც გაანადგურეს ექვს მილიონამდე ებრაელი . (არაფერს ვამბობთ სხვა ერებზე) . ვნახოთ , თუ რას ასახელებს ამ ყოველივეს მიზეზად თავად შილკკრუბერი. აი , რას წერს იგი საკუთარ ანდერძში : ,, ვავალებ ერის ბელადებს სკრუპულოზურად დაიცვან რასობრივი კანონები და მტკიცედ შეეწინააღმდეგონ მსოფლიოს ყველა ხალხების მომწამვლელებს , საერთაშორისო ებრაელობას .“ ე.ი რაიხის ლიდერი , კითხვაზე , თუ რატომ ჩაიდინა ასეთი ამაზრზზენი საქციელი , პასუხობს , რომ , მან ამით მსოფლიო გაწმინდა ,,მომწამვლელებისგან” და შთამომავლობასაც ანალოგიური გზით წასვლას ავალებს .
გავაგრძელოთ საუბარი და ისტორიული რეალობიდან მცირე ხნით მხატვრულ ლიტერატურაში გადავინაცვლოთ .
ამ თემაზე საუბრისას არ შეგვიძლია გვერდი ავუაროთ თეოდორ დოსტოევსკის და მის ნაწარმოებს- ,, დანაშაული და საშჯელი . “უპირველესად გავიხსენოთ ის , რომ თავად დოსტოევსკი ოთხი წლის განმავლობაში იხდიდა სასჯელს ციმბირის კატორღაში . ე.ი. მას კარგად ჰქონდა გაცნობიერებული , თუ რას წარმოადგენდა დანაშაული , რატომ ჩადიოდა მას ადამიანი და რა იყო მისი სასჯელი . ამიტომაცაა ყურადსაღები მისი აზრები .
ჯერ განვიხილოთ რასკოლნიკოვის დაკითხვის პროცესი : ,,საბოლოო კითხვაზე : რამ გაიძულა მაინც , რომ მკვლელობა ჩაიდინე და გაძარცვე ადამიანიო , მოურიდებლად და აშკარად უპასუხებდა გამოტეხვით , რომ მიზეზი მისი გაჭირვებული მდგომარეობა და სიღარიბე იყო . მკვლელობა კი ქერქეტობამ და სულმოკლეობამ ჩაადენინა , რასაც ხელმოკლეობა და სხვადასხვა მარცხი უწყობდა ხელს . “ ნაწარმოების მსვლელობისას ვხვდებით , რომ რასკოლნიკოვსისიც უჭირს , მკვლელობას დანაშაულის სტატუსი მიანიჭოს : ,,ოჰ , რა ბედნიერი იქნებოდა , რომ შესძლებოდა და თვითონაც გულში ეღიარებინა თავისი დანაშაული ! “ საბოლოოდ კი ,,დამნაშავე” მიდის იმ დასკვნამდე , რომ ეს საქციელი იყო არა დანაშაული, არამედ ბრძოლა სამართლიანობის აღდგენისათვის . აქედან გამომდინარე , კითხვაზე –რატომ ? პასუხი იქნება შემდეგი –სამართლიანობისთვის .
უმართებულო იქნება , რომ ამ თემაზე ვსაუბრობდეთ და არ ვახსენოთ რამდენიმე ცნობილი დანაშაული ჩვენი თანამედროვეობიდან .
ყველას გვახსოვს თერთმეტი სექტემბრის ტრაგედია . ამ დანაშაულს შეეწირა უამრავი ადამიანის სიცოცხლე , მაგრამ რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს , მისი ,,შემოქმედები “ მას არ მიიჩნევენ დანაშაულად . პირიქით , მათი აზრით , ეს არის მოვალეობა ალაჰის წინაშე , რისთვისაც მისგან ჯილდოს მიიღებენ .
დაახლოებით ასევე იმართლებს თავს ის ხალხი , ვინც ბესლანში მოაწყო ტერორისტული აქტი . მათთვისაც გმირობაა ამგვარი სისხლისღვრა და ისინიც მოელიან ღმერთისგან ,,ღვაწლის დაფასებას . “
ჩვენს მიერ შემოთავაზებული დანაშაულებიდან ნათელია , რომ ყველა მათგანს ჩამდენის თუ საზოგადოების მხრიდან განსხვავებული აღქმა გააჩნია . ეს კი გამომდინარეობს პიროვნების ინდივიდუალიზმიდან . საინტერესოა ფრაზა ცნობილი კინოფილმიდან ,, ხარება და გოგია : “ Y,,ყველა ყაჩაღს გულის სიღრმეში ბოლომდე არ ჯერა , რომ იგი ყაჩაღია . “აქედან გამომდინარე , პიროვნებაც მოქმედებს შემდეგი პრინციპით- ,,მიზანი ამართლებს საშუალებას “ და საკუთარ საქციელს არ მიიჩნევს დანაშაულად .
,,დანაშაულს ადამიანი ჩადის იმის გამო , რომ ის გველი , რომელიც ,,ჩასისინებდა” ევას , აკრძალული ხის ნაყოფის გასინჯვას , კვლავაც ჩასძახის , რომ ესა თუ ის ქმედება ჩაიდინოს და მას ანახებს არა რეალური , არამედ შეფარული სახით .
დანაშაულს ჩავდივართ იმისგამოც , რომ ვერ ვაცნობიერებთ მისით გამოწვეულ სასჯელს , რომელიც აუცილებლად მოიწევა ჩვენსთავს ადრე თუ გვიან . გარდა სასჯელის გაუცნობიერებლოისა , ჩვენ ვერც საკუთარ საქციელს აღვიქვამთ , როგორც მიუღებელს , დასაგმობ დანაშაულს . რადგან ამ დროს დახშულია გონება , არ ხდება ვითარების შეფასება და იმის მაგივრად , რომ შექმნილი მდგომარეობა ,,გავისიგრძეგანოთ,“ ვემორჩილებით ინსტინქტებს . უმეტესად სწორედ ამ დროს ხდება დანაშაული .
და მაინც , რატომ ჩადის ადამიანი დანაშაულს ? პასუხი ერთია . იმიტომ რომ ის ადამიანია .

Advertisements

დატოვე კომენტარი

Filed under და.ა.შ.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s