ბუკნარში მიმდინარე მოვლენების ფონზე, ხშირად შევხვდი მსგავსი ტიპის ფრაზებს: ,,გასაყოფი რა გვაქვს. მართლმადიდებლებსაც და მუსლიმებსაც ერთი ღმერთი გვწამს” და ა.შ. ეს ფრაზა ნამდვილად მიმზიდველად ჟღერს (მით უმეტეს დღევანდელობის მემარცხენე პოლიტკორექტულობის მულტიკულტურიზმში ჩაკარგული საზოგადოებისათვის), მაგრამ თეოლოგიურ კუთხეს საერთოდ რომ თავი დავანებოთ, ისტორია ამოწმებს, რომ რეალურად, სახელმწიფოებრივი შედეგი მსგავს მიდგომას არც არასდროს ჰქონია. ჩვენთან ეკლესიის ისტორიის დარგიც ,,მარგინალიზებულია” (წარმოდგენილია, რომ არსებობდა ერთ მხარეს ერთი ჭეშმარიტი ეკლესია, მეორე მხარეს კი შინაური და გარეული მტრები და ეს ჭეშმარიტი ეკლესია ყოველთვის იმარჯვებდა), არადა, ყველაფერთან ერთად, ეკლესიის ისტორია ბევრად უფრო ჩახლართული და ხშირად სიბნელითა თუ ბევრი სისხლით მოცული დარგიცაა. პირობითდ ვთქვათ, გგონიათ მართლა მხოლოდ იმიტომ დევნიდნენ რომის იმპერიაში ქრისტიანებს, რომ მათ ქრისტე წამდათ? ქრისტესადმი რწმენა არანაირი პობლემა არ იყო ანტიკური კულტურისადმი, პირიქით, დაგეთანხმებოდნენ კიდეც, რომ იგი ღმერთი იყო, პრობლემა ის იყო, რომ შენც მათი ღმერთები უნდა გეღიარებინა, მარტივად რომ ვთქვათ, აგერ ბატონო, აღიარე შენ ჩვენი ღმერთები, ჩვენ ვაღიარებთ თქვენსას, გასაყოფი რა გვაქვს და ვიყოთ ბედნიერად. ამგვარი მიდგომები შემდეგ უკვე თავად იმპერიის შიგნით გავრცელდა უკვე ქრისტიანთა შორისაც. საიმპერატორო კარი თითქმის ყოველთვის იმას ცდილობდა, რომ განსხვავებული ტიპის ქრისტიანული რწმენების ,,კოჰაბიტაცია” მოეხდინა (საბოლოოდ ამას რა შედეგებიც მოჰქონდა, კარგად შეგვიძლია ვნახოთ არიანულ, მონოფიზიტურ, მონოთელიტურ, ხატმებრძოლეობისა თუ დასავლეთთან არსებულ სქიზმებს შორის). პირობითად რომ ვთქვათ, ბევრი ქრისტიანი (საქართველოს არ ეხება, დასავლურ ცივილიზაციას ვგულისხმობ), თანახმაა აღიაროს, რომ ჩვენ გვწამს ქრისტე, თქვენ გწამთ მუჰამედი, გასაყოფი რა გვაქვს, ერთდ ვიყოთ, ტკბილად და ბედიერადო. კარგი, ქრისტიანულ მხარეს ეს მიდგომა მოწონს და ეთანხმება, მაგრამ გისაუბრიათ კი მუსლიმებთან ამ საკითხის შესახებ? რატომ გგონიათ რომ ისინი ეთანხმებიან ქრისტეს ღმერთობას? (ტრიადოლოგიურ დოგმაზე არაფერს ვამბობ). არ ეთანხმება ეს ხალხი, არ აღიარებს და არც აპირებს რომ ეს მოცემულობა მიიღოს და ჩვენ რატომ ,,ვაძალებთ?” ამგვარად, როცა სეკულარულ სახელმწიფოში რელიგიებს შორის ხდება ამგვარი ტიპის დაპირისპირება, არსებობს ერთადერთი გამოსავალი, სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს იმისი ძალა და მექანიზმი, რომ საკუთარი სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინაე ყველა რელიგიურ დაჯგუფებას მიუჩინოს თავისი ადგილი, ისეთი, რომლითაც სახელმწიფოებრიობა არ დაზარალდება, და არ დაუშვას სახელმწიფოში ,,ახალი სახელმწიფოს” დაარსება, იმისდა მიუხედავად ამ რელიგიურ მიმდინარეობას მკაცრი მონოთეიზმისა ჯერა, ტრიადოლოგიური დოგმისა თუ საერთოდ ,,სპაგეტის ეკლესიის” მოძღვრებას ქადაგებს. ამოსავალი წერტილი უნდა იყოს მოქალაქე, თავის მხრივ კი მოქალაქე უნდა ემორჩილებოდეს იმ კანონმდებლობას, რომელსაც საკუთარი სახელმწიფო ადგენს, ხოლო თუკი მოქალაქეთა ჯგუფი, რელიგიური ნიადაგზე, არ ემორჩილება კონსტიტუციურ ნორმებს და სახელმწიფოში დესტაბილიზაცია შეაქვს, სწორედ ამიტომ ვუხდით გადასახადებს ჩვენი ჯიბიდან ხელისუფლებას, რომ ეს დესტაბილიზაცია აღმოფხვრას და არ გააკეთოს ისეთი სულელური განცხადებები, როგორიც გუშინ ვიხილეთ, რომ ქართველსა და მუსლიმს ერთმანეთთან გასაყოფი არაფერი აქვს. ქრისტიანს და მუსლიმს გასაყოფი ბევრი რამე აქვს, აი საქართველოს მოქალაქეებს კი ,,არაფერი”, იმის მიუხედავად რისი გვწამს, რა გვაცვია და როგორი ცხოვრების წესით ვცხოვრობთ.
პ.ს. და მთავარი, მგონი რაღაცეების გამიჯვნა გვავიწყდება ხოლმე. მაგალითად, რწმენა, არის ადამიანისადმი თანდაყოლილი თვისება იქიდან მოყოლებული, რაც ეს ადამიანი შეიქმნა. რელიგია, მოგვიანო ფენომენია, ერი მე-19 საუკუნისა, ,,ეროვნული სახელმწიფო” კი კიდევ სხვა რაღაცაა. ამგვარად, რწმენის, რელიგიის, ეროვნულობისა და ეროვნული სახელმწოფოს ერთმანეთში აღრევა, ისეთივე დამაზიანებელი შედეგის მომტანია სახელმწიფოსათვის, როგორც პრეისტორიული, ანტიკური და თანამედროვე პერიოდების ერთმანეთთან ხელოვნური სიმბიოზი.
ბუკნარის ამბებთან დაკავშირებით
Filed under საპოსტელო
აია სოფია – მეჩეთი
Filed under საპოსტელო, Uncategorized
მსოფლიოს თეოლოგიური საწავლებლების რეიტინგი (2019 წლის მიხედვით)
- ჰარვარდის უნივერსიტეტი (აშშ)
- ნოტრ დამის უნივერსიტეტი (აშშ)
- ოქსფორდის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი)
- კემბრიჯის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი)
- დარემის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი)
- ტუბინგენის უნივერსიტეტი-Eberhard Karls Universität Tübingen (გერმანია)
- იელის უნივერსიტეტი (აშშ)
- ლუვენის უნივერსიტეტი-Université Catholique de Louvain (ბელგია)
- დაკის უნივერსიტეტი (აშშ)
- ჩიკაგოს უნივერსიტეტი (აშშ)
- ბოსტონის კოლეჯი – Boston College (აშშ)
- კალიფორნიის უნივერსიტეტი – UCB (აშშ)
- პრინსტონის უნივერსიტეტი (აშშ)
- ლუვენის უნივერსიტეტი – KU Leuven (ბელგია)
- ვრიჟეს უნივერსიტეტი (ამსტერდამი)
- ტორონტოს უნივერსიტეტი (კანადა)
- ედინბურგის უნივერსიტეტი (შოტლანდია, დიდი ბრიტანეთი)
- წმ. ანდრიას უნივერსიტეტი (შოტლანდია, დიდი ბრიტანეთი)
- სტენფორდის უნივერსიტეტი (აშშ)
- კოლუმბიის უნივერსიტეტი (აშშ)
გურამ ლურსმანაშვილი
02.05.2020
Filed under Uncategorized
ეკლესიაში ევქარისტიისთვის სივრცე აღარ რჩება!
ქრისტემ ჯვარცმის წინ მოწაფეები აზიარა და დაუბარა, ჩემს მოსახსენებლად თქვენც თქვენი მოწაფეები აზიარეთო. შესაბამისად, მოციქულთა მიერ დაარსებული ეკლესიებიც ,,ევქარისტოცენტრულები“ გახდნენ, ანუ კრებულები, რომელთა ამოსავალი წერტილიც ზიარება გახლდათ. იკრიბებოდნენ მორწმუნეები ჩუმ-ჩუმად, ლოცულობდნენ, ეზიარებოდნენ, საუბრობდნენ და სახლებში ბრუნდებოდნენ. იმპერია კი მათ დევნიდა, აწამებდა, კლავდა… გავიდა წლები, იმპერიამ ეკლესიის გამოყენება გადაწყვიტა, აღარ დევნიდა, დაარსდა აღმოსავლეთ რომის იმპერიაც, სადაც ეკლესია და სახელმწიფო შეთანხმებულად მოქმედებდა. მიუხედავად სასახლისა და ეპისკოპოსის კარის კულისებში მიმდინარე ჩახლართული პოლიტიკური, მზაკვრული, ბოროტი პროცესებისა, ეკლესიამ მაინც მოახერხა რომ კვლავ დარჩა ევქარისტოცენტრულად, ანუ კრებულად, რომელსაც კი ჰქონდა ბლომად პრივილეგიები, ფინანსები, გადაცდომები, მაგრამ საკუთრ მრევლს ზიარების ირგვლივ კრებდა, რომელიც ცალსახად განშორებული იყო ყოველგვარ პოლიტიკას მიწიერ საზრუნავს და მაზიარებლებს ლიტურგიის დროს ესქატაში (მეორედმოსვლის შემდგომ პერიოდში) ამყოფებდა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეკლესია=ზიარებას და ზიარება=ეკლესიას.
შორს რომ არ წავიდეთ, ძლევამოსილ იმპერატორ თეოდოსის დროს თესალონიკში ,,ანტისამთავრობო’’ და ძალიან მძაფრი გამოსვლები დაიწყო, ეს რომ იმპერატორმა შეიტყო გამოსვლების ,,დაშლა-დარბევის’’ ბრძანება გასცა, შესაბამისად ასაკის, სქესის და მსოფლმხევდველობის განურჩევლად ძალიან ბევრი მონაწილე დასახიჩრდა, იყო მსხვერპლიც. ამის შემდეგ, იმპერატორი მილანში ჩავიდა და ღვთისმსახურებაზე დასწრება გადაწყვიტა. ამ დროს კი მას კარიბჭეში ამბროსი მილანელი დახვდა და ტაძარში შესვლის უფლება არ მისცა, თან დაუმატა: ,,როგორც ჩანს არ უწყი, იმპერატორო მომხდარი მკვლელობის სიდიდე, არც რისხვის დაცხრომის შემდეგ შეუცვნია შენს გონებას ჩადენილი დანაშაული. ალბათ მეუფების ძალა არ უშვებს ცოდვის შეცნობას, არამედ ძალაუფლება აბნელებს გონებას. მაგრამ გვიხმს ბუნების ცოდნა, რომ იგი მოკვდავია და წარმავალი, ასევე წინაპარი მტვრისა, რომლისგანაც ვართ წარმოქმნილი და რომლისკენაც მივედინებით. და განა მეწამულის ყვავილოვნება არ გვატყუებს, რომ დაფარული სხეულის უძლურების უმეცარი ვართ. თანაარსთ განაგებ, იმპერატორო, და, რა თქმა უნდა, თანამონებს. რამეთუ ერთი არის ყოველთა მეუფე და ხელმწიფე, ყოველთა შემოქმედი. აწ როგორი თვალებით უმზერ ჩვენი საერთო მეუფის ტაძარს? როგორი ფეხებით მიაბიჯებ ამ წმინდა იატაკზე? როგორ გაიწვდი ხელებს, რომლისგანაც ჯერ კიდევ მოწვეთავს უსამართლო მკვლელობის სისხლი? ასეთი ხელებით როგორ მიიღებ მეუფის ყოვლადწმინდა სხეულს? როგორ პირთან მიიტან ძვირფას სისხლს, რომელმაც მრისხანე სიტყვის გამო უკანონოდ დაღვარე სისხლი? წადი, და ნუ ეცდები, რომ პირველი ურჯულოება სხვებით დაამძიმო. მიიღე საკრველი, რომელი განაჩენის გამოტანას ზემოდან ეთანხმება ღმერთი, ყოვლიერების მეუფე. იგი იქნება მკურნალი და ჯანმრთელობის მომნიჭებელი”.[1]
Filed under Uncategorized
ნესტორი, კირილე, პოლიტიკა და უკრაინაც
უკრაინის ავტოკეფალიის თემა ერთგვარ ნიშნულად იქცა, რომელზეც ეკლესიის ისტორიიდან სხვადასხვა საკითხებზე პარალელებს ვავლებთ ხოლმე. ამ ბლოგში ორი რამის თქმა მინდა: 1-თუ თემა ,,სამართლიანია’’, მასთან დაკავშირებული პოლიტიკური ინტერესები ვერ აკნინებენ მას. 2-ნებისმიერი ,,სამართლიანი თემა’’ არ გამორიცხავს მასთან დაკავშირებულ პოლიტიკურ ინტერესებს. საუბარი ზოგადი რომ არ გამოვიდეს, კარგად ნაცნობ თემას გაგახსენებთ. მოგეხსენებათ მეხუთე საუკუნეში ქრისტიანულ სამყაროში უმნიშნელოვანესი რამ მოხდა, კირილე ალექსანდრიელმა, ნესტორი კონსტანტინოპოლელის საპირწონედ ქრისტოლოგიური სწავლება შემოგვთავაზა, რომელ სწავლებასაც დღემდე ვეყრდნობით. ეს ერთი მხარეა, ,,ისტორიული სამართლიანობის’’ მხარე. მაგრამ მხოლოდ ამით იყო გამოწვეული იმ საუკუნის ნესტორიანული დავები? იქნებ მის გარდა ძალიან დიდი და სერიოზული პოლიტიკური ინტერესების თანხვდომა-დაპირისპირებაც გვქონდა, რომელმაც თავისი წილი დაღი დაასვა ამ პროცესებს. გავხსნათ კვანძები. ამ მომენტში რომის იმპერიის ეკლესიაში არსებობს პენტარქია (ხუთმთავრობა), ე.ი. იმპერიის 5 ყველაზე გავლენიანი ქალაქის მმართველი ეპისკოპოსების მთავრობა. შესაბამისად: რომი, კონსტანტინოპოლი, ალექსანდრია, ანტიოქია, იერუსალიმი. Continue reading
Filed under Uncategorized
ეპიფანე და ფილარეტი- პარალელები 1917-1918 წწ. საქართველოსთან
შესაძლოა კიევის ყოფილი მიტროპოლიტის- ფილარეტის პირადმა ამბიციებმა უკრაინის ახლადშექმნილი ავტოკეფალური ეკლესია საკმაოდ დააზიანოს. სქიზმა და განსაცდელები ეკლესიის განუყოფელი პროცესებია, სწორედ ამ დროს იწრთობა ხოლმე საეკლესიო სისავსე და ღვთისმეტყველება (არიანიზმი, ნესტორიანიზმი, ხატმებრძოლეობა…), ასევე გამოიწრთობა უკრაინის ეკლესიაც, თუმცა, მიმდინარე პროცესებმა უკრაინის ეკლესიის ჩასაფრებული მოწინააღმდეგეებისთვის სალაპარაკო გააჩინა და ჩირქს ცხებენ მის ავტოკეფალიას. ამ შემთხვევაში, უკრაინაში პრობლემას ის ქმნის, რომ ერთ მხარესაა კიევის ,,ყოფილი მიტროპოლიტი’’ ფილარეტი, რომელიც ვერ ეგუება, რომ მიტროპოლიტი ეპიფანე მის გავლენისქვეშ არ ექცევა. რეალურად ,,ორხელისუფლებიანობის’’ სიტუაციაა, რაც ახალი ავტოკეფალიებისთვის დამახასიათებელია. ქართველებმა ყველაზე კარგად ვიცით, თუ როგორ აზიანებს საეკლესიო სისავსეს ,,რანგით მეორე” პირის ,,პირველობის სურვილი”, თუნდაც ეს ,,პირველი და მეორე” კირიონი და ლეონიდე იყვნენ. შორს რომ არ წავიდეთ გაგახსენებთ თუ რა ხდებოდა საქართველოში მაშინ, როდესაც 1917 წელს ავტოკეფალია გამოვაცხადეთ. (ამ პერიოდზე იმიტომაც ვსაუბრობ, რომ ვინც მიცნობ იცის ჩემი პიეტიზმი მეოცე საუკუნის სამი პატრიარქისადმი, კირიონის, ლეონიდესა და ამბროსისადმი, შესაბამისად ტენდენციურობაშიც ვერ დამდებენ ბრალს).
1917 წელს საქართველოს პატრიარქი და მცხეთის მთავარეპისკოპოსი გახდა კირიონი (1917-1918), ამავე წელს თბილელი მიტროპოლიტი და პატრიარქის მოსაყდრე გახდა ლეონიდე (შემდგომში პატრიარქი, 1918-1921). თბილელი წირავდა სიონში, მცხეთელი პატრიარქი ანჩისხატში, ნათელი იყო 2 ეპისკოპოსის ბანაკებს შორის დაპირისპირება.
Filed under Uncategorized
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის ტომოსი
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი, 27.02.2019, კონფერენცია – ”ავტოკეფალიის კანონიკური და პოლიტიკური ასპექტები”; გურამ ლურსმანაშვილი- ”უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის ტომოსი“;
მოგეხსენებათ ქართულ საზოგადოებაში სერიოზული ვნებათაღელვა გამოიწვია უკრაინისადმი გადაცემულმა ავტოკეფალიის ტომოსმა. დოკუმენტის განხილვა საკმაოდ ვრცლად და დაწვრილებით შეიძლება, თუმცა, ამჟამად შევეცდებით ძალიან მოკლედ გავამახვილოთ ყურადღება მხოლოდ იმ საკითხებზე, რაც ქართულ მოსახლეობას აინტერესებს, მათ შორის ტერმინებზე: შვილი და დედაეკლესია, მირონის მოხარშვა, აპელაციის უფლება, მიტროპოლიტის ტიტული და სხვა.
თავშივე ვიტყვით, რომ ნებისმიერი სახით, უკრაინის ავტოკეფალიაზე, როგორც ‘’არასრულ ან ნაკლულოვანზე მოვლენაზე’’ საუბარი სრულიად უადგილოა. ტომოსში[1] გარკვევით წერია: ‘’ჩვენ (ე.ი მსოფლიო საპატრიარქო) გადავცემთ მას (ე.ი. უკრაინის ეკლესიას) პრივილეგიებსა და ყველა სუვერენულ უფლებას, რომელიც ეკუთვის ავტოკეფალურ საეკლესიო მმართველობას.’’
Filed under Uncategorized
გამოხმაურება რუსთაველი მიტროპოლიტ იოანეს ქადაგებაზე უკრაინის შესახებ
რუსთაველმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი), სულ ახლახანს განაცხადა, რომ უკრაინაში, რეგიონებს შორის მიმდინარეობს ომი და არა რუსეთ-უკრაინას შორის.[1] ეს მხოლოდ დასაწყისია, 2019 წლის 3 თებერვლის ქადაგებაში[2], მან ყოვლადგაუმართლებელი, აბსურდული, ცილისმწამებლური და სიცრუით გაჯერებული მონაცემების კასკადი შემოგვთავაზა. შევეცდებით დეტალურად განვიხილოთ იგი.
მეუფე იოანე ბრძანებს: ‘’მითქმა-მოთქმა იმ ტომოსის გამო, რომელიც კონსტანტინოპოლის პატრიარქმა მისცა ს-ხ-იზმატურ დაჯგუფებას’’. დავიწყოთ იმით, რომ ეს არ ყოფილა არანაირი დაჯგუფება, პირიქით, კიევში შემდგარმა გამაერთიანებელმა კრებამ სრულიად გააერთიანა მიტროპოლიტ ფილარეტის იურისდიქციაშ მყოფი პირები, მიტროპოლიტ მაკარი მალეტიჩის იურისდიქციაში მყოფი პირები და უკრაინაში მოსკოვის საეგზარქოსოს მცირე ნაწილი (საუბარია 20 მილიონზე მეტ მართლმადიდებელზე). ამას დამატებული ისიც, რომ ამ გამაერთიანებელ კრებაში მონაწილეობდნენ კანადის უკრაინული ეკლესიის (კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს იურისდიქცია) და აშშ-სა და დანარჩენ ქვეყნებში განფენილი უკრაინული დიასპორული ეკლესიის წარმომადგენლები. ამასთანავე, მეუფეს გვსურს შევახსენოთ, რომ არც მიტროპოლიტ მაკარისა და არც მიტროპოლიტ ფილარეტის ეკლესიიდან განკვეთა არ უკავშირდებოდა მოძღვრებით საკითხებს და მათი სქიზმაში გადასვლა დიდწილად რუსეთის იმპერიალისტური მიდგომებისადმი პროტესტმა გამოიწვია, შესაბამისად, უკრაინაშიც ისეთივე ‘’სქიზმატურ დაჯგუფებასთან ’’ გვაქვს საქმე, როგორიც მაგ: საქართველოს ეკლესია იყო 1917-1943 წლებში. რატომ ვერ ბედავს მიტროპოლიტი იოანე და იგივე ლოგიკით არ (ვერ) უწოდებს დასახელებულ პერიოდის საქართველოს ეკლესიასაც სქიზმატურს. გავაგრძელოთ, ‘’კონსტანტინოპოლის უმაღლესი იერარქები დადიან ეკლესია-ეკლესია და რატო? როგორ გამოვიდეთ ამ ჩიხიდან.’’ ხვდებით, რომ საუბარი ეხება მიტროპოლიტ ემანუელისა და ამფილოქიოსის საქართველოში ვიზიტს. ახლა ვნახოთ თუ რა განცხადა მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლების ვიზიტის შესახებ: ,,ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. ჩვენ განვიხილეთ ბევრი დეტალი. რაც მთავარია, გამოიკვეთა მათი კორექტული პოზიცია ჩვენი ეკლესიის მიმართ, რომ ისინი არ ჩამოსულან იმისთვის, რათა დაგვარწმუნონ ჩვენ, მივიღოთ ესა თუ ის გადაწყვეტილება. ასევე, მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩვენს აუჩქარებლობას ამ ეტაპზე, რა პოზიციაც გვაქვს, სრული გაგებით ეკიდებიან. ეს მიტროპოლიტმა საუბრისას რამდენჯერმე გაიმეორა და ეს მნიშვნელოვანია ჩვენთვის”.[3] შესაბამისად, საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის ორი წევრი, მეუფე შიო და მეუფე იოანე, ერთი კონკრეტული მოვლენის შესახებ გვთავაზობენ ორ და სრულიად განსხვავებულ ინფორმაციას და შეუძლებელია ორივე სიმართლე იყოს. ჩვენი ცნობით, სიმართლეს შეესაბამება მიტროპოლიტ შიო მუჯირის პოზიცია, შესაბამისად, ან მიტროპოლიტი იოანე გამრეკელი წარმოადგენს საპატრიარქოში გამართული შეხვედრის ჩანაწერს, სადაც დადასტურდება რომ მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლები აღიარებენ ‘’ჩიხში შესვლას’’ და გვთხოვენ, რომ იქიდან გამოსვლაში დავეხმაროთ, ან დადასტურდება, რომ მის მიერ მოყვანილი ფაქტები უზუსტობაა და ცილისწამება.
Filed under Uncategorized
როგორ მანიპულირებს რუსეთი საქართველოზე დიპტიქის თემით
Filed under Uncategorized
მიტროპოლიტ მაკარი მალეტიჩის ხელდასხმის ჯაჭვი
რუსული იდეოლოგიური მანქანა აქტიურად მუშაობს მაკარი მალეტიჩის ხელდასხმის ”არაძალმოსილების” შესახებ, რადგან შეუძლებელია იგივე თქვან მიტროპოლიტ ფილარეტის შესახებ, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს უკანასკნელი არის მიტროპოლიტ ონუფრის, პატრიარქ კირილეს და კიდევ ბევრის ხელდამსხმელი. შესაბამისად, ეს მანქანა აქტიურად ავრცელებს, რომ მაკარი მალეტიჩის ხელდასხმა, რუს ეპისკოპოსთნ ერთად აღასრულა ვინმე ჩეკალინმა, რომელიც არის კრიმინალი და საერთოდ არაა ეპისკოპოსი. თავიდან, როდესაც ეს ამბავი შევიტყვე, ვფიქრობდი, რომ არ არსებობდა კონკრეტული მასალები, მიტროპოლიტ მაკარი მალეტიჩის ხელდასხმის შესახებ, ან ვინმე ჩეკალინის მიერ აღსრულებული ”მღვდელმოქმედებების გამოსწორების” შესახებ. ახლა კი, უკვე, ”მოპასუხე მხარეა” ვალდებული წარმოადგინოს ყოველივე ქვემოთჩამოთვლილის საპირისპირო მასალები.
დავიწყოთ მიტროპოლიტ მაკარის ხელდამსხმელთა ჯაჭვის შესახებ:
Filed under Uncategorized